ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18 წ. | ტაიმი არც ირლანდიასთან გვეყო

18 წ. | ტაიმი არც ირლანდიასთან გვეყო

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში ირლანდიას პირველი ტაიმი მოუგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და პაარლის ვაჟთა სკოლის მოედანზე მეტოქემ 2 ქულის სხვაობით, 17:15 გაიმარჯვა.

ინგლისთან 4 დღის წინ გამართული შეხვედრის მსგავსად, ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და ჯერ 12:0 დაწინაურდნენ, შესვენებაზე კი 8-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მაგრამ ირლანდიამ ზურგქარში შეძლო თამაშის შემოტრიალება და იღბალიც მათ მხარეს აღმოჩნდა.

პირველ 35 წუთში საქართველო სამჯერ შევიდა მეტოქის 22-ში და სამივეჯერ აიღო ქულა. თამაშის დებიუტში ირლანდიელები რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, მათ 22-ში აუტი მოვიპოვეთ, იქიდან მძლავრი მოლი ავაგორეთ და ანრი შველიძემ ანგარიში გახსნა. საპასუხოდ ირლანდიამ მაგრად შემოგვიტია და ფაზები აკინძა, თუმცა წითელ ზოლში თავი დავიცავით და მეტოქის 15-20-წუთიანი მიძალება მოვიგერიეთ.

26-ე წუთზე მეორედ გადავედით ირლანდიელთა ნახევარზე, 22-ში დერეფნიდან კიდევ ერთი მოლი დავაყენეთ და ვეტერანი "ბორჯღალოსნის", გოდერძი შველიძის შვილმა დუბლი გაიფორმა. გიგი სირბილაძემ ორიდან ერთი ლელო გარდასახა. ირლანდიელეთა შეტევებმა შედეგი 32-ე წუთზე გამოიღო და ოფლოუდის შემდეგ გარდასახული ლელო გავიდა, მაგრამ დასკვნით წუთებში მესამედ მივუახლოვდეთ მეტოქის 22-ს, ჯარიმა გამოვიმუშავეთ და სირბილაძემ კარგის წინიდან გაიტანა – 15:7.

მეორე ტაიმის დიდმა ნაწილმა მეტოქის შეტევებში ჩაიარა. ირლანდიამ ბურთზე კონტროლი კარგად გამოიყენა და სწრაფი, ხელდახელ გათამაშების შემდეგ 42-ე წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. 5 წუთში მათ ჯარიმით შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი იყო.

59-ე წუთზე ირლანდია მოედანზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა იქვე შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ჯარიმის შესრულების უფლება მივეცით და ამჯერად დარტყმა ზუსტი იყო. დასკვნით წუთებში საქართველომ შეუტია, 20-ზე მეტი ფაზა აკინძა და ირლანდიის 22-ში დიდი დრო გაატარა, ლევან ეზიეშვილმა ლელოს ხაზიც გადაკვეთა, თუმცა ბურთის დამიწება ვერ მოახერხა. ბოლო წუთზე კარიდან 40 მეტრში ჯარიმა მაინც გამოვიმუშავეთ, მაგრამ დარტყმული მიზანს ასცდა და თამაში 15:17 დასრულდა.

18-წლამდელების საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. 20 აგვისტო. პაარლი

საქართველო – ირლანდია 15:17 (15:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თვაური (ხვამლი), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 12. გიგა ყიფშიძე (ხვამლი), 11. დავით ბარბაქაძე (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო, კაპ.), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (ყოჩები), 4. დავით ბარამია (ლელო), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 6. გიორგი არძენაძე (ჩაქვი), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ლელო);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. ნიკოლოზ ოლქიშვილი (ლელო), 18. ლევან ეზიეშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), 19. გიორგი მეფარიშვილი (აია), 20. ლუკა გაბუნია (აია); 21. დავით წიკლაური (ხვამლი), 22. გივი სოსელია (კოლხი რაინდები), 23. დავით არავიაშვილი (არმაზი), 24. იოანე ბასილაია (ლელო), 25. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 26. გიორგი ზაზაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

2 ლელო: შველიძე

1 გარდასახვა: სირბილაძე

1 ჯარიმა: სირბილაძე

Rugby.ge

• სოსო

ალბათ მაინც თანაბარძალოვანი შემადგენლობის არასაკმარისი სიღრმეა,კიდევ ერთი ფაქტორი და კიდევ 9 და 10 ნომრების არასაკმარისი სარაგბო განათლება.ძალიან ბევრ,არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ თამაშის პროცესში და პირველ ტაიმში თუ ძალები გვყოფნის,შეცდომების გამოსასწორებლად,მეორე ტაიმში,დაღლილებს,უკვე ყველაფერი გვეშლებოდა.მძიმე მოედანზე და ცუდ ამინდში,ეს კიდევ უფრო ცხადად ჩანს.იმას არ ვამბობ,რომ უნიჭოები არიან,მაგრამ რაღაცას რომ აკეთებ,ავტომატიზმამდე უნდა გქონდეს მიყვანილი,მოქმედება,ჩვენები კი,ჯერ ფიქრობენ და ამით ყველაფერი გვიანდება.ალბათ 7 კაცა რაგბი,სავალდებულოდ და უფრო ხშირად უნდა ითამაშონ,უკანახაზელებმა.სწრაფ მოქმედებას და აზროვნებას მაღალ ტემპში,იქ შეეჩვევიან,საუკეთესოდ.

• alexandre

მთავარია, რომ რეგულარულად ვეთამაშებით ტოპ გუნდებს. თან ტოლსწორად! დიდი გამარჯვებებიც მოვა! გაიხარეთ შვილებო და გაახარეთ თქვენი სამშობლო!

• rezo-ს

სათამაშო სახეობებში ფიზიკა ქართულ სპორტში კარგახანია პრობლემაა. ფსიქოლოგიაც. მწვრთნელები კარგი გვყავს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ასისტენტების ცოდნა თუ არ გაუმჯობესდა ფიზიკა და ფსიქოლოგია სულ პრობლემა იქნება.

• Rezo

სამ მეორე ტაიმში მონაგარი 0 ქულა! კარგი ანზლიზი და გარჩევა არ გვაწყენდა მწვრტნელების და სხვა სპეცებისგან. რისი ბრალუა? ფიზიკის? ფსიქოლოგიის? მწვრტნელები აგებენ დუელს? მთლიანობაში ზალიან კარგია და სასარგებლო, რომ ასეთი თამაშები სტაბილურად მოგვეცა. ძალუან წაგვწევს წინ!

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...

18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს