საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში ირლანდია 39:29 დაამარცხა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და წარმატებასაც დამსახურებულად მიაღწიეს.

სტელენბერგის უმაღლესი სკოლის მოედანზე ჩვენი გუნდი სრულ უპირატესობას ფლობდა და ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნა: გიორგი სუთიაშვილის ხაზის გაჭრის შემდეგ ფაზები ავკინძეთ საბა გიორგიძის ლელო ლუკა ჭაკუამ გარდასახა.სამიოდე წუთში გიორგი ხონელიძეს გაჭრის შემდეგ კიდევ ერთი სალელოვე შანსი გვქონდა, რომელიც დავით ახვლედიანმა გააგრძელა, მაგრამ ის მეტოქემ ჯარიმის ხარჯზე შეაჩერა.

პირველი 20 წუთი ფაქტობრივად სულ შეტევაში გავატარეთ, თუმცა ჯარიმის გათამაშების შემდეგ ლელო აქეთ მივიღეთ. მალევე მეტოქის 5-მეტრიანში ბურთი დერეფანში ვერ მოვიგეთ, თუმცა იქვე მას ალექსანდრე გამყრელიძე დაეუფლა და ლელო გაიტანა. თამაში რომ განახლდა კონტრშეტევაზე კიდევ ერთი ლელო გავუშვით, 30-ე წუთზე კი მეტოქის შეცდომის შემდეგ სწრაფად გადავერთეთ შეტევაში, გამყრელიძემ ხაზი გაჭრა და მისი ოფლოუდის შემდეგ გიორგი ბერძენიშვილმა ლელო გაიტანა, რომელიც ჭაკუამ გარდასახა. ტაიმის ბოლოს ირლანდიამ წონასწორობის აღდგენა მოახერხა - 19:19.

მეორე ტაიმი ჩვენი შეტევით დაიწყო, ბურთი ხაზზე კარგად გავათამაშეთ, მაგრამ ის მეტოქემ ლელოში ჩაგვიხურა შემდეგ ეპიზოდში დერეფნიდან კარგი მოლი ავაგორეთ, რომელსაც გამყრელიძე მოწყდა და ლელო გაიტანა, ჭაკუამ კი გარდასახა. ირლანდიამ ფეხით გადაკიდების შემდეგ ლელოთი სწრაფადვე გვიპასუხა, მაგრამ იქვე მოწინააღმდეგე მოლით დავძარით და საბა მერებაშვილმა ლელო მიითვალა.

რადგან გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით, შემდეგ ეპიზოდებში ჯარიმები კარში დავარტყით და გაშვებული ლელოს მიუხედავად 39:29 გავიმარჯვეთ.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

III დღე. 15 აგვისტო. 15:30 (საქ. დრო)

ირლანდია - საქართველო 29:39

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. საგა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. ლუკა შულაია.

სამხრეთ აფრიკა ა - ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი 52:7

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო 20:5

ინგლისი - საფრანგეთი 40:26

სამხრეთ აფრიკა - ირლანდია 51:15

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა - საფრანგეთი (13:30)

ირლანდია - საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (17:30)

Rugby.ge

გული გაგისკდება კაცს,როცა უყურებ რამხელა უპირატესობას ფლობ და რაღაცა ელემენტარული შეცდომების გამო,რომელიც მატჩიდან მატჩამდე შესაშური სტაბილურობით მეორდება,ნაშრომს წყალში ჰყრი და ტაიმს ფრედ ამთავრებ.პირველ ტაიმში სამი ლელო დავდეთ,უდიდესი ზეწოლის შემდეგ,მაგრამ დაცვაში უსუსური თამაშის და ბავშვური შეცდომების გამო,იმ ალბათ სამიოდე წუთში,ირლანდიელებს რომ ბურთი ჰქონდათ,სამივე ლელო გაგვიქვითეს.ასევ შეიძლება მთელი მატჩის შესახებაც ვთქვათ,მაგრამ მწვრთნელებმა მეორე ტაიმში შედარებით უკეთ ათამაშეს გუნდი,ირლანდიელებმაც მოუმატეს შეცდომებს და შევძელით მატჩის მოგება.ასეთი უპირატესობა ირლანდიელებს რომ ჰქონოდათ ბურთის ფლობაში,ალბათ 50 ქულით მოგვიგებდნენ.თითქმის არ ჰქონდათ ბურთი და ამდენი ქულა გაგვიტანეს,ასე რომ მართლაც არ გაუჭირდებოდათ,50 და მეტი ქულის გატანა.რაღაცები არ ვიცით და უკვე წლებია,ვერც ვსწავლობთ.ვისწავლით?ძალიან დიდი უპირატესობა შეგვექმნება,მეტოქეებზე.ალბათ მწვრთნელებმა უნდა შცვალონ მეთოდიკა.გასაგებია,რომ ჩვენი რაგბის ყველა თაობას ჰქონდა და ახლაც გვაქვს,ეგ ნაკლოვანებები,მაგრამ დღეს უკვე გაცილებით მეტის საშუალება გვაქვს,შესაძლოა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა ბავშვებთან სამუშაოდ,საფრანგეთშიც ბევრი ქართველი დარჩა და მწვრთნელად მუშაობს.მათი ცოდნის გამოყენებაც შეიძლება,ჩვენი პერსპექტიული ბავშვების ზელანდიაში სავარჯიშოდ გაგზავნაზეც კი ვიფიქრებდი,ხელით თამაშის უკეთესად სასწავლად.მნიშვნელოვანია,რომ რამდენიმე კაცი მაინც გვყავდეს ქვეყანაში,ვინც სარაგბო ტექნიკის შესაწავლის მათ მეთოდიკას აითვისებს და პრაქტიკულადაც გამოიყენებს.მერე,უკვე მათი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაც შეგვეძლება და საქმე იქნებ ადგილიდან დაიძრას.
არამტირალა
ყოჩაღ ახალგაზრდებო, წელს ესპანეთთან წაგების შემდეგ დიდ გუნდთან გვჭირდებოდა გამარჯვება და თქვენ შეძელით! სულ წინსვლას გისურვებთ თქვენ, ქართულ რეგბის და მთელს ქვეყანას!
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "არ ვარ რაფინია, ქალი ვარ" - კურიოზული შემთხვევა "ბარსელონას" ბაზასთან
31 წლის ლორენტემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
მატჩის დღე! ხვიჩა 2 ქართველის შემდეგ და ჩვენებურების დუელი!..
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
[PHOTO] 2-წლიანმა უქმობამ თავისი ქნა - "ტოტენჰემის" ფანები მუდრიკის წონამ შეაშფოთა
"ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა" - "მონაკოს" მწვრთნელმა ლუის ენრიკეზე ისაუბრა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
რობინიოს შვილი "ჯენოას" ფეხბურთელი გახდა
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
კვერნაძე არ ათამაშეს - "ფროზინონე" თასიდან გამოვარდა
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა