"ეკიპის" ცნობით, "ლიონმა" ფეარ პლეის დასაცავად 31 აგვისტომდე 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა უნდა გამოიმუშავოს, სახელფასო განაკვეთი შეამციროს და ამიტომ ყველა ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს DNCG-ისგან (ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საფრანგეთში პროფესიული ასოციაციული საფეხბურთო კლუბების ანგარიშების მონიტორინგსა და ზედამხედველობაზე) ფინანსური სანქციები არ ასცდება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ლიონმა" ჯეკ ო'ბრაიენისა (ევერტონი) და სკელი ალვეროს (ვერდერი) გაყიდვის შედეგად 25 მილიონი მიიღო, სხვა ფეხბურთელების გასხვისებაც მოუწევს და არავინაა ხელშეუხებელი.

შეგახსენებთ, "ოლიმპიკმა" ახლახან გიორგი მიქაუტაძე "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

guruli
100 % გეთახმები

შენ რომ ტვინიანი ხარ,მასზე მეტი დაფასება გაქვს,ხალხის სიყვარული თუ ხელფასი?!როგორ ფიქრობ,ის იმდენი გოლები,მას რომ გააქვს,ტვინის გაუტოკებლად გააქვს?აინშტაინი გენიოსი იყო,მაგრამ იმდენი ვერ მოიფიქრა,კარში დატანებულ ძაღლის საძრომში,კატაც რომ გაეტეოდა და მისთვის დამატებითი გასასვლელი ამოჭრა.
k
ვინაა ბანძი, აგენტი, რომელიც ეხვეწებოდა ეს ნაბიჯი არ გადაედგა? ტავად შეარჩია გუნდიც და ნომერიც და აგენტია ბანძი? ადექვატური აზროვნება გამოილია ?
ფრიდონი
მონაკოში წასულიყო ლიგაზე ითამაშებდა! კაცი გააგდეს და მაინც შეეტენა ლიონს. უთავმოყვარეობა ღუპავს სპორტსმენს
გენა
ისეთი პირი უჩანს ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი გამოვა ამ საქმიდან...
მწვრთნელი
მეცი მაგარ მაყუთს აკეთებს რა ჟორაზე! ეხლა უკან გამოისყიდის 10 მილიონად და 8 მილიონის მინიმუმ მოგებას ნახავს! მერე კიდევ მონაკოს მიყიდის 25 მილიონად გაისად, ერთ 18 ბურთს, რომ გაიტანს!
k
პარიზის ოლიმპიადის ნომრით კი იწონებს თავს და...პარტნიორი შეხვედრია მძიმეწონოსანი და ტვინი აებნა ლიონელ პატარა ქართველს...
რეალობა
კარგი ფეხბურთელია. არ დაიკარგება. მთავარია, ნაკრებში გამოიჩინოს თავი, და შეამჩნევენ ძლიერი გუნდები.
დავით 67
სახელი რა შუაშია ამ ანდაზასთან, უფრო სწორად იმ ანდაზასთან მანდ იგულისმება "დავა" (კამათი) და არა სახელი დავითი .

რას პროფესორობთ ან სტატიის ავტორი და ან კომენტარების. ტრანსფერზე დააყენა მათ შორის ახალშეძენილები ხომ? არ იცოდა რომ წესს არღვევდა? ან რას მიადექით მიქაუტაძეს - წავიდა თავისი ბავშვობის გუნდშიდა არა საეჭვო მონაკოში, რომელსაც რუსი ოლიგარქი ფულის გასათეთრებლად იყენებს. სხვა გუნდი გიოს არ იწვევდა მო აკოს გარდა და არჩია მშობლიური ქალაქი და გუნდი - რა არის ამაში დასაძრახი. აიაქსის ტრანსფერს კი მას ნუ დავაბრალებთ - თვითონ გუნდში იყო დიდი გაუგებრობა.
მირო
არ ყოფილა საშველი და ეგაა.წინსვლა უნდა ამ ბიჭს,უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა, ვიდრე იყო,მაგრამ არ უმართლებს აშკარად და რა გინდა ქნა???მონაკოს ლიონი როგორ უნდა ამჯობინო დღევანდელ რეალობაში???შეცდომა იყო ეგ.
ნათია
მონაკო რუსი ოლიგარქის გუნდია და სლავაუკრაინის ფონზე გადავიდა ამ საღორეში,შედეგსაც ვხედავთ ,გუნდი დაიშლება და გავარდება.
სიმართლე
მოკლედ ვიტყვი ცნობილ ანდაზას, ჩემებური პერიფრაზირებით: "რაც მოგივა გიორგიო, შენი თავი მიარტყიო"
T.q
მეორე სულელური ნაბიჭი გიორგისგან კარიერას დაინგრევს ეს ბიჭი ასე უჭკუოთ თუ მოიქცა კიდე ან ჯერ ეს ყველაფერი როგორ ჩაივლის ეგეც საკითხავია ხარისხიანი ფეხბურთელი თუ არ დარჩება ლიონს იგივეა მეცაი იყო და სხვა ფერის მაისური გეცვას ასე სერიოზულად დაუფიქრებელ ადამიანებს ემართებათ ემოციებით არ იმართება წარმატებისკებ მიმავალი გზა!
nedved
მოკლედ გიომ თვითონ გაიჩალიჩა თავის თავს, მონაკოში მიდიოდა რომელიც ბევრად უფრო სტაბილური გუნდია და ძირითადშიც ადვილად დაიმკვიდრებდა თავს, აგენტიც ეხვეწებოდა მონაკოო. მეორედ უკვე რა უაზრო გადაწყვეტილება მიიღო. ან ეს ლიონი რო ყიდულობდა პანტაპუნტით ფეხბურთელებს არ იცოდნენ ეს?
სოსო
მე რატომ მომმართავ არ ვიცი,მაგრამ მთლიანად კი გეთანხმები.სადღაც რომ მიდიხარ,ხომ უნდა იკითხო,შეძლებენ თუ ვერა გადახდას?ეს არც პირველი შემთხვევა და არც მეორე.უამრავი ქართველი ფეხბურთელია ასე მიტყუებული და კიდევ რამდენიმე მწვრთნელი.როცა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს,იძულებული ხდება საუკეთესო ფეხბურთელები გაყიდოს და დიდ მიზნებზე ოცნება,სამომავლოდ გადადოს.გიორგი,მონაკოში ლიგაზე მაინც ითამაშებდა და ახლა,ახლოსაც აღარ გაიკარებენ.გამოვიდა,რომ მოატყუეს,ლიონში მიიყვანეს და რა მიზნებსაც ვითომ ლიონთან ერთად უსახავდნენ,სრული სიცრუე ყოფილა.ახლა დაიშლება გუნდი და სადღაც,არიქაზე გამომხტარ რომელიმე კლუბში მოუწევს იძულებით წასვლა,ან კიდევ ლიონში თუ დარჩა,ლიგა 1-ში დარჩენისათვის მიუწევს ბრძოლა.შესაძლოა ქულებიც დააკლონ და მაშინ სულ მთლად წყალი წაიღებს,ლიონს.
KOSTAKURTA
არა ეხლა ამას რა ქვია გამაგებინეთ!? დავიჯერო არ იცოდა ეს ყველაფერი? ლიგაზე მოთამაშე გუნდს როგორ უნდა ამჯობინო თურმე ეს უკვე გაფარჩაკებული სბროდი!
Walter White
აქაური კომენტარების წაკითხვის მერე დავასკვენი: პსჟ-მ ინდა იყიდოს- კვარაცხელია,მიქაუტაძე,მამარდაშვილი,წიტაიშვილი,ლობჟანიძე,ჩაკვეტაძე და ... ასე ათიოდე ქართველი ფეხბურთელი. გადაიხადოს 1 მილიარდი და ... ეგეც გაკოტრდეს. ზღაპრების კითხვას თავი დაანებეთ და თვალი გაუსწორეთ რეალობას.
ბაჩო
წაიყვანოს მონაკომ. თან აბა პენალტგამაზულზე ერთ ორ მილიონს დაუკლებენ კიდე :დ
ბაჯო
ბანძი აგენტი ყავს

მეშინია მაკედონიის ნაკრებივით რეგრესი არ განვიცადოთ და უკან-უკან არ წავიდეთ!
suares
ras mazgachob erti ra monako, monakos agarc moundeba aci
ქომაგი
უიღბლო კი არა წინდაუხედავად და გაუაზრებლად არჩევს გუნდებს, აიქსისა არ იყოს
kesha
იძახოს ეხლა მშობლიური გუნდიიი! მონაკოში თითქმის გადასულმა თქვა უარი ვინღ მიიღებს უკან ესეთ არასერიოზულ მიდგომის ხალხს
საქართველო
პანიკის გარეშე, 1 წლის წინ ვინ იფიქრებდა,რომ გიორგი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდებოდა,მებრძოლი ბიჭია,ესეც გაივლის
დათო
ამას ახლა ისევ მეცი იყიდის და შემდეგ გადაყიდის :))) რაღაც ცუდი სუნი უდის უკვე ამ ყიდვა-გადაყიდვის სერიებს (ან მართლა უტვინო აგენტი ჰყავს და თავადაც 69-ის იქეთ ვერ იხედება). წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში!
gega
რაღა ამ წყალწაღებულ კლუბში გადავიდა?
ტატო
რა ხდება ,ეს რა უბედურებაა.
ნოდო
ლელოში ისიც ეწერა მეციც უჩივის გადახდის ვადები დაარღვიაო
სოსოს
ამან უნდა თქვას გუნდის არჩევა ვიციო.
ეეე
უიღბლო კი არა უტვინოა, ჩემპიონთა ლიგის გუნდს, რომ კრიზისში მყოფ გუნდს არჩევ უარესი დაგემართება, მშობლიური გუნდი არა კვახი, ეგ ლიონო არ იყო უბოდიშოთ რომ მოისროლა პატარა ბიჭი?
მეგრელი
რა უბედურებაა, სადაც ქართველი გადავიდა, ყველა გუნდი გაკოტრდა
ლაშა
თუ მონაკომ კვლავ გამოიჩინა ინიციატივა, უნდა წავიდეს მონეგასკების რიგებში! გარდა იმისა, რომ ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, ჟორჟი უდიდეს გამოცდილებას მიიღებს. პ. ს. ეტყობა მისი ბედისწერის გუნდი მონაკოა.
ბადრი
გადასულიყო მონაკოში, ლიგაზე ითამაშებდა.ლიონს დარხეული აქვს...
gogi
ეს რა უბედურებაა?! დღეს გაირკვა ეს ყველაფერი და არც აგენტმა იცოდა არაფერი და არც ფეხბურთელმა? არასერიოზულ/არაკვალიფიციურ შთაბეჭდილებას ტოვებს ასეთი მიდგომა
Gia
Mokled ra uigbloa eg biji,sadac wavida yvelgan domxalia.
ნოდო
ეხლა ყველა ხელს მოითბობს ძვირად არავინ იყიდის რადგან იციან ფასის დაკლება მოუწევთ და დაელოდებიან მომენტს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იარემჩუკი "ლიონის" ფეხბურთელი გახდა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
[VIDEO] ენდრიკის ჰეთ-თრიკი - წიტაიშვილის და აბუაშვილის "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
"რეალიდან" ამის გაშვება იქნებოდა - ენდრიკმა "ლიონი" აღაფრთოვანა და "სამეფო კლუბს" მისი იჯარის გაგრძელებას სთხოვს
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა