„ნაპოლის“ მიერ „ბოლონიას“ დამაჯერებლად დამარცხებას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური მედია. აღნიშნულია, რომ „კვარამ“ შოუ დადგა და გუნდის მომავალი უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იწვევს.

„კორიერე დელო სპორტის“ პირველ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სურათია გამოტანილი წარწერით: „კონტეს ხელი, „ნაპოლი“ გარდაისახა, „კვარა“ გიგანტურად თამაშობს“.

Ilmattino წერს: „ჩვენ დავბრუნდით, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ანადგურებს, გადამწყვეტი სიტყვა „კვარამ“ და დი ლორენცომ“ თქვეს“.

Il Roma-ს საფეხბურთო მიმომხილველი ჯოვანი სკოტო ქართველისა და კაპიტნის კარგ თამაშს უსვამს ხაზს: „შემთხვევითი როდია, რომ გამარჯვებაში მთავარი როლი დი ლორენცომ და კვარაცხელიამ შეიტანეს, რომელთა გუნდში დატოვება მტანჯველი და სანერვიულო ზაფხულის შემდეგ მოხდა. გუშინ მათგან „ნაპოლის“ აღორძინების გზავნილები მოდიოდა. მეტოქის თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენეს, „ვერონასთან“ წაგება დაივიწყეს და როგორც იქნა, ნეაპოლში სეზონი მოგებით დაიწყო. ამას გარდა, სატრანსფერო ფანჯრიდან კონტესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლეები მოვიდეს, რომელიც თავის ძველ შეგირდს, ლუკაკუს ელის“.

კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო „ბოლონიას“ ძლევამ იმედიანად განაწყო: „ვერონასთან“ წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება უეცრად გაქრა, რამეთუ „დიეგო მარადონაზე“ ვიხილეთ ერთიანი და გაუტეხელი გუნდი. ვნახეთ ხვიჩას ტალანტი, რომელიც გუნდს მარადონას ნამდვილი ძალით ამოძრავებდა. ალბათ, ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რატომ ითხოვდა კონტე გამუდმებით დი ლორენცოსა და კვარაცხელიას ხელშეუხებლობას. ვისაც სხვა რამის იმედი ჰქონდა, მწარედ შეცდა!“

„ნაპოლის“ ყოფილ ნახევარმცველს, მასიმო მაუროს, მიაჩნია, რომ ქართველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მსაჯებთან ხშირად არ უნდა იკამათოს: „ჩვენს თამაშს თან ახლდა წვალება და ამავდროულად, ხარისხი. ეს იყო ძალიან კომპაქტური „ნაპოლი“, რომელიც „ბოლონიას“ შეტევებს უნაყოფოს ხდიდა, თავს კარგად იცავდა და იერიშებს უნარიანად წარმართავდა. ჩემი აზრი „კვარას“ პირველ გოლზე? მან პასი მიიღო, წამით შეჩერდა, წინ წაიწია და იდეალურად დაარტყა მარცხენა ფეხით. მძიმე კვირის მერე „ნაპოლი“ კონკრეტულად მოქმედებდა, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე.

თუ კვარაცხელია ფორმაშია, შეუძლია იქ ითამაშოს, სადაც სურს, რადგან მოედნის ხედვა აქვს. ნახეთ, როგორი გადაცემა გაუკეთა დი ლორენცოს? მას ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია. თავი ფიზიკურად კარგად უნდა იგრძნოს და გუნდის ლიდერი თავისი ქცევითაც გახდეს. ვთვლი, რომ მსაჯებთან ნაკლებად კამათი და მოედანზე უფრო იშვიათად წაქცევა მართებს, რათა „ნაპოლის“ შეტევათა წინამძღოლი იყოს“.

გიორგი
'მარადონას ნამდვილი ძალით ამოძრავებდა' ძალიან მაგარი კომპლიმენტია. ყოცაღ, ხვიჩა. ბოლო დროს აქ ჰაერი უფრო გასუფთავებული მეჩვენება))
SLR
რომ ვერც მალავს თავის შურს ტიპი, სიფათზე აწერია ბოღმა. შიგნით შემოწევა და კარში დარტყმა კვარასგან ისწავლა, ოღონდ ესაა, რომ კლასი არ ჰყოფნის, კლასიიი.
ამატაკი
ნაპოლი ბოლონია ვნახეთ და ისა .. , ის კაცი და ძმანი მისნი რა იქნა, ხვიჩას სექტაზე რომ სჩვევიათ ქილიკი. მოვიდა პასუხი სექტადან: მოგიწევთ დაწყობა .., დაგთვლიან ალბათ.
გიგა
იმ ბრაზილიელმა ბიჭმა უფრო მეტი პასი მისცა კვარას, ვიდრე პოლიტანომ მთელ თამაშში
მალხაზ ჯობავა
კვარა რო მაგარი და გუნდის ლიდერია ამას მტკიცება არ უნდა. მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ, დავიდ მერეშმა და კვარამ უცებ გაუგეს ერთმანეთს და მგონია პოლიტანოს მაგივრად მერეში უნდა დააყენოს კონტემ და მიიღებს ორ მაგარ შეტამაშებულ დუეტს თავდასხმაში, პლუს დამატებული ცენტრფორვარდით, ლუკაკუთი. მე მაინც ის ძველი მერჩივნა, ჩვენი ოსიმენი.
გია_544
" რეალი და ბარსელონა ტრაკზე აკოცებენ კონტეს და კვარასაც " - ცხონებული კიკაბიძეს პასუხი გამახსენდა "ქალბატონო,..." ))
კაჭკაჭი
დღეს თქვენი ჟურნალისტის ანალიზი წავიკითხე და არათუ ამათზე ცოტა, უფრო მეტი და კვალიფიციურად წერია
ჯუდო
კონტე რო დაინიშნა მაშინ დავწერე,კონტე მაგარი კაცია და ნაპოლის გააჩემპიონებს მეთქი.ჯუღელმაც მაგიტო თქვა კვარაზე,აქ დარჩენა ურჩევნიაო.ნაპოლის ისე გააჩემპიონებს რომ რეალი და ბარსელონა ტრაკზე აკოცებენ კონტეს და კვარასაც
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა