საქართველოს ნაკრების ცენტრი 2011-12 წლების სეზონში "პანათინაიკოსის" ღირსებას დაიცავს
საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა 2010-11 წლების სეზონი სლოვენიის "ოლიმპიაში" გაატარა. იგი ლიუბლიანურ კლუბში განათხოვრების წესით თამაშობდა, კონტრაქტით კი ბერძნულ "პანათინაიკოსს" ეკუთვნის.

ივლისში, საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეკრების დაწყებამდე გიორგის მომავალი ნავსაყუდელის შესახებ ვკითხე. ჯერ არაფერი ვიცი, კონტრაქტის მიხედვით "პანათინაიკოსის" წევრი ვარ და სად გავაგრძელებ კარიერას მნიშვნელოვნად გუნდის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებულიო - მითხრა.

22 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველ ცენტრს მთხოვნელები უხვად ჰყავდა. ჯერ ისრაელის "მაქაბის" სურდა "პანათინაიკოსისგან" გამოსყიდვა, შემდეგ დაიწერა - შერმადინის გადაბირებით ესპანური "მანრესაა" დაინტერესებულიო.

თუმცა მოხდა, რასაც ყველაზე მეტად ველოდით - "პანათინაიკოსის" მწვრთნელმა, ჟელკო ობრადოვიჩმა იგი არსად გაუშვა და გადაწყდა: 2011-12 წლების სეზონში შერმადინი "პანათინაიკოსის" ღირსებას დაიცავს. მას ევროლიგის ტიტულის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

შერმადინი გასულ სეზონში სლოვენიაში რომ თამაშობდა, უკვე გითხარით. მანამდე ორი სეზონი "პანათინაიკოსში" გაატარა, სადაც თბილისის "მაქაბიდან" მოხვდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე