გიორგი მიქაუტაძესა და მის გუნდს "პარკ ოლიმპიკ ლიონზე" (59 186 მაყურებელი) ზედიზედ მეორე თამაშით საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურის გახსნის შესაძლებლობა პარასკევს მიეცათ - "ლიონი" "სტრასბურგის" წინააღმდეგ - 4:3 (მიქაუტაძემ 59-ე წუთამდე ითამაშა). პარასკევსვე გიორგი წიტაიშვილის "გრანადა" VS "უესკა" 1:3 (გიორგის 72 წუთი). კარგად ათამაშებული და ტრანსფერებით გაძლიერებული "ნაპოლი" დღეს, 31 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45 საათზე ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიც კვლავ შინ, "სტადიო მარადონაზე" (54 726), ამჯერად "პარმას" დაუპირისპირდება.

ანტონიო კონტეს მოსვლამ მართლაც სერიოზული ოპტიმიზმი გააჩინა, მაგრამ პირველმა ტურმა კატასტროფულად ჩაიარა. ნეაპოლელებმა მეორეში გაიმარჯვეს და 7 აპრილიდან მოყოლებული, ჩემპიონატში ეს პირველად შეძლეს - 8 შეხვედრის შემდეგ.

ნეაპოლელები მართლაც სერიოზულად გაძლიერდნენ. რომელუ ლუკაკუ უკვე აქაა. "ბოლონიასთან" დავიდ ნერეშიც კარგად შევიდა, ეს კი "კვარასთან" ერთად ახალ და მძლავ სამეულს უნდა ნიშნავდეს. ან სეზონი იწყება ადრე და ანაც ტრანსფერები სრულდება გვიან, გუნდები ნელ-ნელა ყალიბდებიან. "იუვენტუსის" მაგალითიც ამას ადასტურებს. შოტლანდიელები, სკოტ მაკტომინეი და ბილი გილმორი ის ნახევარმცველები არიან, რომლებმაც "ნაპოლის" დაკომპლექტება უნდა დაასრულონ. შუღლს არ ვაღვივებთ, უბრალოდ შეგახსენეთ, რომ საქართველოსა და შოტლანდიის მატჩის შემდეგ სკოტმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საქციელს "სირცხვილი" უწოდა, რადგან ტრავმებს იგონებდნენო. ვიქტორ ოსიმენის თავს გაურკვევლობაა, ის თუ წავა მხოლოდ საუდის არაბეთსა ან კატარში, ან დარჩება და არ ათამაშებენ...

კვარაცხელიამ "ნაპოლის" ოპტიმიზმი დაუბრუნა...

"მარადონაზე" ჩატარებული ბოლო 9 შეხვედრიდან "პარმამ" ოთხი მოიგო. ეს გუნდები ფრეს იშვიათად თამაშობენ და ბოლო 17 დაპირისპირებაში ასეთი მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს (2:2) მოხდა. მათი ბოლო მატჩი 2021 წლის 31 იანვარს შედგა. მატეო პოლიტანო მინდორზე 62-ე წუთზე შევიდა, ათ წუთში საბოლოო ანგარიში (2:0) დააფიქსირა, თავად კი ყველაზე მაღალი შეფასება (8.2) მიიღო. ვინც ახლა შეიძლება ითამაშოს, ასეთი მაშინ კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცოც იყო, მარიო რუის ჯერ ახალი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ განაცხადშიც აღარაა. პარმელთა რიგებში მცველი ოსორიო, ნახევარმცველები ჰერმანი, სირმიანი და სომი, ისევე, როგორც ფორვარდები მანი და მიჰაილა, კვლავ აქ გამოდიან. კვარაცხელია ერთ დროს სახელოვან "პარმას" პირველად დაუპირისპირდება.

ფაბიო პეკიას გუნდმა სერია "ა" მშვენივრად დაიწყო, "მილანის" (2:1) დამარცხებაც შეძლო და 2003 წლის შემდეგ პირველად შეუძლიათ, სამი მატჩი წაუგებლად განვლონ.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა (სანამ ახალწვეულები ჩაერთვებიან)

ხვიჩა გასულ ტურში შეუდარებელი იყო. 77-ე ნომერმა, 2022-23 წლების სეზონიდან მოყოლებული, უკვე რვა შეხვედრაში მოახერხა, გაეტანა და თან საგოლე პასი შეესრულებინა. ტოპლიგებში ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ კილიან მბაპეს აქვს.

მთავარი მსაჯი მონცელი პარიდე ტრემოლადა იქნება, რომელიც "ნაპოლის" მატჩში ბოლოს მეოთხე სათადარიგო არბიტრი იყო.

გიორგი ჩაკვეტაძე 25 წლის გახდა, "უოტფორდი" კი კარგ ფორმაშია...

ქართველები დღეს:

საფრანგეთი, ლიგა 1, 19:00 სთ

ბრესტი - სტ. ეტიენი (დავითაშვილი).

იტალია, სერია "ა", 20:30

ბოლონია - ემპოლი (გოგლიჩიძე/საზონოვი).

ავსტრია, ბუნდესლიგა, 21:30

შტურმი (კიტეიშვილი) - "ტიროლი";

ესპანეთი, ლა ლიგა, 23:30

ვალენსია (მამარდაშვილი) - ვილიარეალი.

კვირა, 1-ელი სექტემბერი:

გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა, 15:30 სთ

ბრაუნშვაიგი - კარლსრუე (ზივზივაძე);

ინგლისი, ჩემპიონშიპი, 18:00

შეფილდი - უოტფორდი (ჩაკვეტაძე).

რეალობა
კორეაში თამაში დაიწყო. არაბიძემ გოლი გაიტანა.
რეალობა
ფაბრიციო რომანო: ოსიმენის 9 ნომერი ლუკაკუს გადასცეს.
რეალობა
კამათს არ დაგიწყებთ. მე ხომ არ ვიცი (ვითომ ვერ ვხვდები), ვინ მომწერა. იქნებ, ფაბრიციო რომანო მეჩხუბება აქ :) რატომ უნდა გავიფუჭო კარგ ადამიანთან ურთიერთობა? მადლობა, რომ კომენტარები არ დამიბლოკეთ :)
ვასო
ხვიჩასთან ერთად ლუკაკუ ბევრად უკეთესი იქნება,შეიძლება ოსიმენზე უკეთესიც.
რეალობას
რაც იცით ყველაფერს წერთ და გგონიათ, არც ავტორმა იცის არც სხვამ? იშვიათი ინტრიგნობაა. ოსიმენი განაცხადში რანაირად იქნება, ერთი ვარჯიშიც არ აქვს ჩატარებული და სტატიაშიც წერია, ან წავა იქ, სადაც ჯერ ისევაა სატრანსფერო ფანჯარა აქ ან იქნება უსაქმურად და ათ მილიონს მაინც მიიღებს
რეალობა
ოსიმენი განაცხადში არ იქნება პარმასთან (ოფიციალური ინფორმაცია). "ულსან"-ის თამაში დაიწყება მალე. არაბიძე სასტარტოშია.
რეალობას
ოო, ეგ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, როგორც ზახარიჩი ქათამაძეს ეტყოდა. კიდე კაი გავიგე, რომელი შეფილდია. მხოლოდ ნაპოლის გამო კითხულობთ ამას, რაის შეფილდი
რეალობა
Watford-ის ლიგაში ორი შეფილდის გუნდია: Sheffield Wednesday და Sheffield United. გიო ხვალ "Sheffield United"-ს ეთამაშება.
ჟორა გაბრიჭიძე
ნერეში მგონი კარგი შენაძენია. მშვენივრად შევიდა მარჯვენა ფრთიდან და რა ნახე კუთხე მეკარეს აქვს დაკეთილი, ალალბედზე კი არ დაარტყა, არამედ ცენტრში საგოლე პასი ჩააწოდა. ასეთებს ოსიმენი და კვარა ხშირად ურტყავდნენ და მხოლოდ მეკარეს აზიანებდენ.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ