სერია A-ს მესამე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „პარმა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა დებიუტში ორი მეტად სახიფათო მომენტი შექმნეს - ჯერ ნეაპოლელთა კარი ხარიხამ, შემდეგ კი ძელმა იხსნა. ცოტა ხანში ბონიმ თავის მიერვე მოპოვებული პენალტი გამოიყენა და „პარმა“ დააწინაურა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, რასპადორის საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, ხვიჩას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა

მეორე ტაიმის დასაწყისში სუზუკიმ სამჯერ არ დაანება „კვარას“ გატანა. 62-ე წუთზე რასპადორის ნაცვლად შეცვლაზე გუნდის ახალწვეული ლუკაკუ შევიდა. ქართველმა საჯარიმო მოიპოვა, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი კი ბონჯორნომ ძელს გაარტყა. შეცვლაზე აქტიურად შესული ნერესი საჯარიმოს გარეთ სუზიკიმ წააქცია და არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. პარმელებს ყველა შეცვლა ჰქონდათ გაკეთებული და კარში ნახევარმცველი ბერნაბე ჩადგა. კვარაცხელიამ სიმეონე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. მერე სიმეონეს საჯარიმოში წაქცევის გამო მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, მალე ლუკაკუმ ანგარიში გაათანაბრა, მერე ანგისამ თავით გაიტანა. ბოლოს მერეტმა თავისი გუნდი გადაარჩინა და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

"ნაპოლიმ" ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 15 სექტემბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - პარმა 2:1

გოლები: 0:1 ბონი (19, პენ), 1:1 ლუკაკუ (90+2), 2:1 ანგისა (90+6)

გაძევება: სუზუკი (77)

სოსო
პენალი, რომ აჩუქა პარმას ეგ რა იყო?
გეგი
გავიგეთ და ვიცით რომ პარმა კარგი გუნდია მაგრამ როცა მეკარეს უგდებენ 15 წუთით ადრე და თანაც სეცვლა აღარ დარცა გუნდს,კარში აყენებს ფეხბურთელს და მას ძლივს ეტამაშები,ძლიბს უგებ ისე რომ ბოლო წუთებზე გადარჩი რომ არ გაგითანაბრა.რა ვიცი რა პრეტენზია უნდა ქონდეს მაშინ გუნდს როცა ასეთ თამაშს არ იგებს ისე რომ პრობლემა არ ქონდეს ამის. 10 კაციანი უმეკარეო პარმა ეთამასა ტოლსწორად და ნაპოლიში ხვიჩა უკვე ცოდოა.
L.J .
Kargad rom geyurebia,mekares meore yvetalei misca msajma,manamde drois gayvanaze gaayvitla!!!!
ვაჟა მასწავლებელი
აი პროფესიონალობა რას ნიშნავს. კონტემ როგორც იწინასწარმეტყველა, ისეც მიდის საქმე. რაც შეეხება ლუკა-კუ-ს: ყოველგვარი "ნამგზავრი ვარ დავიღალე, დასვენება და შეთამაშება მჭირდება" და ა.შ. გარეშე აჩვენა, რომ "ლუკა-კუ" კი არის არამედ "ლუკა-ლომი" ყოფილა!
არტ
ნაპოლი გასაძლიერებელია, მინიმუმ ერთი მაღალი დონის ნახევარმცველი და დაცვაშიც ჭირდება ხალხი. თამაშიც დასალაგებელია, გუნდური მოძრაობა გასაუმჯობესებელია. გამტანი ფორვარდი ჭირდებოდათ და ლუკაკუ იმედია გაამართლებს. რასპადორი და სიმეონე გასაშვები არიან. რაც შეეხება კვარას, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია- ნაპოლიში სხვებისგან გამოირჩეოდა, პასებიც კარგი არიგა. დარტყმაზე კი მეტი სამუშაო აქვს. არ აქვს სტაბილურად კარგი დარტყმა - თუ კარში წავიდა ბურთი, მაშინაც ხშირ შემთხვევაში ცენტრში მიდის, იქ სადაც მეკარეა. იმედია, კონტე გუნდს დაალაგებს და ხვიჩას თავის შესაძლებლობების გამოვლენის მეტი შანსი მიეცემა.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
კვარამ მარტომ ათრია "ნაპოლი" ვიდრე მეორე ტაიმში არ დაიღალა და დარტყმები არ გაუცუდდა. უკვე ეტყობა, რომ ლუკაკუსთან ერთად კარგ დუეტს შექმნის და ისევ ძველებურად გაიბრწყინებს.
კიეზა
ძალიან კარგი გუნდია პარმა...სერია ბ ამოსულ გუნდებიდან ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო..საწყისი ტურებია და ვერ განსჯი ჯერ.მაგრამ ნაპოლის თამაში ჯერ დაულაგებელია..ჩემი მოკრძალებული აზრია რომ ამ სეზონის შემდეგ კვარა უნდა წავიდეს..ლივერპულში ან სიტიში
იასონას უდარი
იმის ნაცვლად რო ნაპოლიზე ისაუბროს ქართულმა საზოგაოდეობამ,პარმას განიხილავენ და მის დონეს აფასებენ. ნაპოლი იყო საშინელება და ეს არავის არ უთქვამს,ნეტა რატომ არ მიკვირს მსგავსი რამე,არაფერი გასაკვირი. საქართველოში ფლეშსქორის ანალიტიკა არსებობს,მოიგო გუნდმა და მორჩა,სასწაული თამაში დაიდო. სინამდვილეში,არც იყო პარმას მეკარე გასაგდები,ბურთზე ითამაშა და არ იყო განზრახ თამაში,რადგან ფეხის მოკეცვა სცადა. უბრალოდ,წესებია ისეთი რო ეს საყვითლეა და ჯარიმა. მეტოქე პირდაპირ მისკენ მოძრაობდა და წამის მეასედებში ბურთზე ითამაშო და უცებ ფეხი გადაკეცო,რომელს გამოუვა? თქვენ გამოგივათ? ამიტომაც,ეს სამი ქულა მსაჯმა უფეშქაშა ნაპოლის,გინდ იქედან შეხედეთ და გინდ აქედან. პარმა მაგარი გუნდია,შეიძლება ფული არ აქვთ და დიდ ტრანსფერებს ვერ ჩარხავენ,მარა სწორად თამაშობენ და მუშაობენ. იმას რო თავი დავანებოთ,სადღაც საქართველოში მასზე საუბრობენ და არა ნაპოლიზე,ესეც დიდი ამბავია ამ გუნდისგან. კვარას რაც შეეხება,რა გუნდიც ყავს,ისეთივე თამაში ითამაშა. დაცვა საერთოდ არ ყავდათ გამოყვანილი მოედანზე და ნახევარცველებს და თავდასხმას შორის კავშირი არ ჩანდა. ყველა მაგარ ფეხბურთელს გუნდი სჭირდება რო გახდეს დიადი. მესის კლასი იგივე ექნებოდა,მარა ვერაფერს ვერ მოიგებდა თუ ლეგანესის ფეხბურთელი იქნებოდა ან რონალდუ თუ სპორტინგში დარჩებოდა. შეიცვლის კლუბს და ექნება შედეგი,არ შეიცვლლის და იქნება მორიგი მარეკ ჰამშიკი,კარგი ფეხბურთელი ცუდ გუნდში.ყველაზე ცუდი არჩევანი იყო ნაპოლიში დარჩენა ან საერთოდაც,ნაპოლიში გადასვლა იმ სუტენიორთან. პარმაში მისულიყო ის ჯობდა ან ვერონელ მფრინავ ვირებთნ, ამ კაცისგან თავის დაღწევა სასწაულის ტოლფასი ამბავია.
რეალობა
თამაშის შემდეგ ნეაპოლელმა ყაჩაღებმა ნერესი გაქურდეს.
დავით 67
ძალიან სუსტია ნაპოლი. უამრავ შეცდომებს უშვებენ. სამი კაცი ზედმეტია (ზარალია) გუნდისთვის. სიმეონე რასპადორი და პოლიტანო
G.LA
100% ფანტაზიორობაა პარმას სკუდეტო. დონეზე თამაში თუ გაქვს აქ რა გინდა?
დიმო
ამ პარმამ ერთი კვირის წინ მილანს მოუგო, ასე რომ ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე( როგორ გააგრძელებენ არ ვიცი). იტალიის და საერთოდ საუკეთესო ხუთ ჩემპიონატში იოლი თამაშები არ არსებობს!
100%
,,პარმა,, ამ ეტაპზე არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. სეზონის სტარტია და ყველა ,,გიჟივით,, დარბის, რქებს უსინჯავენ ერთმანეთს, მითუმეტეს ახალი აღზევებულები. ჩემპიონატი გრძელია, დაიღლებიან და მერე დაგეგმავენ ქულებს ამასთან, თუ იმასთან. ეს ყველამ იცის, ვისაც დონეზე ფეხბურთი უთამაშია. ამ ტემპში, რომ გააგრძელოს ,,პარმამ, სკუდეტოზე ექნება პრეტენზია.))) პოლიტანო, რასპადორი და სიმეონე არის ბალასტი, რომელიც უნდა გაყიდო, თუ ვინმეს უნდა. ცენტრი მოიკოჭლებს, ალბათ ანგისასთვის და ლობოტკასთვის, ერთი სკუდეტო საკმარისია ცხოვრებაში.
ჟორა
ორივე თამაშზე მომეწონა მერეში, მართლაც კარგი შენაძენია.
გეგის
საიდან მოიტანე, რომ პარმა საცოდავია? მილანს წინა ტურში უშანსოდ მოუგო.
მ.ზ.დიდი ბრიტანეთი
გუნდი გაძლოერებულია ერთი ლიმის დონის მაინც დამცველია საჭირო და მერეტსაც უჭირს დიდი სტრესისას,კარგი მეკარეც ზედმეტი არ იქნებოდა,სკუხეტოსთვის გუნდი იბრძოლებს,ხვიჩა ძლიერია და ყველანაირად მეტს იმსახურებს ამ გუნდში დარჩენისათვის
გეგი
ხალხო 10 კაციან პარმაზეა საუბარი და მეკარე გაგდებულზე,რომელსაც ნაპოლიმ ძლივს მოუგო და ბოლოს გადარჩა კიდეც რომ არ გაუთანაბრეს.ძნელია ამის მიხვედრა?
გეგი
რა მდგომარეობაშიც იყო ბოლოს მაგას ვგულისხმობ,მეკარე გაუგდეს და 10 კაცით დარჩნენ.მაგაზეა საუბარი.თუმცა ნაპოლი უფრო საცოდავია მაგ შემტხვევაში,ძლივს გაუტანა ორი გოლი.
7
საცოდავი კი არა და სასწაული გუნდია.
kombato
მოიხოდებიან ,ჯერ ახალი კიდევ ორი ემატებათ,შეთამაშება უნდა. რა გეცოდება. ზოგი იმასაც მაზგაჩობდა რა ლუკაკუო და ეგერ შეუზინგერა ლუკაკუმა იმათაც და ამათაც მაზგაჩიზმი ნაკლები უნდა და შედეგის დაცდა
ეხხხ
კვარა არ არის საშუალოზე მაღალი დონის შესრულებელი ჯარიმებს ურტყავს კოსმოსში და კუთხურიდან მოწოდებულს სიმაღლე ვერ აუწია,ერთი ტრაექტორიით მოძრაობს და უბრახუნებს ტყუილად
დდდ
რასპადორის და პოლიტანოს ოფიციალურად უნდა აუკრძალო კარისკენ დარტყმა, ვარჯიშებზეც კი... სპინაცოლაც ის ვეღარ არის... საერთოდ, რაც ნაკლებ იტალიელს ათამაშებენ ნაპოლიში, უფრო მეტს გაქაჩავენ...პარმა შემეცოდა, არ იმსახურებდა წაგებას...
Რერო
პარმა კარგი გუნდია რატომაა საცოდავი?
100%
მეკარეებმა თავი გაიგიჟეს ქართველების ბურთებზე. იმან საერთოდ 4 გაუშვა მერე და მიქაუტაძეს იმენა არ გაატანინა.
გეგი
ძალიან მეცოდება უკვე ხვიჩა ამ გუნდში,ასეთ საცოდავ პარმას რომ ძლივს მოუგებ არ ვიცი მე, მაშინ სხვასთან რაღას იზამენ საინტერესოა.საცოდაობა იყო მეტი არაფერი.
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
[VIDEO] ოთხი ქართველი "პარკ დე პრენსზე" ჩატარებულ მატჩში - პსჟ-მ "მეცს" ადვილად მოუგო
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა