სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლიმ" "პარმა" დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ. მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს.

მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

დღეს სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები არ მყავდა, სწორედ ამიტომ ანგისას და ლობოტკას შეცვლა ვერ შევძელი. ვლოცულობდი, რომ მათ ტრავმები არ მიეღოთ, ან მსაჯს მოედნიდან არ გაეძევებინა.

ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ, ვეცადეთ პრობლემური პოზიციები მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.

ასე მგონია
ოსიმენი რომ ყოფილიყო ნაპოლი იოლად მოიგებდა.
ჟორა-ს
ჟორა ნადირი ხარ ნადირიიი
სოსო
პარმა,მიუხედავად იმისა,რომ ახლა დაბრუნდა სერია ა-ში,კარგი გუნდია და ვინც იფიქრებს,რომ ამათ რა შეუძლიათო,სასტიკად შეცდება.არ ვიცი შემადგენლობის სიღრმე როგორი აქვთ,მაგრამ თუ თუნდაც 6-7 კაცი კიდევ ჰყავთ,ძირითადთან მიახლოებული დონის,მათ სეზონის ბოლოს,გავარდნა არ დაემუქრებათ და სულ ცოტა,ათეულზეც იბრძოლებენ.რაც შეეხება ნაპოლის,გილმორის და მაკ ტომინეის დამატებით,მათი ნახევარდაცვა,გაცილებით უფრო ბრძოლისუნარიანი და მობილური გახდება.ლუკაკუს მოსვლით კი,გუნდს ის მახვილი დაუბრუნდა,ოსიმენის არყოფნით მთლად დაბლაგვებული რომ ჰქონდა.ამ გუნდს,ნამდვილად შეუძლია,ჩემპიონთა ლიგის ზონისათვის წარმატებით იბრძოლოს.თუ რა თქმა უნდა დე ლაურენტისმა,კვლავ ყველაფერი არ დაანგრია.რა თქმა უნდა არ მსურს,ხვიჩა ამ კლუბში დარჩეს,მაგრამ თავისი გადასაწყვეტია,ოსიმენის მსგავსად,ესეც გაიწევს თუ არა,წასასვლელად.კონტრაქტის გაგრძელება,ჩემი აზრით,დანებების ნიშანი იქნება,თუმცა კონტრაქტსაც გააჩნია,როგორი იქნება.ნიუანსებს,ბევრი რამის შეცვლა შეუძლიათ,თუმცა ჯუღელის იმედი ნაკლებად მაქვს,იტალიელ ზვიგენებს,ამისთანა გამოუცდელი ჭიჭყინა თევზი,სასაცილოდ არ ჰყოფნით და საკუთარ ნებაზე ათამაშებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
მეკარე რომ არ გაეძევებინათ თამაში წაგებული იყო. აბა მითხარით მაგ ბურთებიდან, რომელს გაუშვებდა იაპონელი? უფრო საშიში ბურთის დარტყმა კი ნაპოლიმ ვერ მოახერხა თუ არა, ყველა გავიდოდა. ასე, რომ ძალიანაც ნუ დაიმშვიდებ თავს ბატონო კონტე და შემდეგ თამაშებში განსაკუთრებით დაცვას მიხედე, დაცვას.
დავით 67
Walter White-ს! ადრე შენნაირად ვიყავი, თითქოს ვბრაზდებოდი კიდეც დისლაიქებს რომ მისვამდნენ, ეხლა პირიქით მიხარია, უვიცი და შტერი რომ დისლაიქს დამისვამს, თან რომ შეეცდება დამაჯეროს რომ გადასარევად ვცხოვრობთ პინგვინ ზევბროვიჩის ხელმძღვანელიბით. ასე რომ უნდა დაიკიდო. უსუსტესად ითამაშა ნაპოლიმ. რომ არა მათი მეკარის უხეშობა მოგებას კი არა ფრესაც ვერ მიაღწევდა. სამი ტურის შემდეგ მე ჯერ ვერ ვნახე ნაპოლის გააზრებული თამაში. მარტო ხვიჩა წვალობს.წვალება ჰქვია აბა რა,როცა არავინ გეხმარება. აწი ვნახოთ რა იქნება, თითქმის შეცვალეს ნახევარი გუნდი და შეიძლება გააუმჯობესონ თამაშის ხარისხი
ბესო
ჯერ ერთი, პარმა ცუდი გუნდი არ არის - მილანში გასვლითი თამაში მოიგო, მეორეც, ნაპოლიმ, კარგ თამაშს ვერ დავარქმევ, მაგრამ, წინა სეზონთან შედარებით, უკეთესი თამაში აჩვენა. გუნდი რომ უკეთესობისკენ მიდის ფაქტია... ნერეში კარგი ბიჭი ჩანს, დიდი ალბათობით, პოლიტანოს ამოაგდებს ძირითადიდან, ლუკაკუც აკრიფავს ტემპს და რასპადორ-სიმეონეს იმედზე აღარ იქნება ნაპოლი. მალე კარგი შოტლანდიელი ნახევარმცველი მაკტომინეიც შეუერთდებათ და, იმედია , სამეულისთვის ბრძოლა შეეძლებათ...
მამუკა
სიმართლე ის არის რომ გაუმართლა ნაპოლის, მეკარის მეორე ყვითელი და შემდეგ შეცვლების ლიმიტი რომ ჰქონდა პარმას, თორემ ამ თამაშის მომგებები არ ჩანდნენ.არასდროს არ მომწონდა კონტეს სტილი, მაგრამ იმედია დაალაგებს გუნდს, ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ და შეთამაშება სჭირდებათ.
თენგო
ახლები დაემატებიან, ცოტა შეთაშებაც და ნაპოლი სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდება
Emre
რა იყო საკამათო? ყვითელი კი არა პირდაპირ წითელს იმსახურებდა, ტოვებდა ნერეშს შთამომავლობის გარეშე
Walter White
ვინც დისლაიქები დამისვით,მინდა შეგეკითხოთ- ფეხბურთში საერთოდ ერკვევით? რაიმე გაგებებათ? არ გინდათ ეს პროვინციულ- პარტიული პატრიოტიზმი. გეყოთ. ასეთი მიდგომით ქვეყანა გაანადგურეთ,ეხლა კი მომავალის მოსპობაც გინდათ. რა გინდათ თქვათ? ნაპოლიმ კარგი ფეხბურთი აჩვენა? მაშ მტყუანს....
მირო
ფაქტია,რომ პირველი ტაიმი პირწმინდად წააგეს,პარმამ მაგრად ითამაშა.მაგრამ ფაქტია ისიც,რომ მეორე ტაიმი ცალ კარში ოყო თამაშიმაგრა დააწვნენ და მეკარეც გასაძევებელი იყო,ისე უხეშად ჩაარტყა ფეხი.ხარისხი აკლდათ მეორე ტაიმში შესრულების,მაგრამ მონდომება,ინტენსივობა,ზეწოლა მეტოქეზე დაუღლელად,ეს ყველაფერი იყო და შედეგიც გამოიღო.ძალიან ძლიერი თამაში აჩვენა პარმამ,მილანს მოუგეს,ნუ გავიწყდებათ.ისე,ლუკაკუ რომ არა,შეიძლება ვერც გაეტანათ.ხვიჩაც მაგარ ფორმაშია,კარგია ჩეხებთან მატჩისთვის.
ბექა
ნაპოლი ისევ ის ჯაგლაგი გუნდია რაც გასულ სეზონში იყო. პარმა რომ თამაშით გაჯობებს შენს კედლებში, ჩემპიონობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეს,წესით.
გეგი
უსაზიზღესი ფეხბურთი ათამაშა და თუ ასე გააგრძელა არ ვიცი რა არც მინდა ვიფიქრო ცუდი რამე.
Walter White
ისემც შენ რა გითხარი ,რომ "კარგი ფეხბურთი ითამაშეთ". რომ არა მსაჯის ძალუან საკამათო გადაწყვეტილება,ასევე წააგებდით ამ თამაშსაც.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] აი, ასე სცემენ თურქეთში პატივს ოსიმენს - ნიგერიელმა ქომაგების ამ ქმედებისას ცრემლები ვერ შეიკავა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
"ლივერპულის" მორიგი ტრანსფერი - მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
"ხვიჩა უკმაყოფილო იყო, ოსიმენი კი ამას აკეთებდა..." - კალცონამ მისი მწვრთნელობის დროს "ნაპოლის" კულისებში მომხდარი ამბები მოჰყვა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება