"ემპოლის" 20 წლის მცველმა საბა გოგლიჩიძემ "ბოლონიასთან" სტუმრად, სერია A-ს მესამე ტურის მატჩი (1:1), შესანიშნავად ჩაატარა და საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს. ამის შესახებ nakrebi.ge იტყობინება:

"საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.

20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად, გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება სექტემბრის შეკრებაზე.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

ბს
ნონიკაშვილს არ ვიცნობ, მცოდნე ხალხი აქებს და ეს მაიმედებს. გადრანი ძალიან მომეწონა რაც ვნახე მაგის თამაშები, გოგლიჩიძემაც კარგად დაიწყო იტალიაში. მოკლედ მე კმაყოფილი ვარ რომ ეს ბიჭები გამოიძახეს და დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ზოგადად ჩვენი ფეხბურთი იღვიძებს და ეს ყველას გვახარებს. წარმატებები ბიჭებო!
გიორგი
წარმატებას ვუსურვებ გოგლიჩიძეს!
SLR
რა კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ დისლაიქის მომცემებს. 3 მეკარე რომ საჭიროა, ამას მიხსნით, იუმორზე აცრილები? ვერა ხართ რა.
dew
მეტი ფეხბურთელი ტოპ ჩემპიონატში წარმატება ევროკავშირისკენ
მწარე
წარმატებები გოგლიჩიძეს. ამ ეტაპზე თუ არ ათამაშებს, ხელები არ უნდა ჩამოუშვას, პირიქით მეტი უნდა მოინდომოს. ფაქტიურად ეს გამოძახება გვაჩვენებს ფსიქოლოგიურად რა დონეზე არის. ბევრი ვერ გაუძლებს ერთ კვირაში ძირითადში გადასლას გუნდში და პლიუს ნაკრებში გამოძახებას. პ.ს. ისე წარმოიდგინეთ, რა მოკლე სკამი აქვს ნაკრებს. ახსნას არ დავწერ, ვისაც გული შეგტკივათ, მიხვდებით.
d
--------------- მამარდა ------------- გოგლიჩიძე ---- კაშია ---- გველესიანი ---- ლოჩოშვილი ---------კიტეიშვილი -------- ქოჩორა -------- ------------------ ჩაკვე ------------------ ---- ბუდუ ---- ჟორჟი --- კვარა -----
G.LA
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ვიღაც ანტალს რატომ უნდა ვეხვეწოთ როცა ასევე 20 წლის არა ნაკლები ტალანტი გულანთებული ბიჭი გვყავს. რამოდენიმე დღის წინ დავწერე, სანიოლი ქოჩორას და გველესიანის შემდეგ გაბედულად მოიწვევდა ქხალ სახეებს და აგერ უკვე 3 ახალი ფეხბურთელი. ძალიან სასიხარულოა და სამივე მათგანს წარმატებას ვუსურვებ. წარმატებას და გაბედულ დებიუტს ვუსურვებ გოგლიჩიძეს.
დავით 67
მეც ვერ გავიგე-ს! ერთი ტრამვირებული რომ იყოს და მეორე გააძევონ თამაშიდან ,მერე ვინ ჩავაყენოთ კარში?)
Levani
სწორი გადაწყვეტილებაა,ძირითადშიც უნდა დაიწყოს. სახლის თამაშია და იდეალურია ახალი მცველის მისაჩვევად. ვგულისხმობ რომ ჩვენი დაცვა პრესში არ მოექცევა რო აუცილებლად გამოცდილებაზე იყოს აქცენტი
მეზღვაური
დღეს სანიოლის ინტერვიუს ვუყურე სადაც პირდაპირ განაცხადა,რომ ამ ეტაპზე არ არიან ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელები,ვინც შეესაბამებიან ნაკრების დონეს.კალანდაძის მაგალითი მოიყვანა,8თვის განმალობაში მოუკლოო.ზოგი რომ წერს 2-3 კაცი იმსახურებს ნაკრებს ჩვენი ჩემპიდანო,რომელი 2-3 კაცი ? დინამოს კი ყავს ნიჭიერი ბიჭები,მარა ჯერჯერობით არ არიან ნაკრებისთვის მზად.ან კოხრეიძე მიქაუტაძე-ზივზივაძეზე უკეთესია?გელაშვილმაც ვერ იპოვა კლუბი და ვერ განვითარდა ეგ ბიჭიც.სამწუხაროდ არც კალანდაძეა ნაკრების დონის. გოგლიჩიძე-საზონოვი-და ლაცაბიძეა ნაკრების მომავალი დაცვაში,თუ გელაშვილი იპოვის კლუბს და ათამაშდება მაშინ ისიც.სანამ არ ჩამოყალიბდება მობილური და სწრაფი დაცვითი ხაზი,მანამდე სულ 5 მცველიანი ტაქტიკით მოგვიწევს თამაში.
მეც ვერ გავიგეს
კარგი და ერთმა ტრამვა მიიღოს ვარჟიშზე, მეორემ უშუალოდ თამაშისას ვინ ჩავაყენოთ კარში კვარაცხელია?დდდდდ
ქომაგი 777
ძალიან სწორად და სამართლიამად იქცევა სანიოლი. მოტივაცია არის ყველა ფეხბურთელისთვის, რომ ითამაშონ კლუბებში და შანსი მიეცემათ ნაკრებშიც. ახალგაზრდებს დაცვაში ნელნელა აჩვევს, მომავალი დაცვის ხაზი ორივე საბასია და წარმატებები ბიჭებს.
ბათუმელი ექსპერტი
იმედია ათამაშებენ და ტყუილად არ აართმევენ 21 წლამდელებს მნიშვნელოვან ორ თამაშში
ეეე
ეს ბიჭი, რომ არ გამოიყენოს სანიოლმა, დიდი უსამართლობა იქნება უ-21 ერთდან მიმართებაში.
მეც ვერ გავიგე
ან სამი მეკარე რა საჭიროა, არა?

ტაბიძე არ უნდა გამოეძახებინა, დინამო მახაჩკალა და რუსეთი უკეთესს ვერ გახდის, ჯობდა არაბეთში წასულიყო
Achi
Dzan didi madloba am bichebs magrm axalgazdebs unda dautmon gza sadac kashia da gvelesiani da dvali an kverkve iqneba iq goglichizes aravin atamashebs aserom... Drouladaris sachiro gadaxaliseba nakrebis
Givi
ძალიან კარგი წარმატებები საბასაც და ნაკრებსაც, მაგრამ 7 ცენტრალური მცველი რატომ არის გამოძახებული ვერ ვხვდები?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ