საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელთა შორისაა ნომინირებული.

მასთან ერთად ამ ჯილდოსთვის დენის მანი (პარმა), მატეო რეტეგი (ატალანტა), საულ კოკო (ტორინო), მარკუს ტურამი (ინტერი) და დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი) იბრძვიან.

ჩემპიონატის დაწყებიდან 3 ტურში ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა. ის მე-2 ტურში "ბოლონიასთან" დაპირისპირებაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.

კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ამ ლინკზე შეგეძლებათ.

თენგო_ს
მე ვფიქრობ რომ არარის საფეხბურთო ანალიტიკა შენი საქმე, ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ანალიზით ასე ჩანს... ჯობია მხოლოს უგულშემატკივრო. არ უნდა გეწყინოს.
ნინი
ბატონო სოსო! უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის!
სოსო
თენგო,იტალიაში მრავალი მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ თამაშობს,მგონი დამეთანხმები და მათგან რამდენს აქვს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოპოვებული?თუ ხვიჩა,მხოლოდ საშუალოზე მაღალი კლასის ფეხბურთელია,როგორ გახდა ის,იტალიის საუკეთესო და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი?კარგი,მაგასაც თავი გავანებოთ,მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო ათეულშიც რომ მოხვდა,ესე იგი მსოფლიოში 10 მაღალი კლასის ფეხბურთელიც აღარ დარჩა,იქ მხოლოდ საშუალოზე მაღალი კლასის ხვიჩაა თუ მოხვდა?ახლანდელი სტატისტიკითაც,ის ტოპ ხუთის ქვეყნებში,ერთერთი საუკეთესოა დრიბლინგების თუ მწვავე მდგომარეობის შექმნის მხრივ და ამას რა ვუყოთ?შარშანდელ უპატრონო ნაპოლიში,რასაც ეგ ახერხებდა,სასწაული იყო და თუ მის ფოტოს,შარშანდელს წლევანდელთან შეადარებ,აშკარაა,რამდენად აქვს წონა დაკლებული.ფორმაშია ხვიჩა და ძლიერი პარტნიორების გვერდით,მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც მოიმატებს.შულაია ყოფილხარ და მარგალი კაცი,შენ მარგალიტს რომ ვერ სცნობ და სხვის გაპრიალებულ,გაპიარებულ კენჭებს ამჯობინებ,ეგაა სამწუხარო.თვითონაც,კიდევ ბევრჯერ დააამტკიცებს,რომ მაღალი კლასისაა,მაგრამ ვისაც დანახვა არ უნდა,რიყეზე ქვას ვერ იპოვისო. დაიჯერე,რომ ჩვენიც შეიძლება საუკეთესო იყოს.ჩვენ არავისზე ნაკლები არა ვართ!
tENGO
კი ბატონო! მიდით შეესიეთ ეხლა მაგ საიტს, მონიშნეთ 10-10-ჯერ კვარა, გახადეთ გამარჯვებული და მერე ატრიალეთ მთელი წელი ყველა ბრუნვაში. ფიქრობთ რომ ამით რამე შეიცვლებაა!! არაფერი!....კვრა არის იქ სადაც უნდა იყოს საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთელი, თავისივე ყალიბრის გუნდში [ხელფასი ნამდვილად მიზერული აქვს] და გამორიცხულია რომელიმე ბობოლა კლუბებმა, თუნდაც იტალიურმა სერიოზული თანხა გადაიხადონ, რადგანაც მისი საფეხბურთო არსენალი საკმაოდ მწირია, მხოლოდ უმაღლესი დონის დრიბლინგით თანამედროვე ფეხბურთში ძნელია სრულფასოვანი ვასკვლავი გახდე, საჭიროა სხვა კომპონენტები-მომენტების რეალიზაცია,სწორი ტაქტიკური თამაში,უმაღლესი ფიზიკური კონდიციები,დაცვაში თამაში,დაყენებული დარტყმები და რაც მთავარია მოულოდნელი კრიატიული გადაწყვეტილებები თამაშისას,რაც მოწინააღმდეგის მცველებისთვის მოულოდნელი იქნება....ეს მხოლოდ ჩემი- თენგო შულაიას სუბიექტური, ფეხბურთის მოყვარულის აზრია კვარას, როგორც საერთოდ ფეხბურთელზე და არა როგორც ქართველ ფეხბურთელზე, რომელსაც მეც ვგულშემატკივრობ და ყველაზე მაგარი მგონიააა....თუ არადა ხვალ ნახავთ, პრინციპულ-აუცილებლად მოსაგებ თამაშში,როგორ ჩაიკარგოს, მე სხვების უფრო მეიმედება.....თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვიცი რომ არ წავაგებთ....შეიძლება გაგვივარდეს კიდეც..
სოსო
ნინი,ლინკიო,ლურჯი ასოებით რომ აწერია,მასზე დააწკაპებთ და გვერდზე შეხვალთ,სადაც ნომინანტების სურათებია დადებული.ყოველ სურათზე,ორი მართკუთხედია დადებული.თუ დაბლითა მართკუთხედს დააწკაპებთ,სურათზე გამოსახული ფეხბურთელის სტატისტიკა გამოვა,ხოლო მაღლითა მართკუთხედზე დაწკაპებით,სურათზე გამოსახულ ფეხბურთელს მისცემთ ხმას.ძალიან მარტივია.წარმატებებს გისურვებთ.
გიორგი
კი ბატონო, მაგრამ ამ წერილთან ეგ რა შუაშია?
gio
ufro parmeli denis mani
სიმართლე
ჩაკვეტაძე ძალიან პოზიტიური ბიჭია წარმატებებიი უფალი გვფარავდეს მთელ ნაკრებს და ერს და ბერს
დიტო
ბატონო თენგიზ, ეს არის სერია ა-ს ოფიციალური ჯილდო: თვის საუკეთესო მოთამაშე. არანაირი კვაზი ნომინაცია არ არის. სერია ა-ს ფეისბუქ გვერდსაც უდევს.
ბუჯანგა
თურამია ყველაზე რეალური კანდიდატი აგვისტოს თვის
მარკუს ტიურამი
აგვისტოში ტიურამი მოიგებს პრიზს, მაგრამ ხვიჩას კიდევ ბევრი შანსი ექნება, თუ ნაპოლიმ ნორმალური სეზონი ჩაატარა. მაგ გუნდის ტვინი ხვიჩაა
tENGO
ნეტავ თქვენ რაა!! არ მოგბეზრდათ ამ უაზრო MVP-ებზე წერაა და თუ მაინც და მაინც იმ გამოცემის სახელი მაინც მიუთითეთ სათაურში ვინც ვითომ ასეთ გამოკითხვას ატარებს. მაინტერესებს დღემდე ვის სმენია საქართველოში ამ საიტის შესახებ,რომლოს ლინკიც გაქვთ მონიშნული, არ მესმის ვის ვატყუებთ ამით ან კვარას რა ემატება ასეთი კვაზი ნომინაციით აგერ უკვე მესამე სეზონს თამაშობს სერიაში და ისევ იქ არის სადაც იყო,როგორც წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ისე ფინანსურად, ოღონდ ეგ არის მისი თამაში სრულიად გაშიფრული და შესწავლილი აქვთ მეტოქეებს-სჭორედაც ამიტომ თქვა კონტე-კვარას თამაში არაპროგნოზირებადი და კრიატიული უნდა გახდესოო- თუ არადა დარჩება ისევ როგორც არის-პერიოდულად გაუვარდება და სულ ეს არის......
ნინი
გთხოვთ წესები ამიხსნათ, როგორ დავუჭირო მხარი ხვიჩას?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა