ერთა ლიგაზე საქართველოსთან საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩს (0:1) ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეუღლესთან, ლინდასთან და შვილთან, ზაჰოსთან ერთად დაესწრო. მათ გვერდით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკა იმყოფებოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეროვნული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკრაინის დამარცხება (2:1) პირადად მიულოცა მოთამაშეებს, ამჯერად კი, ალბათ, კმაყოფილი ვერ დარჩა და მისალოციც არაფერი ჰქონდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლმა გადაწყვიტა.

კომენტარი ალბანელმა ფეხბურთელებმა - ელსეიდ ჰისაიმ და მარიო მიტაიმ გააკეთეს.

ჰისაი: „ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება. უკეთ გარჯა გვმართებდა. „კვარას“ ორი მეურვე მივუჩინეთ, ვინაიდან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უკრაინა ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შესატევად მეტი სივრცეები გვქონდა. დღეს მაქსიმალურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“.

მიტაი: „ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი ვირბინეთ, 2-3 შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და გოლი გაგვიტანეს. დაღლილობა ჩვენს მარცხს ვერ გაამართლებს, რამეთუ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა - სამ დღეში ორჯერ ითამაშეს. ბურთი ფლანგებზე უფრო სწრაფად უნდა გვემოძრავებინა“.

რეზო
მე იუთუბზე ვნახე რუსულათ კომენტარი ,როდესაც ჩვენ პაროლიმპიელს,აბუჩათ ,გაუღიმა თავიდან ყირგიზმა მეტოქემ,და დამარცხების შემდეგ გაწვდილ ხელზე არ უპასუხა.რამაც გამოიწვია,100% დაგმობა თითქმის ყველა ქვეყნის(ყოფილი სსრკ) მოქალაქეებისგან მათ შორის ყირგიზებისგან და დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენი სპორცმენისადმი(თქვენი აზრით მას,რომ აეკრა ხელი ან რაიმე პროტესტით ეპასუხებინა,მერწმუნეთ ასეთი დადებითი შედეგი არ გვექნება.)
ვაჟა
შენ თუ დაგიჯერებთ, დავერიოთ ყველა ერთად და რად გვინდა ფეხბურთის თამაში, მოგებული არ დავრჩებით?! წესიერად რომ მოვიქცევით თვითონვე შერცხვებათ თავის ნამოქმედარზე.
ზაზას,
მართალია ნიანია ბაკურიანი, რომ დიდ ვაჟას იხსენებს. მაგაშია ჩვენი უბედურება, რომ "სტუმარ-მასპინძელი" აღარ გვახსოვს. საქმე ალბანელების უკულტურობას კი აღარ ეხება, არამედ ქართველი ერის დეგრადირებას, სადამდე დაეცა ქართველი ერის შეგნება. მადლობა ღმერთს, რომ ბევრი კომენტარის ავტორები აკრიტიკებენ იმ აზრს, რომ ალბანელებს თბილისში სამაგიერო უნდა გადავუხადოთ, რაც რა თქმა უნდა, უღირსი საქციელი იქნება.
ზაზა
კარგით რა. ვაჟა-ფშაველას, ან სხვა ქართველი კლასიკოსის ნაწარმოები არსად არავის ახსოვს, ალბანეთთან გავიხსენოთ:)? ყველა თავისით გადაწყვეტს, დაუსტვინოს, შეაგინოს, თუ გაჩუმდეს და მოუსმინოს. სულ არ მანაღვლებს, ვიღაც ალბანელს რა ეწყინება.
status quo
მართალია წინა კომენტარი - ამ ფარჩაკ და ევროპაში ველურებად მიჩნეულ ალბანელებს თავი არ უნდა გავუყადროთ, თორემ მათზე უკულტუროებად და ველურებად გამოვჩნდებით.სჯობია, მათი ჰიმნის მოსმენისას გავჩუმდეთ და საკუთარ თავს პატივი ვცეთ.უფრო მეტიც, ჰიმნის დამთავრებისას თუ ტაშს დავცხებთ, მთლად უკეთესი.ვაგრძნობინოთ, რომ გოიმები არიან.
ნიანია ბაკურიანი
---და შენც თუ მათ ჰიმნს დაუსტვენ,თუ მათ გინებას,ლანძღვას და შეფურთხებას დაუწყებ,მაშინ შენსა და მათ შორის რა განსხვავებაა,შენც მათსავით არა მარტო უკულტურო,არამედ ველური ხარ და შენ ერს შეურაცხყოფ. ვაჟა ფშაველას სტუმარ-მასპინძელი წაგიკითხავს,მაგრამ წაკითხული,რომ გქონდეს მაგ სიტყვებს არ იტყოდი,ჰოდა ცოტა დაფიქრდი,სისხლი სისხლით არ ჩამოირეცხება,უფრო სისხლიანი გახდება...........
nuciko
kargi komentari iyo,sityvamoscrebuli,bevri vicine,gaixare.
ლევანი
ნამდვილად უზრდელი და უვარგისი ერია უმრავლესობა, ჩემი აზრით 80/20 თან არის შეფასება.
ლევანი
ეხლა ვინ ჩავარდა ჯოჯოხეთში თქვე ჩემისებო თქვენა, საქართველო თუ ალბანეთი? რომ ტრაბახობდით ალბანეთს სახლში ჯერ არ წაუგია და არც ეხლა წავაგებთო?ჰაიტ თქვენი.....
ვაჟა
ეს ალბანეთის პრემიერი, მანამდე ტირანას მერი იყო და თან კალათბურთელია. სუ კარგ თბილ ადგილებზე იჯდა
ვაჟა
ეს ტიპი ყოფილი კალათბურთელია. ბუმბერაზია უდავოდ
ჯეჯე
ანუ, გვქონდა შანსი, რომ კარში დაგვერტყაო. :) მთლად ასე კი ნუ გამოვეკიდებით სიტყვებზე. :))

აბა გაასწორეთ ახლა ის თავზე გადაღუნული შტანგა და იმით უსტვინეთ
მედეია
ყველა სიგლახეს სიგლახით არ უნდა უპასუხო
მალხაზ ჯობავა,
ხომ არ მოგეწონა მათი სტვენა და გინება ჩვენი ჰიმნის შესრულების დროს? ხომ აჩვენა ალბანეთმა თავისი კულტურის დონე. ხოდა, აბა შენ იცი, მალხაზ, აქ რომ ჩამოვლენ, გადაუჯოკრე მათ და ორჯერ მეტად უსტვინე და აგინე, ასე უფრო დაანახებ შენს კულტურას. მათ ჩვენ თამაშით და სწორედაც რომ ჩვენი ქცევითა და კულტურით უნდა მოვუგოთ და ვაჯობოთ. უნდა უკვირდეთ, აქ სად მოვხვდითო. ფეოლა რას ეუბნებოდა ხვედელიძეს: თუ მოედანზე ვინმე წააქციო, მიდი, წამოაყენე, ბოდიში მოუხადე და საქართველოში დაპატიჟეო. გაიგე მახო?
Fan
Dawknardi,ra dgeshi xar, isini tu lapshi chawvnen,shenz igive xom ar jnda gaaketo.
ლადო
ვიღაც რო საქონელივით იქცევა, ეგ მათი პრობლემაა, აი ჩვენც რო მივბაძავთ, ეგ უკვე ჩვენი
მალხაზ ჯობავა
წარმოდგენილი მაქვს ის ცოლი რა იქნება, მტრისას.
მალხაზ ჯობავა
ესენი აქ რო ჩამოვლენ ჩვენ უნდა მოუწყოთ ჯოჯოხეთი თამაშითაც, ქომაგობითაც, მაგათი ჰიმნის დროს სტვენითაც და მაგათ გულშემატკივრებზე სავსე ბოთლების სროლითაც. არ დაიწყოთ ეხლა ჩვენც ხო მაგნაირები არ ვართო, ჩვენ არავინ გარეთ, ზოგიერთი ქვეყნის გარდა პატივს არ გვცემს, ვიღაცამ ჩვენ მკლავჭიდელს ხელი არ ჩამოართვა, ვიხაცამ გამარჯვება არ მიულოცა და გააპროტესტა, ვიღაცამ ხელი აგვიქნია და ჩვენი ვიყუროთ დამნაშავესავით? არა! როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ, კბილი კბილის წილ, სისხლი სისხლის წილ.
S.K.K.
უყურე შეენ! ორი-სამი მომენტი ქონიათ. რაღა მაინც და მაინც მაგ დროს გადავრთავ ხოლმე
G
ალბანელებს მაგრად არ ვევასებით, სვა დროსაც დაუსტვინეს ჩვენს ჰიმნზე, მიზეზი წმინდა პოლიტიკურია:რადგან საქართველომ კოსოვო არ აღიარა ალბანელები ვერ გვიტანენ. საერთოდ ალბანელები ყველაზე პატრიოტი ხალხია მთელს ევროპაში და ყველაზე კრიმინალურიც. ვგავართ რაღაცით.
რაღაც ხალიან ცუდი გჭირთ !
ასეთი კომენტარის დაწერის და/ან მისი დალაიქების სურვილი რა გონებაში "იხარშება" ? პოლიტ-ინტელექტუალური ინფანტილიზმი ...
tsiko
აქ რომ ,,ჩამობრძანთრებიან" მაგათ ჰიმნზე ჩვენ მდუმარედ ფეხზე ავდგეთ. აშკარად დავანახოთ, რომ ეგენი მაიმუნის განვითარების შედეგად გაჩნდნე, ჩვენ ღვთის შექმნილები ვართ. აბა რამდენი მეთანხმებით
Pepelu
ოპოზიცია დიდი ხანია სხვა ქვეყნის დროშებით დადის!! უსამშობლოები!!
ლაზი აზმაური არზნევ მუსკია
ალბალებემა და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ კვარა ყველაზე საშიში და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩვენს ნაკრებში, მხოლოდ ქართველ ექსპერტთა რაღაც პროცენტს ჰგონია,რომ კვარა უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და მეტი არაფერი :დდდდ
ჟორა გაბრიჭიძე
ალბანელებო! ამის შემდეგ დაიმახსოვრეთ: ჯოჯოხეთი იმას ქვია, რაც ქართველმა ლომებმა მოგიწყვეს და არა თქვენს ხმაღლა ღრიალს. მიიღეთ ჯოჯოხეთი? ასე მოუხდება ყველა მოქადილს.
სიმართლე
უკრაინა საქართველოს თამაშზე ოპოზიცია და არასთავრობოები ალბათ უკრაინის დროშით წარსდგებიან!
გოჩა
თქვე დალოცვილებო ეგ ორი-სამი მომენტი რომელია ერთხელ რომ დაარტყით და 4-5 მეტრით ჩაუარა ძეელს?
ნნნნნნ
რა 2-3 შანსი?! კარში არ დაურტყიათ!!! თავის თავს ატყუებენ?:)) საერთოდ შანსიც არ ჰქონდათ. ის კი არა ჩვენ გვქონდა გატანის კიდევ მინიმუმ 2 შანსი (ზურიკო და ჩაკვეტაძე). ჩემი აზრით დამსახურებულად მოვიგეთ. მეორე ტაიმში აშკარად ვაჯობეთ.
Www
სხვა თამაშს ხო არ უყურებდი ჯოჯოხეთის მაშხალ???))
maxare
უზრდელი და არასტუმართმოყვარე ხალხი ყოფილან ალბანელები ან საქართველოს ჰიმმნზე სტვენა რა საქციელი იყო და მატჩის დამთავრებისას ქართველ ქომაგებისათვის ბოთლების და პაკეტების სროლა რა იყო
ეეე
უსინდისობასაც საზღვარი აქ რა, სად ქონდათ ბიჭო2-3 საგოლე მომენტი? და ჩვენ 2 გვქონდა და ერთი გამოვიყენეთ.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

რაის 2-3 შანსი გქონდათ, შე ბლუ? კარში დარტყმის გრაფაში 0 გიწერიათ!
jordan beli
აკი ჯოჯოხეთი უნდა მოგეწოყოთ? ხარიხა გაასწორეთ ქოჩორამ რო გაგიღუნათ ჯანში
საქართველო
კლასის ხარჯზე მოვუგეთ.კეთილი იყოს ჩვენი შებრძანება ევროპის გრანდების სიაში.
დაჩი
თქვენ არანაირი ღირსება პატივისცემა არ გაგაჩნიათ მეტოქის მიმართ როდესაც სტუმარს მასპინძლობთ მათ ეროვნულ ჰიმნზე უნდა გაჩუმდეთ და სტვენა ერთ ადგილზე უნდა წაიღოთ
კაკო
ფლაგებზე ბევრია კი არ უნდა გერგინად ბლატაობას და ენის ტლიკინს თავი უნდა დაენრბებინად თქვენ ბალეშიკებს ჯოჯოხეთს მოუწყებდ ქართველებსო რომ გაჰყვიროდნენ ,ბიჯო საქართველოში იმდენი ომი და საშინელებები ხდებოდა და მაშინ ვერ მოგვიწყო ვერავინ ჯოჯოხეთი და თქვენ გინდოდად ჯოჯოხეთის მოწყობა ვაი თქვენს პატრონს.ბოჭებო გულში გენაცვალედ გულში ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ამინ ამინ ამინ
1ი1
მოკლედ ისე როგოც გრანდთან წაგების შემდეგ მაინც კმაყოფილი შეიძლება იყო თამაშით, მასე არიან ახლალაბანელები. ნელნელა ვუერთდებით ელიტას.
ზაქარია
რომელი 2-3 შანსი ვერ გამოიყენეს? კარში არ დაურტყამთ ზუსტად!!! 2-ჯერ საჯარიმოში დასარტყმელად მიიღე ბურთი მარტო მაქსიმუმ. ჩვენ მარტო 2? სამჯერ დავარტით კაში და ყველა 100%-იანი შანსი. ერთი მიქაუტაძე დაუბლოკეს ეგეც 100%-იანი გოლი იყო. კვარასაც შეეძლო პირველ ტაიმში მარტო იყო მეკარესთან და ჩაწოდებულზე უნდა მიესწრო მარტო. მინიმუმ 4 შანსი გვქონდა, რომელიც სათითაოდ უკეთესი შანსი იყო ვიდრე ყველა მათი შანსი.
ლევანი
ესენი უზრდელები რომ არიან გავიგეთ, მარა რა ნაგლებიც ყოფილან, მართლა ჰქონდათ 2-3 შანსი? სხვა თამაშზე ამბობს? დიდება საქართველოს!
მამუკა
ჩემზე ტრიპაჩა ხალხი არ მიყვარს რა, რამდენს ბაქიბუქობდნენ თამაშის წინ, კი მოუწყვეს ჯოჯოხეთი პრემიერ მინისტრს)))
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ალბანეთი
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს
უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი
უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?
ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი