ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნაკრების წევრის ვიდეოკომენტარს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ქოჩორაშვილმა აღნიშნა, შემდეგი თამაში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება წარმოჩენილი.

„ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში, იმ ხალხს, ვინც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა და ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ ამით არ ვჩერდებით. ვიცით, რომ ერთ თვეში მოგვიწევს უკან დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში. ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლების გატანას შეძლებო, არავის დავუჯერებდი, პოზიციიდან გამომდინარე, მაგრამ არასდროს უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა დაიჯერო შენი თავის, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის. ვიცი, რომ ამაზე არ გავჩერდებით არც მე და არც ჩემი გუნდელები. ამის საშუალებას არც მე მივცემ ჩემს თავს და არც ჩემი გუნდელები მომცემენ. რაც შეეხება ჩემი გოლის აღნიშვნას, ბევრს ეშლება. ეს არის ჩემთვის კაპიტანი ამერიკა, რომელსაც ბავშვობაში ცუდი ისტორია ჰქონდა, მაგრამ იყო შეუპოვარი. მოგეხსენებათ, მეც ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონის თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი და ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“ - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს გიორგი ქოჩორაშვილის გოლით, ანგარიშით - 1:0 მოუგო და 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

ზაკო
ამ პოსტს დისლაიქი რატომ უნდა დაუწერო ვერ ვხვდები, ასევე 100% ვეთანხმები ხეიბარს, კაცმა შეკითხვა დასვა და წალეკეს, მართლა წასალეკები ხართ ვინც ამ პოსტებზე დისლაიქები დასვით
ირაკლი
არ მინდა არავის შრომა და თავდადება დავუკარგო, მაგრამ ყველა ხედავთ ნაკრების სახეცვლილებას მას მერე რაც ნახევარდაცვის ცენტრში გვილია, აბურჯანია, კვეკვესკირი გვედგა და ეხლა როდესაც კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი დგანან. სულ სხვა დონის ნაკრებია დღეს.
G.LA
ჯიგარი ხარ ქოჩორ გენაცვალე გულში. ❤️ არ ვიცი ბავშვობაში ვინ რას გეუბნებოდა, ახლა რაც ხარ კი გხედავთ. მადლობა და ასე გაარგძელე. მიყვარხარ და მეამაყები.
ხეიბარი
ეჰ ბოროტ ხალხს რა დალევს ადამიანმა დაწერა კომენტარი არ ვიცი წესებიო და მაინტესებს რომ როგორ ხდება მსოფლიოზე გასვლა ნაკრებისო და ხალხმა დისლაიქები დაუწერეს. ეს იგივეა ქუჩაში მანქანით ადამიანმა უცხო გამვლელს კითხოს ესა და ეს მისამართი ხომ არ იცი სად არისო და გამვლელმა დედა აგინოს რატო არ იციო ტფუ გული აგერევა სამყაროზე ახლა ვიღაც იმასაც გაიფიქრებს იმიტომ დაუწერეს დისლაიკები რომ როგორ გაბედა და ქოჩორას პოსტზე დაწერა ეგ კითხვა ან როგორ კადრულობს მაგ კითხვის დასმა რა არ უნდა იცოდესო? მე კი სასვენ ნიშნების გამო დამიწერეს დისლაიქებს ყველა მასეთებს სათითაოდ ...... ამ წერტილებში დაგლოცავთ ალალი იყოს გაიტენეთ თქვენი განათლება
Emre
კი ერთ ერთი ვინც მაგას გეუბნებოდა "გენიოსი" გია ჭიაბრიშვილი იყო მახსოვს ...
mamuka09ze
ქოჩორ, მაგარი ბიჭი ხარ და ძალიან გაფასებ. შენი მაისური უნდა შევიძინო. შენ კი ასე გააგრძელე. წინ, საქართველო!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!
ტოტტი
საბა შენთვის ვწერ ეს ტურნირი არის ერთა ლიგა სადაც ჯგუფები არიან თავიანთი სიძლიერის მიხედვით დაკომპლექტებულები ყველაზე კარგი გუნდები ევროპის ა ჯგუფებში არიან ჩვენ ამ ეტაპზე ბ ჯგუფში ვართ ჯგუფების ბოლო ადგილი გადაფის უფრო დაბალ ჯგუფში პირველი ადგილი უფრო მაღალ კატეგორიის ჯგუფებში თითო კატეგორიაში არის 4 გუნდიანი 4 ჯგუფი და იმ ჯგუფის გასული პირველი ადგილოსნები 4 გუნდში არკვევენ საუკეთესოს თითო თამაშით ანუ ნახევარფინალი და ფინალი და ბოლოს გამარჯვებული გავა მსოფლიოზე. მსოფლიოს შესარჩევი კოდე ცალკე ტარდება და თუ მსოფლიოს შესარჩევიდან გავიდა ის ჯგუფები ვინებიც ფლეიობში არიან შესაბამისად აკლდებიან იმ ოთხეულს იმედია გაიგე
თორელი
შემდეგ იქნება ფლეიოფები სადაც ა ჯგუფის და ბ ჯგუფის გამარჯვებულები ითამაშებენ, იმ შემთხვევაში თუ ა ჯგუფის წევრები პირდაპირ საკვალიფიკაციოდან ვერ მოხვდებიან მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ჯგუფში პირველი ადგილის შემდეგ უკვე ერთი ნაბიჯიღაა მსოფლიო ჩემპიონატამდე.
ჯუდო
ამ ექსპერტებს რომ გამოიყვანენ ხოლმე,სულ რომ ცდებიან და მაინც მათ ეკითხებით ჭკუას... არ ვიტყვი ვინ,და ერთი იძახდა ქეცქაიაც ზუსტად ასე ათამაშებდა ნაკრებსო, უბრალოდ ასეთი ფეხბურთელები არ ჰყავდაო.ყველას ხომ გვახსოვს როგორ ათამაშებდა ნაკრებს ქეცბაია,ან როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბიჭებთან. ატკატა კაცი
საბა
გამარჯობა, კითხვა მაქვს, დაუშვათ საქართველო მოქმედ ჯგუფში გავიდა 1 ადგილზე, ეს ნიშნავს რომ პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატის ზაგზური მოპოვებული აქ ნაკრებს? თუ, შემდეგ კიდე სხვა ჯგუფი, ან სხვა ნაკრებებს უნდა შეხვდეს რომ მსოფლიოზე გავიდეს? ნელნელა ვერკვევი წესებში და ამიტომ ვკითხულობ.
buba
ქოჩორ, შენ ქართული ფეხბურთის დიდებული ექვსიანის გამგრძელებელი უნდა იყო!!!
jordan beli
ეხ ქოჩორ მიწაწყალო რამდენ ნიჭიერ ბავშვს აუცრუეს გული ფეხბურთზე მაგ კორუმპირებულმა ვითომ მწვრთნელებმა
ლევანი
შენ, გაგიმარჯოს მაგარო ქართველო! დიდება საქართველოს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ხვიჩა სასტარტოში გვსურს - "მამარდას" დაწყებულს "კვარა" და "ქოჩორა" აგრძელებენ
[VIDEO] ამას ვინ ელოდა? - ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" "ბოდო გლიმტს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ბრაგასთან" ქულები დაკარგა