ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მონრეალში მეხი გავარდა

მონრეალში მეხი გავარდა

სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში კლასიფიკაციის ტოპ-ოთხეულის არც ერთი წარმომადგენელი აღარ დარჩა
უცნაური ამბები ხდება მონრეალის მასტერსზე. სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში კლასიფიკაციის ტოპ-ოთხეულის არც ერთი წარმომადგენელი აღარ დარჩა - ენდი მიურეის შემდეგ ტურნირი დატოვა ესპანელმა რაფაელ ნადალმა.

ნადალი ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გავარდა მასტერსიდან ასეთ ნაადრევ ეტაპზე. ბოლოს ეს მოხდა 2008 წელს რომის ტურნირზე, სადაც მას თანამემამულე ხუან-კარლოს ფერერომ მოუგო.

რაფაელს თავისუფლად შეეძლო გუშინდელი კატასტროფა აეცილებინა თავიდან. ესპანელისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა. პირველი სეტი იოლად - 6:1 მოიგო, მეორეში ბრეიკით დაწინაურდა. მართალია, დოდიგმა საპასუხოდ მეტოქის ერთი გეიმი აიღო, მაგრამ ნადალმა მერვეში ისევ გააკეთა ბრეიკი და 5:3-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო.

"ვალდებული ვიყავი მეორე სეტში 5:3-ზე მატჩი დამესრულებინა. აქამდე ყველაფერი გამომდიოდა და მაღალი დონის ჩოგბურთს ვთამაშობდი", - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

რაც ამის შემდეგ მოხდა, მისი ახსნა, ალბათ, ესპანელსაც არ შეუძლია. დოდიგმა სეტში მეორე ბრეიკი გააკეთა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც 7:5 გაიმარჯვა.

ხორვატს კიდევ ორი კრიტიკული მომენტი ჰქონდა: მესამე სეტში 0:3 ჩამორჩა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ისევ მისცა მეტოქეს ბრეიკით წინ გასვლის საშუალება. ივანმა ეს საფრთხეც მოიგერია და მატჩში მეორე ტაი-ბრეიკი დაინიშნა. იქ 5:5-ზე დოდიგმა მინი-ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც მატჩბოლზე რიგით მე-19 ეისი ჩააწოდა და კარიერაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია.

ხორვატისთვის ეს იყო მეორე მოგება რეიტინგის ტოპ-ათეულის წარმომადგენელთან. მანამდე დოდიგმა ამავე სეზონში შვედი რობინ სიოდერლინგი გაამწარა.

წელს ნადალმა აქამდე ჩატარებულ ხუთ მასტერსში ხუთივეჯერ ფინალში ითამაშა - მოიგო მონტე კარლო (ზედიზედ მეშვიდედ), ხოლო ინდიან უელსში, მაიამიში, მადრიდსა და რომში გადამწყვეტი მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დათმო. მაგრამ ამჯერად ესპანელისა და სერბის დაპირისპირება აღარ შედგება და ამაში დამნაშავე რაფა გახლავთ.

დოდიგი მერვედფინალში იანკო ტიპსარევიჩს შეხვდება, რომელმაც თითქმის სამსაათიან მატჩში სამ სეტში მოუგო ესპანელ ფერნანადო ვერდასკოს - 6:4, 6:7, 6:3. ორივე ჩოგბურთელი ცუდად აწვდიდა - ვერდასკოს 15 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ტიპსარევიჩს - 12. ესპანელმა სერბს 22 ბრეიკ-პოინტი მისცა და იანკომ აქედან ექვსი გამოიყენა - ერთ-ერთი გადამწყვეტი სეტის ბოლოს, რამაც ტიპსარევიჩს გამარჯვება მოუტანა.

პირველი მოგება ლიდერის რანგში

როგორც იქნა, შედგა ნოვაკ ჯოკოვიჩის დებიუტი პირველი ჩოგანის რანგში - წინა დღეს წვიმის გამო გადადებულ შეხვედრაში სერბმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ორ სეტში მოუგო ნიკოლაი დავიდენკოს - 7:5, 6:1.

არადა, ეს გამარჯვება იოლი არ ყოფილა. მატჩის დებიუტში სერბს ხანგრძლივი უთამაშებლობა ეტყობოდა. ამან ის გამოიწვია, რომ ნოვაკი მსოფლიოს ყოფილ მესამე ჩოგანთან 1:4 ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ რუსს ამ მომენტისთვის ორი ბრეიკი ჰქონდა აღებული. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო შეხვედრამ ლოგიკური გაგრძელება. ჯოკოვიჩმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და ანგარიში გაათანაბრა, 5:5-ზე კი სეტში მესამე ბრეიკი მიითვალა და ურთულესი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

დავიდენკო კი თითქმის მოგებული სეტის დათმობის გამო მოიშალა და მეორე პარტიაში წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია მსოფლიოს პირველ ჩოგანს. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში დაწინაურების შემდეგ დავიდენკოს ზედიზედ შვიდი საკუთარი გეიმი წააგო, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პარტიის ბოლოს ერთი სეტბოლი ვერ გამოიყენა.

"კარგა ხანი ვერ ვიპოვე თამაშის რითმი. ეს იმის ბრალია, რომ ოთხი კვირა კორტზე არ ვყოფილვარ. ასეთ სიტუაციაში მთავარი იყო საკუთარ შანსს დავლოდებოდი და ის 4:1-ზე მივიღე, როცა პირველად მოვიგე მეტოქის მოწოდება. შემდეგ უფრო იოლი იყო თამაში", - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელსაც ამ სეზონში 49 მოგება და ერთი მარცხი აქვს.

მერვედფინალში მეორე სერბულ-ხორვატული დაპირისპირებაც გაიმართება: ჯოკოვიჩს ამ ეტაპზე მარინ ჩილიჩი ელის, რომელმაც მოულოდნელად ორ სეტში მოუგო ხუან მარტინ დელ პოტროს - 6:3, 6:4. ამ მატჩში ხორვატი ბრწყინვალედ აწვდიდა - პირველი მოწოდებით ქულების 93 პროცენტი აიღო. შესაბამისად, არგენტინელს მეტოქის გეიმებზე თითქმის არ ჰქონდა შანსი. თავად ჩილიჩმა კი თითო სეტში თითო ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. ეს იყო მარინის მეორე მოგება ხუან მარტინთან რიგით მეხუთე შეხვედრაში.

ისევ ფედერერი vs ცონგა

ჯოკოვიჩს მიბაძა და ორ სეტში შეძლო გამარჯვება როჯერ ფედერერმა. შვეიცარიელს თითქოს იოლი მეტოქე ჰყავდა ბევრისთვის უცნობი კანადელი ვაშეკ პოსპიშილის სახით. ეს ჩოგბურთელი პირველ წრეში გავიცანით, როცა არგენტინელი ხუან-იგნასიო ჩელა დაამარცხა და ATP-ის ტურში კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

კანადელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეული ბრძოლა გაუმართა მსოფლიოს მესამე ჩოგანს, რომელიც თურმე მისი კერპი ყოფილა. პირველი 11 გეიმი მეტოქეები საკუთარ გეიმებს ინარჩუნებდნენ და სწორედ აქ გამოჩნდა როჯერის კლასი - 6:5-ზე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტი კი ფედერერისთვის გაცილებით უკეთ დაიწყო - მან ნაადრევი ბრეიკი შეასრულა და ამის ხარჯზე 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ შვეიცარიელისთვის მთავარი იყო საკუთარი მოწოდება შეენაჩუნებინა, რაც მოახერხა კიდეც და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:3.

მერვედფინალში შვეიცარიელს ძველი ნაცნობი ჟო-ვილფრიდ ცონგა ელოდება, რომელმაც, თავის მხრივ, უიმბლდონის სენსაცია, ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა - 6:3, 7:6. ფედერერისა და ცონგას დაპირისპირება მერვედფინალური ეტაპის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა.

ყველას ახსოვს წლევანდელი უიმბლდონის მეოთხედფინალი, როცა ფრანგმა სასწაული მოახდინა და სეტებში 0:2-დან მოახერხა როჯერის ძლევა. არანაკლებ დრამატული იყო მათი მატჩი 2009 წელს სწორედ მონრეალის მასტერსზე. იქაც ფედერერს თითქოს გამარჯვება უნდა გაეფორმებინა, მაგრამ მესამე სეტში 1:5-დან მოახერხა პარტიისა და მატჩის წაგება.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/16 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 7:5, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 7:5, 6:1; ივან დოდიგი (ხორ)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 1:6, 7:6(5), 7:6(5); მარდი ფიში (აშშ, 6)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:2, 6:3; ერნესტ გულბისი (ლატ)-მიკაელ ლოდრა (საფ) 6:4, 1:0 ლოდრას უარი; გაელ მონფილსი (საფ, 5)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:2, 7:6(5); მარინ ჩილიჩი (ხორ)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 16) 6:3, 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 13)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:3, 7:6(1); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ) 4:6, 6:2, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:4, 6:7(5), 6:3; რიშარ გასკე (საფ, 10)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:1, 6:4; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 12)-ჯონ ისნერი (აშშ) 6:4, 3:6, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 6:2; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:2, 7:6(5); ივო კარლოვიჩი (ხორ)-ფილიპ პეტცშნერი (გერ) 6:7(0), 7:6(2), 7:6(6).

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ჩილიჩი; ტროიცკი (12)-მონფილსი (5); ფედერერი (3)-ცონგა (13); გასკე (10)-ალმაგრო (8); ფიში (6)-გულბისი; ვავრინკა (14)-ანდერსონი; ბერდიხი (7)-კარლოვიჩი; ტიპსარევიჩი-დოდიგი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ