იურგენ კლინსმანის თავკაცობით ამერიკის ნაკრებმა პირველი შეხვედრა მექსიკასთან ფრედ 1:1 დაასრულა
აშშ-მექსიკა 1:1

აშშ: ჰოვარდი - ჩერუნდოლო, ფისკალი, ბოკანეგრა, კასტილიო, ბეკერმანი, მ.ბრედლი (როჯერსი 72), ჯონსი (ში 60), დონოვანი, ტორესი (კლარკი 84), ბადლი (აგუდელო 60)

მექსიკა: ოჩოა - ხუარესი (აგილარი 75), რ.მარკესი (ხ.როდრიგესი 69), მორენო, სალსიდო, ბარერა (ბერმუდესი 72), ტორადო, ნაელსონი (დოს სანტოსი 55), ი.კასტრო, გუარდადო, პერალტა (არელანო 62)

გოლები: 0:1 პერალტა (17), 1:1 როჯერსი (74)

იურგენ კლინსმანმა ამერიკის ნაკრები 30 ივლისს, საკუთარ 47-ე დაბადების დღეზე ჩაიბარა. მისი წინამორბედის ბობ ბრედლის თანამდებობიდან გადაყენება ფედერაციამ ცვლილებების აუცილებლობით ახსნა.

გასაგებია, როცა მიილტვი რაღაც სასიკეთოდ შეცვალო, მაგრამ ცვლილება ცვლილებებისთვის გაუმართლებელი გვგონია. კლინსმანის საფებურთო ნიჭზე არავის უკამათია და არც ჩვენ ვაპირებთ, მაგრამ რას წარმოადგენს ის, როგორც მწვრთნელი? მან ვერც გერმანიის ნაკრებში (სადაც გუნდის ტაქტიკას მთლიანად იოახიმ ლიოვი განსაზღვრავდა) და მით უფრო ~ბაიერნში" ვერავის ვერაფერი დაუმტკიცა.

გერმანელმა მოღვაწეობა ამერიკაში მექსიკასთან ფრით დაიწყო. მისმა ბიჭებმა პირველ ტაიმშივე გაუშვეს გოლი და რომ არა შეცვლაზე შესული რობი როჯერსი, ამასაც ვერ ეღირსებოდნენ. მატჩი საინტერესო საყურებელი იყო-თქო, რომ დავწეროთ, ტყუილი იქნება. არც ერთ და არც მეორე გუნდს შეტევაში ღირებული არაფერი გაუკეთებია.

თამაშის შესახებ შემდეგი ფაქტების აღნიშვნა შეიძლება: სტუმრებს თავიანთი ულაპარაკო ლიდერი ხავიერ ერნანდესი აკლდათ. მათი უსახური შეტევები შეიძლება ამით აიხსნას. აი, რითი შეიძლება მასპინძლები გავამართლოთ, ნამდვილად არ ვიცით. გასაგებია, რომ მწვრთნელი დებიუტანტია და მისი დარიგებები ბოლომდე ჯერ კიდევ არ ესმით, მაგრამ ფეხბურთელები განა სწორედ ასეთ სადებიუტო შეხვედრებში არ ინდომებენ ხოლმე ყველაზე მეტად ახალი დამრიგებლისთვის თავის მოწონებას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა