წარმატებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მთავარი კითხვა იყო - გააგრძელებდა თუ არა საქართველოს ნაკრები დამაჯერებლად თამაშს, თუ ეს მხოლოდ ერთჯერადი გამონათება იყო. არათუ გააგრძელა, არამედ უკვე სულ სხვა დონეზე წარმოაჩინა თავი.

ჩეხები მიიჩნევდნენ, რომ ევრო 2024-ზე ჰამბურგში „ჯვაროსნებთან“ ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შედეგი ლოგიკური არ გახლდათ და გამარჯვებას იმსახურებდნენ. თბილისში ჩამოსვლისას მათმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა, რომ დიდი მოლოდინებით გვეწვივნენ; გუნდის კაპიტნის, ტომაშ სოუჩეკის თქმით კი, 3 ქულის მოსაპოვებლად მაღალი შანსები ჰქონდათ. და წააგეს 1:4. ჩვენი ნაკრების თავკაც ვილი სანიოლს იძულებითი ცვლილებების და ალბანეთთან დაპირისპირების წინ დასვენების მიზნით ერთბაშად 4 ფეხბურთელი რომ არ გაეყვანა მოედნიდან, არაა გამორიცხული, ანგარიში კიდევ უფრო გამანადგურებელი გამხდარიყო.

მაინც რა შეიცვალა ამ ორთვე-ნახევარში და რისი წყალობით თამაშობს გუნდი გაცილებით უკეთ? შემადგენლობა იგივეა, სტრატეგიაც, ტაქტიკაც, უბრალოდ ფეხბურთელები მეტად თვითდაჯერებულები გახდნენ და საკუთარი შესაძლებლობები ირწმუნეს. ევრო 2024 სანიოლის კრებულისთვის უდავოდ წარმატებული გამოდგა, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო შორს გასვლაც შეეძლოთ - მერვედფინალში მინცდამაინც ჩვენ შეგვხვდა მომავალი ჩემპიონი ესპანეთი, რომელთანაც მსაჯმა პირველი ტაიმის დასასრულს მეტოქეს არჩასათვლელი გოლი ჩაუთვალა და თანაც, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო, რომელიც საკვანძო ფიგურაა და რომლის არყოფნისას სათამაშო სისტემა იშლება. „ფურია როხა“ იმ დაპირისპირებისას დიდ უპირატესობას ფლობდა და იმას არ ვამტკიცებ, თითქოს უთუოდ უნდა დაგვემარცხებინა, თუმცა შანსი არსებობდა და ყოველი შემთხვევისთვის, „სადაც ჯერ არს“, პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს, შესვენებაზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი საყაიმო ანგარიშით გაეყვანათ. ისიც აღსანიშნავია, შეხვედრა ახლა რომ ჩატარებულიყო, საქართველოს ნაკრები ასეთი რიდით არ გავიდოდა მრისხანე მოწინააღმდეგესთან მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ საუკეთესო არა, მთლად ისეთი ვერაა, როგორც ანდრეს ინიესტას და ხავის დროს. შეიძლება ზოგიერთი ამაში არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. არა უშავს, დიდ გუნდებთან პაექრობის საშუალება კიდევ მოგვეცემა და დასამტკიცებელი ჩვენმა ბიჭებმა უნდა დაამტკიცონ.

ჩეხეთზე გაცილებით ფასეულად მიმაჩნია ალბანეთის 1:0 ძლევა, რამეთუ დიდ ტაქტიკურ ჭიდილში დავჯაბნეთ მასპინძლები. დავჯაბნეთ კლასით და სანიოლის სწორი ტაქტიკის ხარჯზე. მატჩის მიმოხილვაში დავწერეთ კიდეც, რომ უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს ბურთი კარში არ დაარტყმევინა. საქართველოს ნაკრები ელემენტარულად უკეთესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ძველებურად შეტევაში სრულად ხვიჩა კვარაცხელიაზე აღარაა დამოკიდებული. ვიზავისთვის საფრთხე ნებისმიერისგან მომდინარეობს და ყველას როგორ გაანეიტრალებენ? მარტო კვარაცხელიას ორი მეურვე ჰყავდა მიჩენილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი იერიშებში მონაწილეობას სრულფასოვნად ვერ იღებდნენ, წინ ვერ მიდიოდნენ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უმალ დაისჯებოდნენ. სიტყვაზე - სულ რომ არაფერი შექმნას ხვიჩამ, მაინც ძალიან სასარგებლოა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საოცარია, რადგან პარტნიორებს სივრცეებს უთავისუფლებს და ისიც აუცილებლად სათქმელია, ფრანგ სპეციალისტს ძალიან, ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი კარგი თაობა შეხვდა. თუმცა მის დამსახურებას იოტისოდენადაც არ ვაკნინებ. მან შექმნა ერთიანი, ბრძოლისუნარიანი გუნდი კარგი ატმოსფეროთი, ჩამოაყალიბა სისტემა, დაამყარა სათამაშო დისციპლინა, აბსოლუტურად დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებაში, ახლა კი უკვე შეუძლია, პოტენციალიდან გამომდინარე, ეს სისტემა საჭიროებისამებრ გადააწყოს და შეცვალოს კიდეც. ოღონდ ამისათვის უფრო სწრაფი მცველებია აუცილებელი, ასეთები კი ჯერჯერობით არ ჩანან.

ალბანეთი საკუთარ სტადიონზე გოლის გაშვების შიშით გავიდა და უფრო ფრის მისაღწევად თამაშობდა. მათმა მწვრთნელმა სილვინიომ შესანიშნავად განსაზღვრა ქართველების შესაძლებლობები და ძალიან ფრთხილობდა. მოდით, ერთი წუთით საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციიდან შევხედოთ საქმეს: მთელი ჩვენი გუნდი გასულ ორ მატჩში დაცვაში პრაქტიკულად უშეცდომოდ მოქმედებდა და სწრაფი კონტრშეტევებისას ნებისმიერ შემტევს შეეძლო გატანა. თამაშს ვერ გაუხსნი, ვინაიდან, მაშინ ის დაგემართება, რაც ჩეხეთს, რომელმაც საკუთარ კარში 4 გოლი მიიღო და უფრო მეტიც შეიძლებოდა გაეშვა. სწორედ ეს განაპირობებს შიშს (ამასაც მოვესწარით, როდესაც ჩვენი ეშინიათ), მაგრამ თუ ძალიან არ გაუმართლა, მოწინააღმდეგე უმეტეს შემთხვევაში მაინც წაგებული დარჩება. ტირანაში გატანა კვარაცხელიას, გიორგი მიქაუტაძეს (ორჯერ), ოთარ კაკაბაძეს, ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს შეეძლოთ, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილის გოლი შედევრი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ალბანელმა გულშემატკივრებმა მთავარ დამნაშავედ მეკარე ტომას სტრაკოშა მიიჩნიეს, რომელმაც თავისი გუნდი დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ოქტომბერში ქულათა მაქსიმუმი დავაგროვეთ და რაც მთავარია, ნაკრებმა თვისობრივად მოუმატა, მაგრამ მიღწეულმა ფეხბურთელებს თვითდამშვიდების და ეიფორიაში ჩავარდნის უფლება არ უნდა მისცეს. წინ უქულო უკრაინასთან, რომელსაც უკანდასახევი გზა მოჭრილი აქვს, ასევე ალბანეთთან და ჩეხეთთან მძიმე შეხვედრები გველის. ერთი სიტყვით, ერთა ლიგის მორიგი გათამაშება ჩვენმა გუნდმა ჩინებულად დაიწყო და უკეთესის მოლოდინში ვართ.

საქართველო მოსახლეობით მრავალრიცხოვანი არაა, არც სიმდიდრით გამოვირჩევით, მაგრამ ევროპირველობაზე მასპინძლებისა და თურქების შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჩვენს გუნდს ჰყავდა. მის მხარდასაჭერად ათიათასობის ადამიანი გაემგზავრა და ამაღელვებელი სანახავი იყო გერმანიაში ქართული მარშები. ვინც ვერ შეძლო წასვლა, ვისაც ფეხბურთი უყვარს და არ უყვარს, ესმის და არ ესმის, ყველა მთელი ტურნირის განმავლობაში გულმხურვალედ ქომაგობდა ნაკრებს. ეს ხალხი საუკეთესოს და სიხარულის ღირსია. აი, ესაა ჭეშმარიტი საქართველო. რატომღაც 1976 წლის 3 სექტემბერი გამახსენდა, როდესაც საბჭოთა კავშირის თასის ფინალში თბილისის „დინამომ“ „არარატი“ 3:0 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის აღმავლობის ხანა დაიწყო. ახლა ქართული ფეხბურთის რენესანსი იწყება.

მიმომხილველი

ზურაბ ბოლქვაძე
ფეხბურთი საომარ ბრძოლას ჰგავს,ისევე საჭიროა სტრატეგია,ტაქტიკა,დისციპლინა,შეიარაღება(ტექნიკა),ერთგულება(გუნდურობა),თავდადება,გმირები(ვარსკვლავები),საბრძოლო სული და ბევრი სხვა კომპონენტი მაგრამ,რაც მთავარია,არ დაგვავიწყდეს,რომ ბრძოლას მხედართმთავრები იგებენ და მათი როლი,ზემოდ ჩამოთვლილის სწორად შერწყმაში და გამოყენებაში,ამავდროულად,სათანადო ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაში,ასევე საბრძოლო ჟინის მობილიზებაში,ბრძოლაში გადამწყვეტი ხდება. ამიტომ,მინდა ვილი სანიოლის უდიდეს როლზე ვთქვა საქებარი სიტყვები. არავის დაკნინებას არ ვაპირებ მაგრამ ყველას ახსოვს,რომ ჩვენს წარსულის ნაკრებებს,ხან რა პრობლემები ჰქონდა და ხან რა...სანიოლმა შეძლო იმის გაკეთება,რაც,გულახდილად ვთქვათ,თითქმის შეუძლებლად მიგვაჩნდა და მხოლოდ ოცნებად გვქონდა.მან შეძლო მთავარი,გუნდის ჩამოყალიბება,მასში გამარძვების შეძლების სულის ჩაბერვა.მან პირველმა შეძლო ქართველებს დაცვიდან რომ ეთამაშად და თავქუდ მოგლეჯილი წინ არ გაქცეულიყვნენ.მან შთააგონა გუნდს,რომ ნებისმიერ გუნდთან შეეძლოთ ღირსეულად ბრძოლა.მან შეძლო ის,რომ ესპანეთთან დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავათ,გუნდი მორალურად კი არ გატეხილიყო,არამედ მეტი ჟინი გამოეჩინა. კიდევ ძალიან ბევრის თქმა შეიძლება ვილი სანიოლის დამსახურებებზე,თავს აღარ შეგაწყენთ. მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო მისი ნიჭის და პროფესიონალიზმის წინაშე და ცალკე ავღნიშნო ერთერთი მთავარი,ჩემი აზრით,რომ თავისი მეგობრული და ამავდროულად,მტკიცე ხასიათით,შეძლო ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ნამდვილი ავტორიტეტი გამხდარიყო და ეს აშკარად სჩანს მისი და ჩვენი ბიჭების ურთიერთობიდან.ყველამ ვიცით,რა ძნელია ქართველების ერთ გუნდათ შეკვრა და მან ეს შეძლო,ის აშკარად უყვართ გუნდში და დიდ პატივს სცემენ. როგორც,ერთერთმა რიგითმა,ქართული ფეხბურთის გამარჯვებებს მონატრებულმა გულშემატკივარმა,პირადად,უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვილის,ქართველი ხალხისთვის ასეთი სიხარურილის მინიჭებისთვის! ვუსურვებ კიდევ ძალიან ბევრ გამარჯვებას!
suxumchanin
რა სწორმა მენეჯმენტმა? ხომ არ უბერავ? ერთადერთი რაც გაკეთდა და ნაკრების ძირითადი ბირთვია არის ესპანელი მწვრთნელის, რომელიც ფიფიამ ჩამოიყვანა და მის მიერ აღზრდილი პატარა დინამოელები; კვარა, მამარდა, ჩაკვე, ზურიკო, ქოჩორა და სხვები. მოეშვით მავანის ერთი ადგილის ბანვას და თქვით სად და რა ააშენეს? ნოლია მათი შედეგი და ნოლითვე დაასრულებენ მალე
odala
გლიჯოს ბიძომ ერთი ნახევარი მილიარდი ახლა ფეხბურთში და რენესანსი მერე ნახეთ ;)
გიუშა
ფრიად როხა არა ძროხა კიდევ) რაღაც ესპანურ პრესაში არ მინახავს ქართულად მოვეხსენებინეთ...და მეორეც - რას ქვია არ ვამტკიცებ რომ მოვუგებდით??? დედას მო...ით იმ ნაბ...არ მსაჯს რომ ის ბურთი არ ჩაეთვალა,მიქაუტაძეზე არდანიშნული პენალტი რატომღაც არავის ახსოვს,გამხდარიყო 2:0 დავინახავდით როგორ არ მოვუგებდით
სოსო
კარგი სტატიაა,თუმცა ქართველი ფეხბურთელების თავდაჯერებულობა,არაფრიდან არ მოსულა.გავიხსენოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ათწლეულის სახე.გუნდს ნახევარდაცვაში უჭირდა ძალიან,პასის გამკეთებელი არავინ გვყავდა,ხოლო ვინც გვყავდა,ფიზიკური კონდიციები არ გუნდში ბურთის ამოტანა,კვევესკირს,აბურჯანიას ჰქონდათ მინდობილი,საყრდენზე კი,ფანტასტიკური კაპიტანი,თუმცა ისიც ძალიან დაბალი სისწრაფის მქონე ჯაბა კანკავა თამაშობდა.ამ ბიჭებს,არაფერს ვუკარგავ,მოედანზე თავს არ ზოგავდნენ,მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაახტები.დაბალი სისწრაფე,არც შეტევაში გვაძლევდა სწრაფად წასვლის საშუალებას და საკუთარი კარის უსაფრთხოების დაცვისასაც ბევრ პრობლემას გვიქმნიდა.ჯანოც მუდმივად ტრავმებში იყო.შემტევებს ვერ ასწრებდნენ და ამის გამო,ხშირად ვისჯებოდით.კიტეიშვილის გამოჩენამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი ნახევარდაცვა,თუმცა მისი ხშირი ტრავმიანობა,სტაბილურობის შეგრძნებას არ გვაძლევდა.ჩაკვე,მეტეორივით შემოვარდა ნაკრებში და ერთა ლიგის პირველი გათამაშება,შეიძლება ითქვას,რომ ერთპიროვნულად მოიგო,თუმცა მისმა მძიმე ტრავმა,კიდევ ერთხელ შეგვაფერხა,წინსვლაში.ჩაკვემ ფორმის აღდგენა დაიწყო,ქოჩორაშვილმა,რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კაპიტანი იყო,ასევე მოირჩინა ხანგრძლივი ტრავმების სერია,კიტესაც შედარებით ჯანმრთელი პერიოდი დაუდგა და უცბად აღმოჩნდა,რომ საქართველოს,სამი დიდებული ნახევარმცველი ჰყავს.მათ გარდა,ნაკრებში დამკვიდრდნენ კვარა,მამარდა,ზურიკო.დაცვაც,საყრდენ ზონაში საიმედო ფეხბურთელების მოსვლით,გაცილებით ორგანიზებული გახდა და შედეგებიც წამოვიდა.როცა ბირთვი არსებობს,მათზე მთელი გუნდის აწყობა გაცილებით ადვილდება.ძალიან გამოცდილი კაშიას,კვირკველიას,კაკაბაძის გვერდით,ახალგაზრდებიც ადვილად ჯდებიან შემადგენლობაში,ხოლო ბუდუს და მიქაუტაძის გახსნამ,უკვე შეტევასაც მისცა ქადილის შნო.დღევანდელმა საქართველოს ნაკრებმა იცის,რა შეუძლია და ისიც იცის,რომ ხვალ,კიდევ უფრო ძლიერი გახდება.ფეხბურთელთა უმეტესობა,ისეთ ასაკშია,რომ აუცილებლად მოუმატებენ.ეს ყველაფერი ასეა,მაგრამ ნაკრების მთავარი ძალა,მაინც შიგა ატმოსფერო მგონია.ერთად ყოფნა,ერთად თამაში უხარიათ ბიჭებს და სანამ ასე იქნება,გუნდს წარმატებებიც ექნება.გავიხსენოთ ბელგიის ნაკრები,პოტენციურად მსოფლიოში საუკეთესო რომ უნდა ყოფილიყო,მაგრამ ცუდი შიგა ურთიერთობების გამო,ვერაფერს მიაღწია.საქართველოს არა აქვს იმხელა რესურსი,რომ შემადგენლობაის დიდი სიღრმე ჰქონდეს.ამიტომ ყოველ ფეხბურთელს უნდა გავუფრთხილდეთ,მათ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ,რომ წარმატებები სტაბილური იყოს.
ავთო
აღორძინებამ? ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის ?
ნოდარი
სწორედ.რომ ინფრასტრუქტურის და ბავშვთა ფეხბურთის აღორძინებამ ( გვეწვიეთ რეგიონებში ახალი უამრავი მინი სტადიონები და ასევე სტანდარტული მოედნები სავსეა საბავშვო ჯგუფებით) ასევე ფედერაციის სწორმა მენეჯმენტმა მიგვიყვანა ამ ფრიად სასიხარულო პროცესებამდე ; რასაც ქარათული წარმატებული მისი უმაღლესობა ფეხბურთი ქვია. წინ ჩემო საყვარელო საქართველო.
gel-100
მწარეს,,,მთელი გულით რატო ცდილობ ნეგატივის პოვნას?? რავიცი ყველაფერი შეიძლება თქვა მათ შორის უკეთესი და უფრო გრძელი სათადარიგო სკამის შესახებ თუმცა ახალგაზრდები არ მოდიანო რო იძახი ან ბრმა ხარ ან ნაციონალი თორე ახალგაზრდები არ არიან დღეს ვინც ნაკრებში ბრწყინავეენ?? კვარა,ჟორჟი,მამარდა,წიტა,ზურიკო,ესენი 22-23 წლისები არიან,,უფრო ახალგაზრდები გინდაა?? სიგუა,პარკაძე,გოგლიჩიძე,კალანდაძე,ხვადაგიანი,სალია,კვერნაძე,ოდიშარია,სამუშია,ამათზე უფრო პატარებში კიდევ უფრო მეტი ტალანტია ხოდა ბიჭო წადი სხვა რამეზე ანთხიე ბოღმა ან ობიექტურად დაწერე რასაც წერ ნუ წაიღეთ ტვინი 100-10-თან შედარებებით და ოპირატესობის 10-მინიჭებით
ბიძინა კუკულაძე
გრძელი სკამი არ გვაქვს.არც არასდროს გვქონია (სამწუხაროდ მცირერიცხოვანი ერი ვართ და არც საფეხბურთო მეურნეობა გვაქვს გამართული ვთქვათ ნიდერლანდელებივით). წარმატებებს მაინც ვაღწევდით. კი ბატონო , ეს ლოკალური წარმატებები იყო. ერთი კაცის (დათო ყიფიანის) დამტვრევა გუნდს სადღაც ქვედა დონეზე უშვებდა, ვიტალი დარასელიას დაღუპვამ ის "დინამო" საერთოდ მოშალა. სტაჟიან გულშემატკივრებს ეს ემახსოვრებათ.
კახა
გენაცვალეთ ბიჭებო, 45 წლის ვარ და წლების უკან არ მქონდა იმედი რომ მოვესწრებიდი ევროზე ან მსოფლიოზე ჩემი გუნდის ნახვას და სულ იტალიას ვქომაგობდი. ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა შენი გუნდი რო გამოდის. იტალიის თამაში არც კი მინახავს. გენაცვალეთ ბიჭებოოოოოოო, წინ მსოფლიოზე.
იასონას უდარი
საინტერესოა,თუ მცირე რიცხოვანი ერია,თან არც ისე შეძლებული,რანაირად იყო მრავალრიცხოვნად ჩასული? ეს კითხვა მარტო მე გამიჩნდა? თუ ფული არ გაქვს,ჰოპლა და უცებ გაჩნდა? რანაირად? დიდი ეჭვი მაქვს,რომ მთავრობა და ენჯეო სექტორი ერთმანეთს ეჯიბრებოდა ხალხის იქ გაშვებაში. რაც შეეხება შიშს,უაზრობაა მსგავსი რამის თქმა,არავის არავის ეშინია,საიდან მოგაქვთ მსგავსი რამე? ფეხბურთია და თავისი კანონზომიერები აქვს,დიდი ხანი გოლი არ ქონდათ გაშვებული და გაუშვეს,სადამდე გაქაჩავდნენ? მერედა,ამ ორი თამაშით არაფერი მტკიცდება,კარგი თამაშები იყო,თუმცა ოცნების კოშკებს არ ავაგებდი. ჯერ ერთი იმიტო რო შემდეგი თამაშები ერთ თვეშია და მეორე,სკამი არ გვყავს ანუ შეცვლელები არ ყავს სასტარტოს ხალხს,რომლებიც იგივე ან მიახლოებულ დონეს დადებს. 11 კაცი მოვაგროვეთ და შედეგს ვაკეთებ,11 კაცი კიდევ გვინდა და მერე იქნება ოცნების კოშკების აშენების მომენტი.ერთ ეპიზოდს გავიხსენებ საფეხბურთო ისტორიიდან,2019-20 წლებში,როცა ლივერპული ჩემპიონი გახდა,თებერვლამდე წაუგებლად მიდიოდა და ენფილდზე ეს უოთფორდმა დაუმთავრა,0-3 მოუგო და ისე ჩანდა რო უოთფორდი უფრო იყო ლივერპული,ვიდრე თავად ლივერპული. უოთფორდი გავარდა იმ წელს,ხოლო ლივერპული ჩემპიონი გახდა. იგივე,გვარდიოლას ბარსას ჰერკულესმა 2-0 მოუგო,ერთადერთი გუნდი იყო ვინც დაამარცხა იმ წელს და ისიც გავარდა,ხოლო ბარსამ ტრებლი მოიგო. რისი თქმა მინდა,არ შეიძლება ერთი ან ორი თამაშით რაიმეს გადაჭრით თქმა,რამეთუ არაფერს ნიშნავს ეგ. მერედა,ბევრი გუნდი ერთა ლიგას დიდ დატვირთვას არ ანიჭებს ჩვენგან განსხვავებით. ჩვენი ძალა საკვალიფიკაციოზე გამოჩნდება,რა შედეგსაც იქ გავაკეთებთ,ისეთ დონეზე ვიქნებით. ერთა ლიგა დაბალი დონის გუნდებისთვის შეიქმნა,ზოგი იყენებს და ზოგი ვერა,ჩვენ ვიყენებთ. რეალისტები უნდა ვიყოთ და არა მეოცნებენი. წარმატებები ნაკრებს და მთელ საქართველოს
დიმიტრი
იდიალურად რომ ხატავს ჟურნალისტი ყველაფერს იმაზე რატომ არ წერს, რომ ჩეხეთთან ყველაზე დაბალი შეფასებები ვინ მიიღო? იდიალური დაცვაო! 6.4 და 6.4 დაუწრეს ყველამ კაშიას და გველესიანს, ესაა უშეცდომო დაცვა? ვენტრალური ზონა , რომ ახლიდან არის დასალაგებელი ამას რა დიდი მიხვედდა უნდა
მწარე
არავის არავისი არ ეშინია. უბრალოდ ადგებიან და ჩვენთან სათამაშოდ უფრო ყურადღებით მოემზადებიან. ამ დროს ჩვენ, სამწუხაროდ იმის მაგივრად რომ ფხიზლად ვიყოთ, იგივე უკრაინასთან, იგივე ალბანეთთან, იგივე ჩეხეთთან პირიქით ცხვირს მაღლა ვწევთ. არაფერი არ იწერება, მაგალითად იმაზე რომ მოკლე სკამი გვაქვს. ახალგაზრდები არ ჩანან, კლუბები გუშინწინდელ ფეხბურთს თამაშობენ ...
მინდიას
ეგ დამოკიდებული იმაზე ა დივიზიონის რამდენი პირველადგილოსანი გავა მსოფლიოს შესარჩევზე პირველ ანეორე ადგილზე თავის ჯგუფში. თუ ოთხივე გავა მაშინ ბ დივიზიონის ოთხივე პირველადგილოსანი ითამაშებს მსოფლიოს ფლეიოფს
ნოდო
მე ის გარემოება უფრო მომწონს სადაც ფავორიტები არ ვარტ წნეხი ბევრი არ გვაქ უფრო გამოგვდის მაგრამ მოვა ეგ დრო გავორიტის რანგშიც ვისწავლოტ მოგებები დარცენილი 4 ტური ბევრს რამეს გვაჩვენებს
100%
ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენს ჯგუფში პარალელურ მატჩებში გვაწყობს რა??..ფრე იმიტომ რომ ორივე მხარე კარგავს ქულას!!
ჯონდო
ცოტა ვტრაბახობთ.
მინდია
მე როგორც გავიგე, პლეი ოფში გასასვლელად ჯგუფში პირველი ადგილი არაა საკმარისი, არამედ მთელ ბე ჯგუფს უნდა ვაჯობოთ, ასეა თუ არა?
ბს
მომწონს ,, მიმომხილველის" სტატიები. აცოცხლებს ამ საიტს
მწვრთნელი
რა შეიცვალა და ერთად ითამაშეს როგორც იქნა სანიოლის მონახაზში გამართულად და ტრამვების გარეშე კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, კიტეიშვილმა, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა! აი ეს შეიცვალა! აქამდე ხან ტრამვებიო, ხან კლუბში დრო არ ეძლევათო და ა.შ.! ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იყო ნაპოლის, უტფორდის,შტურმის, მეცის(მანამდე აიაქსი და ახლა ლიონი),ლევანტეს ლიდერი! აბა აქამდე ნახეთ რა და როგორი მდგომარეობა იყო თოთო მათგანი! ფეხბურთელი იზრდება კლუბში და ამას კარგად ხედავს აწ უკვე გამოცდილი სანიოლი! უთამაშებელი და ტრამვირებული გუნდით ბევრ ვერაფერს მიაღწევ! ქეცბაია ზუსტად ამას იძახდა, რომ "მიწევს ისეთი მოთამაშეების გამოძახება, რომლებსაც თავიანთ კლუბებში დრო არ ეძლევათო"! აგერ ნახეთ კვიპროსის ნაკრებს რა მოსდის და რა მოთამაშეებით არის დაკომლექტებული! 10-15 წლის წინ ასე იყო ჩვენი ნაკრებიც!
უეჭველი
დამეთანხმებით უამრავი ნიჭიერი დაიკარგა მცირედი შანსის გარეშე, გადახედეთ თქვენს სანაცნობო-სამეგობროში, უბანში, რამდენი ასეთი გაგახსენდებათ, ასფალტის სტადიონებზე რომ დაფრინავდნენ. ჩემს თაობაში ფულიანმა მამიკოებმა და აღებ-მიცემობამ ყველაფერი მოკლა. ღრმად მწამს, რომც მოინდომონ ნიჭს ვერ ჩაკლავენ ამის მერე, რადგან დაიწყო პროცესი წინსვლის. შეხედეთ სტადიონებს, უნიჭიერესი ბავშვები დაფრინავენ და დაე იფრინონ!
bd
ზედმეტ ეიფორიაში არ გადავარდეთ
Რერო
საქართველო დაადგა იმ გზას რასაც ხორვატია 90 იან წლებში,ასე თუ გავაგრძელეთ და არ შევჭამეთ ერთმანეთი,უახლოეს ხანში რომელიმე დიდ ტურნირზე საპრიზო ადგილს შევეჭიდებით.
სტალინი
რენესანსი რომ შეიძლება იწყებოდეს, ამაში ავტორს მინდა დავეთანხმო. აი ალბანეთთან გამარჯვებას ზედმეტად ნუ გავაბუქებთ, მათ კლასის ხარჯზე არველაძეების ნაკრებიც უგებდა. ალბანეთ არც მაშინ იყო ბედენა, გერმანიას უჭირდა მათთან. იმავე ნაკრებმა თბილისში პოლონეთი 3:0 და უნგრეთი 3:1 დაამარცხა, თუმც სტუმრად ორივესთან 1:4 წააგო და ვერც ერთხელ ვერ გავიდა მსოფლიიზე. კარგია, გუნდმა თავისი თამაში იპოვა, თავისი ხელწერაც თითქოს ეტყობა, რაც ქართულ ფეხბურთს ყოველთვის ქონდა და ბოლო წლებში დაიკარგა, რაც მთავარია შემადგენლობა დასტაბილურდა, რაც წარმატების დიდი საწინდარია. მაგრამ, გუნდს ჯერ არაფერი ისეთისთვის არ მიუღწევია, თუ ევროზე უმოტივაციო პორტუგალიასთან გამარჯვებას არ ჩავთვლით. ახლა უმთავრესი უკრაინასთან ორივე თამაში იქნება, რომლისთვისაც არასოდეს მოგვიგია და მატჩი ჩეხეთთან სტუმრად. თუ ეს აღმოსავლეთევროპული ჯგუფი მოვიგეთ პირველი ადგილით, მაშინ უკვე შეიძლება ნამდვილ რენესანსზე საუბარი. თორემ 1994 წლის შემოდგომაზე თბილისში უელსის 5:0 განადგურების შემდეგაც ამბობდა შოთიკო, იმედია მომავალში ეს გამარჯვება ლამაზ სიზმრად არ დარჩესო. თქვენ არ მკმიკვდეთ და 3 ათეული წელი სწორედ ასე იყო
ჯონი
კარგი გააზრებული ანალიზია !! ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ბიჭების !!!!
ჟორა გაბრიჭიძე
მართალია ევროპის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა გაიბრწყინა, მაგრამ ამ ორ შეხვედრაში სულ სხვა ნაკრები ვიხილეთ და ორი თავით მაღლა მდგომი. ამის მიზეზი კი რა არის, რომ: პირველი, უკან მოვიტოვეთ ევროპაზე კარგი თამაში და სულ სხვა პატივისცემა და მოთხოვნები წავუყენეთ საკუთარ თავს და მეორე, თუ ევროზე ახალ დამთავრებული ქვეყნის ჩემპიონატების შემდეგ ბიჭები შეიძლება ითქვას გადაღლილები იყვნენ და მეორე სუნთქვის გახსნის ხარჯზე ირჯებოდნენ, ახლა ჩემპიონატები ახალი დაწყილია და თამაშს მოწყურებული ბიჭები იყვნენ მოედანზე. ამ ჩვენს წერილებს აუცილებლად უნდა კითხულობდეს ვინმე ფედერაციიდან და საქმიან წინადადებებს აწვდიდეს ბატონ სანიოლს. ეს თუ ასეა, მაშინ გადაეცით მას, რომ ხვიჩას თუ ორი კაცი დასდევს, მაშინ რა უნდა ხვიჩას თავის ნახევარზე დაცვას რომ ეხმარება? ამ დროს ხომ მისი ორი მეურვე გვიტევს? დადგეს ხვიჩა მოედნის ცენტრში და მოაშოროს თავისი მეურვეები შეტევას. ხვიჩა რომ მოედნის ცენტრში დადგეს, ვინ დატოვებს მას იქ ერთი მეურვის ამარა? ჰოდა უნდა ისარგებლოს ამით მწვრთნელმა.
tngh
ვშიშობ, ქება ბაქი-ბუქში არ გადაიზარდოს... რაც კარგი არ იქნება!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა