უკრაინელმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა, რომ სექტემბრის მატჩების დროს, ეროვნულ ნაკრებში კიევის "დინამოს" ნახევარმცველ მიკოლა შაპარენკოსა და "ჩელსის" შემტევ მიხაილო მუდრიკს შორის კონფლიქტი მოხდა.

მიზეზი კი ისაა, რომ ორივე ფეხბურთელს 10-ნომრიანი მაისურის ჩაცმა სურს. უკრაინული champion-ი ნაკრებთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გვამცნობს, რომ ციგანიკის გაჟღერებული ამბავი სრული აბსურდი და ტყუილია.

შაპარენკომ 10-ნომრიანი მაისური პირველად 2020 წლის ოქტომბერში საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ჩაიცვა. ამის შემდეგ "დინამოს" ნახევარმცველმა ევრო 2020-ზე 10 ნომრითაც ითამაშა, შემდეგ კი, როცა ტრავმა მიიღო, მაისური მისი ნომრით მუდრიკს გადაეცა. შაპარენკომ ცოტა ხნის წინ ევრო 2024-ზე მე-19 ნომრით იასპარეზა.

ერთა ლიგის ბოლო მატჩში ალბანეთთან (1:2) მე-10 ნომერი შაპარენკოს დაუბრუნდა, რადგან მუდრიკმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა. შემდეგ მატჩში კი ჩეხეთთან (2:3) ორივე მოთამაშე მოედანზე იყო, მაგრამ მუდრიკმა 20 ნომრით ითამაშა, "დინამოს" ფეხბურთელს კი კვლავ 10-ნომრიანი მაისური დარჩა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრების მორიგი მეტოქე საქართველოს ნაკრებია და ერთა ლიგის B ჯგუფის შეხვედრა პოზნანში 11 ოქტომბერს უნდა შედგეს.

აქვე ერთი საინტერესო ინფორმაციის შესახებაც, რომელსაც dynamo.kiev.ua ავრცელებს. საქართველოს 17-წლამდელთა რიგებში სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ამხანაგურ შეხვედრებში უკრაინელმა გარემარბმა (დაცვის ფლანგზე თამაშიც შეუძლია), გლიბ კატკოვმა იასპარეზა და ერთ-ერთ შეხვედრაში თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, რომ რუსების მხრიდან დონეცკის ოკუპაციის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელი მშობლებთან ერთად საქართველოში აღმოჩნდა და "ინტერის" აკადემიაში თამაშობს.

dynamo.kiev.ua წერს იმასაც, რომ კატკოვის მამა ირწმუნებოდა, რომ მისი შვილი უკრაინის ნაკრებში იასპარეზებდა და ეს პრიორიტეტული არჩევანი იყო, მაგრამ 1,5 წლის განმავლობაში ბიჭმა მოწვევა მხოლოდ საქართველოს ნაკრებიდან მიიღო.

gel-100
აბა ბიჭოს იმიტომ არ აუწყეს კარიერა შახტარის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელ ფოცხვერიას საქართველოს ნაკრებში თამაში რომ გადაწყვიტაა??გვილიას რა დასაწყისი ქონდა გინდა ვაჩიბერაძეს და რა უქნეს უკრაინელებმა როცა ამ ბიჭებმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტეს ხოარ დაგვიწყებია?? არაბიძე 15 წლისა იყო როცა შახტარმა წაიყვანა და საკმაოდ დიდი ფულიც შესთავაზეს უკრაინელებმა არაბას უკრაინის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სანაცვლოდ, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვს არ ქონდა ნათამაშები ეროვნულში და იყო შანსი, და კიდევ რამდენი სიკეთეები გაუკეთებიათ უკრაინელებს ქართული სპორტისთვის ვინ მოთვლის
100%
მუდრიკი არ უნდა იყოს 10 ნომერი
ჯუდო
იმედია კატკოვი საკუთარ ქვეყანას შეეწევა თავისი ნიჭით და უნარით,როცა მშვიდობა იქნება მის სამშობლოში.
Jora-giorgi
აბა რაა!! მუდრიკი და შაპოვენკო ვისი ტიკი-ტომარები არიან,ან ვის აინტერესებს, აქ ჩვენთან ახლა ლუკაკუ-კვარას დუეტის მეტსახელია აქტუალური თემა და რაღა თქმა უნდა კვარას ხელფასი....ისე ინტერესისთვის, ვინც ასე კნინობით მოიხსენიებთ უკრაინელ ფეხბურთელებს ნახეთ რამდენი აქვს ხელფასი მუდრიკს და შეადარეთ კვარას ჯამაგირს....

სად და ვის უნდა გამოეთქვა - გამოეხატა გახარება ? ქვეყანა, ხალხი სამამულო ომშია ყველაზე აღვირახსნილ იმპერიასთან, მაინც ახერხებს ასპარეზობას და ჩვენ რას ვსაყვედურობთ, რატომ არ გვაქებო ? ჰოდა, კიდევ ერთხელ, ვის და რა ფორმით უნდა მოელოცა ? სირცხვილია ! --------------- პ.ს. რა ჰქვია იმას ქართველი(!) კაცი ომში რუსეთს რომ "ბალელშიკობს" ?

სად და ვის უნდა გამოეთქვა - გამოეხატა გახარება ? ქვეყანა, ხალხი სამამულო ომშია ყველაზე აღვირახსნილ იმპერიასთან, მაინც ახერხებს და ასპარეზობსლ და ჩვენ რას ვსაყვედურობთ, რატომ არ გვაქებო ? ჰოდა, კიდევ ერთხელ, ვის და რა ფორმით უნდა მოელოცა ? სირცხვილია ! --------------- პ.ს. რა ჰქვია იმას ქართველი(!) კაცი ომში რუსეთს რომ "ბალელშიკობს" ?
gomako
დაკვირვებული ვარ და და უკრაინელები რუსებზე უარესი საზიზღრები არიან ჩვენს მიმართ ღმერთი უხდის სამაგიეროს,შესაბამისად აბა თქვენ იცით დაგიხოციათ ერთმანეთი ნაკლები მტერი გვეყოლება
midi
უკრაინელები ყოველთვის გამოხატავდნენ სიხარულს ჩვენი ნაკრების წარმატებების გამო.
შოთა
მე ვიტყოდი რომ რუსებზე უარესებიც კი არიან.
გენა
აქაც შემოაღწიეთ რუსთუმეებმა? ადმინ, რატომ აძლევთ უფლებას უკრაინელებზე ასეთი გამოაქვეყნონ? რუსების დედას შ...ცი დიდიან პატარიანად და გაუმარჯოს უკრაინელებს!
გგ
ვის რაში აინტერესებთ მაგათი კომფლიკტი მაისურის გამო :) :)
Gia
Ukraineli da rusi erti oxeria.bogmiani erebia da gulze skdebian chveni nakrebis agmavlobit.daakvirdit chveni vitom mozme ukrainelebi tu sadme gamoxataven sixarulit chven warmatebas.
Levani
ისე ამ ჩემს ფეხებს,მაგრამ რად უნდა უკრაინის ნაკრებს საერთოდ 10 ნომერი? ყველა 6 ნომერია ერთი შევჩენკო ყავდათ ბოლო 40წელი
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
როდის შეეძლება დაბრუნება - მიხაილო მუდრიკის სავარაუდო სასჯელის ვადა ცნობილია
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? - ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
საბო: "ჯანდაბაზე" ტატუებს იხატავენ - მუდრიკს რძე არ შეშრობია პირზე და მილიონერი გახდა
მის სკანდალებს ბოლო არ უჩანს - მუდრიკს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დაეკისრა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს