"არსენალმა" საშინელ დღეში ჩაიგდო თავი - 24 წლის ვარსკვლავები, სამირ ნასრი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ერთდროულად გაურბიან
"არსენალმა" საშინელ დღეში ჩაიგდო თავი - 24 წლის ვარსკვლავები, სამირ ნასრი და კაპიტანი სესკ ფაბრეგასი ერთდროულად გაურბიან.

ფაბრეგასის ამბავი მოგეხსენებათ, "ბარსელონაში" გადადის. თანხას მას-მედია კიდევ დააზუსტებს, თუმცა ცნობილია, რომ ლაპარაკია 35,9 მილიონ ფუნტზე, რაც 40,5 მილიონი ევროს ტოლფასია. გარდა ამისა, ჩრდილოლონდონელები კატალონიელებისგან დამატებით თანხებსაც მიიღებენ, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ფაბრეგასი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში წარმატებით ითამაშებს და კარგ შედეგებს მიაღწევს.

მაგრამ ვაი, რომ ფაბრეგასთან ერთად "მეთოფეები" ფრანგ ნასრისაც კარგავენ - ის "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ხდება.

თუმცა, ჯერ ესპანელის ამბავი ვთქვათ: როდესაც ფაბრეგასის "ბარსაში" გადასვლაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვარსკვლავს ფაქტობრივად თავის გამოსყიდვა დასჭირდა. ის 4,5 მილიონ ფუნტს საკუთარი ჯიბიდან იღებს და "არსენალში" სტოვებს. დავაზუსტოთ: ფაბრეგასმა თქვა, რომ შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, ხელფასიდან, ყოველწლიურად 900 ათას ფუნტს გადაუხდის "მეთოფეებს".

რაც შეეხება ნასრის, მასში ისტლენდელები 22 მილიონ ფუნტს იხდიან. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "არსენალიდან" სიტიში კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი, 26 წლის გაელ კლიში გადავიდა. თუ ისტლენდზე წინა წლებში გადასულ ემანუელ ადებაიორსა და კოლო ტურესაც გავიხსენებთ, ხელში ყოფილ თანაგუნდელთა მთელი ჯგუფი შეგვრჩება. გაზეთები წერენ, რომ ახლა, სატრანსფერო სეზონის დარჩენილ სამ კვირას არსენ ვენგერი გაქცეული ვარსკვლავების შემცვლელთა ძებნაში გაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა