“გასტრონომ ჯგუფმა” ქართული ფეხბურთის მხარდასაჭერად, “დინამოსთან“ და

“ლოკომოტივთან“ მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბების მხარდასაჭერად,

ყოველთვიურად მოგების 10%-ს გამოჰყოფს.

თითოეული კლუბი, სრულიად უანგაროდ, 5-5%-იან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მემორანდუმს ხელი “გასტრონომ ჯგუფის” დამფუძნებელმა გიორგი თენაძემ, „ლოკომოტივი თბილისის“ პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ და „დინამოს თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ მოაწერეს.

გიორგი თენაძისთვის ქართული ფეხბურთის ორი ყველაზე მსხვილი და ლეგენდარული კლუბის - “ლოკომოტივი

თბილისისა” და “დინამო თბილისის” მხარდაჭერის გადაწყვეტილების მთავარი ინსპირაცია ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული წარმატება იყო, როდესაც ნაკრებმა ქართველ გულშემატკივარს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა და ფეხბურთზე მეოცნებე ასეულობით პატარაში უდიდესი მოტივაცია გააჩინა. მისი თქმით, “გასტრონომის”

მიზანია კლუბის აკადემიის ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს, რათა მათ მიზნების მიღწევასა და ფეხბურთის ვარსკვლავების მომავალი თაობების აღზრდაში დაეხმაროს.

„კომპანია „გასტრონომ ჯგუფის“ მიზანია, ნებისმიერ ახალგაზრდას, ნებისმიერ სპორტში შეუწყოს ხელი და დასახული მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ჯგუფმა მიიღო

გადაწყვეტილება, რომ კომპანიის მოგებიდან ყოველთვე 10% გამოჰყოს და

სრულიად უანგაროდ, არაკომერციულად, 5-5% კლუბ „დინამოს“ და „ლოკომოტივს“ გადაურიცხოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან ასახელეს მთელი საქართველო. ეს ფეხბურთელები სწორედ „დინამოს“

და „ლოკომოტივის“ აღზრდილები არიან. შესაბამისად, მივიღეთ

გადაწყვეტილება, სწორედ ამ კლუბებს გამოვუყოთ დახმარება,“ - განაცხადა

გიორგი თენაძემ.

ორივე კლუბი ქართული ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავებს ზრდის. „დინამო თბილისის“ აკადემიაში აღიზარდნენ: ხვიჩა კვარაცხელია,

გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი

გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კაკაბაძე, საბა

ლობჟანიძე, ირაკლი აზაროვი, გაბრიელ სიგუა და სხვა წარმატებული

ფეხბურთელები. როგორც საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტები ამბობენ,

აღნიშნული თანხები მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

მათივე თქმით, ფეხბურთი კიდევ მეტ განვითარებას საჭიროებს და ბიზნესისგან მსგავსი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის შედეგი იმისა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გვაჩვენა, რამხელა სიხარული

მოუტანა ამ წარმატებამ ქართველ ხალხს. ამის სათავეში დგას „დინამოს“

აკადემია, რომელმაც ფეხბურთელების თითქმის, 90% გამოზარდა, რომლებმაც ეს შედეგი დადეს. ინიციატივა, რომელიც „გასტრონომ ჯგუფიდან“ მოდის, ზუსტად ამ ემოციებს მოჰყვა და ჩვენთვის ეს მხოლოდ გასახარია," - აღნიშნა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა, ლექსო თოფურიამ.

"უპრეცედენტო ამბავია დღეს. „გასტრონომ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ბატონმა გიორგიმ, მნიშვნელოვანი

ნაბიჯი გადადგა და სხვა ბიზნესმენებსაც მოუწოდა, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ინვესტიცია ჩადონ. ჩვენი ფეხბურთი საჭიროებს მეტ განვითარებას. იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკადემიებს, მათ შორის, ჩვენს აკადემიას მოაწყდა, უპრეცედენტოა. ჩვენ ვერ ავუდივართ მათ მიღებას, რადგან არ გვაქვს შესაბამისი რესურსები და

დღესდღეობით უამრავი ბავშვია მოლოდინის რეჟიმში. სწორედ ამიტომ,

ბიზნესებიდან გადმოდგმული ნაბიჯები სასიხარულია,” – აღნიშნა „დინამოს“

პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.

ცნობისთვის, დელიკატესების მაღაზიებისა და რესტორნების ქსელი „გასტრონომი“, რომელიც პრემიუმ ხარისხის პროდუქტების

ბაზარზე უპირობო ლიდერია, 2019 წელს დაარსდა. „გასტრონომ ჯგუფი“

თბილისში წარმოდგენილია დელიკატესების 7 მაღაზიითა და 3 სხვადასხვა კონცეფციის რესტორნით.

R

კობა
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ბატონო გიორგი თენაძე!!!....
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე