უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" 30 წლის ქართველი ფორვარდის ძალიან ეიმედებათ
30 წლის ქართველი ფორვარდი ლაშა ჯაკობია უკრაინის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" ამ ზაფხულს გადაბარგდა. უჟგოროდელებს, რომლებსაც მიზნად უკრაინულ ელიტაში აღზევება დაუსახავთ, ჩვენებურისა ძალიან ეიმედებათ.

ამჟამად უჟგოროდის გუნდს 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო იკავებს.

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან ინტერვიუ "უკრაინსკი ფუტბოლის" კორესპონდენტმა ჩაწერა.

- ლაშა, მას შემდეგ, რაც კიევის "არსენალში" (2006-2009 წლებში) თამაშობდი, შენზე აღარაფერი გვსმენია. გვიამბე, იმ პერიოდის შემდეგ როგორ წარიმართა შენი კარიერა?

- ჩემ დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებული ცნობილი ამბის შემდეგ სამშობლოში, საქართველოში დავბრუნდი. თბილისში მყოფს ცხინვალის "სპარტაკის" მწვრთნელები დამიკავშირდნენ და გუნდში მისვლა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი, რადგან სათამაშო პრაქტიკა მჭირდებოდა.

- უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეს" ვარიანტი საიდან გაჩნდა?

- 2010/2011 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ჩემმა აგენტმა უჟგოროდში გასინჯვაზე წასვლა შემომთავაზა. მე დავთანხმდი.

- როგორც ჩანს, სინჯებმა წარმატებით ჩაიარა.

- დიახ. რამდენიმე საკონტროლო მატჩისა და ვარჯიშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ სევიდოვმა ორწლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა შემომთავაზა.

- სეზონის დაწყების წინ მიზნად ბომბარდირული თვისებების გამოვლენა არ დაგისახეს?

- არა. მთავარია, რომ გუნდმა ჩემპიონატში სასურველ შედეგს მიაღწიოს და კლუბის ხელმძღვანელობისგან დასახული ამოცანა - პრემეირ-ლიგაში აღზევება შეასრულოს. ბრძოლა უშეღავათო იქნება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

- საკუთარ კარიერაში რომელ ეტაპს გამოარჩევდი?

- ალბათ ბელგიასა და ხარკოვის "მეტალისტში", მირონ მარკევიჩთან გატარებულ დროს. ბელგიაში სულ ახალგაზრდა აღმოვჩნდი და ფეხბურთში თავის დამკვიდრებას ვცდილობდი. "მეტალისტში" შედარებით გამოცდილი მივედი და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯილდოს მოგებაში დავეხმარე.

"მეტალისტში" სამწვრთნელო პროცესი და ატმოსფერო, პროფესიონალური თვალსაზრისით, ყოველთვის მაღალი იყო. თუმცა ვფიქრობ, გამარჯვებების მიღწევას უჟგოროდის გუნდშიც შევძლებ. ყველაფერი წინაა.

- ნაკრებში დაბრუნებაზე ფიქრობთ?

- საქართველოს ეროვნულ გუნდში ხუთი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ისეთი ბრწყინვალე ფეხბურთელების გვერდით ვიდექი, როგორებიც ასათიანი, ძმები არველაძეები, დემეტრაძე, კალაძე, ქინქლაძე და კობიაშვილი არიან და ეს ცოტას არ ნიშნავს. ორჯერ ნაკრებს მოედანზე კაპიტნის სამკლავურითაც გავუძეხი.

სანაკრებო კარიერაში არაერთი ბედნიერი წუთი მქონდა. ახლა მთავარაია, სტაბილური, შედეგიანი თამაში ვაჩვენო და ვფიქრობ, მწვრთნელები გამიხსენებენ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა