35 წლის ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა ენდი ქეროლმა განმარტა, რატომ გადავიდა რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის მე-4 ლიგაში დაქვეითებულ "ბორდოში", სადაც შარშან ზურიკო დავითაშვილი ასპარეზობდა.

მოგეხსენებათ, ჟირონდელები ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს, მაგრამ ვეტერანი ფორვარდის ამ გადაწყვეტილებამ ყველა გააოგნა.

RMC Sport-თან ინტერვიუში ქეროლი ჰყვება, რომ მისთვის ფული მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა და მხოლოდ ფეხბურთის თამაში უყვარს. მისივე თქმით, "ბორდოში" სათამაშოდ საკუთარი ფინანსების გაღებაც კი უწევს.

"ეს შესანიშნავი პროექტია. სამწუხაროდ, კლუბი რამდენიმე დივიზიონით დაქვეითდა, მაგრამ დიდებულ გუნდად რჩება და ვეცდებით, რომ დავბრუნდეთ იქ, სადაც "ბორდო" ყოფნას იმსახურებს.

იცით, მე უბრალოდ მიყვარს ფეხბურთის თამაში და მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა დიდ ფრანგულ კლუბში. ბოლოს და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ დივიზიონში ასპარეზობს. მე მიყვარს ფეხბურთი და აქ სწორედ ამისთვის მოვედი.

სიმართლე გითხრათ, "ბორდოში" საასპარეზოდ საკუთარი ფინანსების გაღებაც მიწევს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ კვლავ ფეხბურთს ვთამაშობ.

მინდა, კლუბის ისტორიის ნაწილი ვიყო და სიმართლე გითხრათ, საქმე ფულზე არ არის. ჩემს კარიერაში ფული არასდროს ყოფილა მთავარი", - ციტირებს ქეროლს RMC Sport-ი.

ინფორმაციისთვის, "შატეაუბრიანტთან" ფრედ დასრულებულ 2:2 შეხვედრაში ინგლისელმა სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 1 ქულა მოუტანა.

გიორგი
Girondins de Bordeaux
NN
რა ჟირონდელები - სად ბორდო სად ჟირონა
ტოტტი
ჩამოსულიყავი ტორპედოში ქეროლ არ ჯობდა?
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფრაზები: ჩვენ იდიოტებს ვგავართ
"ხვიჩა ჩემი ძმაა, საფრანგეთში გადმოსვლა მისთვის კარგი იქნება" - განაცხადა დავითაშვილმა Le Parisien-თან ინტერვიუში
"წარმოუდგენელი დარტყმითა და დრიბლინგის ნიჭითაა დაჯილდოვებული, მაგრამ საფეხბურთო IQ არ აქვს" - ფრანგი ჟურნალისტი დავითაშვილზე საუბრობს
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
მარიო ბალოტელი "ვესტ ჰემმა" ისურვა
პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია
ESPN: "ჩელსის" მარკო არნაუტოვიჩი აინტერესებს
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
"ბორდო" მესამე დივიზიონში დააქვეითეს - ზურიკომ "სენტ-ეტიენში" პირველად ივარჯიშა
მე-4 დივიზიონში დაქვეითებულმა "ბორდომ" ენდი ქეროლი დაიმატა
ენდი ქეროლი 8 წლის შემდეგ "ნიუკასლში" ბრუნდება
"დაუჯერებელ გრძნობას განვიცდი! მესამე გოლის აღნიშვნისას..." - დავითაშვილის პირველი კომენტარი ჰეთ-თრიქის შემდეგ
"ბორდოს" ყიდვა მინდა" - ცნობილი მუსიკოსი დავითაშვილის ყოფილი გუნდის შეძენას აპირებს
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა