სექტემბერი ნულოვანი ემისიის თვეა. ეს თარიღი 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია შეგვახსენოს ის ეკოლოგიური გამოწვევები, რომლებსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა იწვევს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი - „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“, გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. “ტოიოტამ” ურთულესი

გამოწვევები დაისახა მიზნად, რომელთა შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს.

“ტოიოტა” დაუღალავად მუშაობს 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც CO გამოყოფის იმდენად დაბალი მაჩვენებელი

ექნება, რომ გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.

ამ სტრატეგიის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს

გათვალისწინებული გარემოზე მოქმედი ყველა ფაქტორი (ელექტროენერგიის

დამატებითი რესურსებისა და კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის ჩათვლით).

სწორედ ამიტომ, ჰიბრიდული ტექნოლოგიების პიონერად ცნობილი „ტოიოტა“ მომხმარებელს ეტაპობრივად სთავაზობს იმ პროდუქტებს, რომლებიც საუკეთესოდ

მოერგება კონკრეტულ რეგიონსა და ინფრასტრუქურას და ამავდროულად,

მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების შემცირებას.

“ნულს მიღმა” ტოიოტას პროექტია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას გულისხმობს. იაპონური ბრენდი 2025 წლისთვის გეგმავს, რომ ევროპაში მისი სატრანსპორტო საშუალებების 70% ჰიბრიდული, 10% დამუხტვადი ჰიბრიდი და 10%-იც ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები იყოს.

საზოგადოების ვალია, რომ მომავალ თაობებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეუქმნას. ეს პასუხისმგებლობა, როგორც უშუალოდ ადამიანებს, კომპანიებსაც ეხებათ.

შესაბამისად, "ტოიოტას" მიზანია გააუმჯობესოს ეკოლოგიური პირობები დედამიწაზე.

2015 წლიდან „ტოიოტა კავკასიაში" დანერგილია და ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი

მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015 მოთხოვნებთან. წინამდებარე ეკოლოგიური პოლიტიკა წარმოადგენს

აღნიშნული სისტემის საბაზისო დოკუმენტს და მიმართულია მისი მუდმივი სრულყოფისაკენ.

2024 წლის აგვისტოდან კი თბილისში, კერძოდ კი, ავჭალაში მდებარე “ტოიოტა კავკასიის“ საწყობის შენობა აღიჭურვა მზის პანელებით და 368 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაწყებულია. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი

"ტოიოტას" მოგზაურობაში მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისაკენ.

“მზის პანელების საშუალებით, ჩვენს ობიექტს ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა, გამოიმუშაოს საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ენერგია, რაც

არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაში. ეს ინიციატივა

სრულყოფილად ემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის მიმდინარე დაპირებას - შემცირდეს ჩვენი მუშაობის შედეგად გარემოზე ზემოქმედება და ამავდროულად, მნიშვნელოვან

როლს თამაშობს CO2-ის გამოყოფის შემცირებაში. მოდით, ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პლანეტა უკეთესი ადგილი გახდეს”

- აცხადებენ "ტოიოტა კავკასიაში".

R

სოსო
ძალიან კარგი ინფორმაციაა.ყველამ უნდა ეცადოს,გარემოს სისუფთავეზე სასარგებლო გავლენა მოახდინოს,მაგრამ სპორტალზე, სპორტზე უნდა გვქონდეს საუბარი.
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე