„ემპოლისთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი და როგორც მედია განმარტავს, ამის მიზეზი მისდამი მსაჯების დამოკიდებულებაა, რომლებიც ქართველის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ.

ყოფილმა არბიტრმა ლუკა მარელიმ DAZN-თან თქვა, რომ ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, განსაკუთრებულად მეურვეობენ, თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ და ასეთია ვარსკვლავების ხვედრი. ჟურნალისტი ენრიკო ფედელე აცხადებს, რომ კვარაცხელია გოლის აღნიშვნის დროსაც არაა ბედნიერი და გოლები უფრო მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უხარია.

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ რადიო Mars-ის ეთერში „კვარას“ კონტრაქტის შესაძლო განახლების თაობაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი აზრით, ქართველი სულაც არაა იმედგაცრუებული, თამაშზე სრულადაა კონცენტრირებული, ის და აგენტი კარგად ერკვევიან ხელშეკრულების გაგრძელების სიტუაციაში, ხვიჩას უკეთესს პირობებს პსჟ სთავაზობდა, მსგავს ხელფასს „ნაპოლი“ ვერ გადაუხდის, მხარეები თავიანთ ინტერესებს იცავენ, ფეხბურთელს თანამშრომლობის გახანგრძლივების განსაკუთრებული სურვილი არ გააჩნია და შეიძლება 2025 წელს ნეაპოლური კლუბი დატოვოს.

Area Napoli წერს, რომ კვარაცხელია გუშინ გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, კონტე სრულ თავისუფლებას ანიჭებს, არაპროგნოზირებისათვის მოქმედებს სხვადასხვა პოზიციაზე, მცველებმა ლამის გალახეს, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ, იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა გამო მიდის გულშემატკივარი სტადიონზე, რამეთუ სანახაობას სთავაზობს, ყოველ შეხვედრაში ტრავმის მიღების რისკის წინაშეა და აუცილებლად დაცვას საჭიროებს.

იტალიაში, თუ არ ჩავთვლით ნეაპოლურ გამოცემებს, კვარაცხელიას ნიჭს ყველაზე მეტად რომაული „კორიერე დელო სპორტი“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსაჯის, ჯანლუკა მანგანიელოს თვალწინ „ნაპოლის“ გარემარბზე ნადირობდნენ, მსხვერპლი ბუნებრივია ნერვიულობდა, რასაც გამოხატავდა, ის 80-იანი წლების ტალანტებს მოგვაგონებს და სერია A-ში ახლა მსგავსი ფენომენი არ მოიძიება.

Sky Sport-ის მიმომხილველი მასიმო უგოლინი იტყობინება, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი დღეს „ნაპოლის“ წარმომადგენელს ესაუბრა, კლუბმა სეზონურ გასამრჯელოდ ხვიჩას 6 მილიონი ევრო ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა და მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება.

T.q
მოკლედ შესაძლოა კვარა ეხლა იდეალურ პოზიციაშიც იმყოფებოდეს, ალბად ჭკვიანური იქნება კონტრაქტს თუ ატ გაახანგრძლივებს და ამ ზესონსახ აიტანს დამლაგებლის ხელფასზე, 2024 წელი იწყება მალე თუ სერია ა_ს წელსაც მოიგებენ ან ვიცე ჩემპიონები გახდებიან კვარას ხელში აღმოჩნდება ჯოკერი და თუ სეზონის ბოლოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც არ გაყიდის ნაპოლი და ის ბებერი მელა 2025_ში შეუძლია ნაპოლო გახიშტოს რაც ნაკლებ სავარაუდოა იმიტომ რომ ამხელა თანხის დაკარგვა არავის არ მოუნდება კვარა უფასოდ გაშვება იდიოტიზმის პიკი იქნება ასე რო ულტიმატუმებს თვითონ წაუყენებს იმ ბებერ ნ...ზარ ლაურენტისს. ასე რომ მოთმინება ეხლა უფრო ჭკვიანური იქნება თუ უნდა რომ ამ წუმპიდან დააღწიოს თავი კონტეს როცა უნდა მაშინ წავა და კვარა ვერა და მწრტენსივით ჰამშიკივით და კიდრვ ბევრივით ჩარჩება ჭაობში სამწუხაროდ აშკარაა რო პირველი წლოს ენთუზიაზმი აღარ იგრძნობა მასაი და გასაგებია ყველაფერი მას ვერ დავადანაშაულებთ ამ ქმედებაში, გულშემატკივრის რჩევაა მოითმინე ეს წელიც და არ გაახანგრძლივო კონტრაქტი!
იასონას პასუხი ლადო-ს
არ არიან მონები,30 წლის წინ,ერთმა პირმა(გვარი არ მახსოვს) მოიგო სასამართლო გუნდის წინააღმდეგ და მას მერე ფეხბურთელის დაჩაგვრა არცერთ კლუბს არ გამოსვლია. ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია გაწყვიტოს კონტრაქტი,პირგასამტეხლოს გადაიხდის და წავა.უბრალოდ,აქ მეორე საკითხი შემოდის,არავის არ სურს გუნდში ეგეთი ფეხბურთელი,ვინც ყოფილ კლუბს უჩივის. ნუ თუ მართლა მესი არ ხარ,არავის დასჭირდები. აგერ კოუტინიოს 6 თვე უნდოდა ლივერპულიდან წასვლა,გამოსასყიდი არ ეწერა და ლივერპული არ უშვებდა ბარსაში. მერე ისე წავიდა საქმე რო 160 მილიონი მოითხოვა,რაც ბარსამ გადაიხადა და წავიდა. უბრალოდ,კოუტინიოს კარიერა დაინგრა ამით. ზოგადად,გუნდებს არაფერში არ სჭირდებათ ჭირვეული ფეხბურთელები,არც ფანები გიჟდებიან ეგეთებზე და არც თვითონ ფეხბურთელებს უნდა სურდეთ მსგავსი სიტუაცია. ჩემი გადასახედიდან,მორიგება არის ყველაზე კარგი ვარიანტი,დახურულ კარს მიღმა დასხდნენ უნდა და შეთანხმდნენ,არც გუნდი უნდა დაზარალდეს და არც ფეხბურთელი. ფეხბურთელები ხელფასთან ერთად სახელის დატოვებაზე ფიქრობენ,კვარა ნაპოლიდან თუ წავა ეს ღირსეულად უნდა გააკეთოს და არა იგუანივით ან ოსიმენივით. ყველაფერი ფული არ არის,ფანების მახსოვრობაში კარგად დარჩენა უფრო მეტია ბევრისთვის,ვიდრე დიდი ფული. ქინქლაძე აიღე,სიტის ფანები დღემდე აფანატებენ მასზე,რომელი ფული გადაწონის ამას? ან დანიელ აგერი ავიღოთ,ბარსელონა მაგარ კონტრაქტს სთავაზობდა,მაგრამ ლივერპულში დარჩა და დაბალი ხელფასს იღებდა. გააჩერე ნებისმიერი ლივერპულის ერთგული ფანი,ვისზე უფრო აფანატებენ,აგერზე თუ მაგალითად სუარესზე,ყველა აგერს გეტყვის. დიდი ხანი გავიდა და ყველა ლივერპულის ერთგულ ფანს ახსოვს,ბარსას ინტერესი და აგერის ფოტო,სადაც ლივერპულის ჰიმნის ინიციალები ქონდა ამოტვიფრული და ეს მხოლოდ ამისთვის გააკეთა. შენ უნდა ნახო,რა ემართება ენფილდს მის დანახვაზე,ისეთი ზეიმია რო თითქოს ტრებილი მოიგო გუნდმა. ეს ფულზე მეტია და კვარაც ესე გააკეთებს,თუ წავა,წავა ღირსეულად და ისე,როგორც ეკადრება.
ვაჟა
გეტყობა კაი მონადირე ხარ
ნწ ნწ ნწ
მონცასთან მატჩში
aburjga
სხვათა შორის, ძველ რომში გლადიატორ მონებს მეტი უფლებები ჰქონდათ.
გიორგი
კარგი მასალაა. ჩემი მოწონება.
დიმიტრი
უხანგრძლივებენ, მაგრამ ისევ მონურად, ანუ 6 მლნ-ს კი სთავაზობენ, უბრალოდ ხელმოწერიდან ისევ 5 წლიანი ხელშეკრულება უნდათ, ანუ მისცემენ 6 მლნ-ს და მერე ვისაც არ უნდა მოუნდეს 5 წელი ვერსად წავა
ამატაკი
ამ ბიჭს მართლაც უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, კონტეს ხელში თანდათანობით სრულიად განსხვავებული სახით ყალიბდება. სპალეტისთან ის უფრო "სეტერი" იყო. თავისი საუცხოო მოძრაობებით აჯადოებდა მსხვერპლს და მოწინააღმდეგე საწყალი მწყერებით განწირული იყო იმთავითვე. მასში დახვეწილი, ხელოვანი კილერი სჭარბობდა. კონტემ მას სახე უცვალა. თანდათანოდით ნაღდი ქართული "მეცხვარე" იწრთობა. მუდმივად დარაჯობს და პატრონობს საკუთარ ფარას. ამასთანავე მუდამ მზადაა დაგლიჯოს მოწინააღმდეგე მომხვდური. მრისხანედ დაბორიალებს საჯარიმოსთან და საკბილოს უთვალთვალებს. ვნახოთ აბა, ეჭვი მაქვს ადრე თუ გვიან ვიღაცას ძალიან დააზიანებს. მტრისას ვისაც ეს ხვედრი ერგება. სეზონში არაერთხელ ვიხილავთ კვარასაგან დაგლეჯილ ასეთ მოწინააღმდეგეს. იმედია ეს საკონტრაქტო ამბები მისაღებად წარიმართება. აბა წარმატებები მაგარო ბიჭო!
სოსო
ვინც ამ პოსტს დაწუნება(დისლაიქები) დაუწერა,იუმორის შესახებ გაგიგიათ?
ლადო-
მეც ვერ ვერკვევი ბოლომდე ამ კონტრაქტებში და არც არავინ გვიხსნის. ფეხბურთელები არიან მონები, რომლებსაც მონათმფლობელები უნდათ გაუშვებენ, უნდათ არა. ხვიჩას ზაფხულში უნდოდა წასვლა და ყველგან წერდნენ ხელი აქვს მოწერილი კონტრაქტზე და 2027 წლამდე ვერსად ვერ წავაო. ე.ი. კონტაქტის დარღვევის უფლება არ აქვსო. მარიო რუის გაყიდვა უნდოდათ და რომ ვერ დაითანხმეს, დასაჯეს, საერთოდ არ აკარებენ გუნდს. მონათმფლობელობაა აბა რა არის. რაც შეეხება ხელფასს, ხვიჩაზე ნაკლები ხელფასი აქვთ მხოლოდ ძერბინს და ოლივერას. ეს კვარას უპატივცემულობაა გუნდის მხრიდან. ჩაკვეს პატივს სცემენ თავის გუნდში და კონტრაქტიც გაუხანგრძლივეს. მამარდას პატივს ცემენ ლივერპულში და სხვა გუნდში იჯარით გაშვებულს ბონუსებს უხდიან. სხვათაშორის მარიო რუის, რომელიც საერთოდ არ თამაშობს, ხვიჩაზე მეტი აქვს ხელფასი.
გოჩა
ვეღარ გავიგე, ხან წერენ გაახანგრძლივა და ბედნიერიაო, ეხლა ისევ არაო. გადაამოწმეთ და ისე დაწერეთ რა.
dew
ძალიან კაეგი თუ დატოვებს ნაპოლის პსჟ არ უნდა გადავიდეს თორე იქედან რთული იქნება გამოქცევა
ლაშა
აგენტის ბრალია.ცუდი კონტრაქტი გაუფორმა. გასაგებია რატომ დათანხმდენ დაბალ ხელფასს ოჯახთან შეთანხმებით, მაგრამ ორწლიანი ან სამწლიანი უნდა გაეფორმებინათ.ეხლა აურელიო 4 წ.დაბალ ხელფასზე ათამაშებს და მერე შესთავაზებს ან გაყიდის.
იასონას უდარი
ხვიჩა არ ახანგძლივებს კონტრაქტს,რადგან წასვლა უნდა და არა იმიტო რო დიდ ფულს არ უხდიან. გაუხანგძლივებენ კონტრაქტს და მოითხოვენს 200 მილიონს,მერე არავინ გადაიხდის და ოსიმენივით წავა თურქეთში. რაც შეეხება ჯუღელს,სწორად აფასებს სიტუაციას და ამიტომაც არ მიდის დათმობაზე.გაისად,კვარა არა პსჟ ან მსგავს ფულით შეკოწიწბულ გუნდში,არამედ ისტორიულ გრანდში ითამაშებს და ამაში დიდ წვლილს მისივე თანაგუნდელი ნაკრებში შეიტანს.
სილიბისტრო
ჟურნალისტებმა რაც შეიძლება მეტი ისაუბრეთ გამოსყიდვის ფუნქციაზე. ბევრმა არ იცის რა არის და რისთვის არის საჭირო. თავის დროზე რო ხვიჩას კვალიფიციური აგენტი ჰყოლოდა დღეს უკვე გრანდში ითამაშებდა.
მირო
ჯუღელმა ვერაფერი გააწყო აურელიოს წინააღმდეგ და კიდევ რამდენ ხანს ირბენს ხვიჩა დამლაგებლის ხელფასზე არავინ იცის.ჯუღელმა ეს ამბავი სერიალად აქცია,სანტა ბარბარა მიმიქარავს.
gia
ხვიჩაში 50-60 მილიონის გადამხდელი ალბათ უპრობლემოდ გამოჩნდება, არ გააგრძელოს კონტრაქტი და ეს ფული ხვიჩას შეხვდება ახალი გუნდიდან და არა ნაპოლს, რა პრობლემაა.
ჯუდო
ჰოკეით აქციეს ფეხბურთი.რა უბედურებაა შიშით გოლი ვერ გაუტანია ფეხბურთელს, მაშინვე ცვლიან
სოსო
თუ კონტრაქტს გააგრძელებენ,მაშინ რაც უფრო გვიან განახლდება,მით უკეთესია,დე ლაურენტისისათვის.ყოველი დღე,ძველი კონტრაქტით გატარებული ხომ მის მიერ გადანახული ზედმეტი ფულია.თუ ასე მოხდა,დადასტურდება,რომ ჯუღელი სუპერ აგენტია,რომელიც ერთგულად ემსახურება,ნაპოლის პრეზიდენტს.
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს