ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა 3-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ Facebook-ზე ერთ-ერთი გვერდის ad hoc · ედ ჰოკი-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმის შესახებ ისაუბრა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ პოლიტიკის გარეშეც საქართველოში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიხარია, რომ ჩემი მთავრობიდან თუ ჩემი გულშემატკივრების მხრიდან ჩემი წარმატებები ძალიან დაფასებულია.

ამხელა სიყვარულს გამოხატავენ ჩემს მიმართ და ლაშა ტალახაძეს რაიმე ფინანსური სარგებელი, რომ ენახა, პოლიტიკაში მაგის გამო არ წასულა.

მე პოლიტიკაში წავედი ჩემი საქართველოს გამო, ასევე იმიტომ, რომ ყოველთვის ვიყავი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი. ეს ყველამ კარგად იცის და როდესაც შეთავაზება მივიღე, ძალიან გამიხარდა და მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანას ძალიან ვჭირდებოდი. მითუმეტეს, ისეთი პერიოდი დგას, როდესაც შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ ჩვენი ქვეყანა დააზიანონ და ჭირდება ჩვენი თავი, რატომაც არა, ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაზე ყოველთვის ფიქრობენ და მშვიდობა სურთ, მეც იქ ვარ.

ჩემი პოლიტიკაში წასვლით არაფერი დაზიანდება, პირიქით, წაადგება... ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს მსოფლიოს მასშტაბით, მინდა, რომ ვიყო იმ გუნდის ნაწილი, რომელიც საქართველოს მშვიდობიანი გზით გააერთიანებს.

საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, რაც თითოეული ჩვენი გუნდის წევრს სჯერა და მე ამ გუნდში დიდი ერთობა დავინახე.

ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რათ უნდოდა, რატომ უნდოდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, პირდაპირ ვეტყვი, რომ ეს ჩემი საქართველოს გამო გავაკეთე! არაფერი პირადი ინტერესი არ გამაჩნია და არანაირ სარგებელს არ ვიღებ. ყოველთვის ვიყავი და ვიქნები "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, რადგან ამ გუნდში მშვიდობას, ერთობას და საქართველოს სიყვარულს ვხედავ.

ვიცი, რომ არავისზე ნაკლები არ ვიქნებით არც მე და არც გენო, ჩვენ პოლიტიკაში წასვლა ერთად გადავწყვიტეთ. ჩვენი პირადი საუბრებიდან მინდა ვთქვა, არ მინდა რაიმე ჩემზე პირადად საუბარი, მაგრამ ვერც მე და ვერც გენოს საქართველოს სიყვარულში ვერავინ შეგვეჯიბრება!

ეს ნაბიჯი პირველ რიგში საქართველოს გამო გადავდგით და ორივეს გვინდა, რომ მშვიდობა და ერთობა იყოს, შემდეგ კი ხელები ამიწევია, ვისაც რა უნდა, ის თქვას!

ვჭირდებით საქართველოს მეც გენოც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის კეთილდღეობის საქმეებშია ჩართული. დიდი მადლობა, რომ დაგვდეთ პატივი და ამ გუნდის წევრი გავხდეთ", - თქვა ტალახაძემ.

სიმართლის დადგენაში, ბევრი რამ არ მესმის...
რამდენი ხანი გავიდა ამ კომენტარის დაწერის შემდეგ და 14 უარყოფითი შეფასება აქ 8 დადებითის საპირწონედ. ვინც ეს უარყოფითი შეფასება მიეცით, რა ძაან მოგხვდათ გულზე სიმართლე. მოკლედ ერთს მაინც დაგეწერათ რა ვთქვი არასწორი, ან რას ვფიქრობ არასწორად, მართლა მაინტერესებს თქვენი სიმართლე რაშია. როცა რაღაცას ფიქრობთ, არგუმენტი ხო უნდა გაგაჩნდეთ.
ჯიგარ
ა, კაცი ძმაო!

ვინაა მეპურე , გვარამია, წითლიძე თუ ხაზარაძე ? ლაშა დადგა იქ, სადაც მის სამშობლოს ძალიან უჭირს. ღმერთმა ჯანმთელობა და სიკეთე მისცეს ულევი კარგი მამულიშვილობისთვის.
სიმართლის დადგენაში, ბევრი რამ არ მესმის...
ყველას თავისი გაგება აქ და სიყვარული ქვეყნის. ვერავის ვეტყვი რომ სამშობლო არ გიყვარსთქო, მაგრამ პიდარასტები რო არ მინდა ქვეყნის მაოხრებლად, რუსეთუმეობას ნუ დამწამებთ, ამავდროულად იმ ევროპის დედაც მოვტყან, რომელიც პირდაპირ მეუბნება ოჯახის სიწმინდის კანონი მიუღებელიაო. რატომ ამიხსენით, იქნებ მე არ მესმის რაღაც.
ქომაგი
რუსეთს არა კვახი გამომივიდენ აქ ტალახაძეზე პატრიოტები.
ქომაგი
რუსეთს ემსახურება ნაციონალური მოძრაობა თავის მხქრდამჭერებიანად თუ დარჩათ ასეთები კიდევ ამ ქვეყანაში.

აი კიდევ ერთი გამყიდველი და ღრუსების მაქებარი

არასწორო! რუსეთს ემსახურებით! გრცხვენოდეთ!
ცოტაღა დარჩათ
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგრად ვკაიფობ ესეთებზე. უწიგნურების გუგუნია ქვეყანაში, პარლამენტში, სატელევიზიო შოუბსა თუ გადაცემებში. თითის ტოლა დამწყები ჟურნალისტი გოგო-ბიჭები, წამყვანები, ყველა ამათ ეკაიფება, თქვენც იკაიფეთ, მოდუნდით და ისიამოვნეთ.))
Buba-ს გიორგისგან
ილიას ეს ლექსი ზუსტად ასე მთავრდება და იწყება, როგორც თქვენ შემისწორეთ. და ზოგადად კი, გამგები გაიგებს :)
ფედია - ს
როდის იყო რომ ფულის სიხარბეს და აფერისტობას განათლება ჭირდებოდა ჩემო ფედია?)))
ფედია
სიმძიმეებს წევ კარგია მაგრამ რა განათლება გაქვთ იურისტი ეკონომისტი თუ......
ნინო
სიყვარულით კი არა, იმედგაცრუებით გიყურებს ყველა, ოცნების მხარდამჭერობა დიდი სირცხვილია და იმედია, ოდესმე იგრძნობ და მოინანიებ, რომ ესეთ ტალახში ჩაწექი...
გიო
"ყველას ვინც ამ ბიჭებს აკრიტიკებთ, ჯერ თქვენი სახელით გვაამაყეთ ქართველები" - პირველ რიგში თავისი თავისთვის იბრძოდა, რომ სპორტში რაიმესთვის მიეღწია და ჩვენც გვიხარია რომ მიაღწია და მეორე ჩვენ პარლამენტში მოღვაწეობაზე არ გვაქვს პრეტენზია. P.S. ზოგადად ყველა სპორტსმენი თუ რამის მიღწევას ფიქრობს, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და ძალიან გთხოვთ ჩვენ ნუ გვამადლით.
nedved
ვაი შენი და გენოს გაკეთებული პოლიტიკა არ გაიშვა ორ სიტყვას ვერ აბამთ ერთმანეთს. ამხელა კაცს მეკნოპკეობა როგორ არ გიტყდება
გიორგი
ჯიგარიხარ
ტატოს
ძაან მაგარი კანდიდატები ყავს ოცნებას, ვისაც არ მოგწონთ, მაგაზე გვადარდეთ რა?
რა გითხრა იცის
რა გითხრა იცი? დააყეთ ერთი ადგილები! ლაშაზე კი ეგ აყროლებული პორები გამოირეცხეთ! თქვენაირი ბეყვეების სალაპარაკო, რო ლაშა გახდება, სასაცილოა სატირელი, რომ არ იყოს!
გოგლიკო-ს
ამათ ქართულ ანბანში რამდენი ასოა (ჩამოთვლაზე ხომ ლაპარაკიც არაა) რომ ჰკითხო, თუ გიპასუხონ, გამაციმბირეთ რააა. )))
ტატოს
ეგ ცოცხალ- მკვდარი მთავრობა არაა, ეგ არის კუკლების თეტრი და მას ერთი პიროვნება მართავს. ერთი პიროვნების მართულ ქვეყანას დიქტატურა ეწოდება და ის ქვეყანა იზოლაციაში მოხვდება. მერე იძახეთ ცოცხალ მკვდარი მგელი ქვეყანა რომ მოექცევა იზოლაციაში. ამ ეტაპზე ყველა პარტია სჯობია ქვეყნისათვის.
ელიასი
რამდენიმე კვირიანი მეცადინეობის შემდეგ, ამ ტიპმა, როგორც იქნა, დაიზეპირა შლეგი ბორინკას ბოდვები და ახლა აქ გადმოაყრევინეს. მალე ალბათ, თუ მოასწრო, აქაურ ახლანდელ დემოკრატიასაც აადომკრატებს და აბასთუმნის თავზე დაკიდებს ახალ მნათობად.
ტატო
ერთმა მაინც დაასახელეთ ის ოპ. ძალა, რომელიც ამ ცოცხალ-მკვდარ მთავრობას ცოოტათი მაინც სჯობია.... ერთი-მეორეზე უარესი კანდიდატები და 35 წლიანი წრეზე სიარული, ის 35 წელი, რომლის დროსაც მუდმივად გვიწევს არჩევნის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის.....
გოგლიკო ყარაბაღი
ჩემპიონობა ცოდნას ვერ მატებს ადამიანს,იმედია ხინჩიგაშვილზე უკეთ მაინც იცის კითხვა, PS:მინასიანმა რა გაიხარა,ერთხელ მაინც აიღებს ალბად ოქროს
ნიკა - ს
თქვენს შვილებზე ყაველაშვილი ფიქრობს, დღე და ღამე არ ძინავს თურმე. )))) პრესცენტრს მიმართეთ))))))))))))))))
გოგა
შენ საქართველოსთვის გაცილებით მეტი წარმატების მოტანა შეგეძლო კიდევ რამდენჯერმე შენ შეგეძლო კიდევ მინიმუმ 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყავი და მსოფლიო სპორტის ლეგენდებში სამუდამოდ დაგემკვიდრებინა ჯერ შენი და შემდეგ ქვეყნის სახელი, შენ ვერც შენი დაპირებული 500 კილოგრამი ასწიე რაც შენს სიტყვის კაცობაზე მეტყველებს! მეტი შეგეძლო ამ სპორტში და ყველამ კარგად იცის რომ ტრამვა მიზეზი იყო იმისთვის რომ პარლამენტში კნოპკაზე თითის დაჭერაში უფრო მარტივად გეშოვნა ფული. რაც შეეხება შენს პიროვნულიბას განსაკუთრებით საჩხერეში იცის უკვე ხალხმა რა მომხვეჭელიც ხარ რა ქონებაც დააგროვე მთავრობის ხელშეწყობით შენ იქ ხალხს დიდად არ ეხატები გულზე ჩემი თუ არ გჯერათ ჰკითხეთ რიგით საჩხერლებს!
ნიკა
აქ გენიოსები რომ გამოხტებით ფრაზებით - "ლაშას რომ აკრიტიკებ ჯერ მისი მეასედი გააკეთე", სპორტული ტიტულების მოპოვება საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ საჯარო პირი (და ახლა უკვე როგორც ვატყობთ პოლიტიკოსი) არ გააკრიტიკოს მოქალაქეებმა, ამ ქვეყანაში დემოკრატიაა და ყველა თავის აზრს გამოთქვამს, ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, თუ საკუთარ ქალაქს ასუფთავებს ყოველ დილას. ლაშა ხელშეუხებელი იყო სპორტში, მაგრამ ჩემი ქვეყნის და ჩემი შვილების მომავლის სამართავ საჭესთან თუ უნდა მისვლა, ეს უკვე მეც მეხება და თუ არ მომწონს ჩემს აზრს გამოვთქვამ, ასე ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, რომელთანაც საბოლოოდ ყველას უზევს ანგარიშის გაწევა.
gogi
ძალიან სამწუხაროა ტალახაძის ასეთი პოზიცია. ამ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების უკან დგას ის სამარცხვინო საქმეები რასაც ოცნება აკეთებს და უნდათ თუ არა ამ სპორტსმენებს მოუწევთ ამეებზე პასუხისმგებლობის აღება. მაგათმა ქვეყანა გააფარჩაკონ და დააჩმორონ და ჩვენ პატივისცემით და სიყვარულით მოვეპყრათ?
ნიკა
ეჰ ლაშა, ლაშა . . .
სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს
რუსებს აქვთ კაი ანდაზა თუ გამოთქმა - სილა ესწ, უმა ნე ნადა. ზედგამოჭრილია ამათზე.)))
გულშემატკივარი
100%
gzp
არავის დაუვალებია "შტანგის" აწევა. უნდოდა და აკეთებდა (როგორც მახსოვს მამამისის რეკომენდაციით). ასე რომ ნუ გვამადლი. ისე, სოფელში ვირი 500 კილოს წევდა თან შეეძლო მთელი დღე ეტარებინა ზურგით. ისიც პატრიოტი იყო! კანონპროექტს ვერც ტალახაძე დაწერს !
სამართალი
რატომ მიგაჩნიათ, რომ სპორტსმენს ინტელექტი არ გააჩნია და ვერ აზროვნებს. ნებისმიერ სფეროში დიდი წარმატების მისაღწევად ინტელექტია საჭირო. ამას რომ მიხვდეთ, ტვინი უნდა გაგაჩნდეთ
ქიტესა
რა თქვენი საქმეა ტალახაძე რა გადწყვეტილებას მიიღებს, თქვენ საქმეს მიხედეთ. რაღაც ძალიან საეჭვოდ დაირაზმეთ
ლოლო
ჩვენი ყველაზე ბუმბერაზი სპორტსმენი ყოველთვის აკეთებდა პოლიტიკას, რომელი ოპოზიციონერი გააკეთებს თავისი ქვეყნისათვის ისეთ რამეს რაც ლაშა ტალახაძემ გააკეთა, მსოფლიოს რამდენ ქფეყანაში მოასმინინა ქართული ჰიმნი და დაანახა ჩვენი ქვეყნის დროშა უამრავ ადამიანს ამ ერთმა საჩხერელმა ყმაწვილმა. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყოს პარლამენტში.
ბათუმელი ექსპერტი
დაჯექი მგალობლიშვილი, ორიანი. შენც დაჯექი ჭეიშვილი ორიანი. შენც გაბი კამაევი დაჯექი ორიანი და შენც სრულიად ქართულო ოცნებავ დაჯექი ორიანი! ნოდარ დუმბაძე უკვე 21 წელია პოლიტიკაშია "პრაფესორო"!
zaza
კიდევ ერთი უწიგნური ქოცებში..
სულელებს!
სულელებო! ერთი გაგვანათლეთ, რას უწუნებთ ისეთ მაგარ ქართველებს, როგორებიცაა ერის საამაყო შვილები, ლაშა ტალახაძე და გემო პეტრიაშვილი? თქვენაირ სულელებს ნაც მეცოცხეები მოგწონთ არა? რაში გაწყობთ პარლამენტში ჭკვიანი ეროვნული ადამიანების შესვლა, თქვენაირი უდღეურები ხომ ვერ იტანთ ისეთ ქართველებს როგორებიც არიან ლაშა და გენო. ვენაცვალე ამ ორ დევ გმირებს!
ვითომ სიმართლე-ს
მაგ სიმართლით იარე ცხოვრებაში, როგორც მართალს წერ.
ბრაზი
გაიხარე,ლაშა.რაც შენ საქართველო გაგიხარებია და გისახელებია!დიდი მოქალაქეობრივი მადლობა ყოველივე ამისთვის მომავალშიც წარმატებები ყველგან და ყველაფერში!!!

ხინჩეგაშვილმა კითხვაც არიცის და დიდი იმედი მაქვს იმ ნაწერს რასაც დაგიდებენ გამართულად წაიკითხავ ჩემპიონო. სხვა ცოდნას მაინც არითხოვს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი . მგელი ხარ შენ საქმეში არასდროს დაგეკარგება მაგრამ ... ბევრი მაგრამ
zura222
ხმა ცაიწყვიტე შე ნაც ვირთხა @@

ტალახაძე გვარს კი ამართლებ მაგრამ მაიმტერესებს ბოდიშს თუ მოუხდი ოსებს და რუსებს რაც ბელადმა გიბრძანათ
Tazo
ასანიძესავით მიხვდება, რომ შეცდა! თუმცა მისგან განასხვავებით გიორგი ასანიძე პოლიტიკურ პოსტებს არ წერდა !
რა გითხრა იცი
თავისი მწვრთელის მაგალითი საკმარისი უნდა ყოფილიყო, რო პოლიტიკაში არ წასულიყო.
გიგი
საქართველო ასახელე უამრავჯერ და მადლობა შენ , მაგრამ ახლა ყველაფერი გააფუჭე . იმ პარტიას რომელიც დაგვაშორა ყველა არამტერს და ცდილობს დაგვაახლოვოს მტერს არ უნდა შეერთებოდი. ტეხავს უბრალოდ.
შეკითხვა
თუ ეს პოსტი დამოუკიდებლად შენით დაწერე ღმერთმა გაგიმარჯოს და თუ დაგაწერინეს და ჩაგწერეს და დაგატარებენ, რა გითხრათ შენც და დამწერს...
მამუკას
ჩვენი ძმა! ნაცობაზე დიდი სირცხვილი არის რამე კიდევ? ოცნების მხარდამჭერი და ვამაყობ, რო მშვიდობა გვაქვს! ლაშაზე კი პირები გამოირეცხეთ ყველამ.
ლაშა, ძალიან გვიყვარხარ და ძალიან ბევრი გიჭერთ მხარს, წარმატებები შენ და გენოს!
ლაშა! ამ დეგენარტ ბოღმისტებს არ მიაქციო ყურადღება, იყეფებენ, იყეფებენ და ბოლოს გაჩედებიან დაღლილები. ზუსტადაც ლაშას და გენოს ნაირი ნაღდი ქართველებით უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტი. ლაშას და გენოს არ ჭირდება თქვენაირი უჭკუო უვიცების ლექციების კითხვა, საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ბიჭები არიან! გეყოთ უკვე სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა! ყველამ თქვენს მამიდებს მიხედეთ!
გიორგი
როგორ არ გცხვენიათ, სად გაიზარდეთ ბოსელში? შენობით მიმართავთ და შეურაცყოფთ. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია ადამიანი, მასშტაბი გესმით? პარლამენტში მარტო იურისტები უნდა იჯდნენ, ვაი ჩვენს დღეს. მუშაც, მშენებელიც, ექიმიც, ყველა პროფესიის ადამიანი უნდა იყოს. იურისტმა იცის ლაშაზე უკეთ რა გზით იაროს ქართულმა სპორტმა და ჭირდება სპორტსმენს? თუ თქვენ გგონიათ პარლამენტარი მარტო წერს კანონებს, შესაბამისი ქვეკომოსიების დაუხმარებლად? ქართველებს დაემსგავსეთ, ნუ გადაგვარდებით! ლაშა ტალახაძე არის სასახელო მოვლენა საქართველოს ისტორიაში და თავის ადგილს, თავადვე განსაზღვრავს თქვენი დორბლიანი მოსაზრებების გარეშე.
FEOLA
ვჭირდებით საქართველოს მეც გენოც და ყველა ის ადამიანი,,,,,,,,,,,,,,,,ლაშა ჯიგარო,,,,ხინჩაგაშვილი,ჯამარაული,ქეთი ხატიაშვილის ქმარი დაგავიწყდა ,,,,თქვენ თუ შეიყვანთ საქართველოს ევროკავშირში,,,,,,!!!!!!!!!!!!!!!!!! აბა ჰეეე !!!!
კევინი
გულწრფელად მაინტერესებს. ვინც ტალახაძეს გადაწყვეტილებას უწუნებთ. გიორგი ვაშაძის, ხოშტარიას და გირჩი ჯაფარიძის ადგილს ხედავთ პარლამენტში და ტალახაძის ადგილს ვერა?
zura222
გაიხარე ლაშა ! და ყურადღება არ მიაქციო ნაც-ლიბერალ ღორების ღრუტუნს ! ისემც უქნიათ ბოღმისაგან გამსკდარაან DDD და შტანგას და მომავალ ოლიმპიადას რაც შეეხება შეგიძლია პარლამენტარიც გერქვას და თანაც წყნარად ივარჯიშო და მოემზადო და ნაც-ლიბერალების ჯინაზე და გულის გასახეთქად მეოთხე ოლიმიადაც მოიგო ! და თუ პარლამენტის სხდომებს ხშირად არ დაეწრები ეგეც არ იქნება დიდი ტრაგედია-ბევრი დეპუტატია რომლებიც 4 წლის განმავლობაში ათჯერაც არ დასწრებიან სხდომებს !
ზიზი
ეხლა არ ესმის რომ მისი პოლიტიკაში წასვლა შეცდომა იყო და როგორ უნდა გააგებინო! მარტო მისი არა, ნებისმიერი სპორტმენის და ხელოვანის...ეს არის წმინდა სოვიეტიკო გადმონაშთი და იშვიათად ხდება განვითარებულ ქვეყნებში, გაეხსნა 2-3 დარბაზი, გაეზარდა ახალი ჩემპიონები და ხალხი სტრატოსფეროში აიყვანდა ალბათ...ამან კიდევ კანონების წერა მოისურვა...რას ფიქრობდი, რას აზროვნებდი, რამდენი გადაგიხადეს? არ თქვა არაფერიო...არავინ დაიჯერებს! გენოს შემთხვევა ყველაზე მტკივნეული იყო პირადად ჩემთვის!
G.LA
სსრკ-ს დროსაც სულ შიდა და გარე მტრებს ებრძოდნენ კომუნისტები. ძალიან მაინტერესებს ის დაუნი ადამიანი ვისაც სერიოზულად სჯერა საქართველოს ჩათრევა 5 დღიან ომში. შენ კი ლაშა იყავი უმაგრესი სპორტსმენი, რომელიც შევა საქართველოს და მსოფლი ძალოსანთა ისტორიაში. მაგრამ უვიცი ყოფილხარ ძალიან რადგან შენი მასწავლებლის ასანიძის შეცდომას იმეორებ. ისიც პოლიტიკაში წავიდა მაგრამ მიხვდა სად იყო მისი ადგილი და საქართველოს ისევაც დიდი საქმე გაუკეთა. შენ ყოფილხარ როგორც ადამიანი ნოლი. რადგან გამოიყენე ყველა და პირველ რიგში ხალხის სიყვარული და დაფასება. ასეთ ადამიანს პატივს არავინ სცემს. ქოცი იყავ ქოცად დარჩი. სირცხვილია ეს ყველაფერი და მითუმეტეს ქოცობა.
სიმარლე
ლაშა ტალახში ნუ ამეისვრი თავს, გვარი ქე გიწყობს ხელს . ოცნებას არავინ გიშლის მაგრამ მაი ის ოცნებაა რუსეთს უკანალს რომ ულოკავს და თვითონი კი ქონით უკანალს იპოხავს და რუსეთს აძლევს ორ კაპიკად. ასე უთავმოყვარე ამხელა გოლიათი კაცი ხარ, სირცხვილი შენ..;
გიზოგ
შენ რომელ, პურს აცხობ, თუ დაბადებიდან მეპურე ბრძანდებით?
100%
ზოგს ლაშა არ უნდა, გათხოვილი კაცების ჭკუაზე უნდათ სიარული.
ჯონდო
ღრმა პატივისცემით, თუმცა/მაგრამ ეგრევე გამახსენდა უღრმესი სიბრძნე: ენას ძვალი არა აქვსო (დალოცვილო, ევროპა გინდა თუ? დამაბნიე. კიდევ ერთხელ: ღრმა პატივისცემით).
Ეეხ ლაშა ლაშა!!!
შენ რომ ახლა 100 გრამი ტვინი მოგცა და შენი თავი გარედან დაგანახა,იტყოდი ეს რა სიგიჟეები ჩავიდინეო
ზაკო-12
ყველას ვინც ამ ბიჭებს აკრიტიკებთ, ჯერ თქვენი სახელით გვაამაყეთ ქართველები და მერე ესენი დალანძღეთ, მაგრამ როგორ ან საიდან როცა სახელებსაც არ წერთ და გამოგონილ რაღაც ფსევდონიმებს და იეროგლიფებით და წერტილებით გვიკომენტარებთ
ხვიჩა
" არავისზე ნაკლები არ ვიქნებით არც მე და არც გენო" ))). ხო ლაშიკო შენ არცერთ იურისტზე ნაკლები პროფესიონალი არ ხარ იურისპდენციაში და გენო კი არცერთ ეკონომისტზე ნაკლები პროფესიონალი არაა ეკონომიკაში. თქვენ რომ კაკოკპროექტს შეიმუშავებთ, იმ კაკონპროექტს განხილვაც კი არ სჭირდება, ეგრევეა მისაღები!
David
ერთი კაჭარავას და სანიკიძეს ჰკითხეს აზრი საქართველოს ბედ-იღბალზე და მეორე შენ დაგეკითცებიან. ფორმალურად იქნები რომელიმე საპარლამენტო კომისიის წევრი, ღილაკს გეტყვიან რომელ ფერს უნდა დაჭირო. ეგ არის და გორის ციხე. ამ ქვეყანას შენ მაინც ვერ გაასწორებ და უზრუნველუ ცხოვრება რატომ უნდა დაიკლო?
ლალაიანი გიუმრის პრეფექტად
გაგებით გაგებული ექნება, კითხვაში გვიჭირს ცოტა.
დავით
კიდე რო ვერ იგებ ხალხი რატო გაგინაწყენდა აბა რა უნდა გელაპარაკო თუ ამას ვერ ხვდები კოლიტიკაში რს მიხვდები ეეეეე
ზურა-ს
მოიცა კაცო. როგორ თუ რა როლი უნდა ქონდეთ ლაშას და გენოს პარლამენტში? შენ ძმაო ეხუმრები ღილაკზე თითის დაჭერას? ლიფტის ღილაკი ხომ არ გგონია? აბა წარმოიდგინე: იღვიძებ დილით, პახმელიაზე, მაცივრამდეც გიჭირს მისვლა, მიხვედი, ჩაარაკრაკე ცივი ლუდი, (იცი რომ პატრული ხმასაც ვერ გაგცემს) , ჩაიცვი და ისაუზმე (სუფრაზე რა თქმა უნდა ჩიტის რძეც არ გაკლია) , გამოეწყე ლამაზად, იპკურე ფრანგული ოდეკოლონი და დინჯად გაუდექი სამსახურის გზას. გზად მეზობლები გესალმებიან, ყველას უნდა გაუღიმო, ყასიდად მაინც მოიკითხო (აბა ყველას მაინც ვერ დაეხმარები, ეგეთი მარტო ერთი კაცია საქართველოში), ჯდები გაზიზინებულ მანქანაში და მიდიხარ პარლამენტში. მისვლისას კოლეგები გხვდებიან, ისევ ზრდილობიანი მოკითხვა, გადახვევა და გადაკოცნა, გზად ჟურნალისტებსაც უნდა უპასუხო ( პირდაპირ იდი ნაჰუის ვერ ეტყვი, არ გამოვა) , ამის მერე შედიხარ დარბაზში და როგორც იქნა ჩაეშვები შენს კუთვნილ ძვირადღირებულ სავარძელში, შვებით ამოისუნქავ და ტკბილ თვლემას მიეცემი(ლუდმა გაჭრა) . უცებ პაპუაშვილის ნარნარი და ჯადოსნური ხმა გამოგაფხიზლებს: აბა კოლეგებო, კენჭი ეყრება ამა და ამ კანონპროექტს. გარტყმაშიც არ ხარ რას უყრიან კენჭს, მაგრამ შენ ეს არ განაღვლებს, მთავარია ის ღილაკი მოძებნო, რომელიც წინასწარ მიგანიშნეს მესიჯით მანქანაში რომ მოგივიდა. შეხედავ ღილაკებს და ფერებს ვეღარ არჩევ (მეტი მოგივიდა დილით ლუდი და იმიტომ), ხარ ამ საგონებელში და ცივი ოფლი გასხამს(აი ისეთი, ტატამზე ან ფიცარნაგზე ფინალის წინ რომ იცის ხოლმე) და ამ დროს, დიდება შენდა უფალო, მსხნელად გვერდით მჯდომი თანაპარტიელი, განათლებული და მართლაც კარგი კანონშემომქმედი ( ასეთებიც მოიძებნებიან თითო-ოროლა) გევლინება, რომელიც თვალებით ფრთხილად განიშნებს (პარტერში მყოფმა მედიის კამერებმა რომ არ დააფიქსირონ) რომელ ღილაკს უნდა დააჭირო შენი მრავალჭირნანახი და ბრძოლაგადატანილი საჩვენებელი თითი. და აი ისიც, დააწექი ღილაკს, დაგემორჩილა და ნაზად დაგნებდა. აი რამხელა შრომისთვის, როგორი წვალებისათვის (სამშობლოსათვის-როგორც თვითონ ამბობენ) გადადეს ბიჭებმა თავი ჩემო ზურა-ბატონო და ჩვენ კი ვეკითხებით, თუ რა როლი უნდა ქონდეთ მათ პარლამენტში. ნუთუ ეს ცოტაა? ადვილია დილიდან ამ ღილაკამდე მისვლა და მერე დაღლილ-დაქანცული (მაგრამ მაინც ბედნიერი, რადგანაც საქართველოსთვის დაიხარჯე) უკან იმავე გზით სახლში დაბრუნება? აფერუმ ბიჭებო, აფერუმ თქვენს ვაჟკაცობასა!
bd
უწიგნური
ტალახაძეს
გიორგი ასანიძის სახით უდიდესი მაგალითი გაქვს წინ, ორი მოწვევის პარლამენტარი იყო და თვითონ აქვს ნათქვამი რო შეცდომა დაუშვა და დრო დაკარგა ტყუილად. რა გააკეთა ასანიძემ პარლამენტარობისას? არაფერი!!! და რა გააკეთა როცა ძალისანთა ნაკრებს ჩაუდგა სათავეში? გააკეთა ის რო მინიმუმ შენ გაგხადა ლეგენდარული ძალოსანი მსოფლიოში!!! ჩემთვის პირადად აზრი არ ქონდა ოპოზიციურ პარტიაში წახვიდოდი თუ სახელისუფლებო პარტიაში. ვფიქრობ აუცილებლად უნდა გებრძოლა მეოთხე ოლიმპიური ოქროსთვის, რომელთანაც ძალიან ახლოს იყავი შენი პროფესიონალიზმიდან და შენი კლასიდან გამომდინარე.
las
პოლიტიკაში წასვლას ვერავის აუკრძალავ. პროფესიას არ აქვს მნისვნელობა მაგრამ ისიცაა რაღაც ცენზი ხო უნდა დაწესდეს ?! ეხლა დიპლიმიან ხალხ დამატებით სერთიფიკატებს თხოვენ სამსახურში რო მიიღონ და პარლამენტარს არაფერი ევალება? თუნდაც უმაღლესის დიპლიმი? :) მე იმ ხალხის უფრო გამკვირვებია ამის პოლიტიკოსობას იმიტომ რომ იწონებს ოლიმპიური ჩემპიონი როა :) ძალიან კარგია. გაგვახარა. დიდი ამაგი აქვს ქვეყანაზე. მაგრამ ოლიმპიური ცემპიონობაა საკმარისი იმისთვის რომ ქვეყნის ბედი ვანდოთ? :) არ ვიცი შესაზლოა ძალიან განათლებულიც არის მაგრამ მისი მოხრე ხო ამის გამო აძლევს ხმას ჩემპიონი გახდაო :)
მხვნელი
კუნთმაგარი და ჭკუასუსტი, ზედ გამოჭრილია! ეს აფერისტიც ყოფილა.
rigiti
ძალიან კი გვინდა დაგიჯეროთ ლაშა(რა უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო შენს პატრიოტიზმში, ბოლო ბოლო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ხარ) მაგრამ პარლამენტარობას რომ თუნდაც მინიმალური ცოდნის(განათლების) დონე ჭირდება თუ გიფიქრიათ ორივეს? თორემ აგერ მაგალითი წინ გიდევთ ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილი გორის მერი, ამდენი ხანი რაც ისწავლა (უფრო სწორედ დაავალეს)არის "კომენტარს არ ვაკეთებ". ალბათ ხვდებით რატომაც არ აკეთებს კომენტარს...
buba
ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!
მამუკა
მართალი ხარ ლაშა, როცა როცა ამბობ, რომ "ჩემი პოლიტიკაში წასვლით არაფერი დაზიანდება". დაზიანდით შენ და გენო ისე მაგრად, რომ ამ სირცხვილს ვერასოდეს მოიცილებენ. ეს ამბავი ცხოვრებაში ისე ხშირად დაგხვდებათ წინ, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. მთელი ქვეყანა აფრენდა თქვენზე და ქოცების ამომრჩევლებამდე დახვედით...
Irakli
შენს პატრიოტიზმში მე პირადად ეჭვი არ მეპარება, უამრავი სასიხარულო წუთი გვაჩუქე ქართველებს და იმედია კიდევ გვაჩუქებ, ვამაყობდით შენით და იმედია კიდევ ვიამაყებთ, მაგრამ, პარტიაში რომელიც ყოველდღე გვაშორებს დასავლეთს და ცივილიზაციას, პარტია, რომელიც ქუჩაში განსხვავებული აზრის გამო ბავშვებს დასდევს საცემრად, პარტია რომელსაც მსოფლიოში მეგობარი არ დარჩა ჩვენი მოსისხლე მტრის და ოკუპანტი რუსეთის გარდა, მანდ რა გინდა მეგობარო?! დარწმუნებული ხარ რომ სწორი არჩევანი გააკეთე?
სიმართლე ლაშა ტალახაძეს
ლაშა, მიდი მიაწექი შენს გადაწყვეტილებას, დემოკრატია ხომ უნდათ, დემოკრატიაც ეს არის, ყველას აქვს უფლება რომ მიიღოს ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა!.... კომუნისტების დროს ხომ არ იყო დემოკრატია და შესაბამისად ესე არ ხდებოდა რაც დღეს ხდება... ხომ გინდოდათ დემოკრატია, ესეც დემოკრატიის ნაწილია! თავი დაანებეთ ლაშას ლანძღვას და ყველამ თავის „მამიდას მიხედოს“!...
IQ 41 aqvs am kunTmagars
ტიპს რა დაბალი დონის ინტელექტი აქვს :) :) :) მსოფლიოში P.Diddy-საც იცნობენ და კანიე ვესტსაც (თან შენზე უფრო მეტადაც) მაგრამ პარლამენტებში არ აურჩევიათ.. გგონია იმათზე მეტი ინტელექტი გაქვს? ერთი 4 ჯერ9 რამდენია ზეპირად თქვი თუ შეგიძლია :). ნახავ მალე როგორაც დარჩება შენი სახელი, მაიკლ ფელპსსაც რომ გაუტოლდე მედლებით, შენი 3 მედალი ხურდაში აქვს რომ იცოდე, მაინც ის გოიმი ჩიტი დარჩები რაც ხარ
ჟორა გაბრიჭიძე
დიახ ბატონებო, საქართველოს და ქართულ პოლიტიკას ჭირდება ლაშასთანა და გენოსთანა პატიოსანი მშრომელი ხალხი. ბევრი უგნური ამბობს, რომ პოლიტიკა ბინძურია და ამ ხალხისთვის საყვარელ ხალხსაც გასვრიანო, რატომ არ ფიქრობთ, რომ პირიქით შეიძლება იყოს? სტალინმა თქვა: პოლიტიკა იმიტომაა ბინძური, რომ ყველა ბინძური და უქნარა პოლიტიკას მიეტმასნაო. ჰოდა ახლა დროა პოლიტიკაში ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ასეთი სუფთა და შრომისმოყვარე ხალხი მოვიდეს, რომ ქართული პოლიტიკაც გაჯანსაღდეს და ქვეყანაც აღმავლობის გზაზე დადგეს.
ხუტა უფროსი
მსოფლიო მაშტაბით შენ რო გიცნობს, ბარე ათი იმდენი იცნობს კალაძეს მარა, ქვეყანას გამადგა რო?!
მამუკა
მე პირადად არც ლაშას და არც გენოს არ ვიცნობ,მაგრამ მგონია ორივე უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ვიდრე გაცვეთილი ალეკო ელისაშვილი ან კიდევ ჭიჭე ვაშაძე, გინდაც ხაზარაძე
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
დიდი შეცდომა დაუშვი, ლაშა!
იმანო
ოე, ხაბეიშვილი ხომ გყავს ნამდვილი პოლიტიკოსი და მისი გამომცხვარი პურის გარდა, სხვა პური არ გეჭამოს.
გიგო პაპა
ლაშა შვილო, რაც შენს მწვრთნელზე ასანიძეზე, ზვიადაურზე, ხაბარელზე, კაჭარავაზე, კალაძეზე, სანიკიძეზე და ხინჩეგაშვილზე დაგვემართა ხალხს, მაგის მეტს ვერც შენ და ვერც გენო ვეღარ დაგვმართავთ. აქ ერთმა კარგად აღნიშნა, რომ განულდით. ჩემთვის მართლაც რომ ნულები გახდით, ვაღიარებ, ძალზედ სამწუხაროდ. პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. და თუ რატომ ზიხართ მანდ, ეგ უკვე მეასეხარისხოვანი თემაა და ყველასთვის ისედაც ნათელია...
გია_544
წავიკითხე, ყურადღებით წავიკითხე. დიდი გული გაქვს, მაგრამ პატარა ჭკუა. არაფერი აზრიანი არა თქვი, მარტო გულიანს ამბობ. ლეგენდა ხარ, მაგრამ პიანინოს, ავადმყოფს, და ბერვრ რამეს არ განდობ. პოლიტიკაზე წარმოდგენაც არა გაქვს. ისიც არ გესმის რომ ხელისუფლებაში წახვედი და გგონია რომ პოლიტიკაში წახვედი)) არ გავაგრძელებ, ვერ გაიგებ) მადლობა სპორტულ შედეგებზე!
ბენტლი
პარლამენტში ქვეყნის სიყვარულის გამო კი არ შედიან შტანგისტო, ქვეყნისთვის სასარგებლო კანონების შესაქმნელად. აი, მაგის ნიჭი თუ გქონდა და ერთბაშად ახლაღა ამოხეთქა, აგერ გამოჩნდება. საქართველოს სიყვარულში შეჯიბრი თუ გინდოდა, იქ დარჩენილიყავი, სადაც იყავი და გყვარებოდა რამდენიც გინდოდა.
მწვრთნელი
მორჩა შტანგის საქმე ხომ!? 500 კილოგრამს ველოდებოდი ამდენი ხანი და ალბათ მეორე ლაშა 100 წლის მერე, თუ დაიბადება! კი! უდავოდ დაიმსახურეთ, მაგრამ რაც მანდ ხდება ჩემო ლაშა, მაგ პარლამენტში შენც კარგად ხედავ, რათ გინდოდა არ ვიცი! უყურე ეხლა წითლიძეს და სამადაშვილის მაგ შენობაში (ისიც, თუ შემოვლენ და არ გაიფიცებიან და თუ გაიფიცენ შეგრჩება ხელში თავგადაპარსული გირჩი)!
დავით 67
ვფიქრობ რომ თავის განცხადებაში გულწრფელია, ვგულისხმობ იმას რომ ფულის და სახელის მოსახვეჭად არ შესულა ამ პარტიაში,მაგრამ ამ ხნის კაცმა კი უნდა იცოდეს რომ მისი იქ ყოფნით ვერაფერ სარგებელს ვერ მოუტანს ქვეყანას. ქართულ პოლიტიკაში იმდენი სიბინძურეა რომ ყველა კარგი ადამიანი მენანება ამისთვის. მიუხედავად იმისა რომ ყველამ ვიცოდით რომ შენ ამ პარტიის მომხრე იყავი, მაინც მთელი საქართველო გქომაგობდა და უყვარდი. ეხლა ფაქტია რომ ბევრს შეჯავრდი. მე პირადად გული დამწყდა.
Ziz
ეს ბიჭი როგორც სპორცმენი და როგორც პატრიოტი, პატივისცემას იმსახურებს. თუმცა მას კალაძის გზაც კი არ გაუვლია პოლიტიკაში. შეგახსენებთ რომ კალაძე და ყაველაშვილი ოპოზიციიდან მოვიდნენ პოლიტიკაში-ორივემ ჯერ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა (უმეტეს მათ მაშინ გამოთქმულ აზრებს დღესაც ვეთანხმები) ხელისუფლების მიმართ - თანაც მაშინ ჯერ ოპოზიციაში არც კი ჩანდა მაღალი წონის ფიგურა. სამწუხაროა რომ უკვე პოლიტიკოს ტალახაძეს არ გამოუხატავს რაიმე ხედვა ქვეყნის ეკონომიური, ჯანდაცვის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართ- ეს დამოკიდებულა რომ აქვთ პოლიტიკოსებს ქვეყნის მიმართ იმიტომ ვართ იქ სადაც ვართ
x
ეხ ლაშა ლაშა
paf-paf
პური უნდა გამოაცხოს მეპურემ..!გაგიგია ლაშა შენ ეს ანდაზა?
დ.დ.
ბათუმელო "ექსპერტო ! შენი ბათუმელი დიდი პოლიტიკოსი, ვინმე . . ., ამხ. დუმბაძე უნდა იყოს პოლიტიკოსი და ტალახაძე- პეტრიაშვილები არა? ვაი შენს ბათუმელ პატრონს !
წერტილი. . .
აღარც შენ ჭირდები არავის და აღარც გენო! Gანულდით! ის პატარა არტისტი ხომ მთლად წაახდინა ქიზიყის ბანდამ!
ზურა
თქვენ უკვე საქართველოს გამოადექით და კიდევ შეგეძლოთ თქვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ჩვენო კარგებო, ოღონდ სპორტში და არა პარლამენტში. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო, აბა მანდ რა როლი უნდა გქონდეთ თქვენ? გარდა იმისა, რომ ფონი გაალამაზოთ... ღმერთია მოწამე ორივე ძალიან მიყვარხართ და გგულშემატკივრობდით, მაგრამ კარგით რა
ბათუმელი ექსპერტი
ვის ჭირდებოდი ქართულ პოლიტიკაში.. წადი შტანგა აწიე და კუნთები დაიყენე. 2×2=4. ეს იცი?
გურულო
წარმატებები ლაშა,ღმერთი იყოს შენი მფარველი.
გიორგი
როგორც დიდი ილია იტყოდა : “ ჩვენისთანა ბედნიერი კიდევ არის სადმე ერი?!”
კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა - თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა