ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ალჩევსკი და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სტუმრები, რომელთათვისაც ამ მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და მაინც ბოლომდე იბრძოლეს, გააქტიურდნენ და ისაკიმ შორიდან დარტყმით ჩრდილომაკედონიელები დააწინაურა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა გორდეზიანმა მალე ანგარიში თავურით გაათანაბრა. შემდეგ გაგნიძის დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა, მომდევნო ეპიზოდში კი ბურთი საჯარიმოში ისაკის მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, ხოლო ლომინაძემ ტალევსკისგან რიკოშეტით საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. ცოტა ხანში ოდიშარია მეკარესთან პირისპირ გავიდა და დიდებული შანსი ვერ გამოიყენა. საპასუხო იერიშისას მეკარე ხარატიშვილმა საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი კამბერიმ ბურთი ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მერე ხარატიშვილმა ფეტას არ დაანება გატანა და სვანაძის შეგირდებმა გაიმარჯვეს.

პლეი-ოფში ჩვენი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:1

გოლები: 0:1 ისაკი (52), 1:1 გორდეზიანი (61), 2:1 ლომინაძე (71)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (მორჩილაძე 70), გაგნიძე (ოდიშვილი 84), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 54), ლომინაძე, აბუაშვილი (ეგოიანი 74), ოდიშარია, კვერნაძე

tngh
გილოცავთ... და გმადლობთ!!!
gel-100 - ს
ახლოში კლინიკა არსადაა? მისულიყავი, გაესინჯე, შენც გეშველება და ჩვენც დაგვასვენებ. არქიფოს ებარებოდე!)))))))))))
gel-100-სსს
შენ ბიძია ფხიზლად ხარ? სპორტულ საიტზე ხარ, საარჩევნო ტრიბუნაზე კი არა. სულ გაგაგიჟათ მამა-მარჩენალმა.
გიზოგ
ჩემი დიდი მხარდაჭერა საბა საზონოვს.
gel-100
ვინ ითხოვს მერე აზაროვს ეროვნულ ნაკრებში დააკვირდი?? ნაცები და მათთან დაკავშირებული ნაძირლები ითხოვენ აზაროვის გამოძახებასაც,ბუდუს ძირითადში თამაშსაც,არაბიძის გამოძახებასაც და ყველა იმ უკუღმართი და უარესის მოთხოვნის ავტორები ეგ უსამშობლო მოღალატეები არიან,,მიზანსაც გეტყვი რატომ უნდათ და რატომ ითხოვენ უკეთესის მაგივრად უარესი ათამაშებინონ როგორმე მწვრთნელს იმიტო რო შედეგები დაიკარგოს ნაკრებმა წაგებები დაიწყოს რო ამათ შანსი მიეცეთ კობიაშვილის, იაშვილის, კალაძის (თანამდებობით რა შუაშია)) და ბოლოს ივანიშვილის ლანძღვა კრიტიკის დასაწყებათ,,ანუ მზად არიან ნაკრების წაგებას უგულშემატკივრონ იმის გამო რო ვიღაც მათთვის მიუღებელი აკრიტიკონ, აქედან გამომდინარე იმისთვისაც მზად იყვნენ ქვეყანა ომში ჩაეთრიათ მერე ამ მთავრობის საძაგებლად ამაში ეჭვი ოდნავადაც აღარ მეპარება,,იმედია 26-მერე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ილუსტრაცია მოხდება ყველა იმ მოღალატის რომლებიც მზად არიან ნაკრების და მთლიანად ქვეყნის წაგებას უგულშემატკივრონ
Რაგბის ფანი
აზაროვს რა ნამუსით ითხოვთ ნაკრებში? ვინც ამ თამაშს უყურეთ, დათვალეთ რამდენჯერ დაკარგა ბურთი ძალიან სარისკო ადგილას?
ამბაკო---პ.ს.
4.მეორე გოლის შემდეგ ეგრევე მოდუნდნენ (დადინჯდნენ,უცებ პროფესორები გახდნენ) და დროს გაყვანა დაიწყეს.ინიციატივა მეტოქეს გადააბარეს და უამრავი თავსატეხი შეაქმნევინეს,უამრავი ყვითელი მიიღეს და უამრავლჯერ გულშეწუხებამდე მიგვიყვანეს.
ამბაკო
ეს ხალხი გადამრევს.აუცილებლად მოსაგები თამაში ,საკუთარ მოედანზე,გაჭირვებულ მაკედონიასთან ,გაჭირვებით,ნერვებისწყვეტით ძლივს მოიგეს და ეგრევე პირველ ნაკრებში გადაყავთ მწვრთნელი.1.კარგმა გუნდსმა ასეთი თამაში ისეთი ანგარიშით და ისე დამაჯერებლად უნდა მოიგოს,ეჭვის ნატამალიც არ უნდა დარჩეს.ალი-კვალი პირველი ნაკრების თამაშის გამეორება იყო:ნელი ტემპი,ბევრი უკან პასი და მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაშვებული გოლი.განსხვავებით სანიოლისგან,სვანაძემ შეცვლები გააკეთა (ამაში ნამდვილად აჯობა სანიოლს),რამაც გაუმართლა და ნაჯახირევი 3 ქულა ავიღეთ.2.იმის მაგივრად,რომ დასაწყისიდანვე გრიგალი დაეტრიალებინათ მეტოქის თავზე,ეს ახალგაზრდა ბიჭები ,პენსიონრებივით გადაადგილდებოდნენ მინდორზე, აგებდნენ ორთაბრძოლებს და უხეიროდ გულისშემაღონებლად ურტყავდნენ კარში.3.წინა თამაშის შემდეგ თუ კვლავ იმ მეკარეს ენდობოდა(რომელსაც მეკარის არცერთი მონაცემი არ აქვს) ვერ წარმოვიდგენდი.ეტყოობა(სვანძე)საკმაოდ ჟიუტია და ამ თავის სიჯიუტეს გუნდის ინტერესებს აყოლებს........
gela
რა შედეგი დადო დაცვა უნდა დაალაგოს მწვრთელმა და გოლი თუ გააქვს ბიჭებს ეგ თავის ოსტატობის ხარჯზე დაცვას მიმიხედეო ხვედელიძე ფეოლას მაინც აყურებინეთ
T.q
გეტყობა რო ახალგაზრდა ბიჭი ხარ და რაც არ იცი იმას ლაპარაკობ!
ქომაგი
სვანაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს კარგად ალაგებს გუნდს და თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებს სანიოლისგან განსხვავებით, თან ქართველია და კარგად იცნობს მენტალიტეტს ქართულს.4-2-3-1 ამ ტაქტიკამ გაამართლა კარგი იქნებოდა ამ ტაკტიკით ეროვნული ნაკრებიც თამაშობდეს, ეს ტაქტიკა მორგებულია ქართულ სათამაშო სტილს და ხასიათს,ამ ტაქტიკაში ფლანგებს დიდი როლი აკისრია თან ნახევარდაცის ცენტრში 3 ფეხბურთელი ფლანგის შემტევებს გზას კარგად უხსნიან, რაც ეროვნულ ნაკრებში ათვისებული არ არის დღეს სამწუხაროდ, არადა რამდენი ძლიერი ფლანგის შემტევია ეროვნულ ნაკრებში,კვარა და იგივე წიტაიშვილი, თავის ძლიერი ცენტრალური ნახევარმცველებით ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და ეს სანიოლს ეხება თუ რატო არ იყენებს ამ ტაქტიკას სვანაძისგან განსხვავებით. კარგად იცის სვანაძემ რომელ თამაშში რა ტაქტიკით უნდა ითამაშოს ერთი სიტყვით თამაშს კითხულობს.სვანაძე თავის სამწვრთნელო შტაბიანად ეროვნულ ნაკრებში, წინააღმდეგი არ უნდა იყოს წესით არავინ.თან ეროვნული ნაკრების დაცვა გასაახალგაზრდევებელია და დასალაგებელი, ამას სვანაძე მიხედავდა კარგად, იგივე ხვადაგიანი და უგრეხელიძე ძალიან ნიჭიერი ცენტრალური მცველები ეზრდებიან საქართველოს უნდა იშრომონ რა თქმა უნდა თან.ამ გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა კობინაციებსაც თამაშობენ და ფანტაზიაც აქვთ, ერთ ხაზოვნად და პრიმიტიულად არ უტევენ სხვადასხვანაირად გადადიან შეტევაში და ზოგადად გუნდი შემტევ ფეხბურთის თამაშს ცდილობს მეტოქის მიუხედავად, ეს ნიდერლანდებთან და შვედებთანაც ჩანდა, ეს ყველაფერი ციდან არ მოდის მწვრთნელის დამსახურეებაა სწორედ ეს.კარგია რომ შრომა დაუფასდათ, წარმატებები მთლიანად გუნდს რომელშიც ბევრი ძალიან ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი თამაშობს, უნდა მოინდომონ და ბევრი იშრომონ აუცილებლად გახდებიან დღეს თუ ხვალ ეროვნული ნაკრების წევრები.
მდაა
დაააბრუნეთ აზარა და გაგნიძე ნაკრებში ასევე დროზე არის გადასყვანი ოდიშარია ( როტაციისთვის ფლანგზე ძაან მაგარია)ლომინაძე ( ცენტრში ეგეთი ჯანი გვჭირდება ხშირად პლიუს კარგი შორეული დარტყმა) ხოლო გოგლიჩიძე რა კი უკვე ნაკრებშია დროა ძირითადში დადგეს …საკმარისია დამთავრდა პენსიონერთა გუგუნი ….თვითონ ვერ ხვდება და შეაგნებინეთ ვინმემ…
ვაჟა მასწავლებელი
ან ჩეხეთი, ან ფინეთი, ან ნორვეგია გვინდა პლეი-ოფის პარტნერად!!!
სოსო
ვულოცავ ჩვენ ბიჭებს მძიმე გამარჯვებას და პლეი ოფში გასვლას!ძალიან მებრძოლი გუნდი გვყავს,თუმცა როგორც კი ანგარიშში დავწინაურდებით,ძალიან ფრთხილად ვაგრძელებთ თამაშს,ინიციატავას ხშირად ვთმობთ და ჩვენი დაცვის პრობლემების გამო,საკმაოდ ხშირად გვექმნება საფრთხეების,საკუთარ კართან.ამ შეხვედრაშიც თითქოს სრული ინიციატივა გვქონდა,მაგრამ წინ გავედით და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით.შედეგად ძალიან სახიფათო მომენტები შეგვიქმნეს,სიფრთხილის გამო უაზრო ჯარიმები აღება დავიწყეთ და ბოლოხუთ წუთში,სამი გაფრთხილება ისეთ მომენტებში ავიკიდეთ,როცა ამის აუცილებლობა არ იყო.წინა თამაშებშიც ბევრ გაფრთხილებას ვიღებდით და პლეი ოფის თამაშებში,სავარაუდოდ რამდენიმე კაცი,მეორე გაფრთილების გამო,გუნდს ვერ დაეხმარება.
G.LA
გილოცავთ ბიჭებო. იმედია პლეი ოფსაც დავძლევთ. უმოტივაციობის არაფერი ეტყობოდათ და goga-ს კომენტარს ვეთანხმები. ცოტა უნდა შეაშინოთ ხომ ხედავთ კვარაზე როგორც ნადირობენ იტალიაში?
იშხნელი
ეგოიანს, მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს! მითუმეტეს ეხლა, როცა გოლს, გოლზე იტანს ვიტესში.
დევი
მოკლედ ნოემბერში გადაწყდება მთავარი ნაკრების ბედიც და 21 წლამდელების ...სვანაძე ამტკიცებს კლასს
გორის დილა
წილისყრა ზეგ 17 ოტომბერს არის, სავარაუდო მეტოქეები. ხორვატია, ჩეხეთი, ნორვეგია, ფინეთი და ბელგია იქნებიან. თამაშები 11 და 19 ნოემბერს იქნება სახლი გასვა პრინციპით. წარმატებები ჩვენ ახალგაზრდულ ნაკრებს!!!
გულშემატკივარი
გუცაევის მწვრთნელობის დროს გავიდა მეორეზე, თან იმ ჯგუფში ინგლისი და იტალია იყო. როგორც მახსოვს იტალია ჩამოვიტოვეთ
goga
თამაშის შემოტრიალება მარტივი არა და ბიჭებს მადლობა, ვაისს-სანიოლისგან განხვავებით შეცვლები დროული იყო და ყველაფერი კარგად დასრულდა. მინდა ყურადღებით მივუდგეთ ისეთ საკითხს ფეხბურთში, როგორიცაა უმოტივაციო გუნდი. რა შევატყვეთ მაკედონიას უმოტივაციობის? საქმე ისაა, რომ ე.წ."უმოტივაციო გუნდი" ასეთად მოწინააღმდეგემ უნდა აქციოს, მხოლოდ სატურნირო ცხრილი ამას არ შველის. "უმოტივაციო" თავს უფრთხილდება მხოლოდ მაშინ, როცა კოჭებში ერთი-ორჯერ მაგრად მოხვდება და "არაფრისთვის" მოთამაშე თავს არ გაწირავს. გავიხსენოთ, ჩვენი მეორე გოლის შემდეგ მაკედონიელებმა ისე გავეშებულად შემოგვიტიეს, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს აგებდნენ. დაოკდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ლომინაძისგან მოხვდათ, მართალია არა გამიზნულად, მაგრამ მაინც. იმის თქმა მინდა, რომ უნდა ვსწავლოდ ე.წ. უწყინარი ჯარიმებიდან მოყოლებული სერიოზულ თაქამდე, ვინაიდან ეს დღევანდელი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
dato
კი ბრმა წილის ყრა იქნება პლეიოფის, ერთერთ მეორრე ადგილოსანს შევხდებით გასვლა და შინ. მოგებული ევროზეა.
M-33
ფორმა მესროლე ბიჭი გუშინდელი ცრემლი უნდა შევიშრო. გილოცააააააავთ ყველას და პლეიოფში დავანგრევთ ვინც არ უნდა ამოვიდეს. შვედეთის U21-ის ჩამოტოვება უბრალო ამბავი არაა, სვანაძე ამტკიცებს თავის კლასს.
გილოცვთ ყველას!
მადლობა ღმერთს გავიმარჯვეთ... 75-ე წუთზე ანგარიშზე 2:1, ოდიშარიას ეგოიზმი რომ არ გამოეჩინა და მაროდმარტო მყოფ კვერნაძეზე გაეკეთებინა პასი, ანგარიში გახდებოდა 3:1 და მატჩის დასასრული არ იქნებოდა "სავალიდოლე". ასე არ შეიძლება...
ჯუდო
სვანაძემ შედეგი დადო ქართულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებით, რაც სასწაულის ტოლფასია.პირველ ნაკრებში უფრო გაუადვილდება მუშაობა და კარგი შედეგიც ექნება
მეზღვაური
მეგობრებო ფლეი-ოფის წილისყრა როგორი პრინციპით ჩატარდება? ანუ ე.წ ბრმა წილისყრა იქნება თუ როგორც ერთა ლიგაზეა ისე?ანუ მეორე ადგილოსნების საერთო ცხრილში მეოთხე ადგილზე მყოფი მეცხრეზე მყოფს შეხვდება და ა.შ?
L.J .
Sazonovi ase male ver gamojamrteldeba :(
zaza
გუცაევის ფორმაციის ნაკრებმა შეძლო მეორეზე გასვლა ინგლისის შემდეგ، იტალია რომ დაამარცხა რუსტავში 2-0 მაშინ.თუმვა ეგ მეორე არაფერს იძლეოდა მაშინ.
მერაბი ბებია
მეგობრებო ვულოცავ მთელ საქართველოს კარგი თაობა მოდის მინდა ვუსურვო პლეი ოფის დროს დაეხმაროს გოგლიჩიძე და იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება საზონოვი წარმატებები და წინ გამარჯვებისკენ
მწვრთნელი
ასე მეგონა გუშინდელ თამაშს ვუყურებდი! გოლიც თითქმის ისეთივე გაუშვეს, მაგრამ შეცვლა გამოიცნო სვანაძემ! გორდეზიანი მაგრად შემოვიდა!გილოცავთ! ნოემბერში გადაწყდება ყველაფერი დიდებშიც და პატარებშიც!
Zaza
ესეც დიდი საქმეა! ისტორიაში არასდროს გავსულვართ მეორე ადგილზე…
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია