MLS-ის რეგურალური ჩემპიონატის ბოლო ტურში საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" გასვლაზე "ორლანდოს" 2:1 სძლია და ქართველმა ფეხბურთელმა მე-7 წუთზე გატანილი გოლით თავისი გუნდის გამარჯვებაში და პლეი-ოფში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა. მან 7,6 ქულის შეფასება მიიღო, რაც თავისი კლუბის რიგებში საუკეთესო იყო.

29 წლის ჩვენებურმა მატჩის დებიუტში პედრო ამადორთან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და თავისი გუნდი დააწინაურა. 31 წლის სენეგალელმა ფორვარდმა ჯამალ ტიარემ "ატლანტას" უპირატესობა მალევე ორამდე გაზარდა, ერთადერთი რაც მასპინძლებმა მოახერხეს ეს 42-ე წუთზე მარტინ ოჯედას სხვაობის შემამცირებელი გოლი იყო. აღსანიშნავია, რომ საბას თანაგუნდელმა რუსმა ალექსეი მირანჩუკმა 47-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, რომელიც ლობჟანიძემ მოინადირა.

"ატლანტასთვის" ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან მისი უშუალო კონკურენტი "დისი იუნაიტედი" მოულოდნელად სახლში "შარლოტთან" 0:3 დამარცხდა. შედეგად, საბას კლუბმა მე-9 ადგილი და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. კლუბი ამ ფაზას 1/16-ფინალიდან დაიწყებს, სადაც "მონრეალს" დაუპირისპირდება.

ლობჟანიძემ რეგურალური სეზონის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 9 გოლითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

გელა ხმიადაშვილი
საღოლ ხიჩა! საბაც რა კარგი ბიჭი ყოფილა!
rable
მეტი რა ითამაშოს ფეხბურთელმა, რომ ნაკრებში დაუძახონ? -ყოველ მეორე ტურში გოლი გააქვს კაცს და გადამწყვეტი როლი აქვს კლუბში, ნაკრებში კი თადარიგშიც ვერ იძებნება ადგილი.. ნებისმიერი საშუალო და მეტი დონის ნაკრები ძირითადში ათამაშებდა საბას.. ზოგი ამბობს, რომ MLS -იდან დაღმასვლა ეწყება ფეხბურთელსო, რაც საღაზრს მოკლებული არგუმენტი მგონია. ნაკრებში ის უნდა თამაშობდეს, ვინც კონკრეტულ მომენტშია ფორმის პიკში და გინდ 35 წლის იყოს და გინდ ემელესის ფეხბურთელი.
Irakli
ასეთ ფორმაში მყოფი ასეთი ფეხბურთელი, როგორ არ იძებნება მისთ ვის ნაკრებში ადგილი? წარმატებები საბას!
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში