ხავიერ პასტორე ამ ზაფხულს ლეონარდოს უმთავრესი შენაძენი გახდა
"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორი ლეონარდო ბოლო თვე-ნახევარია, ფრანგული სპორტული პრესის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ჯერ იყო და, პარიზში მისი გადაბარგება ისე გაიწელა, არავის ეგონა, ოდესმე თუ დასრულდებოდა. დაინიშნა და ერთ კვირაში ისე მოახერხა კლუბის ყატარელ მმართველებთან წაკინკლავება, ლამის მოხსნეს.

მხარეებმა გაუგებრობას წერტილი მალევე დაუსვეს. ბოლოს კი ბრაზილიელი ისეთი ტემპით შეუდგა საქმის კეთებას, იმდენი ფეხბურთელი გადაიბირა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, პრესას მასზე უნდა ეწერა და წერდა კიდეც. ხოლო მას მერე, რაც "პარკ დე პრენსზე" დანთებული სატრანსფერო ცეცხლი ცოტა მინავლდა, ის ჟურნალისტებს შეხვდა და უამრავ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

მის ნააზრევს მონოლოგის ფორმით შემოგთავაზებთ: "ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ნეიმარის შეძენას ვაპირებდით, ჭორი გახლდათ. საერთოდ, ბოლო პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელების ყიდვა ძალიან ძვირი სიამოვნება გახდა. მათ სამშობლოშივე აქვთ მშვენიერი ხელფასები. ხოლო იმისთვის, რომ რომელიმე კლუბი დაარწმუნო, მოგყიდოს ესა თუ ის ვარსკვლავი, ძალიან დიდ მსხვერპლზე უნდა წახვიდე. ნეიმარი თავს მშვენივრად გრძნობს "სანტოსში", კლუბს კი მისი გაშვება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე აზრადაც არ მოსდის. სწორედ ამიტომ არ გვიცდია მისი ყიდვა.

გარწმუნებთ, "პარი სენ-ჟერმენი" აღარ აპირებს ახალი ფეხბურთელების ყიდვას. ჩვენ გუნდის დაკომპლექტება დავასრულეთ და კიდევ ვინმე რომ შევიძინოთ, რამე განსაკუთრებული უნდა მოხდეს. დღეისთვის უკვე 86 მილიონი ევრო დავხარჯეთ, აქედან ნახევარი ხავიერ პასტორეში".

ლეონარდოს თუ ვენდობით (და რატომ არ უნდა ვენდოთ?), გამოდის, რომ ხმები ლასანა დიარას, ალბერტო ჯილარდინოსა და დიმიტარ ბერბატოვის შესაძლო გადაბირების შესახებ, ჭორია და მეტი არაფერი. შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა უკვე შეიძინეს ხავიერ პასტორე, სალვატორე სირიგუ (ორივე პალერმო), კევინ გამეირო (ლორიანი), მოჰამედ სისოკო (იუვენტუსი), ჟერემი მენეზი (რომა), მილან ბიშევაცი (ვალანსიენი) და ბლეზ მატუიდი (სენტ-ეტიენი).

რაკი პსჟ-ზე ვწერთ, ბარემ აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგაში, გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო დისკვალიფიცირებული "ოლიმპიაკოსის" ნაცვლად, პარიზელების წინააღმდეგ პლეი ოფის მატჩებში ლუქსემბურგული "დიფერდანჟი" ითამაშებს, კლუბი, რომელიც წინა რაუნდში სწორედ პირეოსელებმა გააგდეს. მათი ორივე დაპირისპირება 3:0 დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა