გარდა არდა თურანისა, "ატლეტიკოს" კიდევ ერთი შუახაზელის, "ესპანიოლის" ფეხბურთელის ხავი მარკესის გადაბირება განუზრახავს
"გალათასარაის" ყოფილი ნახევარმცველი არდა თურანი ორიოდე დღის წინ "ატლეტიკოში" გადაბარგდა. მართალია ფორმალობები ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის, მაგრამ ეს არაფერი. ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ამ დღეებში გაივლის.

აი, რას ამბობს ის: "ატლეტიკოში" თამაშის სანაცვლოდ მზად ვიყავი "რეალის" წინადადებაზეც უარი მეთქვა. ისე არ გამიგოთ, რომ მათ კონტრაქტი შემომთავაზეს, მაგრამ ასე რომც მომხდარიყო, "ატლეტიკოს" ვარჩევდი. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბში ვითამაშებ, ვისაც ძალიან დიდი სახელი აქვს ევროპაში და ვინც რეგულარულად მონაწილეობს ევროპულ საკლუბო ტურნირებში. ამასთან, უკვე შევნიშნე, რომ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები ძალიან ჰგვანან "გალათასარაის" ფანებს".

გარდა არდა თურანისა, "ატლეტიკოს" კიდევ ერთი შუახაზელის გადაბირება განუზრახავს. ლაპარაკია "ესპანიოლის" ფეხბურთელ ხავი მარკესზე. 25 წლის მოთამაშე 5-6 მილიონი ევრო ღირს. მადრიდელთა პრეზიდენტი ენრიკე სერესო მზადაა, ეს თანხა გაიღოს. აქამდე "თუთიყუშები" ("ესპანიოლის" მეტსახელია) კაპიტნის ტრანსფერზე ყველას უარს ეუბნებოდნენ.

"როხიბლანკომ" "ოსასუნაში" გაუშვა ნახევარმცველი რაულ გარსია. პამპლონელებმა 25 წლის ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით აიყვანესო, გვამცნო "მარკამ". აღსანიშნავია, რომ გარსია "ვისენტე კალდერონზე" სწორედ ამ კლუბიდან მოხვდა. ფეხბურთელმა ოთხი წლის განმავლობაში "ატლეტიკოში" 120 მატჩი გამართა და 7 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა