ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კონტეს "ნაპოლი" კიდევ უფრო პრაგმატული გახდება - ის, რაც კვარაცხელიას ირგვლივ გაზვიადებულია...

კონტეს "ნაპოლი" კიდევ უფრო პრაგმატული გახდება - ის, რაც კვარაცხელიას ირგვლივ გაზვიადებულია...

"ნაპოლიმ" მასზე სუსტი მეტოქე ნაკლებად სასიამოვნო სტილით (ემპოლი სტუმრად 1:0) დაამარცხა და იტალიის ჩეპიონატის ლიდერია. ანტონიო კონტეს გუნდს არც ყველაზე მეტი აქვს გატანილი და არც ყველაზე ცოტა გაშვებული, თუმცა წინა სეზონის ჩავარდნის შემდეგ გულშემატკივრებში რწმენა დააბრუნა, რათა მათ ამბიციური მიზნები დაისახონ.

დამაინც, რა უნდა გულშემატკივარს? ყველას თავისი გემოვნება და მენტალობა აქვს ჩამოყალიბებული და მაინც ვერ წარმოგვიდგენია, ნეაპოლური კლუბის ამ პრაგმატული სტილით იქაურები ბედნიერების ზენიტში იყვნენ. "ემპოლისთან" მეორე ტაიმი გაცილებით კარგი საყურებელი გამოვიდა და კონტეს გუნდმა გამარჯვებასაც ამ ტაიმში მიაღწია. მეორე 45 წუთში იყო მეტი მოძრაობა, ბევრად მეტი პასი და მათი მაღალი სიზუსტე.

"ნაპოლის" მატჩები ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში

"ნაპოლის" წინ კიდევ დაბალი კალიბრის მეტოქე (ლეჩე) ელის, რასაც ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში გრანდებთან დაპირისპირებები მოჰყვება. "იუვენტუსთან" შეხვედრა გვაფიქრებინებს, მაშინ ანტონიო კიდევ უფრო პრაგმატული გახდება და წინა პლანზე ნებისმიერი გზით შედეგის მიღწევას გამოიტანს. მეორე საკითხია,

ეს ამბავი რამდენად გამოვა, ამისთვის უფრო საიმედო დაცვის ხაზია საჭირო. ამავდროულად, თუკი აქცენტი კონტრშეტევებზე გაქვს, უმნიშვნელოვანესია, ნახევარდაცვა ბურთს რამდენად სწრაფად მოიპოვებს და შეტევაში დააბრუნებს. საჩემპიონო სეზონში ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყო, ლობოტკას მეთაურობით მოწინააღმდეგეების საჯარიმოდან ამოყვანას ახერხებდნენ, რაც შემტევებს თავისუფალ ზონებს უხსნიდა. ახლა განსხვავება ხელშესახებია.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, კონტემ გუნდის სათამაშო სქემა სკოტ მაკტომინეის ფაქტორის გამო შეცვალა, მისთვის ასე საყვარელ 3-მცველიან განლაგებაზე უარი თქვა და პრეზიდენტ დე ლაურენტისის ფავორიტ სტილს დაუბრუნდა. ამ სქემას ისევ ემატება ის ფლანგის უკეთ ამუშავების მექანიზმები, რა სირთულეც წინა სეზონში ხელიაგულზე იდო. ლეონარდო სპინაცოლა აშკარად არაა საუკეთესო ვარიანტი, როცა საქმე 4 მცველს ეხება. როცა მისი ტრანსფერი განხორციელდა, თითქოს, ლოგიკურად, მთელი ფლანგის კონტროლი ის იყო, რაც მისთვის ასე ნაცნობი და კომფორტული პოზიციაა. ამ გადასახედიდან, მაშინ საერთოდ არ იყო საჭირო მარიო რუის "მოძულება" (გუნდშია და განაცხადში არაა). მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, სტატისტიკა კი სხვაზე საუბრობს - პორტუგალიელთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია გაცილებით შედეგიანი იყო. გასულ სეზონში, როცა მარცხენა ფლანგზე ფეხბურთელები ხშირად იცვლებოდნენ, კარგად დავინახეთ როგორც რუის ფაქტორი, ასევე ხვიჩა კვარაცხელიასთვის სტაბილური პარტნიორის მნიშვნელობა - თავისუფალი ზონების გახსნა, მეტოქის "გადაყვანა", ცენტრში შეწევა და ამით ფლანგზე სივრცის გათავისუფლება.

"კვარას" აღნიშვნა

"კვარაზე" ვერავინ იტყვის, რომ კონტრშეტევებზე თამაშს და მაშინ, როცა მის გუნდს ბურთი ნაკლებად აქვს, შეჩვეული არაა. პირიქით, საქართველოს ნაკრებში ეს ასეა. მაშინ რატომ არ გამოუვიდა მას საუკეთესო მატჩი? დავიწყოთ იმით, ქართველის სისწრაფე რომ გამოიყენო, უნდა მოახერხო, ის მაქსიმალურად თავისუფალ სივრცეში და კართან ახლოს დატოვო. ასეთ დროს გადამწყვეტია, რა სისწრაფით მიდიხარ დაცვიდან შეტევაში, რამდენად ტოვებ შენს ნახევარზე მოწინააღმდეგეებს და რამდენად გიწყობს ხელს ცენტრფორვარდის (ამ შემთხვევაში ლუკაკუ) მოძრაობა. როცა ყველაფერი ეს თავის ადგილზე არაა, კვარაცხელია ვერასდროს შეასრულებს იმ ფუნქციებს ართმევის ნაწილში, რასაც პოლიტანო. როგორც მატეოს გაუჭირდება შეტევაში იმხელა ფაქტორი იყოს, როგორიც ხვიჩაა.

შესაძლოა, "თვალს" სხვა ახარებდეს, მაგრამ ასეთ ტაქტიკურ იტალიურ დუელებში, სადაც ანტონიო კონტე "პელეა", თითოეულ დეტალს მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, გაზვიადებული იყო იმაზე მსჯელობა, თითქოს ის 77-ე ნომერს სათადარიგოთა სკამზე დასვამს. ამით მთელი დეტალების გროვა ჩამოიშლება, რაც მწვრთნელის მხრიდან გათვალისწინებულია, მათ შორის, "კვარას" ფაქტორით დარჩენილი სივრცეების გამოყენება. ამის მიუხედავად, არის შემთხვებები, როცა ქართველის მინდვრიდან გასვლა გუნდს შეტევაში მეტ შანსებს აძლევს. ასეთი იყო გასულ სეზონში "იუვენტუსთან", როცა დაცვამ ამოისუნთქა და ახლადშემოსული ჯაკომო რასპადორის მეურვეობის ნაცვლად, შეტევაზე ფიქრი დაიწყო. კონტეს სტრატეგია "პროვოკაციებს" ნაკლებად აჰყვება, "ჩასაფრებული" ელოდება "მსხვეპლს " და დიდ რისკზე არასდროს წავა, როცა შესაძლებელია, გოლი აქეთ მიიღოს.

კვარაცხელია და გოგლიჩიძე

ხვიჩა კვარაცხელია ბევრი რამითაა სამაგალითო ქართველი ფეხბურთელებისთვის, ერთ-ერთი კი ისაა, რაც თერთმეტმეტრიანს უკავშირდება. იყო ტკივილი, რაც მას მოჰყვა, იყო "არიდება" და დაბრუნება. ამ ყველაფრის უკან ბევრი შრომა, საკუთარ თავზე მუშაობა, ღამით ფიქრია. ასეთია "კვარადონას" კარიერა და მისი თამაში პირველივე სეზონში აწეული სიმაღლის შემდეგ... ასე იყო გიორგი მამარდაშვილი, პირველად მიცემული შანსი სათანადოდ რომ ვერ გამოიყენა, არ გატყდა, თავი არ დახარა და დაბრუნდა ისე, როგორსაც ვხედავთ... საბა გოგლიჩიძე, იტალიელი მცველებისთვის დამახასიათებელი უნარები რომ შეუძენია, შანსს ელოდა, საჭირო დროს მიღო და ახლა ყველაფერი მის ხელთაა, ასე უნდა განაგრძოს. ისიც მნიშვნელოვანია, ვიცით, ეს ბიჭები საკუთარ თავს აკვირდებიან, საჭირო აზრს ითვალისწინებენ და ზღვარი ჯერ მიღწეულად არ მიაჩნიათ!..

• რობი

მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს მისი სტილი, კონტე არის სამართლიანი ადამიანი და ის არასოდეს დაჩაგრავს მონდომებულ, შრომისმოყვარე და ნიჭიერ ფეხბურთელს რაც არ უნდა იბუზღუნოს ან უყმაყოფილება გამოთქვას. ლაუტარომ რომელიღაც ინტერვიუში ისაუბრა ამაზე

• რა ვიცი-ს

რამდენი წლისა ხარ რავიცი სკოლაში გივლია თუ არ იცი

• ლაზი აზნაური აზრნევ მუსკია

გაიხარე ძმაო, 100% ხარ! კვარას მუდამ ჩვრნი დიდი მხარდაჭერა!

• ბადრი-ს

რავა არაფერი არ იცი შე გაჭირვებულო? სულ ერთნაირად ,,რა ვიცი"-თ რომ იწყებ კომენტარებს?

• სოსო

კარგი პოსტია და მასზე მიცემული დისლაიქები, ამ პოსტის დასაწყისის სამართლიანობასაც ადასტურებს.

• ბადრი

რა ვიცი ნაპოლიში ბურთს არ აწვდიდნენ და წარმატება რანაირადაა მისი დამსახურება.

• ბადრი

რა ვიცი გუშინ სტატიაში, ამ მატჩში ხვიჩამ გაიბრწყინაო, დღეს ამბობთ თამაში არ გამოუვიდაო.

• ამატაკი

ზოგიერთი მაგარი "ჩახედული", კვარას ვითომცდა სკამზე გამწესებაზე პროფესორობდა, როგორც იტალიაში ისე ჩვენთანაც. უფალმა ჯანზე ამყოფოს და ნერეში-ნგონგე რომც გააერთიანო ერთი კვარა არ გამოვა. სკამზე მისი დასმის საფეხბურთო არგუმენტი, ბუნებაში არ მოიძებნება. ბენფიკა ძალზედ იშვიათად ცდება ფეხბურთელის ფასში, ისე როგორც პორტუ. მაქსიმალურს ახევენ პრემიერლიგის ბობოლებს.სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო მაქედან სჩანს ნათლად სად მთავრდება მიახლოებით ნერეშის ჭერი.ცხადია ეს ბიჭები ბურთთან შენობით არიან, მაგრამ ხვიჩა არაა მათი ლეველი. რაც შეეხება გოგლიჩიძეს, ამ ბიჭის ამბავი ძალიან მახარებს, ისე როგორც ყველა ქართველს.ყოჩაღ საბა! აბა შენ იცი! ნაკრების უკვე შემდგარი ერთერთი ბურჯია. ძალიან მეიმედებოდა ასევე ივა გელაშვილის. ლოჩოშვილთან ერთად ლამის მშვენიერი იტალიური დაცვა მივიღეთ. მაგრამ არაუშავს, ჯერ ახალგაზრდაა ივა და ყველაფერი წინ აქვს, მთავარია ხვიჩასა და საბას მაგალითს მიჰყვეს. მუხლჩაუხრელ შრომას და მონდომებას ადრე თუ გვიან გარკვეული შედეგი აუცილებლად მოაქვს. წარმატებები ბიჭებო!

• ვასილი

წაიკითხეთ აჟიტირებულებო, ჩასაფრებულებო, შავებო, წითლებო

• ქ. გ.

საქართველოს ნაკრების წინსვლა და ნაპოლის წარმატება ამ სეზონშიც და წინა სეზონებშიც ხვიჩას დამსახურებაა პირველ რიგში.

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა

ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია

ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა

"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?

[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი და "უოტფორდის" მარცხი "სტოკთან"

Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა

ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა

"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ