ინგლისი. პრემიერლიგა. I ტურის წინ
დღეს

ბლექბერნი-ვულვერჰემპტონი18:00

ტრავმა: ნილსენი, დანი, გრელა, ებდრიუსი - ელოკობი, დოილი, ედუარდსი, ზუბარი, დ. დევისი

ფულჰემი-ასტონ ვილა 18:00

ტრავმა: დემბელე, დაფი, ბეირდი (სამივე ფულჰემი)

ლივერპული-სანდერლენდი 18:00

ტრავმა: კელი, ჯერარდი, ჯონსონი, აგერი - რიჩარდსონი, კემპბელი, ბრემბლი, ნობლი

ქუინზ პარკი-ბოლტონი 18:00

ტრავმა: რიკეტსი, მ.დევისი, ჰოლდენი, მ. დევისი (ყველა ბოლტონი)

უიგანი-ნორვიჩი 18:00

ტრავმა: პოლიტი (უიგანი)

ნიუკასლი-არსენალი 20:30

ტრავმა: ხონასი, უილიამსონი, ნოლანი, ჰარპერი, გათრი, ბესტი, სმიტი, გოსლინგი, ბენ არფა - დიაბი, ისტმონდი, ფრიმპონგი, ფაბიანსკი

ხვალ:

სტოკი-ჩელსი 16:30

ტრავმა: ჰიგინბოტემი, სიდიბე, ეზერინგტონი, ფულერი - ბოსინგვა, ბანაიუნი, რამირესი

ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 19:00

ტრავმა: დორანსი - ლინდეგაარდი, ფლეტჩერი, ერნანდესი

ზეგ

მანჩესტერ სიტი-სუონსი 23:00

ტოტენჰემი-ევერტონი გადაიდო

"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულის დაცვას, კვირას, "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" სტუმრობით იწყებს. ინგლისის 19 გზის ჩემპიონს, რასაკვირველია, ახალი პირველობის რიხიანად დაწყება უნდა - სერ ალექს ფერგიუსონისთვის ახლა მე-20 ტუტულის მოგებაა მნიშვნელოვანი. მაგრამ, აპირებს კი "ვესტ ბრომვიჩი" კაპიტულაციას? შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გუნდმა მწვრთნელი შეცვალა, როი ჰოჯსონი მიიწვია და მისი ხელმძღვანელობით 12 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ წააგო.

მანჩესტერელები მოწინააღმდეგეს რამდენიმე ახალი ფეხბურთელით ეთამაშება. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნოთ, რომ კარში ესპანელი გოლკიპერი, 20 წლის დავიდ დე ხეა იდგება. ფრთაზე 26 წლის ეშლი იანგის გამოჩენას უნდა ველოდოთ. ორივე დებიუტანტმა გასულ კვირას მონაწილეობა მიიღო "ქომუნითი შილდის" შეხვედრაში, რომელიც "იუნაიტედმა" თანაქალაქელ "სიტის" 3:2 მოუგო. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვეტერანი პოლ სქოულზის ფეხბურთიდან წასვლამ ინგლისის ჩემპიონის ნახევარდაცვაში შესავსები სივრცე გააჩინა, რომელიც პარკ ჯი-სუნმა, მაიკლ ქერიმა და ანდერსონმა უნდა შეავსონ. შეგახსენებთ, რომ ევროპაში სატრანსფერო სეზონი ჯერ არ დასრულებულა და თუ "იუნაიტედი" "ინტერისგან" ვესლი სნეიდერს იყიდის, ნახევარდაცვა ერთიორად გაუძლიერდება. თუმცა, სნეიდერის ვესტ ბრომვიჩში წაყვანა რაღას მოესწრება... სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია პორტუგალიელი ნანი, რომელმაც კვირას, "ქომუნითი შილდზე" საუცხოოდ ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

ამრიგად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედის" მთავარ ვარსკვლავ უეინ რუნის "ჰოუთორნსზე" ფრთიდან ნანი შეუქმნის ხელსაყრელ მდგომარეობებს, აი, მეორე თავდამსხმელად კი ვის ათამაშებენ, დენი უილბეკს თუ დიმიტარ ბერბატოვს? ერთი რამ ცხადია: მექსიკელი ხავიერ ერნანდესი ტვინის შერყევის გამო ვერ ითამაშებს. ჩიჩარიტომ შერყევა ამერიკაში, "იუნაიტედის" სეზონისწინა შეკრების დროს მიიღო.

"ჩელსი", რომელსაც სხვა გუნდების გაძლიერების მიუხედავად ბევრი მაინც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ კონკურენტად მიიჩნევს, სტოკში თამაშობს. ეს იქნება დასავლეთლონდონელთა ახალი მწვრთნელის, 33 წლის ანდრე ვილაშ-ბოაშის პირველი გამოცდა პრემიერლიგაში.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" გასული სეზონი ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო - პირველ ტურში "ვესტ ბრომვიჩს" 6:0 გადაურბინა. "სტოკის" ნახევარმცველი დინ უაიტჰედი დარწმუნებულია, რომ მათთან "ლურჯებს" ასეთი რამ არ გაუვათ:

"ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი გუნდი წინ მიდის და მერწმუნეთ, აქ, ჩვენს მოედანზე ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ამის დამტკიცებას პირველივე ტურში, "ჩელსისთან" შეხვედრაში შევეცდებით. რასაკვირველია, გვესმის რა გუნდსაც ვხვდებით, მაგრამ ჩვენ ჩვენსას მაინც ვცდით".

"სტოკმა" გასულ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა, მწვრთნელმა ტონი პულისმა კი ამ ზაფხულში ჯონათან ვუდგეიტი და მეტიუ აპსონი დაიმატა. მეორე მხრივ, "სტოკს" "ჩელსისთან" შეხვედრაში თავდამსხმელები, რიკარდო ფულერი და დენი ჰიგინბოტემი არ ეყოლება.

"მანჩესტერ სიტის" შედარებით ადვილი ამოცანა აქვს გადასაჭრელი - პრემიერლიგაში ახალამოსულ "სუონსის" მასპინძლობს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ "სიტიმ" ერთი კვირის წინ "ქომუნითი შილდზე" წააგო - ძალიან უნდოდათ რობერტო მანჩინის შეგირდებს სეზონის რიხიანად დაწყება, მაგრამ მაინც და მაინც მანჩესტერული დერბი წააგეს. ახლა ისტლენდელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდებიან ასე რომ, "სუონსის" კარგი არაფერი ემუქრება. გულშემატკივარს ყველაზე მეტად, ალბათ, ახალშეძენილი არგენტინელის, სერხიო აგუეროს საქმეში ნახვა აინტერესებს. მოსალოდნელია, რომ მანჩინიმ ის შეხვედრის მიწურილს თანამემამულე კარლოს ტევესის ნაცვლად შეუშვას მოედანზე.

"არსენალი" ნიუკასლსი თამაშობს. გახსოვთ, ამ გუნდების შარშანდელი 4:4? თან, როგორ იყო: 26 წუთის მერე "მეთოფეები" 4:0-ს იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 4:4 დასრულდა. წლევანდელ შეხვედრას კიდევ ის სპეციფიკა აქვს, რომ "არსენალი" დასუსტდა - არსენ ვენგერს ახალი ფეხბურთელი არ უყიდია, გაყიდვით კი იცოცხლე... ვინღა დარჩა გუნდში?

"ლივერპული", რომელმაც 2011-ში ახალი ფეხბურთელების შეძენაზე უკვე 100 მილიონი ფუნტი დახარჯა და მიზანმიმართულად ძველი ხელწერის, ბრიტანულ გუნდს ქმნის, "სანდერლენდს" მასპინძლობს. ერთ-ერთმა ახალშენაძენა ჯორდან ჰენდერსონმა თქვა:

"პირველივე ტურში ჩემს ყოფილ გუნდს ვეთამაშებით. ჩემთვის ეს, რასაკვირველია, ძალიან დიდი მატჩია. თუმცა, ყველაზე მეტად ის მინდა, რომ კენი დალგლიშმა სასტარტო შემადგენლობაში მათამაშოს. მინდა "ლივერპულის" ძირითადში დავმკვიდრდე, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს".

კიდევ ერთი ლიდერის, "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შეხვედრა "ევერტონთან" ლონდონური არეულობების გამო გადაიდო.

"უიგანის" და "ნორვიჩის" შეხვედრას, წესით, მომავალი აუტსაიდერების დაპირისპირება რომ დავარქვათ, მაინც და მაინც არ უნდა შევცდეთ. ეს გუნდები, სავარაუდოდ, ამ სეზონში მიზნად პრემიერლიგაში დარჩენაზე უკეთესს ვერაფერს დაისახავენ.

"ქუინზ პარკი" "ბოლტონს" მასპინძლობს. "ლოფტას როუდზე" ეს გუნდები 1996 წლის შემდეგ არ შეხვედრიან ერთმანეთს. "ფულჰემი" "ასტონ ვილას" მასპინძლობს", "ბლექბერნი კი ვულვერჰემპტონს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
"მატჩის მსვლელობისას ჩემთან "ლივერპულის" ფეხბურთელი მოვიდა და ეს კითხვა დამისვა..." - გიუნდოგანი ინგლისური გრანდის გაოცებულ წევრზე
მამარდაშვილის შანსი. "ითამაშებს თუ არა ალისონი?" - სლოტმა ვითარება განმარტა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ლივერპული" "გალათასარაისთან" დამარცხდა
[VIDEO] მბაპეს ჰეთ-თრიკი და ზარია შეცვლაზე - "რეალმა" "კაირატი" გაანადგურა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ