ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

"ჩვენს ეკონომიკურ ინვესტიციებს პატივი უნდა სცეს" - დე ლაურენტისი კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე

<p>"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Sport-ის მიკროფონთან ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა. როგორც "პარტენოპეის" მფლობელი აღნიშნავს, ქართველმა კლუბის ეკონომუკურ შესაძლებლობებს პატივი უნდა სცეს.</p><p>"კვარაცხელიას ახალი კონტრაქტი? - ფეხბურთელები, რომლებიც ახლა "ნაპოლიში" არიან, გუნდში მანამდე დარჩებიან, სანამ ჩვენ მოგვესურვება. წარსულში გვქონია შემთხვევები, როდესაც ზოგიერი მოთამაშის თავგადასავალი დასრულებლად მიგვიჩნევია და პრობლემა არასდროს შექმნილა.</p><p>ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით იმას, რისი გაკეთებაც ფეხბურთელს სურს და მოთამაშეც გუნდის ეკონომიკურ ინვესტიციებს ასე უნდა მიუდგეს", - თქვა დე ლაურენტისმა.</p><p>შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ხვიჩას მხარეს ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდა სურს, მაგრამ "პარტენოპეი" მხოლოდ 6 მილიონს სთავაზობს. სათქმელია ისიც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის 80 მილიონი ევროს ჩაწერა უნდა.</p><p><p><br></p>

  • გიგა

    ყველა ხელშეკრულების მოშლა შეიძლება.გულდაწყვეტილი ვარ ნეაპოლელებზე,ხვიჩას ინტერესების დაცვას ლავრენტისგან არ ითხოვენ.

  • zura222

    რუსეთშიც ხდებოდა დაახლოებით ასეთი ამბავი -- რუბინის პრეზიდენტმა რომ დაადო ფასი 20 მილიონი და ფეხი რომ არ მოუცვალა და ბოლოს კი დარჩა მშრალზე თუ არა იმაზე ბევრად ნაკლები ფული დარჩა რასაც ჩელსი და გალათასარაი იხდიდნენ (15 მილიონს) მაგრამ მაშინ თუ აღშფოთებული ქოთქოთებდნენ ჩვენი"პროევროპელ-პრომედასავლეთე და სხვა პროები ეხლა გაყურსულები არიან იმიტომ"რომ იტალიელები და ევროპელები თურმე ჩვენი"მეგობრები"არიან და თავზეც რომ მოუსაქმონს თავს არ მოარიდებენ !

  • გრიგოლიჩი

    ისე მიდის საქმე გაისად წავა, მიიღებს ნაპოლი კომპენსაციას (ანუ ხვიშტს) თუ არ გაგრძელდა კონტრაქტი.

  • alexandre

    მე ერთი მაინტერესებს. ნეტავ არავინაა იტალიაში, ამ წუწურაკ ლაურენტისს პასუხი რომ გასცეს. ინვესტიციაო? ო! 10 მლნ ჩადო კვარაცხელიაში. ჰო ყველა თანხმდება, რომ მის გარეშე ჩემპიონობა არ იქნებოდა!!! ოსიმენი წინა წელსაც იყო, მერტენსა და ინსინიესთან ერთად და რა? ყველა ვარიანტში ხვიჩას წილი ჩემპიონობაში მინიმუმის მინიმუმი 50%. და რამდენი მოიგო ამით? რა? კიდევ ვალი აქვს იმ 10 მილიონიდან? რავა სააკიანივით სულ ტყუილებს ლაპარაკობს, აბოლებს ყველას.

  • Gurami

    Ras bodav?

  • გზაგზა-ს

    ხვიჩა ბათუმიდან წავიდა ნაპოლიში. მართალია, შენ ფეხბურთს არ უყურებდი მაგ დროს, მაგრამ აწი მაინც რომ იცოდე.

  • სოსო

    აი ეს ნამდვილი ზურა 222-ა.მისი სახელით რომ წერს იმ კრეტინმა,ჯერ წერა-კითხვა ისწავლოს და მერე სცადოს სხვების მოტყუება.

  • ნუგზარი

    რადგან ასეა, არის კონტრაქტი მოქმედი და რაც იქ წერია უნდა შესრულდეს,ძალით არავინ არ მოაწერინა ხელი მით უმეტეს ჰყავს აგენტი (თუ მაგას აგენტი) ჰქვია.მშიერია? არა.ჰოდა აკეთე რა შენი საქმე და ყველაფერი მოვა.ეგ ორი წელიც მალე გავა.

  • zaza

    ისე ეს ნაპოლი არც ჩელსია، არც სიტი ან პსჟ და რეალი და ეს ხვიჩამ უნდა გაიგოს، რომ კოლოსალურ ხელფასებს ვერ გადაიხდის، და 2 მილიონის გამო გუნდს، რომელმაც რუსული ჭაობიდან ამოათრია ეგრე არ უნდა მოექცეს.

  • ლადო+

    ამ ჩვენ ბიჭს ინვალიდს გახდიან, ისეთი ტალღაა აგორებული იქაურ პრესაში. მაგარი გაძლება უნდა ამას ყველაფერს. ჩვენ რით შეგვიძლია დახმარება?

  • ლადო+

    შენ ისე წერ, თითქოს ესწრებოდე მათ შეხვედრებს. ვინ გითხრა ლაურენტისი თანახმაა გამოსასყიდის ჩაწერაზეო? სულ იქიდან მოდის ვარაუდები, ხან 5-6 მილიონიო, ხან 8-ო, გამოსასყიდზე საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს. ჩემი აზრით მთავარია აქ გამოსასყიდი და არა ორ მილიონზე ვაჭრობა.

  • ირაკლის

    და კიდევ , ასეა თუ ისე, ხვიჩა არ დაგვიჩაგრონ.

  • -

    ვხუმრობ , როგორც შემიძლია. ისე კი ზოგადად , არავინ მეზიზღება ეროვნული ნიშნით. იტალიელებს ქართველებთან ერთად " მარილად ამა ქვეყნისა "ვთვლი.

  • მწვრთნელი

    ლავრენტა და ევროკავშირი შორი-შორს არიან!

  • ერო

    ეს რომ რუსეთში ხდებოდეს ?....

  • მამუკა

    სადაც სამი იქაც ერთი წელიც უნდა გაჩერდეს დაბალ ხელფასზე და შემდეგ გადავიდეს სხვა გუნდში, ბონუსსაც მიიღებს ამისთვის და უკეთესს ხელფასსაც. იმედია ეს ვარიანტი აქვთ განხილული ოჯახში. ლაურენტისისგან სიკეთეს არ უნდა ველოდოთ

  • zura222

    არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწეროს ახალ კონტრაქტს ხელი თუ მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ და პირველ რიგში გამოსასყიდის ჩაწერას ! აქამდე ლაპარაკი იყო მაქსიმუმ 100 მილიონზე მაგრამ ეგეც ბევრია ! მაქსიმუმ 80 მილიონიუნდა ჩააწერინონ! არ დათანხმდებიან? არც მაგაზე ინერვიულოს 1 წელი გაუძლოს კიდევ და მომავალ ზაფხულს თუ არა დეკემბერში აუცილებლად გაყიდიან იმიტომ რომ იციან 2027 ში სულ უფასოდ წავა და გაყიდიან 100 მილიონად კი არა ბევრად იაფად იმიტომ რომ მსურველ გუნდებშიც არ სხედან იდიოტები და იციან--რაც დრო გავა და მოახლოვდება 2027-ს ზაფხული კვარას ფასი დაიკლებს ! სკამზე დასვამენ ? მონობა და ბატონყმობა დიდი ხანია გადავარდა და ამ შემთხვევაში კვარს შეეძლება მოითხოვოს იჯარით სხვა გუნდში გაშვება და იმათ უკვე უფლება აღარ ექნებათ ძალით დააკავონ ! ჯიდევ ვიმეორებ--მაგათ თავს თუ დაუხრის ზედ შეჯდებიან და კიდევ დიდხანს მოუწევს იმათ მონად ყოფნა

  • 1

    კლასიკური შემთხვევა ვაჭრების ცივილიზაციაში

  • gela

    ხვიჩა, ცენტი არ დაუკლო მაგ გარეწარს!

  • M-33

    აი ვერანაირად ვერ ვამართლებ კვარას გარემოცვას ამ პირობებზე რომ არ თანხმდება. 5,5 მილიონი ხელფასი და 100ის მიდამოებში გამოსასყიდი არის იდეალური. მეტი უბრალოდ ღორობაა. 150 რომ იყოს გამოსასყიდი სულ სხვა ბაზარია, ან საერთოდ არ ყოფილიყო გამოსასყიდი. მაგრამ 100ს ამ ზაფხულსაც იხდიდნენ. მოაწეროს და კონცენტრირდეს ფეხბურთზე. ნაპოლი და დე ლაურენტისი 100% იანია. ენდნენ კვარას, დააყენეს მისგან სუპერსტარი და ყველანაირი პირობები აქვს. უბრალოდ უპასუხისმგებლობაა გაქცევაზე გეჭიროს თვალი და არ აწერდე კონრაქტს ხელს. 6 მილიონი ძაან ცოტას აქვს იტალიაში ხელფასი და თან გამოსასყიდსაც თუ უწერენ ხომ მთლად უკეთესი.

  • Anjelo Antei

    ორი წლის წინანდელი დამსახურების გამო არავინ არ მისცემს ფულს. მთავარია მომავალში რას გააკეთებს. ანალოგიურად შეიძლება ხვიჩაზე თქმა, რომ ნაპოლიმ შანსი მისცა დიდი ფეხბურთი ეთამაშა და ეხლა ორ მილიონზე ევაჭრება. რეალურად, 6 მილიონი საბაზო, პლუს 100ის ფარგლებში გამოსასყიდი არის იდეალური კარიერის ამ ეტაპზე. თუ გავითვალისწინებთ სერია ა-ს სახელფასო ჭერს ნაპოლის შემოთავაზება არაა ხელწამოსაკრავი გასამრჯელო. თან ლუკაკუზე ოდნავ დაბალი ექნება ხელფასი, ანუ მეორე კაცი იქნება გუნდში. უნდა მოაწეროს და მოიხსნას ეს წნეხი, გაურკვევლობა და ბოლომდე კონცენტრირდეს ფეხბურთზე. ლაზერული ფოკუსი უნდა ეხლა. თუ ორი წლის წინანდელ წარმატებას გაიმეორებს, 100ს კი არა, 120-ს დაუფიქრებლად ჩამოვლენ მასში და 10+ მილიონიან კონტრაქტსაც დაუდებენ. თან ნაპოლი კარგ ტალღაზეა, ხვიჩაც გუნდის ბომბარდირია. მოკლედ ყველანაირი წინაპირობაა. არანაკლები წვლილი მიუძღოდა ოსიმენს ნაპოლის ჩემპიონობაში. გამოივაჭრა 10 მილიონიანი კონტრაქტი მერე სიჯიუტე პლიუს ნოუ ოფერი მის გამოსასყიდზე (100 ლიმონი) და ეხლა კი ხედავთ თურქეთის ლიგაში დარბის, და იმისც მადლობელია რომ მოერე გუნდში თამაშს აცდა.

  • გიორგი

    ლავრენტა ჩვეულებრივი შანტაჟისტია. ოსიმენი მაგრად დაუდგა და ახლა ხვიჩას გატეხვის ლამობს. ეს 'პერეგავორა' ჯუღელი რომ ვერ მოუშორა, ესაა პრობლემა.

  • M-33

    შუალედია საპოვნი ორივე მხრიდან, 6 მილიონი + ბონუსები. გამოსასყიდი 100 ლიმონი დაარტყით ხელი და მიეცით ადამიანს ფეხბურთის თამაშის საშუალება და ნუ წელავთ დროს, ეს ცუდად მოქმედებს მის თამაშის ხარისხზე. ჩემპიონატში, სადაც ყველა თამაშში ფეხებში ურტყამენ, რისკია 1.5 ლიმონზე თამაში. ასევე დიდი რისკია სკამზე არ დასვან და მართლა არ დაალპონ იმ სკამზე. დაასრულონ კონტრაქტის თემა დროულად. 1-2 სეზონი და ზუსტად პიკზე რომ იქნება, ნებისმიერ გუნდში შეძლებს გადასვლას, ასე რომ კიდევ ერთხელ, ჯობია ურჩიოთ ხვიჩას გააგრძელოს კონტრაქტი და იყოს მშვიდად ყველაზე მეტად ეს ჭირდება მას ახლა.

  • დავით 67

    გასაგებია რომ გუნდი შენია და რასაც გინდა იმას გააკეთებ, მაგრამ სამართლიანობა პირველია ყველაფერში. რატომ უნდა ჰქონდეს ერთნაირი ანდა ნაკლები ხელფასი გუნდის ლიდერს და სხვა რიგით ფეხბურთელს. ხომ თვლი თავადაც რომ ხვიჩა არის გუნდის ლიდერი? სეზონის დასაწყისში ხომ მასზე გინდოდა გუნდის აგება? თუმცა რაც შენ ოსიმენს გაუკეთე, რაღა უნდა გაგვიკვირდეს. ადრე პატივს ვცემდი ლაურენტისს როგორც კარგ მენეჯერს.ეხლა ძალიან უსამართლოდ იქცევა. საქართველოს პენსიების პროგრამას მაგონებს, სადაც სტაჟისა და დამსახურების მიუხედავად პიროვნებას იგივე პენსია აქვს, ვისაც საერთოდ არ უმუშავია

  • სვანსკი

    ძუნწისთვის ფულის შემცირების შიში სიკვდილზე უარესია არადა კარგად იცის აურელიომ ხვიჩას დაკარგვით სკუდეტოს მოპოვება კიდევ უფრო გაძნელდება, კვარას წასვლით შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს არც ნეაპოლელები აპატიებენ. ნერეში ლეჩესთან სასტარტოში??? ლაურ მილანთან გამოიყვანე რადგან პელე გგონია.

  • 1234

    კაცი 10 მილიონად იყიდეთ, სკუდეტო მოგაგებინათ და რაც აქამდე არ გინახავთ ის განახათ. ეხლა 100 მილიონი ღირს და ზაფხულში ამ ფულს პსჟ– ხელში გაკავებდათ ოღონდ მოგვეცითო. ათჯერ მეტს გაძლევდნენ ვიდრე თქვენ მიეცით კვარაში. ხელფას 1.2 მილიონს უხდით და კიდე თქვენ ინვესიციებს სცეს პატივი? ან მიეცით უფლება წავიდეს ან გამოსასყიდი ჩაუწერეთ. უმადურობის ყველა ზღვარი გადაკვეთეთ

  • buxo

    მახსოვს არსენ ვენგერის დროს არსენალში, ერთი ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა შუა სეზონში და ძალიან მაგრად ითამაშა (ერთხელ კალაძეც კარგად მოატყუა ლიგაზე) გვარს ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ. თვითონ კლუბი გამოვიდა ინიციატივით და შემდგომი სეზონიდან ხელფასი საკმაოდ მოუმატეს. ამ წუწურაქმა ლაურენტისმა, როცა საჩემპიონიო სეზონი დამრთავრდა მაშინ უნდა გაესამმაგებინა ხვიჩასთვის ხელფასი, ერთი სეზონი ხო ისევ ათამაშეს, ეხლა მეორე სეზონი დაიწყო, არსად გვეჩქარებაო რო კითხოთ, კიდე გვაქვს დროო. რა ენაღვლებათ მუქთაზე ათამაშებენ ხვიჩას. არ უნდა დათანხმდეს, არავითარ შემთხვევაში, ჯობია კონტრაქტის ბილომდე ითამაშოს, მომავალ კლუბს წინასწარ შეუთანხმდეს, ბონუსსაც აიღებს და იმ წუწურაქს ცარიელზე დატოვებს.

  • nk

    უნდა დათანხმდეს 5 მლნ'საც კი იმ შემთხვევაში თუ გამოსასყიდად 80-100მლნ ჩაიწერება. და ვაჭრობა უკვე გამოსასყიდზე უნდა ქონდეთ მარტო -> "არ მიხდი 8მლნ'ს? რა პრობლემაა, მაშინ 80მლნ გამოსასყიდი და არც 6მლნ არ მინდა, 5 მლნ იყოს " ესაა ჩემი კომენტარი :D მოითხოვენ 100მლნ+ ჩაწერას ? მაშინ გადაიხადონ 8მლნ+ . და ერთი იმაზე შეიძლება შეთანხმება, რომ 2025-ის ზაფხულში არა, მარა 2026ის ზაფხულიდან გააქტიურდეს ეგ გამოსასყიდი (ოღონდ ამ დათმობაზე წასვლის შემთხვევაში, ისევ კვარას სასარგებლოდ უნდა წამოვიდეს რაიმე სახით ნაპოლი)

  • Irakli

    კი ბატონო, ცუდად იქცევა ლაურენტისი, ყველანი კვარას ვგულშემატკივრობთ, მაგრამ იტალიელები რატომ უნდა შეგვეზიზღოს?

  • A

    120მილიონიდან ისევ ათზე რომ ჩამოიყვან მაგ საქციელით მევახშე ლაურენტისს, მერე ნახავთ ვის რა მოესურვება, შენი უმადური და ამპარტავანი დედიკო მოგვიკითხე ქართველებს

  • ვაჟა მასწავლებელი

    ეს კაცი მთლად უნამუსო "რეკეტიორი" ყოფილა. ფინანსურ პატივისცემას დემაგოგი-ურად რომ თხოულობ, მაგას დამსახურება უნდა. თქვენს ფინანსურ შესაძლებლობას კვარამ სპორტული მიღწეული შედეგებით არ უპასუხა და არ სცა პატივი? შე მართლა უნამუსო ახლადმოსულ ლუკაკუზე (რომელიც ძლივს დაათრევს სხეულს) თითქმის 7-ჯერ ნაკლებს უხდი და კონტესთან ერთად (ეგეც კარგი ჩ.....ი ყოფილა)ხვიჩას აგენტის შეხსენების გარეშეც აქამდე უნდა გაგეთანაბრებინათ ხელფასები. ისე იქცევით, რომ კვარას თქვენთან თამაშის ინტერესს დაუკარგავთ!!! - და ინანებთ, როგორც მოსკოვის ლოკომ ინანა - დაიმახსოვრეთ ეს!

  • Footbol

    ამხელა ევროპულ ქვეყანას პატრონი არ ყავს ? აშკარად სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის ეს გარეწარი. მონათვაჭრობაა თუ დემოკრატია, ჩვენს ქვეყანას ჭკუას როგორ არიგებენ საერთოდ ?!

  • ლომი

    80მ მეტს არ დათანმხდე მაგრამ ჯობია 6 აიღო და წლის ბოლოს წახვიდე. მანამდე თავი უნდა მოიკლა თამაშით და აგრესიით. ძველებურად ფინტები და ხაზის გარღვევა.

  • -

    ხვიჩას დაფასება უნდა. იტალიელები არ შეგვაზიზღოს ამ ლაურენტისმა.

  • ქ. გ.

    თუ არ ჩაწერ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხას, ხვიჩა ხელს არ მოგიწერს. და კარგადაც მოიქცევა. მალე პანიკა დაგეწყება, აურელიო.

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"შენ და მამაშენი ამისთვის გადაიხდით, ფრთხილად იყავით" - დე ლაურენტისებს ემუქრებიან

"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი

სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოსიმენის ვენდეტა და დე ლაურენტისი სასამართლოში - ვიქტორის და ხვიჩას ტანდემი პსჟ-ს სჭირდება

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

განშორება ახლოვდება - "გალათასარაი" ოსიმენს "ნაპოლისგან" გამოისყიდის

[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო

საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

დე ლაურენტისს სერია A-ში ეს მნიშვნელოვანი ცვლილება სურს - რა ინიციატივა წამოაყენა "ნაპოლის" მფლობელმა

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ