TUTTO mercato WEB-ი იტობინება, რომ „ემპოლისთან“ „ნაპოლის“ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას და ალესანდრო ბონჯორნოს თამაშის სანახავად „მანჩესტერის“ წარმომადგენლები დაესწრნენ და ორივემ მათზე შთაბეჭდილება მოახდინა - პირველმა გამარჯვების გოლი გაიტანა, მეორე კი დაცვაში კარგად გაისარჯა.

გამოცემა წერს, რომ კვარაცხელიასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება ვერ ხერხდება, გასულ სეზონში უნდოდათ კონტრაქტში მისი გამოსასყიდი ფასის, 100 მილიონი ევროს დაფიქსირება, მაგრამ მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გამო უარის თქმა მოუწიათ, რადგან ის ქართველს ხელშეუხებლად მიიჩნევდა. რაც შეეხება ზაფხულში „ტორინოსგან“ 40 მილიონად შეძენილ ბონჯორნოს, კლუბი 70 მილიონზე მეტად დააფასებს, თანაც აურელიო დე ლაურენტისს მისი გასხვისების სურვილი ნაკლებად ექნება.

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯანფრანკო ძოლამ განაცხადა, რომ ბოლო შეხვედრები ხვიჩამ თავისი დონის შესაფერისად ვერ ჩაატარა, თუმცა ვარსკვლავებს აქვთ ჩავარდნები, მაგალითად, როგორც ლაუტარო მარტინესს და პაულო დიბალას, ეს ქართველს პროგრესირებაში დაეხმარება და ძალიან უნდა პრემიერლიგაში იხილოს.

„კორიერე დელო სპორტის“ დირექტორმა ივან ძაძარონიმ თქვა, რომ „ნაპოლის“ მიერ „კვარასთვის“ 5/6-მილიონიანი შეთავაზება კარგია, უნდა დათანხმდეს, მაგრამ თუ არ აწყობს, მაშინ 100 მილიონად გაყიდიან (თუ პსჟ მართლა ამხელა თანხას იხდიდა) და ამ ფულით კლუბი სხვა ფეხბურთელს შეიძენს.

ჟურნალისტი პაოლო პაოლეტი თავის „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ ნეაპოლურ კლუბს კვარაცხელიას ტრანსფერი სულ რაღაც 10 მილიონი დაუჯდა, დე ლაურენტისი კონფლიქტში შევიდა მოთამაშესთან, რომელიც ბოლო ორ სეზონში საუკეთესო იყო, გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და არ სურს იმდენი გადაუხადოს, რამდენსაც იმსახურებს, ხოლო ყოველივე ამან შეიძლება განშორება გამოიწვიოს.

„გაძეტა დელო სპორტის“ მიმომხილველის მიმო მალფიტანოს აზრით, მხარეები ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეთანხმდებიან და ივნისში ხვიჩას გასაყიდად უნდა მოემზადონ.

"არითმეტიკოსი"
ვინისიუსზე ამბობენ მოუმატაო და ... ხვიჩას ვითომ ქართველობა შეუშლის ხელს რომ მოუმატოს ? და მზეს რომ მიეფიცხოს, ან სოლარიუმში იაროს და ცოტათი გაშავდეს ? --------- კი, მიაღწევს 25 წელსაც ფა დიდხანსაც ითამშებს, მარა... იცით ამჟამად ხვიჩა რამდენი წლისაა ?
სტამბა
ახალ ახალი კლუბის მაისურებს თქვენ აცმევთ თუ შოულობთ?
rembo
ვეღარ ქაჩავს კვარა დამძიმდა
Jora-giorgi
ჯერ ერთი მორიგი ჭორი მგონია, რადგანაც ოფიციალურად გავრცელდა რომ მანჩესტერმა უკვე მიმართა შახტარს სუდაკოვის შეძენის თაობაზე და გამოვრიცხავ მეორე იგივე ამპულის ფეხბურთელი იყიდოს. მეორეც [ესეც ჩემი აზრია, ნუ გამოხტებით ნახევარუჯრედებიანნი] პრემიერლიგა და კონკრეტულად მანჩესტერი ყველაზე ცუდი ვარიანტია კვარასთვის-საფეხბურთო თვალსაზრისით, თორემ ფინანსურად-მოგეცად ლხენაა, ბოლოს და ბოლოს ქვეყანას ერთი პრობლემით ნაკლები ექნება-ხვიჩას ხელფასის თემა გაქრება....პრინციპში მისი უთანხმოების საფუძველი ნაპოლში ხომ ფულია, თუ არადა რატომ უნდა უნდოდეს წასვლა ამ ეტაპზე გუნდიდან,რომელიც აღმავლობის გზაზეა და სათამაშო პრაქტიკაც არ აკლია....სხვა გუნდში კიდევ ღმერთამა იცის,როგორ აეწყობა მისი საფეხბურთო კარიერა. რა თქმა უნდა თავისი გაშიფრული, პასიური თამაშით ის იგივეს ვერასოდეს გააკეთებს,რასაც იტალიური კარიერის დასაწყისში აკეთებდა-სასწაულებს....სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მან უკვე გაისროლა და თავისი ევროპული კარიერა პიკით დაიწყო, მერე მინელდა და დადგა ერთ დონეზე, გამონათებებით შიგადაშიგ. როგორც ჩანს მისი გასხვისების გადაწყვეტილება მართლაც უკვე მიღებული აქვს იმ მაფიოზას. პენალტიც დაარტყმევინეს და ყოვლად უსუსური თამაშით მინდორზეც ლამის ბოლომდე დატოვეს. მაკეტინგული ხრიკია ფეხბურთში, თუ გინდა შემტევი ძვირად გაყიდო, შეეცადე რაც შეიძლება კარგი სტატისტიკა ქონდეს, მართალია ოსიმენას შემთხვევაში ეს არ გამოუვიდა, ვერავის შეატყუა 130 მლ-ნად, მიუხედავათ იმისა რომ ლამის გოლების მანქანად შერაცხა. ხვიჩას შემთხვევაში კი როგორც იტყვიან "ბოლო ჯოკერი" მის ხელშია, ოსიმენასგან განსხვავებით კვარა თითქმის მუქთად ჩაუვარდა ხელში, ხელფასსაც მიზერულს უხდის და გრძელვადიანი კონტრაქტიც უჯრაში უდევს და რაც მთავარია ხვიჩა გუნდისთვის ე.წ. ბალასტი არ არის, თამაშობს რაღაც დონეზე და გუნდისთვის შეუცვლელი არა, მაგრან საკვანძო ფეხბურთელია, ამიტომაც არსად ეჩქარება!!....კიდევ!!,როგორც ჩანს კვარა, მართლაც ვეღარ მიაღწევს იმ დონეს რითაც მან საფეხბურთო სამყაროს თავი დაანახსოვრა, უკვე 25-ე წელში გადავა და არ მგონია, სასწაული მოხდეს და რაღაც ახალი შესთავაზოს მეტოქეებს-ეგ არის რაც არის. ამოტომაც კარგია პრემიერ ლიგაში თუ გადავა ან პარიზში და 10-15 მლ-ს გადაუხდიან-ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს
ამაშია საქმე
რომ ნახეს მერე მოეწონათ რაც ითამაშა?
გიორგი
რა ხდებოდა და რაც გასულ სეზონში ნაპოლში ხდებოდა ფულის კეთება მოვა მანჩესტერის რიგი და ისიც ითამაშებს შედეგზე.
კახა
ორი სურვილი მაქ, 1 უფლის წყალობით იმ ხალხმა და ძალამ გაიმარჯვოს არჩევნებში რომელიც ჩვენ ქვეყანას არგებს და 2 რე. ხვიჩამ დაახწიოს ეშმაკ ლაურენტისს თავი. კავანი, იგუაინი, კულიბალი, და კიდე რამდენი მაგარი ფეხბურთელი გაამწარა და შეარყია ფსიქოლოგიურათ. არ მინდა ხვიჩაც ჩაეწეროს იმ დიდ სიაში.
აზრი
ყარაბაზ ბარაბაზია ლაურენტისი.
scout
მანჩესტერიდან მაკტომინეი გამოიქცა ნაპოლიში ეხლა, დებილია? ტენ ჰაგის ნაირ ანომალია დებილი მწვრთნელის ხელში, კითხოს აბა ერთი მაკტომინეის რა ხდებოდა მანჩესტერში
garegin meore
ბაჩაბაზო ;))))))
მ.ზ.
ლაშა,ობიექტურად,ძლიერი კომენტარი დადეთ,ამომწურავად გეთანხმებით,ესპანეთის ტოპ გუნდი ფენომენისთვის მისწრებაა, და მგონი ამ დონემდე ცოტაღა უკლია ქართველს,პრემიერლიგაში ,ყველა ტექნიკურად,ძლიერმა ვარსკვლავმა,ნაკლებად ითამაშა,თავიანთი უნარების შესაფერისად ვერ აქაჩეს ბოლომდე....
skaro
სასწაული გუნდია და ერის გახარება იქნება. აფსუს რა დროს აღარ წვრთნის ფერგიუსონი
მ.ზ.
,, რომ უსამართლოდ ექცევა დე ლაურენტისი თავის უძლიერეს ფეხბურთელებს და უხდის რაც მას სურს და არა რასაც იმსახურებენ,ყველამ დაინახა(ინსენიე,ზელინსკი,კიმი რუი,ოსიმენი....)მაგრამ ამგვარი ქმედება მისი ბიზნესის სტილია ,სჯის ნიჭიერებს,ვინც ითხოვს თავისას,მოქმედებს დე ლაურენტისი ცინიკურად,კრიმინალის ზღვარზე,მაგრამ სადაც ვერ გამოსდის,უკან იხევს(სპალეტის) შემთხვევა,მაგრამ ფეხბურთის ბიზნესს ცდილობს არ გადააბიჯოს- სისხლისსამართალში.მასზე "თავაწყვეტილად" იქცევიან პსჟ-ს ბოსები,ააფორიაქეს რა ,დიდი ანაზღაურებებით,კვარაცხელიას დილეტანტი აგენტი,...მაგრამ დე ლაურენტისზე "ღვარძლიანები "არიან და"წაგებას" არ ეგუებიან,ხშირად კრიმინალის გამოყენებასაც ცდილობენ,"ურჩ" ფეხბურთელების წინაღმდეგ,მბაპეს გარშემო,მაგალითი:შვედეთში გაუპატიურების გარშემო,ფიფთი-ფიფთია:პსჟ-ს"არაბი" ბოსების,"ხელიც" ურევია,ამ ინციდენტს,სანამ ფავორშია ჩვენი ქართველი,უნდა ეცადოს ტოპ გუნდში ,"გაასწროს",ნაპოლის და პსჟ-ს "მაფიოზებს ფეხბურთიდან"
696
შესანიშნავია, თვალსაჩინოებისთვის ბევრად ჯობია პირდაპირ თავისნაირ ეშმაკებში იყოს, ვიდრე ეშმაკების მეორეხარისხოვან მეგობრებში
geo
გრამატიკა არ გასწავლეს სკოლაში?
ირაკლი
სასიხარულო ამბავია, არამხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის არამედ მთელი ქართველი ერისთვის! რადგან მანჩესტერ იუნაიტედი მეტია ვიდრე გუნდი! მიდი ისტორიით! იმედია შედგება ეს ისტორიული ტრანსფერი. მანჩესტერი სათანადოდ დააფასებს ჩვენს ხვიჩას! ხვიჩა დალაშქრავს პრემიერ ლიგას, ისე როგორც დალაშქრა სერია A პირველივე წელს როცა ბათუმის დინამოდან გადავიდა ნაპოლში. ოლდტრაფორდი და ხვიჩა იქნება დუეტი რომელიც დაწერს ისტორიას!
ლაშა
ესპანეთია ტექნიკური ფეხბურთელისთვის ზედგამოჭრილი ინგლისისგან განსხვავებით, სადაც არ წასულა არცერთი ტექნიკური ფეხბურთელი მესის, მარადონას, ბაჯოს, ზიზუს, რონალდოს, რონალდინიოს და სხვათა ჩათვლით. ძირს პრემიერლიგა!
მერაბი-1960
რა თქმა უნდა მანჩესტერ იუნაიტედის სახელოვანი გუნდია, მაგრამ ამ ეტაპზე არცთუ კარგად დაკომპლექტებული. რამდენი წელია წვალობს და ახლოსაც ვერ მიდის ლიდერებთან. ბევრი არცთუ ძლიერი პოზიციაა გუნდში, მაგრამ კვარას ადგილზე ნაკლებად უჭირს. გარნაჩო კარგად თამაშობს, თან ახალგაზრდაა. მეტს ვერ ვხვდები. მათ მეტი იციან. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. სადაც არ უნდა ითამაშოს ჩვენმა ბიჭმა, წარმატებას ვუსურვებ
zura222
ძაკიანმაგარი ამბავია ! და მომავალივნისს კი არა შეიძლება ეხლა დეკენბერშიც გაყიდონ სანამ 100 მილიონს იხდიან
ცედი
ქუდზე კაცი ხვალ .
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო