კიევში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე ბექა ღვინიაშვილმა 81 კილოგრამ წონაში პირველი ადგილი დაიკავა
ბექა ღვინიაშვილი (81) ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ამბავი ორიოდე საათის წინ კიევში გაცხადდა, სადაც ქართველმა ტალანტმა ფინალში მასპინძელი ბოჰდან ზუსკო დაამარცხა.

ამით ჩვენმა ნაკრებმაც შეწყვიტა წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაშიც თავისი წილი 73 კილოგრამში მოასპარეზე ფალავნებმაც შეიტანეს - ბექა დონღვანმა ვერცხლი მოიპოვა, ლევან გუგავა კი მესამეზე გავიდა. დღევანდელი დღე მოსალოდნელზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ნაკრებისთვის - ტატამზე გასული 4 ბიჭიდან სამმა მედალი მოიპოვა, თუმცა აღსანიშნავი ფაქტი გოგოების ტურნირშიც მოხდა - მარიამ ჯანაშვილმა (57) ორი მეტოქე დაამარცხა და მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა, რითაც სანუგეშო წრეში გადავიდა.

მართალია, იქ პირველივე შეხვედრა დათმო, მაგრამ ჩვენი გოგოებისგან თუნდაც დამამშვიდებელში გადასვლა დიდი წარმატებაა. აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ჯანაშვილმა კარგი ჭიდაობით ტრაბზონშიც გამოიჩინა თავი, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ამ წარმატებით გორელმა ღვინიაშვილმა სეზონი 100%-იანი შედეგით დაასრულა - მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ჩვენებურის გარდა, ჭაბუკთა შორის ასეთი მაქსიმალური შედეგის მოპოვება მხოლოდ რუსმა ირინა დოლგოვამ (44) შეძლო. საინტერესოა, რომ ღვინიაშვილმა ევროპაზეც ყველა შეხვედრა წმინდად მოიგო და ახლაც, თუმცა ამ ორ შეჯიბრებას შორის მთავარი მსგავსება მაინც ისაა, რომ ორივეგან დასკვნითი შეხვედრები უკრაინელებთან გამართა - ნახევარფინალში დავით ხარებავას მოუგო, ფინალში - ზემოხსენებულ ზუსკოს. კიევში ამ ფალავნებამდე ორი აზიელიც გააკრა ტატამს - კორეელი იონგილ კიმი და უზბეკი მუხრიდდინ მირზაიოროვი. საყურადღებოა, რომ ჩვენებურმა ყველა მეტოქე შებოჭა. მას არ უჭირს მეტოქის ჩოქბჯენში გადაყვანა, ის კი კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მისი სტიქიაა.

ღვინიაშვილის დარად, წლეულს სამივე ზემოდასახელებულ ტურნირში იჭიდავა გუგავამაც და სამივეგან ბრინჯაო მოიპოვა. ის ევროპაზეც და ახლაც რუს სულეიმან ვიშეგუროვთან დამარცხდა, რომელიც მერე ორივეგან ჩემპიონი გახდა. განსხავევბა მხოლოდ ისაა, რომ ევროპაზე მასთან ნახევარფინალში წააგო, ახლა - მეოთხედფინალში.

ვიშეგუროვი ამ ტურნირზე ბედისწერად გვექცა - ფინალში დონღვანსაც მოუგო. თუმცა რუსს ჩვენებურებთან ძალიან გაუჭირდა - ორივეს გაფღთხილებებით აჯობა. გუგავამ მასთან შეხვედრამდე სამი ორთაბრძოლა წმინდად მოიგო, დამამშვიდებელში კი ორი ვაზარი მიითვალა. მან ბრინჯაოსთვის შეხვედრა ნახევარფინალში დონღვანთან დამარცხებულ კანადელ ლუის კრიბერ გაგნონს მოუგო. თავად დონღვანის სტატისტიკა არაა ასე შთამბეჭდავი, თუმცა მან რუსთა მეორე წევრს, ამ ტურნირის ბრინჯაოს მედალოსან რუსტამ გერეკოვს მოუგო.

გუშინ ჩვენი ბიჭებიდან უმედლოდ მხოლოდ ჯაბა კაპანაძე დარჩა, თუმცა მესამე წრემდე ისიც გავიდა (ოღონდ პირველში ისვენებდა), იქ კი უკრაინელ ზუსკოსთან წააგო. გოგოებში ჯანაშვილის გარდა, დღეს ანი მინდიაშვილიც (63) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე წრეში დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ დამთავრდება, კიევის ტატამზე კი ვაჟთა მორიგ ქართულ კვარტეტს ვიხილავთ - შალვა ჩოჩელს, გურამ თუშიშვილს 90-ში, გიორგი ლაზუაშვილსა და ზაზა ხუბულურს - +90-ში.

ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჩოჩელი პირველ წრეში სერბ ნემანია ნიკოლიჩს ხვდება, ვინაც ევროპაზე თუშიშვილმა დაამარცხა, თავად ბრინჯაოს მედალოსანი თუშიშვილი კი პირველ შეხვედრას ამჯერადაც იმ რუს ალექსანდრ გრაჩევთან ჩაატარებს, ვისაც ევროპაზე პირველ წრეში აჯობა. ხუბულური კორეელ ჰიუნბინ ჩოს ეჭიდავება, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ლაზუაშვილი - ფრანგ სიმონ ჰამელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lali
გილოცავ შვილო,სულ ასე წარმატებებით გევლოს! ჩვენი ქვეყნის დროშა არსოდეს დაგეწიოს დაბლა. მჯერა,როგორც გინდა მოინდომონ, ჩვენს გადაშენებას და გაქრობას ვერ შეძლებენ.
გია
ყოჩაღ ბექა ღვინიაშვილო, გენაცვალეთ ქართველებო,
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე