სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „მილანი“ 2:0 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ლუკაკუს მოხვდა, ცოტა ხანში კი მენიანის კარი ლუკაკუმ დალაშქრა. ამას მასპინძელთა უშედეგო იერიშები მოჰყვა, რის შემდეგაც თამაში გათანაბრდა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ხვიჩამ „როსონერის“ თქვენი მოწონებული გაუტანა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მეხუთე გოლია - აგრეთვე ორი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „მილანმა“ ზეწოლა გააძლიერა, მორატას გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. სწრაფი კონტრიერიშისას „კვარამ“ მაკტომინეი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მწვრთნელმა კონტემ 77-ე წუთზე ქართველი ნერესით შეცვალა, ხოლო ნეაპოლურმა გუნდმა მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით ლიდერია და 3 ნოემბერს „ატალანტას“ მიიღებს.

მილანი. „სან სირო“

მილანი - ნაპოლი 0:2

გოლები: 0:1 ლუკაკუ (5), 0:2 კვარაცხელია (43)

დავით 67
ყველაფერში გეთანხმები სპორტული თვალსაზრით, სამართლიანობა პროფესიონალიზმზე ერთ მაგალითს მოვიყვან.პროფესიონალი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ არასამართლიანი. აი მაგალითად ლაურენტისი პროფესიონალია, მაგრამ არასამართლიანი. არამარტო ხვიჩას გასამრჯელოსთან დაკავშირებით, ოსიმენი ჟელინსკი რუი. მე იმის თქმა მინდა რომ მასში მარტო სიძუნწე არაა მთავარი.
სოსო
დავით 67-ს.ჩემპიონი ნაპოლი,მთლლიანად შეტევაზე იყო ორიენტირებული და ხვიჩასგანაც პირველ რიგში ამას მოელოდნენ.დღევანდელ ნაპოლის ბურთის ფლობა50%-ზე ნაკლები აქვს,ჩვეულებრივ.კვარასაც ჩვეუებრივად ევალება დაცვაში თამაში და ცხადია ასეთ პირობებში ვეღარც ისე კაშკაშა დრიბლინგს გააკეთებს,რადგან დაკარგვის შემთხვევაში ისევ უკან გამოქცევა და ბურთზე ბრძოლა ევალება.ეს უკვე მეორე წელია ასეა და ფლანგზე ფინტაობით გაჭრის ჩვევა,შედარებით შეუმცირდა.რა თქმა უნდა სამაგიეროდ სხვა უნარები უფრო მეტად განივითარა და საბოლოო ჯამში,უფრო სასარგებლოც კი არის,გუნდისათვის,მაგრამ ეს უკვე ძველებური ფეირვერკი აღარ არის.ასე,მისმა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს.უკვე 5 გოლი გაიტანა თითქმის ყოველთვის კარის წინა ზონიდან,ან კიდევ,ფლანგიდან საჯარიმოს კუთხესთან შემოტეხვით აქვს გატანილი.ადრე,კუთხურის ხაზს მიუყვებოდა ხოლმე ხშირად და იქიდან ამწვავებდა თამაშს,შეძრომით,დარტყმით,ან ჩაწოდებით. სახელმწიფოს წარმატებისათვის საჭირო სამებაში გეთანხმები,უბრალოდ,მეორე ადგილზე ალბათ პროფესიონალიზმს დავაყენებდი,რადგან პროფესიონალიზმი,თავის თავში,სამართლიანობასაც მოიცავს,თუმცა რიგითობას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.ამ სამეულის გარეშე,შეუძლებელია რაიმე საქმეში წარმატების მიღწევა.
დავით 67
სოსო-ს.კი მასეა ზუსტად. ადრეც ეგრე იყო. თეთრ და შავზე გამახსენდა, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს 88წელს ყავისფერი"საროჩკა" ჩამომიტანეს უცხოეთიდან და პატარა მომივიდა.მაშინ საკომისიო მაღაზიები იყო და იქ ვთხოვე გაყიდვა. არაფრით არ გაიყიდა და რომ ვიკითხე რატომ არ იყიდება მეთქი ( ფასი ძვირი არ იყო) ყავისფერი რომ არის იმიტომო. თეთრი ან შავი რომ იყოს 2 დღეში გაგიყიდიო))) . ეს პატარა მაგალითიც მოწმომბს თუ როგორ აზროვნებს უმეტესობა. მე ყოველთვის ვახარისხებ თუ როგორ უნდა შედგეს სახელმწიფო წარმატებულად. 1) განათლება. 2) სამართლიანობა. 3) პროფესიონალიზმი. რაც შეეხება ხვიჩაას ბოლოდროინდელ თამაშებს ვთვლი რომ უფრო თავისუფლად ვეღარ რისკავს, აი ადრე ფეხებს შუა რომ უტარებდა ბურთს, ფინტებზეც ნაკლებად მიდის. ეს ალბათ მწვრთელის დავალებაა. ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას რომ თამაშს უკლო. უფრო სხვანაირი გახდა, შეიძლება სანახაობრივად ისეთი აღარაა მისი სტილი ისეთი როგორც ადრე, მაგრამ გუნდისთვის ძალიან სასარგებლოა.მაინც რაც არ უნდა იყოს მასზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დღეს საქართველოს არ ჰყავს, არც ნაპოლის
სოსო
რატომ გააძევეს?კარგი თამაშისათვის არავის უჩვენებენ,წითელ ბარათს.ვის როდის შეუშვებს,ეს კი,მილანის მწვრთნელის გადასაწყვეტი იყო და არა მგონია საკუთარი გუნდისათვის ცუდი სდომებოდა.ლობოტკას არყოფნაზე აღარაფერს ვიტყვი.
სოსო
დავით,ახლა,11 დისლაიქი გაქვს და არ მესმის რატომ.ალბათ ჩვენ და ეგენი,სხვადასხვანაირად ხედავენ ფეხბურთს. მაკტომინეი უკვე საკმაოდ კარგად პარტნიორობდა კვარას და თამაშსაც დაეტყო.შეთამაშდებიან და უკეთესობა ექნებათ.ის ეტყობა ლიდერული თვისებებით გამოირჩევა,მებრძოლია და ხშირად თამაშს საკუთარ თავზე იღებს.შოტლანდიის ნაკრებშიც ასეთი იყო.ნაპოლის ასეთი ფეხბურთელი მხოლოდ სარგებელს მოუტანს.საუკეთესო თამაში არ იყოვო რომ დწერე,გოგამ ეტყობა ჩათვალა,რომ ცუდ თამაშად ჩაუთვალე,ეს თამაში.სხვა ახსნა არ აქვს,მის პოსტს.ჩვენთან რატომღაც დაამკვიდრეს,რომ თუ რაიმეზე არ თქვი,თეთრიაო,ჩათვლიან ,ამან თქვა შავიაო.ფერებს და ელფერებს არ სცნობენ.პოლიტიკაშიც ყოველ ნაბიჯზე ასეა და აგერ აქ,სპორტულ საიტზეც.სამწუხაროა,მაგრამ ეს საზოგადოებაში აზროვნების დეფიციტზეც მიანიშნებს და გახლეჩილობაზეც.პროპაგანდას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის,ამ გახლეჩილობის შექმნასა და გაღრმავებაში.გოგა, ხვიჩას მართლაც კარგ თამაშს რომ ნახავს,მაშინ მიხვდება,შენ რას გულისხმობდი და ეს პრეტენზიებიც მოიხსნება.
rigiti
კონტრაქტი რომ ჰქონდეს მოწესრიგებული კიდევ უფრო მაგრად ათამაშდება!!! და კიდევ ერთს დავამატებ დიდად ღირსეული საქციელია და ძალიან ვაფასებთ პოლიტიკაში რომ არ გაერია!!!!!!!
gzp
ძანაც ნუ აგივარდებათ. 2 ძირითადის შეცვლაზე გამოუშვა. კიდევ ორი წითელის გამო არ თამაშობდა. ფაქტიურად 4 ძირითადის არ თამაშობდა (აქედან ერთი მცველი) რაც აშკარად დაეტყო მილანს.
gel-100
გოგას,, მე გეტყვი საუკეთესო თამაშს რას ვეძახით ხვიჩას გულშემატკივრები,,გოლი გაიტანა, ასისტი გაუფუჭეს, დაცვას ეხმარებოდაო რო წერ,,ჯერ ესერთი აქ ცუდად ითამაშაო არავინ ამბობს თუმცა საუკეთესო თამაში არ ჩაუტარებია და თუ შენ იმაზე დავობ იყო თუ არა ხვიჩას საუკეთესო თამაში ესეიგი შენ ბევრი დაგიკარგია და ხვიჩას მართლა მაგარი თამაშები არ გინახია,,ეს იყო ერთი ჩვეულებრივი თამაში სადაც კვარამ თავისი თავის 60% აჩვენა, და თუ მაგას ეძახი საუკეთესო თამაშს მართლა სადაც მაგრად ითამაშა იმაზე რაღას იტყვი?? ჩართე და უყურე ნაპოლი-ატალანტას ან ნაპოლი-მონცას ან ნაპოლი-ლაციოს ან საქართველო-შვედეთს და ნახავ კვარას მაგარ და ჩვეულებრივ თამაშს შორის განსხვავებას, მომავლისთვის გამოგადგება შესადარებლად
გენა
ინდივიდუალურად ვინისიუსთან ერთად მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელია
ლაზი აზნაური არნევ მუსკია
აბაა რაა! აბაა რააა! შენ გენაცვალე გულში, ხვიჩუ!
რონი
ნაკრებში იშრომე მასე და აქ გაიტანე მასეთი გოლები. ბოლო 2 თამაში ძილისპირული რომ გქონდა ჩართული
დავით 67
გოგა-ს.სადმე წაიკითხე ჩემს პოსტში რომ ცუდად ითამაშა? თუ პირველად უყურე მის თამაშს, მაშინ ბოდიში
goga
რამდენჯერ უნდა შეგვმატო ამ ცხოვრებაში ბედნიერი მომენტები ჩვენო ოქრო ბიჭო
გოგა
გოლი გაიტანა, ასისტი გაუფუჭეს, დაცვას ეხმარებოდა და მეტი კარგ თამაშს, რას ეძახი საინტერესოა, კონტეს გუნდები ასე თამაშობენ
L.J .
Artmevashic shesanishnavi iyo xvicha,golic magari gaitana,kargi pasic gaaketa scotze,kontes sqemam imushava,warmatebebi kvaras!!!!
დავით 67
ვერ ვიტყვი რომ ხვიჩას საუკეთესო მატჩი იყო მაგრამ გოლი ბრწყინვალედ შეასრულა. თავიდან ვერ მივხვდი თუ რა დავალება ჰქონდა კონტესგან თითქოს ყველგან იყო და ბურთს ვერ იღებდა, დასაწყისში იმ დაბლოკილ დარტყმას თუ არ ჩავთვლით. მაკტომინეის რომ გაეტანა ასისტიც ექნებოდა. მაკტომინეი მაგრად მომწონს ძალიან მშრომელი ფეხბურთელია, სერიაA-ში რეკორდსმენი ყოფილა სირბილში. საშუალოდ 12კმ თამაშში. კარგია რომ მოიგეს მილანთან. ინტერთან ალბათ უფრო გაუჭირდებათ. კარგი კიდევ ისაა რომ მეორე წრეში ამ გუნდებს სახლში ეთამაშებიან, ამით ჩემპიონობისკენ უფრო ახლო იქნებიან
ალექსანდრე
ხვიჩა, გვაბედნიერებ! ფეხბურთელიც მაგარი ხარ და კარგი ადამიანიც! მომავალ წარმატებებს გისურვებ!
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
[VIDEO] სამი გაძევება "ოლიმპიკოზე" - "ნაპოლიმ" "ლაციო" დაამარცხა
"მილანმა" "ვესტ ჰემიდან" გერმანელი თავდამსხმელი ინათხოვრა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ახალმა კვარამ" იმედები ვერ გაამართლა და გაყიდვას უპირებენ
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა