სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმრები დებიუტში ლუკმანმა დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება მაკტომინეის შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ანგისას მეკარე კარნეზეკმა არ გაატანინა. 31-ე წუთზე კი ლუკმანმა შორიდან დალაშქრა მერეტის კარი - 0:2 და მასპინძლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბერგამოელები მეტოქეს შანსს არ აძლევდნენ, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან სცადა გატანა, თუმცა ბურთს კარნეზეკი დაეუფლა. მერე კოლაშინაცის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კონტემ გილმორი და პოლიტანო ნგონჟით და რასპადორით შეცვალა. მომენტი ბონჯორნოს ჰქონდა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია. 71-ე წუთზე ხვიჩას მაგივრად მოედანზე ნერესი შევიდა. შეცვლაზე შესულებმა თამაში ვერ გაამწვავეს, ხოლო კომპენსირებულ დროში რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა და „ატალანტამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერია და 10 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ატალანტა 0:3

გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31), 0:3 რეტეგი (90+2)

gel-100
რო გამოლაგდით ყველა სფეროში ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ხალხი და ლანძღავთ ბიჭს რომელმაც ბევრ ქართველს ფეხბურთის ყურება და ნაკრების გულშემატკივრობა დაგაწყებინათ და უდიდესი სიხარული მოგანიჭათ ევროპაზე გასვლით რაც თაობების აუსრულებელი ნატვრა იყო, რა მოხდა თუ ერთი თამაში ჩაუვარდა?? რომელი ხართ მასზე წარმატებული და რომელს გაგიკეთებიათ კვარაზე მეტი სამშობლოსთვის?? ამოხვედით ყელში ეს ყველაფრით უკმაყოფილო ლუზერი ხალხი,ვინ ხართ ან რა გაგიკეთებიათ საერთოდ ქვეყნისთვის ან თუნდაც საკუთარი ოჯახისთვის რო ამ წარმატებულ კაცს ლანძღავთ?? ვერ ითამაშა ისე როგორც მიგვაჩვია გასაგებია მარა ლანძღვაა,კარგად მოთამაშე კვარაც ჩვენია და ცუდად მოთამაშე კვარაც და ვისაც არ შეგიძლიათ ამის გააზრება სხვა რამით დაკავდით, თუმცა იმ სხვა რამეშიც ნულები ხართ,,არ წაიღეს ტვინი ცოლის და დედის მუტლით მაცხოვრებელმა კაცუნებმა ამ ბოღმიანი და ბოროტული კომენტარებით,,არჩევნები გაიმართება არ მოგწონთ და არევაზე ხართ, სადღაც ვინმე ერთ თამაშს ჩააგდებს და ლანძღავთ,ნაკრებს არ გამოუვა თამაში და კობიაშვილიდან დაწყებული კალაძით დამთავრებული(რა შუაშია ნაკრებთან თანამდებობით მარა მაინც))ყველას ლანძღავთ, თან ამ დროს ბილეთების ყიდვას ვერ გასწრებთ ვერავინ რო მერე გადაყიდოთ და ფული იშოვოთ და თქვენ თავებს კითხეთ აბა გააქვთ მორალური და ადამიანური უფლება ამის შემდეგ ვინმე აკრიტიკოოთ?? ჩაიგდეთ ენები და სხვისი გაკეთებული საქმე დააფასეთ მით უმეტეს იმ ფონზე როცა თავად ეყარნენ ფედერაციაშიც და მთავრობაშიც თქვენი მოწონებული კადრები და კარგად გვახსოვს რა დღეშიც ჩააგდეს ყველაფერი ქართული ფეხბურთი იქნებოდა თუ მთლიანად ქვეყანა,,ახლა გეკითხებით ნაცების დროს რო ფედერაცია ფულის საკეთებელ დანადგარად აქციეს და კვარას კლასის ფეხბურთელი საერთოდ არ გვყავდა ამ ნიჭიერ ერში მაშინ სად იყავით? რომელი აპროტესტებდით? სიჭინავას დროს ჩვენი მთავარი ვარსკვლავი ჯანო ანანიძე უფრო მაგრათ თამაშობდა მაშინ მოსკოვის სპარტაკში ვიდრე დღეს კვარა ნაპოლიშიი?? თუ რატო იყავით მაშინ ჩუმად?? ააა გეშინოდათ მიხუილას ზონდერ ბანდას არ გაეგო და დედა არ მოეტყნათ ზედმეტი ლაპარაკისთვიის?? ხოდა შეირგეთ დღევანდელი თავისუფლება,საერთოდ რო ბედავთ ამდენის ლაპარაკს ეგაა ის დემოკრატია რომელიც მოიტანა ამ მთავრობამ და დააფასეთ,დააფასეთ სანამ ისევ სოროებში შეძრომა არ მოგიწევთ თქვე კაცუნებო
ობლაკ
ლავრენტამ ხომ არ იყომარა??
მირო
ატალანტამ აჩვენა ნაპოლის ნამდვილი დონე.იუვენტუსთან ფრე ავტობუსის ჩადგმით ითამაშეს და მილანის მეორე შემადგენლობას მოუგეს.სხვა სერიოზული მეტოქე დღემდე არ ჰყოლიათ.ატალანტამ ერთი თავით უკეთესად ითამაშა,ამათ ბურთი არ მისცა,მაგრამ ამათაც ეძინათ რატომღაც ორი ტაიმი.არც ტემპი,არც ინტენსივობა,არც კომბინაციური რამე,თითქოს პახმელიაზე იყვნენ.ინტერიც იგივეს უზამს.ერთ თვეში მეოთხე მეხუთე ადგილებზე იქნებიან.
დავითს
მე ტაქტიკაზე ვიძახი, უყურე თამაშს??
dzidzia
გასპერინის ატალანტა ხუმრობა არაა სერიოზული მწვრთნელია ბრძენია. ვიცოდი რომ გაუჭირდებოდათ მაგრამ ასე 3-0 ს არ ველოდი. მილანს მოუგეს გასვლაზე იმიტომ რომ იმათ სუსტი მწვრთნელი ყავთ. არც ლუკმანი არაა ხუმრობა ლევერკუზენს შეუგდო ფინალში. კონტე რაღაცას მიაცვ-მოაცვამს ამჯერად, რაში ჭირდება ეს პოლიტანოები და პომიდვრები მინდორზე ეგრევე ნერეში რო დააყენოს იქიდან ვერა? უძლიერეს შემადგენლობაწ არასდროს არ აყენებს სულ სიაფანდებით უნდა გაძვრომა. არაა გამორიცხული ინტერს დაუმალა მარა ამდენი არ უნდა ისიაფანდო რა
დავით
ავტობუსი კი არა ყველაზე შემტევი გუნდია სერია ა-ში. ნახე რამდენი გოლი აქვს გატანილი. წინა მატჩში 6 გოლი გაიტანა, თავდამსხმელები ამოსარჩევად აქვს ლუკმანის გარდა.
ამ ზამთარს ან ამ ზაფხულს
ამ ზამთარს ან ამ ზაფხულს კვარა გადავა სხვა გუნდში, ნაპოლი კი ისევ მოიგებს სკუდეტოდ, ისევ 30 წლის მერე...
გიო
ატალანტა არის 95% ავტობუსი მაგრამ შეტევაში ასრულებენ მაგრად ეს ლუკმანი ხო ტალანტია ევროპის ლიგა მოიგეს ბოლო ბოლო..ნაპოლიმ რა მოიგო????

გუნდი, რომელსაც ტემპში ვერ გადააქვს შეტევაში ბურთი და შეტევის განვითარებისთვის ფლანგის მცველებს ელოდება... 6 მომენტი იყო, როცა თამაშის გაშლის ნაცვლად ცარიელ მარცხენა ფლანგზე, 4 კვ. მეტრზე მცველებით ჩაკეტილ მონაკვეთზე ცდილობდნენ პასს, ცენტრში აპაუზებდნენ და ისევ გვერდით პასსით უშინაარსოდ აგორებდნენ ბურთს. ასეთ უსახურ გუნდში ( იგებს თუ აგებს, წელს ნაპოლი ყველა თამაშში უმძიმეს ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც სასჯელია) კვარას მსგავსი ფეხბურთელი არ არის საჭირო, ვერ გამოიყენებს ასეთი ფეხბურთელის პლიუსებს უბრალოდ იმიტომ რომ კონტეს სტილი არ არის კრეარიული შემტევები. გუნდი რომ ოსიმენს გაუშვებს და ლუკაკუს მოიყვანს იმის გამო რომ დიდი გაბარიტები აქვს . . . კი ბატონო, ნამდვილად "სტოლბაა" მოედანზე
aburjga
ძალიან იმედგაცრუებული ვარ! მაგრამ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო! ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ყველამ ვიცით რანაირია ქვაბიდან ხარჩოს ამოსაღები კოვზი ან ჩამჩა. აბა მითხარით იმ კოვზით ფინჯანში ჩაის მორევა რომ სცადოთ გამოვა რამე?! არა და ორივე კოვზია ჩამჩაც და ჩაის კოვზი! ათამაშეთ ხვიჩა გარემარბად, შემტევ ნახევარმცველად... ან თუ არ გჭირდება ამ ამპლუის ფეხბურთელი, როცა მიდის გაუშვი რა! 10 მილიონი გადაიხადე, ხომ? სკუდეტო პირვესავე წელს მოგაგებინა?! - მოგაგებინა! ახლა გაყიდე 60-80- მილიონად, 6-ჯერ 8 ჯერ მეტი აიღე იმასთან შედარებით რაც გადაიხადე! რა ამბავია რომ დააწექით ამ კაცს მაჯლაჯუნასავით თავზე, ნამუსი აღარ გაქვთ, საერთოდ?! თქვენ 5 მილიონზე ეტილავებით, 80 მილიონს არ ყაბულობთ, დაცვაში უნდა ირბინოსო და მცველად თამაში ისწავლოსო?! რატომ ბიჭო, რატომ?! გაუშვით იქ სადაც საკადრის ხელფასსაც მისცემენ და თავის ამპლუაში ათამაშაებენ! ვინ ხართ, რა ხართ ეს კოლექტიური დასავლეთი ასეთი ვერაგები, ყველაფერში თახსირები, უსინდისოები, თვალზე ფულის ლიბრი რომ გადაგკვრიათ?!
თემური
ჯერ ერთი შეუძლებელია, რომ გუნდიდან ყველა ერთდროულად ჩავარდა. მეორეც ცვლილებებმა აჩვენა რომ კონტემ არ იცოდა რა ექნა და ეს გამოწვეული იყო ლობოდკას არ ყოფნით, ერთია რომ გილმორი ლობოდკა არაა და მეორეა როცა გილმორს რასპადორით ცვლი, კონტეს ცვლილებები განწირულის ქმედებებს ჰგავდა. კონტეს მოუგო გასპერინიმ და არა ატალანტამ ნაპოლის, ამიტომაც აქებდა თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე კონტე თავის მოთამაშეებს, მასზე კარგად არავინ იცის რომ წაგების მიზეზი თვითონაა.
დავითი
ფაქტია, რომ გასპეტინიმ მიაჩოხანა კონტე, ხოლო ატლანტამ ნაპოლის ყველა რგოლში დაჯაბნა. ხვიჩამ იფაფხურა, კაცი ვერ მოატყუა, ორთაბრძოლები წააგო და სწორადაც შეცვალა... ლიდერი ვიცი მე, გუნდი რომ ვერ თამაშობს, შენ ხარ წინამძღოლი და ცეცხლის დანმთები...
მამუკა
ორი (ჯერჯერობით) ბოღმიანი დაუნახავის კომენტარი. )))) რაც ადრე დავწერე, გავიმეორებ: ჯერ შესაბამისი გარემო (სამართლიანი დაფასებით და ანაზღაურებით) შეუქმენით ამ ბიჭს, მერე წესიერი მწვრთნელი (ვინც მის უნარებს შესაბამისად გამოიყენებს) და პრეტენზიები მხოლოდ ამის შემდეგ. ;)
მეგრელი
რა დროს სკუდეტოა, ესენი ლიგაზე თუ მოხვდნენ მაგარი შედეგი იქნება. ჩვენი ბიჭი კი უნდა ვაღიაროთ რომ საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის ფეხბურთელია, ტოპამდე ბევრი უკლია (ღმერთმა ქნას ჩემს ჯინაზე ოქროს ბურთი მოიგოს)
დავით 67
ალექს-ს! უინტელექტოა თუ ინტელექტიანი. ოლივერა ნაპოლიში დღეს საუკეთესო იყო.ყველაზე უკეთესი შეფასებით 7.3.თან ყველაზე მონდომებულია
დავით 67
წინა კვირას დავწერე რომ ნაპოლის სუსტ გუნდებდან უჭირს თამაში თქო, იქნებ ძლიერ გუნდებთან უკეთ გამოიჩინოს თავი მეთქი, ისიც დავწერე რომ მეორე წრეში სახლში მოუწევს თამაში იუვესთან ინტერთან მილანთან და ეს პლიუსია,მაგრამ დღეს დავრწმუნდი რომ ეს ასე არაა, თუმცა მილანთან მოგებამ ცოტა იმედი მომცა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს ატალანტამ ძალიან მაგრად ითამაშა. პირველივე წუთებიდან შეუტიეს უშიშრად და შედეგიც დადეს, გოლის შემდეგ არ ჩამჯდარან დაცვაში, რასაც ნაპოლი აკეთებს. ნაპოლი ძალიან დაბნეული თამაშობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თანაგუნდელები შეთამაშებული არ იყვნენ. უფრო სწორად თითქოს პირველი მატჩი ჰქონოდათ. არ მგონია რომ სამეულში მოხვდნენ. ხუთეულში კი. ხვიჩა და ლუკაკუ სუსტები იყვნენ დღეს თუმცა ზოგი გამოჩნდა უკვე ისეთი რომელიც ამას აპრავებს. რატომ ხვიჩაზე არ ააგეს თამაში და როგორ თუ შეცვალეს და ა.შ.ფეხბურთელს თუ არ გამოუდის თამაში უნდა შეცვალო აბა რა უნდა ქნა? ნაპოლის პლიუსი კიდევ ისაა რომ ევროტურნირებზე არ უწევს თამაში და სხვა გუნდებისგან განსხვავებით უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს ფიზიკურად, მაგრამ არა ასეთი თამაშით. ფაქტიურად ერთმა ლუკმანმა დაახია ბურთი თავზე მთელ გუნდს.
სოსო
გილმორი ლობოტკას შემცვლელად თამაშობდა და მთელი თამაში არ უხსენებია კომენტატორს.სამივე გოლი ისე გავიდა,მთელი დაცვა,გაჩერებული ადევნებდა თვალს,მეტოქე რას გააკეთებდა და მთელი თამაში,ფრთიდან ფრთაზე,თუნდაც ორი კაცის გამოტოვებით არ გადაუტანიათ ბურთი.თუ დასარტყმელ ზონაში ბურთი ვინმემ მიაწოდა,ეს კვარა იყო და ვერც ერთხელ ვერ დაარტყეს კარში.ლუკაკუც მთლიანად ამოკეტილი იყო და მიუხედავად იმისა,რომ კონტეს ლუკაკუ ძალიან მოსწონს,გამოჩნდა,რომ ოსიმენს ვერც კი უახლოვდება.ატალანტა საომრად გამოვიდა მოედანზე და გაიმარჯვა.ნაპოლის სათამაშო გეგმა თითქოს არც კი ჰქონდა,იმდენად მონოტონურად მოქმედებდნენ.ცხადზე ცხადია,რომ კონტემ წმინდად წააგო ტაქტიკური დუელი,ატალანტას მწვრთნელთან,ვერც გუნდი დამუხტა და შედეგიც შესაბამისი მიიღო.ნაპოლი,შედარებით სუსტ გუნდებთანაც გაჭირვებით იგებდა და ატალანტა,კონტეს სტილით,ზეფრთხილი,დაცვიდან თამაშით დაუძლეველი ბარიერი აღმოჩნდა.სანამ ნაპოლი იგებდა,ასე უსახურ თამაშს,გულშემატკივარი ითმენდა,მაგრამ თუ წაგებები გაუმრავლდა,მალე შეაქცევენ ზურგს.ნაპოლიმ უკვე მეორე თამაში წააგო და ორივე დიდი ანგარიშით.თუ გოლი გაუშვეს,კონტეს ტაქტიკით,თამაშის შემოტრიალებას ვერ ახერხებენ.უბრალოდ არ იციან,როგორ მოიქცნენ და ჩერდებიან.ახლაც,ძალიან გაბრაზდნენ,ატალანტამ მესამე გოლი რომ გაუტანათ.თვითონ აშკარად ელოდნენ თამაში დროზე დამთავრდესო,თითქოს ორივე მხარე შეთანხმდა შედეგზე,მაგრამ უცებ ბომბარდირმა,მაინც გაიტანა და გეგონება ხელშეკრულება დაარღვიაო,ისე გამწარდნენ.0-2 მისაღები ანგარიში იყო,მათთვის.მესამე გოლი კი,აღარ უნდა გაგეტანათო,ისე გამოვიდა.გუნდი სათამაშოდ არ იყო მობილიზებული,მიზეზი არ ვიცი და კონტემ თუ იცის, მოუწევს სასწრაფო ზომების მიღება,რადგან უახლოესი ურთულესი თამაშების სერიაც ასევე თუ ჩააგდეს,ჩემპიონატიც ჩაგდებული გამოვა და გუნდი თავზე დაეშლება.სულ ცოტა ხნის წინ დავწერე,ახლოვდება ის დრო,როცა შესაძლებელია ხვიჩამ,სხვათაშორის თამაში დაიწყოს და მაშინ ვნახავთ,ნაპოლის საჩემპიონო ამბიციებს რა მოუვა მეთქი.დღეს მთელმა ნაპოლიმ სხვათაშორის ითამაშა და კი ვნახეთ,კატასტროფა.კვარას ძალიან დიდი მიზეზი აქვს,უგუნებოდ იყოს,მაგრამ სხვებს რა სჭირთ?კარგი შეკითხვაა და სწრაფი დიაგნოზი სჭირდება კონტეს,შემდგომი ინტენსიური მკურნალობის კურსით.
ალექს
და ვისთან უნდა ააწყოს კვარამ შეტევა, რობოტ მაკტომინეისთან, თბილისის დინამოს დონის გილმორთან, ბლეყვე ლუკაკუსთან თუ უინტელექტო და უტექნიკო ოლივერასთან? ზუსტად იმიტომ იღებს იმ 8 მილიონს,რომ აქვს გასაოცარი უნარი საკუთარი ახირებულობა და ვირული სიჯიუტე გაასაღოს მაგარ მწვრთნელობად. გასპერინიმ დღეს მიუჩინა ადგილი. შემდეგ კვირას მილანში მიუჩენენ.
ლომი
ჯერ ერთი რატომ არ კეთდება კვარასკენ თავდასხმის აწყობა? მეორე რატომ გაყავას ყველაზე საუკეთესო მოთამაშე მოედნიდან 0-2 რომ აგებ??? არ მესმის რა. ერთი სული მაქვს როდის მოშორდება ამ გუნდს.
ალექს
დავწერე სვარკაა ნაპოლი და ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს მეთქი და მთავარი შედეგიაო აქ კონტეს გამოექომაგნენ. ხომ უნდა გავთალოთ რომ მაგ სვარკით სერიოზულ გუნდთან ვერაფერს გახდები და აგერ აპამპულავეს რასაც ქვია. კონტე არის ახირებული კაცი,ვითომ ტაქტიკოსი,რომელიც თვლის რომ ლუკაკუ ჯობია ოსიმენს, მაკტომინეი ან გონჯი ზელინსკის და პიცანოლაა თუ ვიღაც ქათამბარკალა მარიო რუის, რომელსაც ბრწყინვალე დუეტი ჰქონდა კვარასთან შექმნილი.
ადამიანი
დიდი ფული გაკეთდა როგორც ტოტალიზატრი...აშკარად დადებული ქონდა დიდი დული
გუსანი
მეც იგივეს ვფიქრობ, მეტსაც დავწერ, სკუდეტოც გამართლებით, მეტწილად ხვიჩას, ვიქტორის და კიმ მინ ჯეს დამსახურებით მოიგო, ყველა პრინციპული თამაში კი წააგო, მაგ: მილანელებთან, წელს უკეთ კი ათამაშდნენ მაგრამ ,,გრანდის'' დონემდე ბევრი უკლიათ, სკუდეტოსაც იმ შემთხვევაში მოიგებს თუ სხვები ,,ჩაისვრიან'', ჩვენი ჯილა კი შორსაა ჯერ-ჯერობით სტაბილურობისგან.....
დდდ
კონტემ ინტერს დაუმალა თამაში
მეგრელი
რო დავწერო რასაც ვფიქრობ, ჩასაფრებული ხარო ვეტყვიან და ჯობია ისევ სადღეგრძელოს ვიტყვი: ხვიჩა ქვეყნის სიამაყე ხარ, ლომი, ვეფხვი, ვამაყობთ შენით )))
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი - "ატლეტიკომ" მუსო გამოისყიდა
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ