„ატალანტამ“ აშკარად დაჯაბნა „დიეგო მარადონაზე“ „ნაპოლი“, 3:0 დაამარცხა და იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ბერგამოულ გუნდს უკვე შეუძლია სკუდეტოზე იფიქროს. ხაზგასმულია, რომ ჯან პიერო გასპერინიმ ანტონიო კონტეს პირადი დუელი მოუგო, რომელუ ლუკაკუს კი ისაკ ჰეინმა გასაქანი არ მისცა.

დღეს შეწყდა „ნაპოლის“ ათმატჩიანი წაუგებელი და ექვსმატჩიანი მოგებათა სერია, ხოლო „ატალანტმამ“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - საერთო ანგარიში 18:2.

SportItalia-ს ჟურნლისტმა ტანკრედი პალმიერიმ „ნაპოლი“ გააკრიტიკა: „ადრე დავწერე, რომ „ნაპოლი“ მახინჯურ ფეხბურთს თამაშობს და აგრეთვე ბევრი შეურაცხმყოფელი რამ ვთქვი გუნდზე. დღესაც იგივეს ვიტყვი და ამის გამოსწორება შეუძლებელია“.

კონტემ აღიარა, რომ მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა: „გულწრფელი უნდა ვიყო. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, რომლებმაც გოლებისას გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასეთ შემთხვევებში უკეთ მოქმედება შეგვიძლია. გუნდს განწყობისადმი საყვედურს ვერ ვეტყვი. ვნახეთ სტატისტიკა, რომელიც მთლიანობაში ძალიან ბალანსირებული იყო. ხშირად მივმართავდით პრესინგს, ამას დიდი ენერგია დასჭირდა. ასე რომ, მეტის მოლოდინი არ მქონდა.

შევხვდით მოწინააღმდეგეს, რომელიც ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში ჩვენზე ძლიერია. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე იმის გამო კი არ ვილაპარაკე, რათა თავი დამეზღვია. „ატალანტა“ სისტემატურად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ სეზონში „ბაიერს“ სძლია და ევროპა ლიგა მოიგო. შემადგენლობის სიღრმე გააჩნიათ, რამაც ყველა უნდა შეაშინოს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ სეზონში „ნაპოლი“ სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. "ატალანტას" კარგა ხანია გასპერინი უდგას სათავეში. მათთან წაგება სამარცხვინო არ არის. ეს გუნდი ჩვენთვის ორიენტირია, რომელზეც სწორება გვმართებს“.

ახწ
გეთანხმები, გოლამდე არათუ თანაბარი თამაში მიდიოდა, ნაპოლი სჯობდა კიდევაც, მაგრამ გოლი რომელ წუთზე გავიდა, ხომ არ გახსოვს?
ამატაკი
ჯერჯერობით ადრეა რომელიმე გუნდის თამაშზე წერტილის დასმა. სპალეტის საჩემპიონო ნაპოლიც განადგურდა მილანთან და უფრო მწარედაც. გოლამდე საკმაოდ თანაბარი თამაში მიდიოდა. სხვა საქმეა რომ გოლის შემდეგ ნაპოლიმ თანასწორ გუნდთან ვერ შეძლო თამაშის შემოსაბრუნებლად საჭირო ზეწოლის განხორციელება. დი ლორენცო, რაჰმანის სამოქმედო არეალი იყო ის ზონა, სადაც ნაპოლის აშკარად ჩავარდნა ჰქონდა და გასპერინიმ ეს მშვენივრად გამოიყენა. ზედმეტად შიშით ეთამაშებოდნენ ლუკმანს. ეტყობოდათ რომ ეშინოდათ მისი სისწრაფეების და ეთამაშებოდნენ შორიდან, რამაც განაპირობა კიდეც პირველი ორი გოლის გაშვება.(მეორე გოლში მერეტმაც ვერ ივარგა). აქედან გამომდინარე შეიძლება კონტეს შეცდომებზეც საუბარი, ალბათ სრულად ვერ აღიქვა მეტოქის მარცხენა ფლანგიდან მომდინარე საფრთხე, თორემ შეეძლო უფრო ფრთხილი სქემის მოფიქრება, მაგალითად მაძოკის დამატებით პერსონალურად ლუკმენისთვის. სადღაც ისე, როგორც გასპერინიმ იმოქმედა ხვიჩას წინააღმდეგ.(შეტევის ხარჯზე გააძლიერა დაცვა, რეტეგიც კი დასვა სკამზე) კონტე ალბათ ზედმეტად ენდო თავისი გუნდის შეტევით პოტენციალს, რომლის გამოყენება შექმნილ სიტუაციაში სრულად ვეღარ მოხერხდა, განსაკუთრებით დაბალ სისწრაფეებზე და ნაკლებად კრეატიულად მოთამაშე შოტლანდიელების ფონზე. ეს ნერეში და კომპანია კიდე მაშინ ვარგია, როცა ანგარიში მიჰყავთ. ეს არ იყო ის თამაში და სიტუაცია, რომელსაც თავისი "საქონლის" გასაპიარებლად ასე ოსტატურად იყენებს ხოლმე ნაპოლის ხელმძღვანელობა. პ.ს. შეიძლება იმის თქმა რომ არაფერი კატასტროფული ნაპოლისთვის ჯერჯერობით არ მომხდარა. პოტენციალი ნამდვილად აქვთ, ჩემპიონობისთვისაც კი. ოღონდ ესაა, რომ ზოგჯერ დიდი ტრენერებიც უშვებენ შეცდომებს, რაც თავად კონტემაც აღიარა. ეს ჩვენთანაა მიღებული, რომ ტრენერი ყოველთვის ცამდე მართალია და მის გარდა ფეხბურთზე რაიმე აზრის გამოთქმის უფლებაც კი არავის აქვს.
თენგო
რამდენიმეჯერ ხვიჩა კარგ პოზიციაზე გადიოდა და პასი არ მიცეს. ეს მწვრთნელმა უნდა დაავალოს ლუკაკუმ საერთოდ ჩააფლავა
სვანსკი
ლამარა კვარას დაკარგავსო კაკულიამ თქვა ))) ისევე როგორც ოსიმენი დაკარგა. ლამარ ლაურა დე კონტე-ერთი ხედვა ერთი პიროვნება
მწვრთნელი
ხო ვთქვი 4-3-3-ს ნუ თამაშობ მეთქი! აგერ! დაუბრუნდი შენს სათამაშო სქემას! რასპადორი, სიმიონე, პოლიტანო მოაშორე გუნდს! აიყვანე ზამთარში რეტეგი ატალანტადან, ფაცცინი და გოგლიჩიძე ემპოლიდან! აი მერე ნახე, როგორ ათამაშდება ნაპოლი! ისე ეგ თამაში პოლიტანომ, დი ლორენცომ და მერეტიმ წააგო!
ლუკა
კი ეგრეა, თურმე გადანერგილი თმები სცვივა და მაგაზე დარდობს
მირო
უბრალოდ მორჩა გამართლებების სერია დაბალ გუნდებთან.დაიწყო სერიოზული თამაშები და ეგრევე გამოჩნდა ნაპოლის რეალური დონე.კვარა რომ არ იყოს ამის ნახევარიც არ იქნება ეს გუნდი,რაც ეხლაა.ამ ფეხბურთელებს როგორ მოაგებინა სპალეტიმ სკუდეტო მიკვირს.თუმცა კვარას ფაქტორი გადამწყვეტი იყო მაშინ.ატალანტა აშკარად საჩემპიონო გუნდია და ვფიქრობ ის აიღებს სკუდეტოს.
zura222
რა თქმა აუნდა უმახინჯეს და უცუდეს ფეხბურთს თამაშობს ნაპოლი და ეგეთი თამაშის ყურებას სვარკის ყურება ჯობია რომ არა ხვიჩა ნაპოლის თამაშისკენ საერთოდ არც გავიხედავდით მაგის გამოვიტანჯებით და ვუყურებთ იმ საცოდაობას რასაც ნაპოლის თამაში ქვია უაზრო პასები მოედნის ცენტრში იმის მაგივრად რომ გამოიყენონ ხვიჩას სისწრაფე როცა ერთი კაცი უდგას (თავისუფლად დგომის ვარიანტი აღარაა იმის მერე რა სახელიც დაიგდო) იმის მაგივრად რომ სწრაფად მისცენ უაზროდ აგორავებენ ბურთს თითქოს ელოდებიან როდის მივა ხვიჩასთან მეორე და მესამე კაცი მერე აძ;ევენპასს და ხვიჩაც იძულებულია ისევ უკან დაუბრინოს @ მერე კიდევ როცა ხედავ ხვიჩას 3 კაცი უდგას და ლუკაუკსაც ხანდახან ორი კაცი გააკეთე რა სწრაფი პასი პოლიტანოსთან (ჩვენი კრიტიკის მიუხედავად არაა პოლიტანო ისეთი ჭ კლასის ფეხბურთელი)მაგრამ იქაც აგვიანებენ პასს @ დი ლორენცო რას თამაშობს თვითონაც იცის ? გილმორი არაფრის მაქნისია შეტევის წამოწყებაში მაკტომინეიც სულ ზედმატად ათრევს ბურთს და კიდევ--ნაპოლი უსუსურად გამოიყურება პირველ ნომრად თამაშის დროს და არ იციან როგორ გატეხონ დაცვა და ამაში ჩვენს ნაკრებს გვანან ! ჩვენებიც ასე იბნევიან ავტობუსი დაცვის წინააღმდეგ @ ნაპოლიც და ჩვენი ნაკრებიც მეორე ნომრად გაცილებით უკეთ თამაშობენ და ამიტომ აქვთ უფრო მეტი მოგებები სტუმრად
გულშემატკივარი
კონტეც, რაღაც ვერ არის ჯანზე. არ ვიტყოდი, კოჭებში, რომ არ ეტყობოდეს. სხვათაშორის, სახეზეც ეტყობა.
ლუკა
კარგად დაალაგე ყველაფერი
ვოოტ
ჰო, ფაქტიურად შემოულაწუნა... მაგრამ ეჭვი მაქვს, ლაურენტისის გადამკიდე, ისევ გაშტერდება...
დდდ
რეალურად კი გასპერინიმ ნაპოლის ის სუსტი მხარე გამოიყენა, რაც წინა მეტოქეებმა ვერ შეძლეს და ფაქტიურად შეჭამეს კონტეს ნახევარდაცვის ნარჩენები - გილმორი ვერ ვარგა ლობოდკას შემცვლელად და ასეთ დროს ანგისაც უმწეოდ გამოიყურება, ამან დაცვასაც გაურთულა საქმე და ხვიჩა და პოლიტანოც იძულებულები იყვნენ, უკან დაეხიათ ბურთის მისაღებად. ნებისმიერი გუნდის თამაში დიდწილად არის დამოკიდებული საყრდენი ნახევარმცველების თამაშზე ( ეს ჩვენ საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ ქოჩორას მაგალითზე), სწორედ ამიტომ უხდის ინტერი ჟელინსკის ნაპოლიზე მეტს (ლაურა დაკლებას ეჩალიჩებოდა) და სწორედ ამიტომ უნდა ბარსას ლობოდკას ყიდვა. არადა, ორივეს უძლიერესი შუა ხაზი ჰყავს, მაგრამ იციან, რომ ამ ამპლუის ფეხბურთელი ზედმეტი არასდროსაა... ეს კონტემაც მშვენივრად იცის, მაგრამ გილმორიზთა და მაკტომინეით გუნდი არ გაძლიერებულა - ერთს გამუდმებით დახმარება სჭირდება ( არადა, იქით უნდა ეხმარებოდეს და აზღვევდეს სხვებს), მეორე კი ერთობ ეგოისტი ვინმე გამოდგა - პასს მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იძლევა... საერთოდ, ნაპოლის წლევანდელ ტრანსფერებშიც ლაურას ხელი იგრძნობოდა და შემადგენლობის მხრივ გუნდს უფრო უკუსვლისკენ აქვს კურსი აღებული, რადგან ლობოდკასაც რომ შევეშვათ, მინიმუმ ნახევარი გუნდი შეუცვლელი ფეხბურთელები ჰყავს და ნებისმიერის არყოფნა პრობლემებს უქმნის... ამ დროს გასპერინიმ ისე მოახერხა ნაპოლის გაბითურება, რომ ამ დროისთვის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი მხოლოდ მატჩის მიწურულს შემოუშვა გასახურებლად, რადგან შტუტგარტში უმძიმესი გასვლა ელის და ლიგაზე წარმატებული თამაშის დასაბუთებული პრეტენზია აქვს. კონტეს კი გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის დასაყენებლად და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლაურას ხუშტურებს მოერია...
ჟორა გაბრიჭიძე
კარგი გაკვეთილი ჩაუტარა კონტეს ამ ბრძენმა კაცმა.
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მალდინი "ატალანტადან" "ლაციოში" გადავა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
უკან იტალიაში - ჯაკომო რასპადორი კვლავ სერია A-ში ითამაშებს
"მეგობრის ღალატი დანაშაულია" - ჟალევსკი შეყვარებულის გამო სკანდალში გაეხვია
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა