"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს და მიჯრით 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს, გერმანიასთან მატჩით იწყებს. 1/4-ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს ერკინებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება.

1/4-ფინალის დანარჩენ წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს შეხვდება.

18-წლამდელები წელს მესამე ტურნირს ითამაშებენ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. გაზაფხულზე მათ იტალიაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს.

ჩეხეთში წამსვლელთა შორის 7 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშიათ. 26 მოთამაშეს შორის ათი 2007 წელსაა დაბადებული და ისინი 18-წლამდელთა ტურნირებში გაისადაც შეძლებენ თამაშს. შემადგენლობაში 7 ლეგიონერია, 19 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს. გუნდის კაპიტანი დავით ბარამია იქნება.

18-წლამდელები ჩეხეთში 12 ნოემბერს გამთენიისას მიემგზავრებიან.

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე