ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში 10 ახალი წევრი მიიღეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზში 10 ახალი წევრი მიიღეს.

NBA-ის ყოფილ კალათბურთელთა შორის ასეთი პატივი წილად ხვდათ: დენის როდმანს, არვიდას საბონისს, კრის მულინს, ტომ სანდერსსა და არტის გილმორს. ასევე ამ სიაში მოხვდა გუნდ "ჰარლემ გლობტროტერსის" წევრი რის ტატუმი.

რაც შეეხება მწვრთნელებს, ამ კატეგორიიდან დიდების დარბაზში დაიდო ბინა ლეგენდარული ფილ ჯექსონის მრავალწლიანმა ასისტენტმა და სამკუთხა შეტევის შემქმნელმა ტექს უინტერმა. აგრეთვე ჰერბ მაჯიმ, ვინც ფილადელფიას უნივერსიტეტის მწვრთნელის რანგში 900-ზე მეტ გამარჯვებას მიაღწია.

გარდა ამისა, დიდების დარბაზში მოხვდა ქალთა შორის ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტერეზა ედვარდსი და ტარა ვანდერვირი, რომელმაც მწვრთნელის ამპლუაში 800-ზე მეტი მატჩი მოიგო და ამასთან ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საზეიმო ცერემონია 13 აგვისტოს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ჩატარდა და ერთი რეკორდიც დაფიქსირდა. როგორც ამერიკულმა პრესამ დაწერა, არვიდას საბონისი ყველაზე მაღალი კალათბურთელია მათ შორის, ვინც ოდესმე დიდების დარბაზში მოხვედრილა - ლეგენდარული ლიტველის სიმაღლე 221 სანტიმეტრია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა