შოტლანდია. IV ტური
ინვერნესი-რეინჯერსი 0:2

გოლები: 0:1 იელავიჩი (60-პენ), 0:2 ედუ (68)

შენიშვნა: იელავიჩმა პენალტი ვერ გაიტანა (68)

ჰართსი-აბერდინი 3:0

გოლები: 1:0 ნოვიკოვასი (24), 2:0 სატონი (35), 3:0 სატონი (52)

სტ. ჯონსტონი-დანფერმლაინი 0:1

გოლი: 0:1 კირკი (30)

ვერ გაიტანა პენალტი: კრეიგი (63. სტ. ჯონსტონი)

სტ. მირენი-მოზერუელი 0:1

გოლი: 0:1 ჰეიტლი (90)

სელტიკი-დანდი 5:1

გოლები: 1:0 სტოკსი (4), 1:1 რასელი (31), 2:1 ჰუპერი (33), 3:1 კი სუნ იენი (58), 4:1 ლედლი (71), 5:1 ფორესტი (81)

კოლმარნოკი-ჰიბერნიანი 4:1

გოლები: 1:0 ჰეფერნანი (3), 1:1 ო’კონორი (14), 2:1 ჰონლონი (41 ს.კ.), 3:1 დეიტონი (65), 4:1 ჰეფერნანი (71)

„ოლდ ფირმ დერბი“, მოგეხსენებათ, რასაც ეწოდება - ეს გლაზგოს ორი დიდი გუნდის, „რეინჯერსისა“ და „სელტიკის“ შეხვედრაა. კაცმა რომ თქვას, ნეიტრალურ გულშემატკივარს შოტლანდიის პრემიერლიგაში ყველაზე მეტად სწორედ ეს თამაში აინტერესებს, მაგრამ იმისათვის, რომ „ოლდ ფირმ დერბი“ საინტერესო იყოს, საჭიროა მისმა მონაწილეებმა სხვებს აჯობონ და ერთმანეთთან დაპირისპირებას დიდი სატურნირო მნიშვნელობაც მიანიჭონ. სწორედ ეს მოხდა ამ უქმეებზე - გლაზგოს ორივე გუნდმა მოიგო.

„რეინჯერსმა“ სტუმრად მოუგო ინვერნესს. ეს გახლდათ ჩემპიონის მეორე გამარჯვება მეორე გასვლით შეხვედრაში, თუმცა ქალაქში დარჩენილმა „სელტიკმა“ „დანდი“ გამოიჭირა და კომფორტულად მოუგო 5:1.

„რეინჯერსის“ ფეხბურთელთაგან თავი 25 წლის ამერიკელმა მორის ედუმ გამოიჩინა. მან ჯერ გოლი შეაგდო, შემდეგ კი წითელი ბარათი იხილა და თანაგუნდელები ბოლო 15 წუთის განმავლობაში უმცირესობაში დატოვა. სხვათაშორის, ამ შეხვედრაში ერთი ფეხბურთელი, კერძოდ კი როს ტოკელი ჰაილენდერებსაც გაუძევეს. ის ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააგდეს, ხოლო ამ ეპიზოდში დანიშნული პენალტით ნიკიცა იელავიჩმა ანგარიში გახსნა. 68-ე წუთზე ილავიჩმა კიდევ დაარტყა თერთმეტმეტრიანი, მაგრამ ვერ შეაგდო, უკუგდებულ ბურთს კი სწორედ ედუმ მიუსწრო და „რეინჯერსის“ მეორე გოლი გაიტანა.

ედუ ორი ყვითელი ბარათისთვის გააძევეს. მატჩის შემდეგ „რეინჯერსის“ თავკაცმა ალი მაკოისტმა თქვა: „თამაშის შემდეგ ედუს ველაპარაკე. შესაძლოა, ვინმე ფიქრობდეს, რომ პირველი ყვითელის ამოღებისას მსაჯმა ცოტა გადააჭარბა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავად მორისმა მისცა არბიტრს მისი მოედნიდან გაგდების საშუალება“.

თ მ ფ წ ბ ქ

1. მოზერუელი 4 3 1 0 5-0 10

2. სელტიკი 3 3 0 0 8-1 9

3. რეინჯერსი 3 2 1 0 5-1 7

4. კილმარნოკი 3 1 2 0 5-2 5

5. დანფერმლაინი 3 1 2 0 4-3 5

6. სტ.მირენი 4 1 2 1 2-2 5

7. დანდი 4 1 2 1 4-7 5

8. ჰართსი 4 1 1 2 4-3 4

9. Hიბერნიანი 3 1 0 2 2-6 3

10. სტ. ჯონსტონი 3 0 1 2 0-3 1

11. აბერდინი 4 0 1 3 0-5 1

12. ინვერნესი 4 0 1 3 3-9 1

ბომბერდირები: 3 - კირკი (დანფერმლაინი), სტოკსი (სელტიკი); 2 - დეილი (დანდი), ჰეფერნანი (კილმარნოკი), იელავიჩი (რეინჯესი), კი სუნ იენი (სელტიკი), მერფი (მოზერუელი), ნეისმითი (რეინჯერსი), სატონი (ჰართსი), ტენსი (ინვერნესი), ო’კონორი (ჰიბერნიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა