სუპერთასი. პირველი მატჩი: აპრილის ბატალიების შემდეგ მოურინიოს "რეალი" და გვარდიოლას "ბარსელონა" კვლავ დაეჯახნენ ერთამენთს
რეალი-ბარსელონა 2:2

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - სერხიო რამოსი, პეპე, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, ხედირა (57. კალეხონი) - დი მარია (53. ფაბიო კოენტრაო), იოზილი, რონალდო - ბენზემა (80. იგუაინი).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, აბიდალი, ადრიანო (60. პიკე) - ტ. ალკანტარა (57. ჩავი), კეიტა, ინიესტა - სანჩესი, მესი, ვილია (72. პედრო).

გოლები: 1:0 იოზილი (13), 1:1 ვილია (35), 1:2 მესი (45), 2:2 ჩაბი ალონსო (53)

გაფრთხილება: ჩაბი ალონსო, ხედირა, კოენტრაო - სანჩესი, ალვეში

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 26-13; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-5 (9-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 80 354

მაშ ასე, ესპანეთის საფეხბურთო სეზონს სუპერდასაწყისი ჰქონდა - 14 აგვისტოს გადაჭედილ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ქვეყნის სუპერთასის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც იმავდროულად სუპერკლასიკოც იყო - აპრილის ბატალიების შემდეგ ჟოზე მოურინიოს "რეალი" და ხოსეპ გვარდიოლას "ბარსელონა" კვლავ დაეჯახნენ ერთამენთს. რამხელა სიამოვნება ელით წინ ფეხბურთის ესპანელ (და სხვა) მოყვარულებს, როცა ამ ორ სუპერგუნდს სეზონის პირველივე ოფიციალურ მატჩში ასე თამაში შეუძლიათ!

მოურინიომ 4-2-3-1 სისტემა ირჩია და სასტარტოში ერთი ახალწვეულიც კი არ დააყენა - მან ისევ ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობოდა გასულ სეზონში, თუმცა თვისობრივად ეს მაინც ახალი "რეალი" იყო, რომელმაც "ბარსას" ბურთის წართმევა და შეტევა გაუბედა (და გამოუვიდა კიდევაც). პეპმა კი, ერთი შეხედვით, ექსპერიმენტებს მიმართა (ზოგი, აუცილებლობით იყო გამოწვეული), სისტემას (4-3-3) ბუნებრივია, ის არ შეხებია. დაცვის ცენტრში ერიკ აბიდალს ხავიერ მასკერანო შეუწყვილდა, ნახევარდაცვაში ტიაგო ალკანტარა გამოჩნდა, სასტარტოში იყო სეიდუ კეიტაც, შეტევაში კი ვიხილეთ "ბარსას" ჩილელი ახალწვეული ალექსის სანჩესი, რომელმაც ახალ გუნდში საომარი ნათლობა მიიღო.

თამაშის პერიპეტიებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ გოლებს აღვწერთ. გოლი კი ამ თამაშში სულ 4 გავიდა. "რეალის" უპირატესობა მალე ისე შესამჩნევი გახდა, რომ ცხადი იყო, ვიქტორ ვალდესის კართან გოლი "მწიფდებოდა", შესაშურ ფორმაში მყოფმა ქარიმ ბენზემამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მესუთ იოზილს მე-13 წუთზე ანგარიში გაეხსნა.

"ბარსას" პასუხმა დიდ ხანს არ დაახანა - 35-ე წუთზე დავიდ ვილიამ საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან ისეთი დაარტყა, რომ იკერ კასილიასი უფუნქციოდ დატოვა (თუმცა "რეალის" კაპიტანს უკეთ გარჯა ჰმართებდა), ტაიმის მიწურულს კი მანამდე ჩრდილში მყოფმა ლეო მესიმ სამი ხედირას შეცდომით ისარგებლა, აჯობა პეპეს (რომელმაც რაღაც მანქანებით ეს შეხვედრა ყვითელი ბარათის გარეშე ჩაამთავრა, არადა, ერთი-ორჯერ გაძევებასთანაც ახლოს იყო) და ტაიმი "ბარსას" მოაგებინა.

მეორე ტაიმში "რეალის" უპირატესობა აბსოლუტური გახდა, 53-ე წუთზე პეპემ მეტოქის საჯარიმოში იომა, უკან ჩაბი ალონსოს დაუგორა და ბასკმაც, 4 ბარსელონელს შორის "გააძვრინა" ბურთი - 2:2. არც ამის თამაშს ეთქმოდა ცუდი, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. საპასუხო თამაშის წინ, რომელიც ოთხშაბათს "კამპ ნოუზე" გაიმართება, "ბარსელონა", რა თქმა უნდა, ფავორიტია, მაგრამ მოურინიოს "რეალმა" ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ განგვიმტკიცა რწმენა - ამ სეზონში "სამეფო კლუბი" დიდ საჩემპიონო ომს გაუმართავს კატალონიურ გრანდს, ამით კი ისევ ფეხბურთის მოყვარულები იხეირებენ. პირველი ტაიმის მიწურულს "რეალის" ბურთის ფლობის პროცენტი 66-ს მიუახლოვდა, ბოლოს როდის წააგო "ბარსამ" ბურთი, ვერც კი ვიხსენებთ (თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა ეს მაჩვენებელი გამოასწორეს).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე