საქართველოს ეროვნული ნაკრები იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ისრაელის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში 72:77 დამარცხდა
13 აგვისტო

ალმერე, ჰოლანდია

საქართველო-ისრაელი 72:77

17:18, 18:19, 15:26, 22:14

საქართველო: გამყრელიძე (22წთ), მარკოიშვილი (27წთ, 10ქ), სანიკიძე (24წთ, 7ქ, 2დ), ვ. ბოისა (17წთ, 2ქ), ფაჩულია (25წთ, 13ქ, 6მ);

ცინცაძე (13წთ, 12ქ), შერმადინი (15წთ, 8ქ, 11მ), შენგელია (17წთ, 10ქ), ცქიტიშვილი (18წთ, 3ქ), ჰაინსი (13წთ, 7ქ), ა. ბოისა (7წთ), ფაცაცია (5წთ)

ისრაელი: ბლუ (13ქ), კადირი (13ქ), პნინი (9ქ), ჰალპერინი (9ქ), ბურშტეინი (8ქ), ელიაჰუ (8ქ).

2010 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე პირველი ჯგუფიდან ისრაელი და ჩერნოგორია გავიდნენ. მათ უკან მოიტოვეს იტალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ებრაელებს ძლიერი ნაკრები ჰყავთ.

თუმცა ქართველებსაც თავი მოგვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად მოვხვდითო. სწორედ ამის დასამტკიცებლად იყო საჭირო ისრაელთან თუნდაც ამხანაგურ მატჩში ღირსეულად წარმოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდში არადამაჯერებელი თამაშის გამო ქართველები მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩნენ, მეოთხე რაუნდში ძალების მობილიზება შეძლეს და ისრაელი 22:14 დაამარცხეს. თუმცა ეს საბოლოო წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - ისრაელმა სწორედ ისეთი ანგარიშით გვაჯობა, როგორითაც წინა დღეს საქართველომ ჰოლანდიას მოუგო - 77:72.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გიორგი ცინცაძე განაცხადში შეიყვანა და ეს უკანასკნელი მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ცინცაძემ 13 წუთში 12 ქულა მოაგროვა და ქულათა მაჩვენებლით მხოლოდ ზაზა ფაჩულიას (13 ქულა) ჩამორჩა.

ჰოლანდიასთან მოგების ერთ-ერთმა შემოქმედმა მანუჩარ მარკოიშვილმა ამჯერად 10 ქულას მოუყარა თავი. სწორედ მანუჩარი იმყოფებოდა ქართველთაგან ყველაზე დიდ ხანს მოედანზე - 27 წუთით. გიორგი შერმადინს მხოლოდ 15 წუთი ეყო 11 მოხსნის მოსაგროვებლად, ქულებიც საკმაოდ ჰქონდა - 8. თორნიკე შენგელიამ ისევ უწია ათქულიან თამასას: 17 წუთში ზუსტად 10 ქულა მოაგროვა. მარკიზ ჰაინსმა მხოლოდ 13 წუთი დაჰყო მოედანზე და 7 ქულა მიითვალა.

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ისრაელთან მესამე მატჩიც წააგო, თუმცა რევანშის საშუალება წლეულსვე მიეცემა - 16 აგვისტოს ებრაელები თბილისში გვეწვევიან და სპორტის სასახლეში 18 საათზე დაგვიპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

state
ქართველები ჩემპიონატზე დამსახურებულად მოხვდნენ ნაკრების ქება დიდებას არავინ გთხოვთ მარა ასეთ იდიოტობებსაც ნუ დაწერთ. B დივიზიონიდან ეხლა გადმოვედით და პირდაპირ გაჩემპიონებას ნუ მოინდომებთ ი.მ. მე მჯერა ამ ბიჭებით საქართველოს წარმატების
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა