საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

მოახლოებული მატჩების და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გველესიანმა გააკეთეს.

ბუდუ ზივიზვაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა. თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი): "შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქრომბერში განცდილი დასანანი მატჩების შედმეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება.

არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნეული ვარ შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ".

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მალხაზ ჯობავა
ურუგვაიაც+ც სამმილიონიანი ქვეყანაა მეგობარო. რაღა მკვდრებს შეადარე თუ შედარებაა.
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
წვიმა იქნებაო და აბა თქვენ იცით, შესაფერისი ტაქტიკა შეარჩიეთ!
kaxa
ეგ მართალია ნაკრები სტანდარტულიდან საერთოდ ვერ ხეირობს,თუნდაც ალბანეთთან ამდენი კუთხური მოვაწოდეთ და კარშიც ვერ დავარტყით. ძალიან სუსტი წერტილია ჩვენთვის ჯარიმები და კუთხურები. ისე რომ ვაკვირდები ჩვენი ბიჭები თავიანთ კლუბებშიც არ არიან ამ მხრივ გამორჩეულები. კვარა ან აწვდის ხოლმე ან საჯარიმოს გარეთ დგას ნაპოლიში,ასეა ჩაკვე,ზუკაც და სხვები! ეთი კაშია თამაშობს საჯარიმოში რპგორც კლუბში ისე ნაკრებში დანარჩენებიი კლუბშიც პასიურები არიან!
მივმართავ პირდაპირ ბიჭებს!
სანიოლის იმედი არც არასდროს მქონია. თუ რამეს მივაღწიეთ ისევ და ისევ თქვენი მონდომებითა და თავდადებით, ბიჭებო. ამიტომაც იქნებ თქვენ მაინც დაამუშავოთ ერთი-ორი ისეთი კომბინაცია რომ მოწინააღმდეგე გუნდის დაცვა გაოგნებული და ხახამშრალი დატოვოთ. ამდენი წელია მაგ სამწვრთნელო შტაბმა ერთი ნორმალური სტანდარტული ან ელემენტარული @სტენკის@ გათამაშება ვერ მოიფიქრა. სიახლეებია საჭირო, ისევ თქვენ თუ მოიფიქრებთ. მაგის გარეშე გაგიჭირდებათ, ხომ ხედავთ ხვიჩას ყოველთვის 2-3 კაცი იჭერს. სულ გამარჯვებებით გევლოთ!!!!
Რერო
ხორვატია უნდა გავხდეთ კავკასიის. ისლანდია 350 ათას კაციანია,მაგრამ ნაკრები ხომ ხედავთ რას შვება.
რობი
კვარა წაიყვანე ჩაკვე ნაპოლიში:)მოთხოვე დე ლაურენტის მისი დამატება :) უტვინო მაკტომინეზე უკეტესად ითამაშებს პასებს არ დაგაკლებს და ასისტებს არ გაგიფუჭებს
Levani
ეს რა ბიჭები გვყავს, ჩაკვე,ხვიჩა,კიტე ზურიკო თუ ქოჩორა. ბარიერს დადებენ კიდე ბეჭებზე,აგერ ნახავთ კრიტიკოსები. არ დაგვავიწყდეს 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ და ჩვენი კალიბრის ქვეყნები ლატვია და სასომხეთია.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]
ჰაშეკი
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ
ფარერებთან წაგების შემდეგ ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი გადააყენეს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ua-football: უკრაინის ნაკრების მწვრთნელის ხელფასი გამაოგნებელია - ბევრს არც დაესიზმრება
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ