ინდოეთში 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდოსტატმა ნაზი პაიკიძემ რუსი იულია დოგოდკინა დაამარცხა
ინდოეთში დღეს დამთავრდება 20-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მანდილოსნებში მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავს.

გასულ უქმეებზე განსაკუთრებით ტურნირის რეიტინგფავორიტმა ნაზი პაიკიძემ იყოჩაღა - მეთერთმეტე ტურში შავი ფიგურებით აზერბაიჯანელ გულნარ მამადოვას სძლია, გუშინ კი 26-ე სვლაზე რუს იულია დოგოდკინას გააჩერებინა საათი.

რაც შეეხება ქეთი წაწალაშვილს, შაბათს მან ვიეტნამელი ჰოანგ თი ჰუ დაამარცხა და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ ბოლოსწინა ტურში შავი ფიგურებით ჩემპიონობის რეალურ კანდიდატ ოლგა გირიასთან (რუსეთი) წააგო. ლიდერთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: როუთ რადმინი (ინდოეთი)-დეიზი კორი (პერუ) 0,5:0,5, გულისკან ნახბაიევა (ყაზახეთი)-ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0:1, ირინა აგრესტი (შვედეთი)-კუბრა ოზთურქი (თურქეთი) 0:1, აილენ მარტინესი (არგენტინა)-ანასტასია სავინა (რუსეთი) 0:1;

ამდენად, ბოლო ტურის წინ გირიამ 10,5 ქულას მოუყარა თავი და ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება კორი, რომელსაც გათამაშების ცხრილის მეორე საფეხური უკავია. ორივე მოჭადრაკემ უკვე გაინაღდა მედლები, მაგრამ ვის ოქრო ერგება და ვის - ვერცხლი, ამას ბოლო ტური გაარკვევს, აი, მესამე ადგილი კი ვაკანტურია. ბრინჯაოზე რამდენიმე მოჭადრაკე აცხადებს პრეტენზიას. 8,5-8,5 ქულით უპირველესი ფავორიტები პაიკიძე და ბულმაგა არიან, რადმინისა და ოზთურქს 8-8 ქულა აქვთ.

ვაჟებში ერთპიროვნულად სომეხი რობერტ ჰოვანისიანი მეწინავეობს, რომელმაც გუშინ რეი რობსონი (აშშ) დაამარცხა და 10 ქულას მოუყარა თავი. მას ნახევარი ქულით ჩამორჩება პოლონელი დარიუშ სვირჟი. ამ უკანასკნელმა ჰოვანისიანის თანამემამულეს - სამველ ტერ-სააკიანს აჯობა და 9,5 ქულით ბოლო ტურის წინ მეორე ადგილი შეინარჩუნა. ლიდერთა დანარჩენი პარტიები: ვლადისლავ კოვალიოვი (ბელარუსი)-ვასიფ დურარბეილი (აზერბაიჯანი) 0,5:0,5, ადჰიბანი (ინდოეთი)-საჰაჯ გროვერი (ინდოეთი) 0:1, სეტურამანი (ინდოეთი)-სანტუშ ვადითი (ინდოეთი) 0,5:0,5, ვუგარ რასულოვი (აზერბაიჯანი)-სანან სიუგიროვი (რუსეთი) 0:1.

12 ტურის შემდეგ 8,5-8,5 ქულით მესამე-მეექვსე ადგილებს ტერ-საჰაკიანი, კოვალიოვი, დურარბეილი და გროვერი ინაწილებენ. 5 მოჭადრაკეს 8-8 ქულა აქვთ. დღეს ბოლო - მეცამეტე ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა