ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

დღეს საქართველოს ნაკრებს დიდი მიზანი აქვს - მოგება და ელიტარული დივიზიონი!

არ ვიცით, ეს სექტემბერში რამდენად ჩანდა, როცა პირველ ტურში, თბილისში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა, მაგრამ ფაქტია, ეს გუნდები უკანასკნელ ტურში გადამწყვეტ შეხვედრას თამაშობენ, გამარჯვებული კი, თუკი სასწაული არ მოხდა, პირველობას გაინაღდებს.

სამშაბათი, 19 ნოემბერი, 23:45 სთ (თბილისის დრო) - ჩეხეთი VS საქართველო

ეს ნაკრები ერთმანეთს ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ, სადაც გიორგი მამარდაშვილის ნამდვილი გმირობა ვნახეთ. თბილისური მატჩის სტარტი თითქოს იქაურს ჰგავდა, ამის შემდეგ კი უპირატესობას ვილი სანიოლის გუნდი დაეუფლა, მეორე ტაიმის 13-წუთიან მონაკვეთში (53-66 წთ) კი სამი გოლის გატანაც შეძლო.

შესაძლოა, მოგების გარდა ნებისმიერი შედეგით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში საწყისი ორი ადგილი ვერ დაიკავოს და B დივიზიონში დასარჩენად პლეი-ოფი დასჭირდეს. ჯგუფი ძალიან დაძაბულია.

"ლევერკუზენის" ფორვარდ შიკის არყოფნას ჩორის დისკვალიფიკაციაც დაემატა და ჩეხებს წინ ძალიან უჭირთ. შემდეგ მატჩს ტომას სოუჩეკიც გამოტოვებს. ტრავმირებულებია დაცვაში. "ჯვაროსნების" მთავარი დანაკლისი საბა გოგლიჩიძეა.

გიორგი მიქაუტაძე უკრაინასთან სათადარიგოთა შორის იყო, მე-15 სანაკრებო გოლი გაიტანა, ამით ალექსანდრე იაშვილის მიღწევა გაიმეორა და ჩეხეთში პირველივე წუთებიდან ვიხილავთ. გასულ ტურში ძალიან მაგარი მატჩები ჰქონდათ ნაკრების ლიდერებს, ხვიჩა კვარაცხელიასა (მას "ერთა ლიგაზე" ზოგადად, ბევრი გააქვს, მიმდინარეზე კი მის ანგარიშზე ჩეხებთან შესრულებული პენალტია) და გიორგი მამარდაშვილს; ოთარ კიტეიშვილის როლი კვლავ დიდი იქნება...

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი (ან ლოჩოშვილი) - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: პაპაპეტროუ (საბერძნეთი)

• გენა

ვაი თქვენ პატრონს. ჩაიჯუკავენ დიდი ანგარიშით წაასხამენ

• მწვრთნელი

19 წლიანები იუტუბზეა https://www.youtube.com/watch?v=AyidRRAgLRw

• სიმართლე

დისლაიქი ვისაც უწერია აზრზე არაა ფეხბურთის გონიათ სანმარინომ გუშინ ლიხტენშტეინს ვერ მოუგო 1-3 მოუგო სან მარინომ და ნეტა ჩვენც 1-3 მოვიგოთ ასე რომ სანამ დაადისლაიქებთ მანამდე გაეცანით რახდებაა...

• სსსრკ

zura222-ს! იყოს ნიჩია, მაგრამ სლოვაკეთს რას ერჩი,სახელმწიფოებრიობას ართმევ? ჩეხეთთნ მიერთებით? თუმცა შენ ხომ საქართველოს მიერთებაც გინდა რუსეთთან.

• კევინი

ვფიქრობ, უნდა მოვახერხოთ და პირველ ნომრად ვითამაშოთ. მშვენიერი შანსია, რომ ჩეხეთის ძალის მეტოქესთან გამოვცადოთ ძალა ამ კუთხით.

• ლევან მაღლაკელიძე.

არაფერი მოუგებელი არ სჭირს ჩეხეთს. მთავარია ზალით არ წავაგოთ. ანუ შემადგენლობიდან გამომდინარე. თუ მოგება გვინდა, კაკაბაძე არ უნდა. გოჩოლეიშვილიც სჯობს და ლობჟანიძეც. გჭირდება სწრაფი გარემარბი და გვყავს, 2 თან, ხოდა ათამაშოს რაა. საბას ნავესები თითქმის საგოლეა, იგივე გოჩოლა.

• kvara varskvlaviiiiiiiaaaa bichooooooooooo

დღეს ვლოცულობთ ერი და ბერიი საქართველოსთვის....წარმატებებიიი ბიჭებოოო

• ვახო...

უდიდესი წარმატებები ჩვენს ნაკრებს!

• ლელა კაკულია

3:0 ვაგებთ,ხახოლები 2:0 იგებენ.3 ადგილზე გავდივართ მაგრამ მაინც კარგი შედეგია.ასეთ ჯგუფში 3 ადგილი სათაკილო სრულებითაც არაა.წარმატებები ბიჭებს

• mogalateebs

ერთი სანმარინომ მოუგო გუშინ ლიხტენშტეინს და მეორეე ჩვენ მოვუგებთ ჩეხეთს...

• ჯონი

მიშაჯანს! რა გინდა სურენ, რას შემომიხტი. წადი რა, ტოლი ნახე კოჭი გააგორე

• mamuka09ze

ახალგაზრდული--1:1 ძირითადი--1:3 წინ, საქართველო!!! ჩვენ ბრძოლაში ვართ ბედნიერები!!!

• მიშა

ჯეკ, ჩიკუკავენ ბიჭები პატარას. 2:0 წაასხამენ

• მანფრედ კალცი

2-1 ვიგებთ.

• ვაჟა მასწავლებელი

"ჯობდა წინ პასი", "ასე რატომ თამაშობენ", "უნდა შევუტიოთ" და ა.შ., ამიტომ, ტელევიზორის ხმას ვთიშავ და ისე ვუყურებ თამაშებს. მომავალი მატჩის ქართველ კომენტატორებს წინასწარ ვთხოვ თამაშის მიმდინარეობა გადმოსცენ და არა თამაშის გარჩევა: "რა როგორ უნდა გაკეთდეს და რა ჯობია" - ამას მწვრთნელები და ფეხბურთელები დაალაგებენ!

• მიდი ჟორა!

აუ ჟორა გაბრიჭიძის კომენტარი გვჭირდება რა

• zura222

სპეციალისტებს ველაპარაკე და შანსი არა გვაქვსო, მე რა შუაში ვარ მარა ეგრეა.

• ჯონი

ოღონდაც ეს თამაში მოიგეთ ჩვენო ოქრო ბიჭებო რა. სრული შემართებით ჩვენო სიხარულებო!!!

• tngh

წარმატებები ორივე ნაკრებს!!!

• ნაცებო ჰეი

იმედია ქოჩორას უკრაინა არ დაემართება აწი მაგან უკრაინასთან აღარ უნდა ითამაშოს ნაციონალებმა გაგთვალეს ქოჩოორ!ორივე თამაშში მაგის შეცდომიდან გაგვიტანეს

• დინამოელი

კაკაბაძე სრული კოშმარია. ვინმეს თუ არ გჯერათ დააკვირდით მის მარგი ქმედების კოეფიციენტს და დარწმუნდებით

• gel-100

ნახე რა ხდება როცა რამდენიმე კაცი გაკლია მაშინ შეიძლება მთავარი და ნაკლებად მთავარი გამოკვეთო, ეხლა კიდე მარტო გოგლიჩიძე დაგვაკლდა და მაგიტომაც მთავარი დანაკლისიც ეგ არი და არამთავარიც მარტივი გასაგებია წესით

• david

ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ერთი ნაბიჯია ელიტისკენ. ჩეხეთთან თან სტუმრად მოგება ურთულესია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მთავარია სწორი ტაქტიკა ავირჩიოთ. მათაც მხოლოდ მოგება უნდათ ასე რომ კარგ თამაშს ველოდები. მჯერა ჩვენი ბიჭების, მჯერა მათი თავდადების, ყველაფერს ჩადებან მგონია რომ გაგვახარონ. და კიდევ ერთი ახალგაზრდულ ნაკრებსაც მაგარი თამაში ელის ხორვატიასთა. მათაც ვუსურვოთ წარმატება და მერა მათიც. თქვენ გენაცვალეთ ბიჭები: წინ მხოლოდ გამარჯვებისაკენ!!!

• სოსო

მე მინახავს მისი შედეგიანი ჩაწოდებაც და გატანილი გოლებიც.ტოპ კლასის არ არის,მაგრამ სტაბილურად თამაშობს და ფლანგის სხვა ფეხბურთელებზე უკეთესია,დაცვაში თამაშის დროს.ეგეც არ იყოს,უკვე ძალიან გამოცდილია.გოჩოლეიშვილი შევიდა თუ არა,ეგრევე ყვითელი აიკიდა და რადგან უკვე მეორე ყვითელია,მომდევნო მატჩს ტოვებს.სულ რამდენი წუთი ითამაშა გოჩოლამ?ეგ არის გამოცდილება!ისიც სტაბილურად თამაშობს,თავის გუნდში და გამოცდილებაც მოვა.ყველაფერს თავის დრო აქვს.

• თემური

კვირკველიას მოგერიება ბოლო შანსი იყო და რომ გაეტარებინა ორი უკრაინელი იდგა და ასპროცენტიანი გოლი იქნებოდა! ავტოგოლი კი კვირკველიაზე მაგარ ფეხბურთელებსაც "გაუტანიათ"! თუ რა დონეზე ვართ დღეს გამოჩნდება. წარმატებები ბიჭებს!

• ინტრიგანს და დამლაიქებლებს

კვირკველიას თამაშს თქვენ აგინებთ და მანდ გოგლიჩიძეს ვაყენებო ვილიმ რომ თქვა, დანაკლისი არაა? გამარჯვება!

• ეუფ

უაზრო რას ნიშნავს? უფრო უაზრო პასუხია. მე შეკითხვა დავსვი: გინახავთ ვინმეს კაკაბაძის პასით გოლი გასულიყო? არ გინახავთ. გოჩოლეიშვილი ერთჯერ დატესტესტეს და არა არაერთჯერ, ისიც სანიოლის შეცდომის გამო. არც კრაკოვიაა კოპენჰაგენზე უკეთესი გუნდი. ასე რომ, მოეშვი ფილოსოფოსობას.

• გოგა

კაკაბაძის ჩაწოდებას არ მოყვა გოლი უკრაინასთან? ქოჩორაშვილს თავზე დასვა ბურთი, ზოგჯერ გამოსდის ხოლმე:)

• aburjga

გოგლიჩიძეს ჯერ არც კი უთამაშია ნაკრებში და მთავარი დანაკლისი როგორ არის ვერ გავიგე?!

• gel-100

რა გიპასუხოთ მაგ უაზრო შეკითხვაზე?? ნაკრები კლუბი ხო არაა რო რომელიც სუსტი პოზიცია გაქ იმ პოზიციაზე ფეხბურთელი იყიდო,,გასაგებია კაკაბაძე არ არის მაღალი დონის და არც მომატების პერსპექტივა აქვს მარა მასზე უკეთესი გვყაავს ვინმე და გვიმალავეენ?? ვინც გვყავს დღეს მაქსიმალურად ყველას ეძლევა შანსი თუ ლაქლაქის მაგივრად შრომობს და ნაკრებს ადგება,მაგ პოზიციაზე კაკაბას ერთადერთი ალტერნატივა გვყავს გოჩოლეიშვილი რომელიც გაიტესტა არაერთხელ და მომავალშიც მიეცემა შანსი თუმცა აქამდე რა შანსიც მიეცა კაკაბაზე კარგად ვერ გამოაჩინა თავისი შესაძლებლობები თუმცა ახალგაზრდაა და მომავალში დააყენებენ აუცილებლად დღეს კი კაკაბაა ის ვისაც შედარებით თანაბრად შეუძლია შეტევაც და დაცვაც, იგივეა სხვა პოზიციებზეც, 2-3 წელი გვჭირდება რო ამ მაგარ თაობას გამოცდილება მოემატოს უკეთ შეთამაშდეს და რაც მთავარია წამოგვეწიონ ახალი ვარსკვლავები რომლებსაც პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად გამოვიყენებთ და მერე ნახე შენ ჩვენი ნაკრების შედეგები

• იკა

ზივზივაძეს ნაკრებში დამსახურებას არ ვუკარგავ, მაგრამ ფაქტია რომ რაღაც აკლია. ზივზივაძე და მიქაუტაძე დაახლოებით ერთი სტილის ფეხბურთელები არიან, ორივე ფორვარდია და შანსის ფეხბურთელები არიან, თუმცა მიქაუტაძეს აშკარად უფრო დიდი ალღო აქვს გოლის გატანის, და როდესაც სანიოლმა ორი ერთი სტილის ფეხბურთელი ალბანეთთან დააყენა, დიდი შეცდომა იყო, დაიკარგა მრავალფეროვნება და ამ ორი ფეხბურთელის მაქსიმალური დახარჯვა ვერ მოხერხდა და ფაქტიურად 10 ფეხბურთლით ვთამაშობდით - ხან მიქაუტაძეს არ ქონდა საქმე და ხან ზივზივაძეს. ოქ, ჩავლილია მაგრამ გულდასაწყვეტია მწვრთნელის არასწორი სტრატეგიის გამო ქულები დავკარგეთ სახლში.

• გიორგი

ფეხბირთელების ფასებითაც და დონითაც ჩეხებს ვჯობივართ მათგან მხოლოდ სახსლი დარჩა.დღეს დავადუღებთ.

• სოსო

კარგი პოსტია!დვალმაც მოიხადა დისკვალიფიკაცია და არა მგონია,რაიმეს გამოგონება დაიწყოს,სანიოლმა.არც იმას ველი,რომ ჩაკვეს ადგილზე ,ზურიკოს დააწყებინებს.ზურიკოს რამდენიმე პოზიციაზე და ტაქტიკაში შეუძლია თამაში და შეცვლაზე მისი შემოყვანით,სანიოლს,განსხვავებული ტაქტიკით და კონფიგურაციით,სხვადასხვანაირად შეუძლია აათამაშოს ნაკრები.დიდებული ფორმაც აკრიფა და ჯოკერივით არის ნაკრებში.ამიტომ მისი შეცვლაზე შემოშვება,გაცილებით ეფექტიანია,ვიდრე რომელიმე სხვა ფეხბურთელის.ჩეხები დიდი გამომგონებლობით არ გამოირჩევიან და აქცენტს,ალბათ ისევ ფიზიკურ ზეწოლაზე,დისტანციიდან უძლიერეს დატყმებზე და ფლანგური ჩაწოდებებიდან სარგებლის ნახვაზე გააკეთებენ.ძალიან ორგანიზებული ნაკრებია,რომელიც ამავე დროს საკმაოდ მაარტივ და საიმედო ფეხბურთს თამაშობს.რა ვიცი,იმედიანად ვარ.ჩვენ,თავს თუ არაფერი მოვუგონეთ,იმათ,არა მგონია,ჩვენთვის დიდი სიურპრიზი მოიგონონ.დაკვეთილ მოგებაზე თამაში,ყოველთვის გვიჭირდა და ეს მაშინებს.

• ალექს

ვიგებთ 2:1

• გენა

უზბეკეთი კაი გუნდია და გაგვიჭირდება

• გთხოვთ მიპასუხოთ

ვინმეს გინახავთ კაკაბაძის ჩაწოდებით გასული გოლი? მისი მქკ 0-ის ტოლია. ძლიერი ფლანგი რამდენს ნიშნავს, ხომ ყველამ დავინახეთ უკრაინასთან. რა გახდა ერთი ნორმალური ფლანგელი. კაკაბაძე რაც იყო 7-8 წლის წინ, იგივეა ახლაც, ძალიან სუსტი შემტევია, უსუსტესი. შენგელიამაც ჩაისვარა ამ თამაშში. ფაქტიურად უფლანგოდ ვთამაშობდით, კვარა ლამის საკუთარი საჯარიმოდან იწყებდა შეტევებს. ჩვენ დიდებული გუნდი ვიქნებით კარგი ფლანგელები თუ გვეყოლა შემადგენლობაში. მაინც მოვიგებთ ამ თამაშს ჩეხებთან.

• las

მესი ფანი ვარ, მაგრამ ნაღდად არ გიწერ დისლაიკს. ისე ლეოსაც არ აკლია გამარჯვების მენტალიტეტი! ერთი სიტყვით ორივე მაგრები არიან!

• ამატაკი

არანაირად, არაფრით, არ არსებობს საზომი რომლითაც ჩეხეთის ეს ნაკრები ჩვენსას სჯობია.ამასთანავე, უკრაინისგან განსხვავებით ეს იმ სტილის ნაკრებია, ვისთან თამაშიც ჩვენთვის მოსახერხებელია. ნებისმიერი შემადგენლობით ჩეხები ავტობუსს არ ითამაშებენ. სიტუაცია როგორც არ უნდა განვითარდეს, ჩეხები ბურთს გააგორებენ და ფეხბურთს ითამაშებენ. ანტიფეხბურთი არ არის და არც არასოდეს ყოფილა ჩეხების არსენალში.შესაბამისად ჩვენს ბიჭებს მიეცემა საშუალება თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ. ოღონდ ერთია, თქმასაც კი ლამის რომ გავურბივარ: არანაირი ექსპერიმენტი! ეხლა რაღაც-რაღაცეების მოგონების დრო არ არის. არც რაიმე განსაკუთრებული "ხოდები" არ გვჭირდება. ღმერთი არ გაუწყრეთ და ჩაკვე სტარტზე სკამზე არ დასვან, რავი ამაზე შემიძლია გემუდაროთ. დავითაშვილი კი კარგი ბიჭია და აუცილებლად გამოგვადგება ამ თამაშშიც. ოღონდ ის აბსოლუტურად სხვა მონაცემების ფეხბურთელია ვიდრე ჩაკვეტაძე. დავითაშვილით ჩაკვეტაძის ჩანაცვლება თამაშის სცენარს ლამის კარდინალურად ცვლის. ბოლოსდაბოლოს ისინი არ არიან ერთი ამპლუის ფეხბურთელები. ჩაკვეტაძის პირდაპირი შემცვლელი ამჟამად უბრალოდ საერთოდ არ გვყავს, არათუ სკამზე.სტატიაში თითქმის ოპტიმალური სავარაუდო შემადგენლობაა მოყვანილი. ლოჩოშვილსაც მისი ადგილი აქვს და არ მგონია ამჯამად წიტაიშვილზე უკეთესად შეძლოს ფლანგის ათვისება. და კიდევ ერთხელ : ველოსიპედი გამოგონილია ....

• გოგა

პირველი თუ შევუგდეთ, მერე თბილიში რაც უქენით იგივე გამეორდება, თუ რათქმაუნდა ისე ითამაშეს, როგორც საბერძნეთან ვითამაშეთ, პლუს ძველ ტაქტიკას დაბრუნებს ვილი იმედია და რამე ახალს არ მოიგონებს, თუ არ გავიჩალიჩეთ ჩვენ თვითონ რამე, ფაქტიურად მეორე შემადგენლობითა დარჩენილი ჩეხეთი და უნდა გამოვიყენოთ ეს

• las

კვარასი რაც მომწეონს ყველაზე მეტად. მებრძოლია და იმედიანი რაც მთელ გუნდზე გადადის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს :) ამაშიც გავს რონალდოს ( ნუ ეხლა ვიცი მესის ფანობა დისლაიკებს დამიწერს :) ) ჯერავს რო ნაკრების წარმატებას მიარწევს ჯერავს რო გავიმარჯვებთ.

• თქვენს გვერდით გვიგულეთ!

ბიჭებო! ისე უნდა ითამაშოთ, რო ყველას პირები დააღებინოთ, გამარჯვება და გამარჯვება, სხვა ვარიანტი არ განიხილება!!!!!!!!!!!!

• Gia

Daakvirdit bijebi gvanishneben ro tamashi oriani iqneba!!!

• გოჩა

ხვიჩამ ის თამაში ითამაშოს რაც უკრაინასთან ჰქონდა,მიიწებოს2_3 ადამიანი და მაგასაც ვნახავთ თუ ვერ მოვიგებთ პესიმისტებო!

• zura222-ს

შენ ჭკუაში ალბათ ჩეხოსლოვაკია სსრკს თამაშია.დდდდდ

• Გლახუნა

რა ჩინეთი ძმაო,მთავარი ევროპაა,ხალხი მაგისთვის აღამებს და ათენებს . 2012 კი ვყოფილვართ ევროპაში და ვერ გაგვიგია. უბრალოდ მაშინ ასეთი კონტიგენტი არ ყავდა კუპერს თორემ ამ ნაკრებით ფინალში გავიდოდით.

• Დათა

19 ში

• gomako

მე მჯერა ჩვენი ბიჭების,ბოლომდე იომებენ და წარმატებაც მოვა,მოსაგებია და უნდა მოვიგოთ,არ ვართ ფავორიტები და ეს უკეთესია...მასპინძელია ჩეხეთი მაგრამ გარანტირებული არაფერი აქვს ასე რომ დაცვაში არ ჩადგება,შესაბამისად მეტი სივრცეები გვექნება...სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ ვერცერთი მატჩი უკრაინასთან,მაგრამ ყველაზე ცუდი ალბანეთთან მარცხი იყო და რომ არა ეს მარცხი ფრითაც მშვენივრად გავდიოდით...მოკლედ ეს ყველაფერი ბიჭებს გააზრებული აქვთ და მოსაგებად ჩავიდნენ ოლომოუცში,ასე რომ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდეა მისაყვანი,რთულია მაგრამ მიღწევადი...საქართველოს გაუმარჯოს...

• Гарибашвили(ღარიბაშვილი)

ჩინეთთან როდის გვაქვს თამაში? ძალიან მაინტერესებს.

• G.LA

zura222-ს შენი ნატვრაა ყოველთვის ჩვენი წაგება შე გველო. დაწერე თუ გიყვარს საქართველო და თუ სამშობლოა შენი. დიდება საქართველოს. სიკვდილი მტერს. საქართველოს გაუმარჯოს.

• ჯგუფი უკვე მოგებული უნდა გვქონოდა

რათქმაუნდა ჩვენი ბიჭების მჯერა. იშრომებენ და ყველაფერს გააკეთებენ მოსაგებად. მეტი თამაში არაა ჯგუფში დარჩენილი რო იფიქრონ იქ გამოვასწორებთ მდგომარეობასო. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ კიდე დამატებით. როგორი სხვაობაც არ უნდა იყოს გუნდებს შორის სტატისტიკა თითქოს უცვლელია სტატისტიკის გადაწერა თითქოს უჭირს ყველა გუნდს. იმედია ჩეხებთან დიდი ხანი გვექნება დადებითი სტატისტიკა

• vg

აღარც ჩეხოსლოვაკია არსებობს და ნიჩიაც ფრე არის ქართულად!

• zura222

ვახ მეც მინდა რო მოიგონ მარა რეალობა სხვანაერია. ეხლა გიჟებივით არიან ჩეხოსლოვაკიის ფეღბურთელები და ალბად მოგვიგებენ. ნუ შეიძლება ნიჩიაც იყოს.

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

ჰაშეკი