ქუთათურებმა მეკარე ომარ მიგინეიშვილის კარგი თამაშისა და დავით ბოლქვაძის შორიდან გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს
14.08. გორი. თ. ბურჯანაძის სტადიონი. 1200 მაყურებელი

დილა-ტორპედო 0:1

გოლები: 0:1 დ. ბოლქვაძე (73).

4-1-4-1 4-2-3-1

მერლანი მიგინეიშვილი

ლომიძე ფოფხაძე

ქარქუზაშვილი ჩხარტიშვილი

მაჭავარიანი ს. თოდუა

ლ. ჩავლეიშვილი გურული

ჯოჯუა დიღმელაშვილი

რაჟამაშვილი ჩიკვილაძე

ახალკაცი დოლიძე

დ. ჩაგელიშვილი ბოლქვაძე

ნ. ნოზაძე სეთურიძე

გ. თოდუა მეგრელაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

გია ცეცაძე გიორგი კიკნაძე

დილა:

63. თოდუა - გოგინაშვილი

75. ნოზაძე - სტეფნიაშვილი

80. ახალკაცი - სადაღაშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ჭითანავა, შათირიშვილი, ცარიელაშვილი.

ტორპედო:

22. ჩიკვილაძე - ფარულავა

46. სეთურიძე - კირკიტაძე

61. დიღმელაშვილი - საბანაძე

სათადარიგოები: ქვილითაია, გოცირიძე, დათუნაიშვილი, იოსელიანი.

გაფრთხილება: ჯოჯუა (43), მეგრელაძე (45+1).

გაძევება: ჩხარტიშვილი (9).

არბიტრი: ლ. სილაგავა

გორის "დილამ" ჩემპიონატის სტარტზე ორივე შეხვედრა წააგო. მიუხედავად ამისა, უმაღლეს ლიგას გია ცეცაძემ უდავოდ საინტერესო გუნდი შემატა, რომელიც ფეხბურთს თამაშობს და მეტოქესაც ამის საშუალებას აძლევს. თუმცა ჯერ გორელებს არ უმართლებთ. "ტორპედოსთან" ლამაზი და დრამატული შეხვედრის წაგებაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

მატჩი ქუთაისელებისთვის ძალიან უსიამოვნოდ დაიწყო: მე-9 წუთზე ტორპოედოელები უხეშად შეცდნენ, ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს დავით ჩაგელიშვილმა მიიღო, მიხეილ ჩხარტიშვილს გაცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, ტორპედოელს ჭიდაობის ილეთით რომ არ გაეჩერებინა - მთავარმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ სტუმართა მცველს წითელი ბარათი დაუფიქრებლად აჩვენა და ქუთაისლები მოედანზე ათი კაცის ამარა დარჩნენ.

გორელები აქტიურად და ეფექტურად ათამაშდნენ. დავით რაჟამაშვილმა მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა დავით ჩაგელიშვილი - მისი უძლიერესი დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა. აქვე ვიტყვით, რომ მათთან ერთად მეტოქე არაერთხელ ჩააგდეს უხერხულ მდგომარეობაში ნოდარ ნოზაძემ და რომან ახალკაცმა.

პირველი ტაიმი მომენტებით მწირი გამოდგა, მეორე ნახევარში კი "დილა" გააქტიურდა და რომ არა მეკარე ომარ მიგინეიშვილის მშვენიერი თამაში, ქუთაისელები ვერ მოიგებდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნოზაძე-რაჟამაშვილის წამოწყებული კომბინაცია ახალკაცმა საჯარიმოსკენ გადაამისამართა, სადაც დავით ჩაგელიშვილმა უძლიერესად დაარტყა - მიგინეიშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა!

მალე ჩაგელიშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა გია თოდუა, "ტორპედოს" მეკარე სველ მოედანზე წაიქცა, "დილას" თავდამსხმელმა კი ბურთი ცარიელ კარს ააცილა!

მორიგი მომენტი 68-ე წუთზე რომან ახალკაცმა შექმნა, რომელიც საჯარიმოს ხაზთან მცველებს დაუსხლტა და კარში დაარტყა - მიგინეიშვილმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

კაცნაკლული "ტორპედო" საკუთარ საჯარიმოში არ ჩაკეტილა, შეძლებისდაგვარად უტევდა და მომენტებსაც ქმნიდა: ირაკლი დოლიძის მშვენიერი გარღვევის შემდეგ ანგარიშის გახსნა შეეძლო დავით კირკიტაძეს, მაგრამ ქუთაისელმა ნახევარმცველმა დაახანა, ბურთს მცველი გადაეფარა და მშვენიერი მომენტი განიმუხტა.

და იმ დროს, როდესაც გორელთა უპირატესობა გამოიკვეთა, დაახლოებით 27-28 მეტრიდან ტორპედოელთა პლეიმეიკერმა დავით ბოლქვაძემ მოულოდნელად გაისროლა და ბურთმა მირზა მერლანის კარის "ცხრიანი" შეარხია - 0:1.

"დილამ" თამაშის გადარჩენა სცადა - შეტევა კვლავ რაჟამაშვილმა წამოიწყო, დავით ჩაგელიშვილი ორ მცველს მშვენიერი ფინტებით გაექცა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ კვლავ მიგინეიშვილმა ივაჟკაცა და სტუმრები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

ტორპედოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლო - ბოლო წუთებზე კირკიტაძე მცველებს გასცდა, თუმცა, ბურთი ძელმა აისხლიტა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა