ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ urhea-ს დარბაზში, 2 საათის მანძილზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა.

სანამ მოედანზე შევიდოდნენ, ჩვენი ნაკრების წევრები ტრენაჟორებზე მოითელნენ. ისინი ფიზმომზადების მწვრთნელმა – ფილიპ მიჰაილოვიჩმა ავარჯიშა. საკალათბურთო მოედანზე გადასვლის შემდეგ, კალათბურთელებს ძირითადად ერთი ტიპის ვარჯიში ჰქონდათ, რომელიც უშუალოდ კომბინაციების გათამაშებას ეხებოდა.

საქართველო ნაკრებმა 13 კალათბურთელით ივარჯიშა. ესენი არიან: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე. თბილისში ტრავმირებული გიორგი ოჩხიკიძემ მოედანზე იყო, თუმცა ფეხის ტკივილმა მას აქტიურად ვარჯიშში ჩართვის საშუალება არ მისცა.

პირველად ივარჯიშა ნაკრებთან კამარ ბოლდუინმა, რომელიც დინჯად და მაღალი ოსტატობით ასრულებდა მასზე დაკისრებულ გამთამაშებლის ფუნდამენტურ მოვალეობებს – ბურთის გათამაშებას, დროულ და ზუსტ პასს და, რა თქმა უნდა, ბურთის ჩაგდებას – იქნებოდა ეს შორი და საშუალო სროლით თუ სწრაფი გარღვევით კალათის დალაშქვრა.

ანალოგიური გრაფიკი ექნება ჩვენს ნაკრებს ოთხშაბათსაც, ფინეთთან მატჩის წინა დღეს, თუმცა სავარჯიშოდ ესპოო არენა იქნება – სადაც ფინეთთან მატჩი უნდა გაიმართოს. შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.

GBF

მმ
ნუცა სკოლა სუფთა...2 3 ნომერი არ გვყავს და რა თამაშზეა საუბარი
გიორგი
ქცეყანა ფაჩულია,მარკოიშვილი,სანიკიძე,ციცნცაძის დაკარგა გადაიტანა აი ილის ვერა რა ვერ ელევა :)))))
გიორგი
ილია ლონდარიძე ნაკრების ოფიციალურ თილისმად რო ვაღიაროთ არა!? რავიცი 30 წელია ეს სახელი და გვარი მესმის და ვფიქრობ დროა შრომა დავუფასოთ ამ კაცს.
sss-ს
სადმე ვახსენე ხოშტარია და ფორმულა??ყველგან პოლიტიკა როგორ გელანდებათ??მენტალურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით!!!!
sss
გაძალებს ვინმე უყურე ფორმულას და ხოშტარიას.
SOS
ახლა ამათ ცოდვილობას უნდა ვუყუროთ, ჩვენი ფეხბურთელებისა არ გვეყო!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა