აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რამინ მუსაიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში უნდა გაათავისუფლონ და მისი აზრით, პორტუგალიელის დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო.

"სანტუში ჯერ არ გაათავისუფლეს? ის ისევ აქ არის? როცა მიიწვიეს, მაშინ ვთქვი, რომ ეს დანიშვნა თავიდანვე განწირული იყო. სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მასზე დახარჯული ფული ფუჭად დაიხარჯა. სჯობდა ეს ფული ბავშვთა ფეხბურთში ჩადებულიყო.

საფუძველი არ გვაქვს. ჩვენი პრობლემები გლობალურია. კლუბებს უნდა დაევალოთ აკადემიები შექმნან და მარტო ახალგაზრდული გუნდები არ შექმნან, რადგან ლიცენზია მოიპოვონ. შეწყვიტეთ მყისიერად შედეგის მიღებაზე ფიქრი.

ჩვენ საქვართველოზე უარესები არ ვართ, სადაც შედეგები აშკარად არის. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის. შესაძლოა, მათ არ იციან, რომელი გზა უნდა აირჩიონ. თუ ასე გაგრძელდა, ხალხი ფეხბურთის მიმართ გულგრილი გახდება.

ეროვნულ ნაკრებს, რომ დავუბრუნდეთ... საბედნიეროდ, D დივიზიონის ქვემოთ არაფერია. შემიძლია, ფეხბურთის ფედერაციას ტაქსი შევთავაზო, რომელიც ფერნანდო სანტუშს აეროპორტამდე მიიყვანს.

რომელმა უცხოელმა მწვრთნელმა მოუტანა სარგებელი ჩვენს ფეხბურთს, რომ პორტუგალიელისგან რაიმეს ველოდოთ", - აქვეყნებს მუსაიევის სიტყვებს Azerisport.

ილია
სწორია ეს კაცი.ბავშვთა ფეხბურთს თუ მიხედავენ შედეგებს უკეთესს დადებენ.ზოგიერთების უკუდო ამპარტავნება არ გაიშვას.ეგრე სომხებმაც გადაუარეს.
მოქალაქე
ცხვარი მოამრავლეთ და ფეხბურთს თავი დაანებეთ
დავით 67
კარგია რომ ჩვენ გვედრები, მოგვბაძო უნდა ჩვენ თუ არა ვის ? მაგრამ ბანიშევკის შემდეგ 2 ფეხბურთელი გყავდათ საშუალო კლასის, ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი .მეტი არც არავინ გყოლიათ და არც ახლა გყავთ. ნეფთჩი ყოველთვის გავარდნის კანდიდატი იყო სსრკს დროს.
დათო
აზერ ოღონდაცა რააა :))
555
სურენ222,შენ ისევ გამოჩნდი შე არაკაცო?
555
ხალხი მართლაც საუკეთესოა,განსაკუთრებით ბაქოელები.არც მეგობრობა ეშლებათ და არც სტუმარმასპინძლობა.აი ფეხბურთის რა მოგახსენოთ.
G.LA
ფეხბურთზეა საუბარი თორენ აზერებთან და აზერბაიჯანს ჩემი პატივისცემაც აქ სხვებთან ერთად. ბაქო ადრეც თანამედროვე და ლანაზი ქალაქი იყო. მეც ვარ ნამყოფი და ძალიან კარგი მოგონებაც მაქვს. რაც შეეხება სხვა რწმენას, მე როგორც საქართველოში სხვა რწმენის ადამიანების განსხვავებულებას ვერ ვგრძნობ, ასევე იყო ბაქოშიც, ჯერ კიდევ მაშინ 15 წ წინ რომ ვიყავი. თანამედროვეობას ყოველთვის მისდევს ბაქო. წარმატებას ვუსურვებ აზერბაიჯანს მართლაც ჩვენი მოძნეერბი არიან.
zura222
ძიუდოზე სულაც არ მიკვირს მათი ეროვნული ჭიდაობა გუნეში კი აქვთ განვითარებული და ტექნიკური ილეთებიც ბევრია გუნეშში ცნობილმა ხარლამპიევმა თავსი სამბოს დამუშავებაში 80% ქართული ჭიდაობის და გუნეშის ილეთები შეიტანა
სოსო
თუ ძიუდოს მიხედვით ვიმსჯელებთ,ჩამორჩენის აღმოფხვრა,გაცილებით მცირე დროშიც შეიძლება.სად აზებაიჯანი და სად ძიუდოვო,გვეგონა.ახლა კი,მათ შედეგებს ხომ ვხედავთ.
jordan beli
zura ერთი კარგი ფეხბურთელი კიდე ჰყავდათ,ისიც რუსი -პონომარიოვი
ზაზა
კარგი სამზარეულო გაქვთ, უფროს უმცროსი, სტუმარ მასპინძლობა არ გეშლებათ, შესანიშნავი მუსიკა, წესიერი და მშრომელი ხალხი და სხვა უამრავი რამ, მაგრამ ფეხბურთი? არაა ეგ თქვენი საქმე. სპორტში საქართველომდე ბევრი გიკლიათ, თუნდაც ოლიმპიური შემადგენლობა, სულ ნატურალიზირებული გყავთ, ოსი, ქართველი, რუსი, ჩეჩენი და რა ვიცი უამრავი სხვა. ძმებო მიაწექით იმას რაც ყველაზე კარგად გამოგდით და შეეშვით ფეხბურთს, არაა ეგ თქვენი საქმე.
გოგა
ამან რა მოწია ამისთანა:) რა საქართველოს არ ჩამორჩებით, 10 დან 10 ვეს მოგიგებთ, რო გეთამაშოთ
zura222
ყავდათ ორი მაგარი ფეხბურთელი მაგათაც ოღონდ ერთი რუსი იყო და მეორე სომეხი -- ბანიშევსკი და მარქაროვი DD
ქობულეთიდან
რამინ ეფენდი, ქართველის და აზერის შედარება ფეხბურთის თამაშში, როგორც მინიმუმ უხერხულია. საკლუბო ფეხბურთში ბევრად წინ ხართ და კარგად მოგეხსენებათ რატომაც, ლეგიონერების ხარჯზე. ჩვენ ევრო 2024 ზე ვითამაშეთ, სადაც ყველა 26-ვე (!) ფეხბურთელი ეროვნებით ქართველი იყო და არც მეტი-არც ნაკლები ტურნირის აღმოჩანაც გავხდით. ასე რომ...ყველაფერს ფულით ვერ იყიდი.
zura222
საქართველოზე უარესები ნაღდად არ ხართ უკეთესებიც ხართ ოღონდ პოლოიტიკაში ეკონომიკაში პრეზიდენტიც მაგარი გყავთ და ჩვენს"პღეზიძენტთან" შედარებაც არ შეიძლება ! ფეხბურთში და საერთოდ სპორტში ჩვენი კი არა თქვენი ძმაკაცი სომხეთის დონეზეც კი არ ხართ ! და ჩვენ რომ დაგვეწიოთ 50 წელი უნდა იმუშავოთ და იაროთ წინ და ჩვენ კი ამ დროს არაფერი არ უნდა გავაკეთოთ PPP
გურულო
ჩემს აზერბაიჯანელ მეგობრებს ხშირად ვეხუმრები,ერთი ფეხბურთელი როგორ არ გყავთ,ქვეყნის მთავარ სტადიონი,ფეხბურთის მსაჯის სახელი რომ დაარქვით თქო-რა უნდა თქვან,იცინიან
პატივისცემით
ტურისტულად ვიყავი აზერბაიჯანში. ჩვეულებრივი ადამიანები, ქართველი ვარო რომ გაიგებდნენ, არ იცოდნენ როგორ ეცათ ჩემთვის პატივი. ეს მოხდა ბაქოში. სხვათა შორის მაგარი თანამედროვე ქალაქია, ბევრი ლაპარაკობს ინგლისურად, ბევრს აქვს მიღებული განათლება ევროპაში. მშვენიერი ქალები ყავთ, ხოლო შერეული სისხლის საერთოდ ფანტასტიკური. სხვათაშორის არც ისეთი დაკომპლექსებული არ არიან, როგორც სხვა მუსულმანურ კავკასიურ რესპუბლიკებში. თქვენ რომ იცოდეთ უმრავლესობა რა დონეზე სცემს პატივს ქართველებს, ძალიან სასიამოვნოდ გაგიკვირდებათ.
G.LA
ამხელა კაცს ცრუპენტელობა არ გეკადრებათ. როდის იყავით ქართველების დარი ფეხბურთში, სსრკ-დან მოყოლებული დღემდე?
jordan beli
აზერბაიჯანი და ფეხბურთი ისეა როგორც გოჭი და ტურნიკი
მანფრედ კალცი
ესენიღა გვაკლდა...
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს