"უმცროსი ბორჯღალოსნები" 23 ნოემბერს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიჯრით მე-9 ფინალში ითამაშებენ და ტიტულის ზედიზედ მეექვსედ მოპოვებას შეეცდებიან.

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, “მარკეტა სთედიუმზე”, თამაში საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება და ზურაბ ამონაშვილის შეგირდების მეტოქე ესპანეთი იქნება.

საქართველო ესპანეთს ფინალში ერთხელ უკვე ეთამაშა. ეს 2019 წელს, კალინინგრადში მოხდა და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20:10 გაიმარჯვეს. მანამდე, 2018 წელს საქართველომ ფინალში საფრანგეთი დაამარცხა, ბოლო სამი ფინალი კი პორტუგალიას მოუგო.

წლევანდელ ჩემპიონატში ესპანელებმა 1/4-ფინალში ბელგია 34:0, ხოლო ნახევარფინალში ჩეხეთი 41:19 დაამარცხა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ეტაპზე გერმანიას 67:0, ხოლო მეორეზე ნიდერლანდებს 36:5 მოუგო.

ნახევარფინალში ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ ჩვენი გუნდის სასტარტო რაზმში ერთი ცვლილებაა. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ამჯერად თამაშს არჩილ ნოზაძე იწყებს.

მრავალფეროვანი შეტევებით ესპანეთთან

"უმცროსი ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეტოქეებს ერთი თავით აღემატება.

“მოწინააღმდეგეებიც აღნიშნავენ, რომ ჩვენ მათზე ერთი თავით მაღლა ვართ. წელს მესამე ტურნირს ვატარებთ, თითქმის მთელი წელი ვიმუშავეთ, გაზაფხულსა (იტალიაში) და ზაფხულში (სამხრეთ აფრიკაში) ტიერ1-ის გუნდებთან ვითამაშეთ და ეს ჩვენს განვითარებაზე ნათლად აისახა. მადლობა რაგბის კავშირს ამ შესაძლებლობისთვის. იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში გამართულ თამაშებში, ჩვენ არ ვიყავით დომინანტები, ამიტომ სულ საფიქრალი გვქონდა და ამან განვითარების კუთხით დიდი დახმარება გაგვიწია. დარწმუნებული ვარ ამ ტურნირსაც მოვიგებთ და მომავალში ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიან 20-წლამდე და ეროვნულ ნაკრებებში” - ამბობს სუჯაშვილი და მორკინალების უპირატესობაზე საუბრობს:

“ასეთი დალაგებული შერკინება ამ ასაკში არასდროს გვყოლია. ბიჭები ასაკთან შედარებით დაღვინებულები არიან და ერთი სიამოვნებაა მათთან მუშაობა. ძალიან მაგარი თაობაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი მეორე-მესამე ხაზს. ისინი დავალებებს ადვილად უღებენ ალღოს, თამაშიდან თამაშამდე იზრდებიან და ნაკრებსაც აუცილებლად გამოადგებიან”.

“რაც შეეხება მოლით გატანილ ლელოებს, აქ იმხელა უპირატესობა გვაქვს, დაუშვებელი იქნებოდა მისი არგამოყენება. გვაქვს რაღაც კომბინაციები, რომლებიც წინა თამაშში არ გამოვიყენეთ და ამასობაში ფინალიც მოვიდა. ესპანეთთან ვეცდებით უფრო მრავალფეროვანი თამაში ვაჩვენოთ და ყველა კომბინაცია გამოვიყენოთ. სიახლეები გვექნება მოლშიც”.

ბოლო წლებსში ესპანური რაგბი ვითარდება და წელს მათმა 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველად ითამაშა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, ფიჯის დამარცხებით ელიტაში ადგილი შეინარჩუნა და იქ გაისადაც ითამაშებს. ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთში იმყოფება და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის კანდიდატებს არჩევს, რაც მორაგბეებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

“აშკარაა, რომ ესპანეთში რაგბის განვითარებაზე მუშაობენ. ინდივიდუალურად ძალიან კარგი ბიჭები ჰყავთ, განსაკუთრებით პირველ ხაზში. ასევე გამოვყოფდი მგეზავს. გუნდურადაც, ისინი დანარჩენ მეტოქეებზე წინ არიან. რა თქმა უნდა, ფავორიტები ვართ, თუმცა ყურადღებით ვიქნებით, რათა ჩეხეთის მსგავსი სენსაცია არ განმეორდეს (1/4-ფინალში პორტუგალია დაამარცხა) და ტიტულის კიდევ ერთხელ მოსაპოვებლად მაქსიმუმს გავიღებთ” - აღნიშნავს სუჯაშვილი.

2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.

23 ნოემბერი. ფინალი. 20:30 საქ. დრო

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. ნიკოლოზ კორახაშვილი (ლელო), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი

Rugby.ge

20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
U18. საქართველოს ნაკრები ევროპირველობის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა
18 წ. | განახლებული სამწვრთნელო შტაბით, მეტი თამაშისთვის
18 წ. | მე-10 ფინალის შემადგენლობა
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
18 წ. | ზედიზედ მეექვსედ - საქართველო ევროპაში პირველია!
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე