ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კლაისტერსი მზად არის

კლაისტერსი მზად არის

ტურნირების მიმოხილვა

ამერიკულ კორტებზე ძალას იკრებს ქალებსა და კაცებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირები. გუშინ, ცინცინატისა და ტორონტოში მერვედფინალისტთა შემადგენლობები დაკომპლექტდა. კაცებში დღემ კვლავ სენსაციების გარეშე ჩაიარა, ქალებში კი ისევ ვიხილეთ რამდენიმე მოულოდნელი შედეგი.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღსანიშნავია ტურნირის მესამე ნომრის - ელენა დემენტიევას სრული კრახი. ოლიმპიური ჩემპიონი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ცინცინატის ტურნირს, რაზედაც მისი პირველი მატჩის ანგარიში მეტყველებს - დემენტიევამ რუსულ დერბიში მხოლოდ ოთხი გეიმი აართვა ანასტასია პავლიუჩენკოვას - 1:6, 3:6. ასეთი ნაადრევი ეტაპიდან გამოვარდნის გამო ელენა ბევრ სარეიტინგო ქულას დაკარგავს, თუმცა ჯერ შეინარჩუნებს ადგილს WTA-ის კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში.

დღის ცენტრალურ მატჩში კი კიდევ ერთი რუსი იღებდა მონაწილეობას. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დინარა საფინა ჯერ ვერ ახერხებს კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლას. რუსს სერიოზული მეტოქე ჰყავდა - აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული, ბელგიელი კიმ კლაისტერსი. ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ რუსი მოახერხებდა ამ მატჩის მოგებას.

ეს ჩოგბურთელები ბოლოს სწორედ ცინცინატის ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს. კლაისტერსისთვის ეს იყო დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი, საფინა კი მაშინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახლდათ. რუსმა ორ სეტში შეძლო ბელგიელის დამარცხება. იქედან მოყოლებული ბევრი რამ შეიცვალა - კლაისტერსი ამერიკის ღიას გამარჯვებული გახდა, საფინას კი ჩავარდნის პერიოდი დაეწყო და ის დღემდე არ გამოსულა კრიზისიდან. დინარას ცინცინატიში შარშანდელ ფინალში გასვლისთვის მიღებული ქულების დაცვა უწევდა, რათა კიდევ უფრო დაქვეითებულიყო რეიტინში.

საფინამ ეს ამოცანა ვერ შეასრულა. ჩოგბურთელებმა სამი გეიმის თამაში მოასწრეს, რის შემდეგაც წვიმა წამოვიდა და მატჩი ნახევარი საათით შეწყდა. კორტზე დაბრუნების შემდეგ, უფრო სწრაფად თამაშში საფინა შევიდა, რომელიც ბრეიკით დაწინაურდა. კიმმა ძალიან მალე აღადგინა თანაფარდობა, მე-12 გეიმში კი გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა - 7:5. მეორე სეტში რუსმა ისევ პირველმა აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ 2:0-ის შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი და მასთან ერთად მატჩი წააგო - 2:6. ახლა საფინა 500 სარეიტინგო ქულას დაკარგავს და რეიტინგში დაახლოებით 70-ე ადგილამდე ჩამოქვეითდება.

საფინასგან განსხვავებით, აშკარად პროგრესის გზაზეა მარია შარაპოვა, რომელმაც პირველ წრეში სვეტლანა კუზნეცოვასთან სამსეტიანი მატჩის შემდეგ, იოლად მოუგო პერსპექტიულ გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს. რუსს საათნახევარი დასჭირდა 39-ე ჩოგანის დასამარცხებლად - 6:3, 6:1 და მერვედფინალში პოლონელ აგნიეშკა რადვანსკასთან მოუწევს შეხვედრა. რადვანსკა ზედიზედ მესამე კვირაა შეუსვენებლად თამაშობს, მაგრამ ძალები საკმარისად აქვს. ყოველ შემთხვევაში, პოლონელმა ძალიან დამაჯერებლად მოუგო რუსს ალისა კლეიბანოვას - 6:4, 6:2.

ტორონტოს მასტერსის ფავორიტებს მცირე სირთულეები შეექმნათ მეორე წრის ბარიერის გადალახვისას, თუმცა ყველა მათგანმა ორ სეტში გადაწყვიტა ამოცანა. სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორი პარტია ერთნაირი ანგარიშით - 7.5 მოუგო ფრანგ ჟულიან ბენეტოს. ბელგიელი ქსავიერ მალისე პირველ პარტიაში სეტზე აწვდიდა ენდი მიურეისთან, მაგრამ შანსი ხელიდან გაუშვა. მოქმედ ჩემპიონს მეტოქისთვის მეტი საჩუქარი არ გაუკეთებია - 7:5, 6:2. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მარათონული პირველი სეტი ითამაშა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკასთან. პარტია 90 წუთი გაგრძელდა, თუმცა ესპანელი ჩოგბურთელისთვის ასეთი ხასიათის მატჩები ჩვეულებრივი ამბავია - 7:6(14:12), 6:3.

ATP

Rogers Cup

ტორონტო (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

II წრე

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 7:6(12), 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ჟულიან ბენეტო (საფ) 7:5, 7:5; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ქსავიე მალისე (ბელ) 7:5, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 6)-ფაბიო ფონინი (იტა) 7:5, 6:1; ჟერემი შარდი (საფ)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 9) 6:7(7), 7:6(5), 6:2; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 12) 1:6, 7:6(4), 7:5; მიკაელ ლოდრა (საფ)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 14) 7:6(5), 6:2; გაელ მონფილსი (საფ, 15)-ტიემო დე ბაკერი (ჰოლ) 7:5, 6:3; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-სემ კუერი (აშშ, 16) 7:6(4), 4:6, 6:4; ვიქტორ ჰანესკუ (რუმ)-პიტერ პოლანსკი (კან) 6:4, 7:6(4); დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ტომი რობრედო (ესპ) 6:3, 6:0; იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ)-პოლ ანრი მატიო (საფ) 3:6, 7:6(3), 7:6(5); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:4, 3:6, 6:0.

WTA

Women's Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

II წრე

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-სიბილ ბამერი (ავსტრია) 6:0, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-ელენა დემენტიევა (რუს, 3) 6:1, 6:3; კიმ კლაისტერსი (ბელ, 4)-დინარა საფინა (რუს) 7:5, 6:2; ელენა ვესნინა (რუს)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5) 6:4, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 6)-მარია კირილენკო (რუს) 7:5, 2:6, 7:6(2); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ალისა კლეიბანოვა (რუს) 6:4, 6:2; ნა ლი (ჩინ, 8)-სარა ერანი (იტა) 6:2, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 10)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:3, 6:1; ფლავია პენეტა (იტა, 11)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:0, 6:1; იანინა ვიკმაიერი (ბელ, 12)-ხისელა დულკო (არგ) 7:6(3), 6:2; შაარ პეერი (ისრ, 13)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ)-იაროსლავა შვედოვა (ყაზ) 6:1, 7:5; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:2, 6:4.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა