3×3 საკალათბურთო სეზონი საშემოდგომო სერიებით სრულდება. ეს გახლავთ 3 ტურნირისგან შემდგარი საკალათბურთო ფესტივალი სახელწოდებით 3x3FALL2024, რომლის შემადგენელი პირველი ტურნირი 28 ნოემბერს, თბილისის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში ასაკობრივი ცენზი არ იყო დაწესებული და მონაწილეობა ნებისმიერ იმ მსურველს შეეძლო, რომელიც სარეგისტრაციო პირობებს აკმაყოფილებდა.

ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 5 ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფის გამარჯვებული გუნდებიდან 3 საუკეთესო ნახევარფინალში გადავიდა, 2-მა უარესი შედეგის მქონე გუნდმა კი ნახევარფინალის საგზურისთვის საკვალიფიკაციო მატჩი გამართეს. ეს გახლდათ ALMEDA-ს და AIR SQUAD-ს შეხვედრა. დაძაბულ ბრძოლაში ALMEDA-მ 21:20 იმარჯვა და ნახევარფინალში Scooby-ს შეუწყვილდა.

Scooby-მ მეტოქე 19:18 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც Wings-ს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ ნახევარფინალში Lakhvba-ს 15:14 სძლია. ფინალური მატჩი დაძაბული არ გამოდგა. Scooby-მ 21:11 სძლია WIngs-ს და ტურნირის გამარჯვებული გახდა. Scooby-ის შემადგენლობაში ბილი ალიევმა, ვასილ ბერუაშვილმა, დათო დადუნაშვილმა და ირაკლი გლუნჩაძემ ითამაშეს. ვინგსში ირაკლი ახალაიამ, ანდრია მუჯირმა, ვაჩე ფარულავამ და ლუკა ხარაბაძემ.

გამარჯვებული გუნდის წევრებმა საპრიზო ფონდიდან 900 ლარი მიიღეს, ხოლო ფინალისტებმა – 700. 3x3FALL2024-ის ფარგლებში უახლოეს დღეებში კიდევ 2 ტურნირი გაიმართება.

GBF

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა