20 წლის ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა ისევ გადარჩა - მისი შეცდომის გამო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გოლი კი გაუშვა, მაგრამ გუნდმა კვლავ არ წააგო
20 წლის ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა ისევ გადარჩა - მისი შეცდომის გამო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გოლი კი გაუშვა, მაგრამ გუნდმა კვლავ არ წააგო.

მოგეხსენებათ, მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილი გოლკიპერი „იუნაიტედს“ 18 მილიონი ფუნტი ანუ 20,5 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ მან, ახალი გუნდის შემადგენლობაში, პირველ ორ შეხვედრაში, სეროზული შეცდომები დაუშვა, რის გამოც ინგლისის ჩემპიონებმა გოლები გაუშვეს.

ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, პირველი შეცდომის შემდეგ, დე ხეას ამჯერადაც მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი „გადაეფარა“. მანამდე კი, მოედანზე, ესპანელის „ცეცხლის ხაზიდან“ გამოყვანა 25 წლის ეშლი იანგმა იკისრა - მან „ვესტ ბრომვიჩთან“ ზოგადადაც კარგად ითამაშა, მაგრამ, რაც მთავარია, „იუნაიტედის“ გამარჯვების გოლი (სტივენ რიდის ავტოგოლი) სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა.

ვნახოთ რა თქვა ფერგიუსონმა ამ ჯერზე:

„კეთილი იყოს მისი მობრძანება ინგლისში. დავიდს შეინ ლონგის დარტყმული, რასაკვირველია, უნდა მოეგერიებინა. მეორე ტაიმში კი მას ფიზიკური ორთაბრძოები მოუწყვეს და, ვფიქრობ, მსაჯს გოლკიპერის დაცვა მართებდა.

ახლა სხვა გზა არ არის, დე ხეამ შექმნილი მდგომარეობა უნდა გადაიტანოს. ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი მიიღო. ბიჭი 20 წლის არის და პროგრესის გზაზე დგას. ამწუთას მხოლოდ პატარა თავში წამორტყმა სჭირდება, მეტი არაფერი“.

ერთი კვირის წინ, „ქომუნითი შილდის“ შეხვედრაში დე ხეამ ედინ ჯეკოს შორეული დარტყმული გაუშვა. მაშინაც და ახლაც, გოლკიპერს თანაგუნდელებმა უშველეს - მისი შეცდომა მეტოქის კარში გატანილი გოლებით გამოასწორეს და მოიგეს. როდესაც ფერგიუსონს ჰკითხეს, დე ხეასთვის ინგლისში კარიერის ჯიქურ დაწყება მეტისმეტი ხომ არ იყო, მან ჟურნალისტებს ლეგენდარული დანიელი მეკარე პიტერ შმეიხელი შეახსენა და უთხრა, რომ პრემიერლიგაში თავიდან ისიც კი ცდებოდა.

„გამოცდილება მკარნახობს, რომ კონტინენტიდან ჩამოყვანილ მეკარეებს ინგლისთან შესაგუებლად დრო სჭირდებათ. შმეიხელსაც იგივე სჭირდა. თუ სწორად მახსოვს ოთხშაბათი იყო, როდესაც ვ „უიმბლდონმა“ საშინელ დღეში ჩააგდო. შემდეგ, შინ, „ლიდსთან“ შეცდა უხეშად და გოლი გავუშვით, მაგრამ ასეთი რთული სტარტის მიუხედავად, ის ყველა დროის საუკეთესო მეკარე გახდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა